მამა დიონისე არასოდეს არავისზე არ ბრაზდებოდა, არასდროს დაუტევებდა გულისმიერ ლოცვას
მამა დიონისე არასოდეს არავისზე არ ბრაზდებოდა, არასდროს დაუტევებდა გულისმიერ ლოცვას
მამა დიონისე, მოწაფე მამა გელასისა. შვილო ჩემო საყვარელო! მეკითხები, თუ რანაირად შეძლეს ჩვენმა მამებმა, მთელი ცხოვრება წმინდად დაემარხათ და ერთხელაც არ მიეღოთ არაწმინდა სიტყვა თუ გულისთქმა.

შენს კითხვაზე შესაფერისად ვერ გიპასუხებ იმიტომ, რომ ათენში ვიღებ აღსარებას და დილიდან საღამომდე სხვა არაფერი მესმის იმ მოვლენების გარდა, რომლებიც არა მხოლოდ შებილწავენ ადამიანის მთელ ხუთ გრძნობას, არამედ ძლიერ აზიანებენ მოძღვრის ჯანმრთელობას.

როცა წმინდა ანას სკიტში ვცხოვრობდი, ჩვენი მამები უსაზღვროდ განკრძალულნი იყვნენ: მათ ბაგეებს არ დასცდებოდა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა. ახლა კი აღსარების საიდუმლოს წესი და რიგი მოითხოვს, რომ კაცს ჰკითხო სამარცხვინო შეცოდებათა ყველა სახეობაზე. თუ მოძღვარი დროულად ვერ მოასწრებს შეკითხვების დახმარებით განწმინდოს სულიერი შვილის გული ბილწ და ბოროტ გულისთქმათაგან, რაც კი მასში ტრიალებს, მისი გული ვერ შეძლებს, შეიყვაროს ღმერთი, რომელიც "ყველანაირ სიწმინდეზე აღმატებულია", როგორც ამას ამბობს წმინდა დიონისე არეოპაგელი.

ჩემი განსვენებული მოძღვარი მამა ონუფრე, მოწაფე მამა მინასი, უხმო ყურადღებით მეპყრობოდა, აწონიდა და შეაფასებდა ჩემს ყოველ ნაბიჯს. სკიტის ტაძარში აუჩქარებლად უნდა შევსულიყავი, მკვირცხლი ყმაწვილივით კი არა, არამედ გამოცდილ მამათა მსგავსად უნდა გადამედგა ნაბიჯები. ღორის ტყავის ჩუსტებს იცვამდნენ, რათა წმინდა ტაძარში უხმაუროდ შესულიყვნენ.

მიაქციე ყურადღება წმინდა სერაფიმეს კალივის მოძღვრის, მამა გელასის მოწაფეს, მამა დიონისეს. ეს რჩეული კაცი სკიტში პატარა ბიჭი მივიდა. მისმა მოძღვარმა, მამა გელასიმ განრჩევის უდიდესი ნიჭი მოიხვეჭა. იგი ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდების ქცევას და მათ ნორჩ სულებს წმინდა ცხოვრების კანონებს ასწავლიდა. მამა დიონისე არასოდეს ტოვებდა ლიტურგიის აღსრულებას. თუ ავად იყო და წამოდგომა არ შეეძლო, კაცს გზავნიდა სხვა მღვდლის მოსაყვანად, რომელიც მის რიგს იკავებდა. თუ ეტყოდნენ, ვიღაც ავად გახდაო, დიონისე არც კი კითხულობდა, მძიმედ იყო ავად თუ არა, მორჩილად მიდიოდა ტაძარში და ლიტურგიას ატარებდა.

მამა დიონისე არასოდეს არავისზე არ ბრაზდებოდა, არასდროს დაუტევებდა გულისმიერ ლოცვას. მისი ხელსაქმე ხატწერა იყო, როცა მუშაობდა, გონებაში ყოველთვის იმეორებდა იმ წმინდანის ცხოვრებას, რომლის ხატსაც ხატავდა. თუ ის მოწამე იყო, მის მარტვილობას განიცდიდა, ხოლო თუ ღირსი მამა - მასთან ერთად ინაწილებდა მის ღვაწლს.

მამა ნეოფიტე და ბრმა მონაზონი. რადგანაც ხშირად გიხდება ერში ყოფნა, მმართებს, შეგახსენო, რომ ძალზე ფრთხლად იყო საუბრებისას, განსაკუთრებით მონაზვნებთან. მათ კარგი და გამოცდილი დამრიგებლები სჭირდებათ, რომლებიც ყველა ხუთი გრძნობის წმინდად დამარხვას ასწავლიან.

მართალი ანას მცირე სკიტში, სადაც იღუმენმა აღაპიმ დაწერა თავისი წიგნი "ცოდვილთა ცხონება", ერთი მოძღვარი ცხოვრობდა. თავიდან აღაპის სახელით ნაკურთხ წმინდა მთავარანგელოზთა კალივაში ცხოვრობდა. მერე კი კუნძულ ტიხონზე დედათა მონასტერში მღვდლად გაგზავნეს. ამ მონასტერში ყველა წმინდად ცხოვრობდა. მაგრამ იყო იქ ერთი ბრმა მონაზონი, რომელმაც ერთხელ აღსარებისას აღიარა, რომ მისადმი ბრძოლები ტანჯავდა. როცა ეს მამა ნეოფიტემ გაიგონა, შეშინებულმა მაშინვე დატოვა მონასტერი და კალივაში დაბრუნდა. სული დაუმძიმდა. ვერ გაეგო, როგორ უნდა აღეძრა ეშმაკს ბრძოლა უსინათლო ქალისთვის საკუთარი მოძღვრის მიმართ.

ერთხელ მან სტუმრად მოიწვია მეზობელი მოძღვრები - მამა სტეფანე, მამა კვიპრიანე და მამა კოზმა, ასევე გამოცდილი და მამათა შორის პატივცემული მოღვარი მამა ეგნატე. მამა ნეოფიტეს სურდა მათთან ერთად ემსჯელა, თუ რატომ ჰქონდა ბრმა მონაზონს არაწმინდა გულისთქმები. მაგრამ მაშინ თვითონ ავად იყო და ამიტომაც მამებთან გაგზავნა თავისი მორჩილი ეგნატე სმირნელი, რომელიც ყრმობიდანვე მონაზვნობისკენ ისწრაფოდა.

სულიერმა მამებმა დაიწყეს მსჯელობა. თუმცა ეს მღვდლები ხანდაზმულნი იყვნენ, მაინც ვერ შეძლეს ამ არცთუ მარტივი საკითხის გადაჭრა.

როცა რიგი მამა ეგნატე მცირემდე მივიდა, მან უპასუხა ამ შეკითხვას. ყველამ იცის, რომ ეშმაკს სურს თავის ბადეში არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ მოხუცებიც გამოიჭიროს. ამიტომაც ის აღძრავს ხორციელ ბრძოლას იქ, სადაც მას ნაკლებად ელიან. მაგრამ ამ შემთხვევისას მამა ეგნატემდე ამაში გარკვევა ვერავინ შეძლო.

ყველა გააოცა მისმა განსჯის უნარმა და თქვეს: "კურთხეულ იყოს ბაგენი შენნი". "სულიერო მამაო ნეოფიტე, შენი ხმა ერეოდა ბრმა მონაზვნის ხმას, როცა შენ მას ესაუბრებოდი. სწორედ ამან აღუძრა გულისთქმები. ის მას სათნოებებით აღუდგა წინ და აღიარა ისინი". ამიტომაც ერში სამოღვაწეოდ მიმავალი ახალგაზრდა ბერები უნდა გავაფრთხილოთ, რომ საუბარი არ წამოიწყონ მონაზვნებთან. თორემ შეიძლება ვნებაში ჩავარდნენ და "ხმით შესცოდონ". დაბრუნდებიან ათონზე, იწყებენ ამ მონაზვნებთან მიმოწერას და ამით განდევნიან სინანულს საკუთარი თავიდან. როცა გამოუცდელ ახალგაზრდა ბერებს აქვთ ურთიერთობა თუნდაც მოხუც დედებთან, ისინი ადვილად ხდებიან მრუშობის ვნების მსხვერპლნი. მრუშობის ეშმაკი ხარობს მათი დაცემით, ზეციური დანი კი წუხან მათზე. ეს მონაზვნები ძალზე განამწარებენ ყოვლადწმინდა დედოფალს ჩვენსას ღვთისმშობელს, მცველსა და მფარველს ამ წმინდა ადგილისა.

შენ ხედავ, აქ როგორ კეთილსურნელებენ კორომები, ბაღები, მთის კალთები. წმინდა მიწის ეს კეთილსურნელება - მომართვაა ჩვენდამი განწმენდილ მამათა, რომლებიც უხილავად გვიყურებენ და ხარობენ, ხედავენ, რომ ჩვენ ღვთისმშობლის მადლით განვდევნით ყველა უკადრის გულისთქმას.

როცა მიუყვები გზას წმინდა ანას მცირე სკიტიდან კატუნაკისკენ, უსმინე, რა ტკბილად გალობს ბულბული, ისე რომ თითოეული მონაზვნის გონება, ბგერებით დატყვევებული, აღიტაცება უმაღლესი ჭვრეტისკენ, რომელზეც მოგვითხრობდნენ მეუდაბნოე მამანი.

ამიტომ, თუ ახალგაზრდა მონაზონს უწევს მიმოწერა ერისკაცებთან, დაე, ნუ მისწერს ის დედაკაცებს, მხოლოდ კაცებს მისწეროს, რომელთაც სურთ იმის შეტყობა, თუ როგორ იცხოვრონ წმინდად. სადაც წმინდა ცხოვრებაა, იქ ლოცვა, მარხვა, მღვიძარება, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან მუდმივი ზიარებაა.

ვინც სულიერი მოღვაწებითა და სიმდაბლისმოყვარებით ამაღლებული და წმინდად ცხოვრება მოიპოვა, მიხვდა, რომ მათ, როგორც სიმდაბლისმოყვარების ვაჭრებმა, სიწმინდით მოივაჭრეს. ისინი მზად არიან სიკვდილისთვის და როცა განშორების ჟამი დადგება, წარვლენ იქ, სადაც მოზეიმე დასნი მოუკლებლად შეჰღაღადებენ: უფალო, დიდება შენდა, რამეთუ იმ ცხოვრებაში ღმერთი ყველა სიწმინდეზე აღმატებული იქნება და იდიდება ყველა ქმნილებისაგან.

ასე რომ, იფხიზლე, ძვირფასო მეგობარო, ხელი არ ჩამოართვა არც ერთ ქალს, თუნდაც საკუთარ დედას. შენ ხომ გინდა ჩვენი მამების საზომს მიაღწიო?

იფხიზლე, როცა სოფელში იქნები, არასოდეს გაიცინო, არ იხუმრო. ეცადე, საუბრისას კბილები არ გამოაჩინო.

თუ დაიცავ ყველა ზემოთქმულს, თვით შენი წმინდა ცხოვრება გასწავლის ყველა უმაღლეს საგანს, რაც ცხონებისთვის არის საჭირო. დაე, ღვთის მადლით განმაძლიეროს მე წმინდა მამათა ლოცვებმა, რათა შევძლო სიწმინდისკენ წარმმართველი რჩევების მიცემა.

მამა ნიკიფორე. წმინდა სამების კალივაში ცხოვრობდა მონაზონი ნიკიფორე. მოღვაწეობის შესწავლას ის კუნძულ ქიოსზე, წმინდა მარკოზის მონასტერში შეუდგა. როცა კალივის აღდგენა დაასრულა, რომელიც დანგრევის პირას იყო, წმინდა ანას სკიტიდან სიმონპეტრას მონასტერში გადავიდა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის განმარტოებული სავანე იყიდა. მასთან იქ მორჩილად შედგა ორი გალატიელი მამა. ერთმა მათგანმა სქემა შეიმოსა ნიკიფორეს სახელით და მღვდლად ხელი დაასხეს, მეორე ძმა კი ეკურთხა არსენის სახელით.

მამა ნიკიფორე მკაცრად იცავდა მონაზვნურ წესებს და ყველგან და ყველაფერში უსაზღვრო მორჩილებასა და მოთმინებას აჩვენებდა.

მამა ნიკიფორეს მისდა მოულოდნელად მღვდლად ხელი დაასხეს, მისთვის ამის შესახებ წინასწარ არაფერი უთქვამთ და არც შეჰკითხებიან. ხელდასხმის შემდეგ დაბრუნდა თავის მონასტერში და უნუგეშოდ ტიროდა, ფიქრობდა რა მღვდლობის მძიმე ტვირთზე. ის ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ქრონიკული დაავადება გამოეგზავნა, რომელიც მღვდლობის ნებას არ მისცემდა, თუმცა შეძლებდა ძმების მომსახურებას და მათ ტვირთად არ დააწვებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ვედრება და სიბრმავე გამოუგზავნა. იგი განაგრძობდა სამზარეულოში მსახურებას და დიდი გულმოდგინებთ მონაწილეობდა სავანის სხვა საქმეებში.

მის გულში ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი ბობოქრობდა. ამიტომაც მოუკლებლად ლოცულობა. როცა საუბრობდა, გეგონებოდა, ზეციური სიყვარულის ალი კიაფობდა მის ბაგეებზე.

ყველა მისი მხურვალე რჩევა ღრმად აღწევდა განსაცდელით გატანჯულ მის გულში და ნუგეშს აძლევდა. ახლოს რომ მიხვიდოდით, შეუძლებელი იყო სახეში შეგეხედათ: ლოცვისაგან გაბრწყინებული, ხორციელს კი არა, ცვილისგან ჩამოქნილს ჰგავდა.

მონაზონი იოაკიმე. 1922 წელს წმინდა ანას სკიტის ერთმა ძმამ საკუთარი მამა მოიყვანა, სახელად იოანე, რომელიც მონაზვნობაში იოაკიმე გახდა. მისმა ვაჟმა, ანტონიმ მას აუხსნა: რადგანაც წერა-კითხვა არ იცი, ერთი თითი მოკეცე და თქვი, "უფალო", მეორეს მოკეცვისას - "იესო", მესამეზე - "ქრისტე", მეოთხისას - "ძეო", მეხუთეზე კი "ღვთისაო".

მან ხელისგული აჩვენა და უთხრა: - ვაშლის აღებით ჩვენ მთელი ხელისგულით შევცოდეთ, ამიტომაც, დაე, ყველა თითი დაგვეხმაროს ლოცვაში. მაშინ მოვიპოვებთ ცხონებასო.

მამა იოაკიმე უსიტყვოდ ემორჩილებოდა თავის ვაჟს და მალევე მოუკლებლად ლოცვის ნიჭი მოიპოვა. ამასთან, მას მოუკლებელი ცრემლთა დენის ნიჭიც მიეცა. მისი სიმდაბლე იმ საფეხურამდე ავიდა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მონაზონთა დანახვისასაც კი მათ ნაფეხურებს კოცნიდა.

სკიტელმა მამებმა გადაწყვიტეს, გამოეცადათ, მისი ცრემლები მართლა სიმდაბლისმოყვარებისა და საკუთარი ნების მოკვეთისაგან თუ მოდიოდა. მათ უთხრეს: "მამაო იოაკიმე, როცა სასაფლაოს ჩაუვლი, მიცვალებულებისგან კურთხევა აიღე. თქვი: "მაკურთხეთ, მამანო". მამა იოაკიმე, შვილი მორჩილებისა, ასეც მოიქცა, სასაფლაოს კარებს მიუახლოვდა, შეჩერდა და ლოცვა დაიწყო: "მაკურთხეთ, მამანო". მაშინვე გარდაცვლილთა ძვლები ამოძრავდნენ, ერთმანეთს მიეხეთქნენ და გარკვევით მოისმა ხმა მიწიდან: "უფალმა გაკურთხოს, მამა იოაკიმე". უკან მამები მიჰყვებოდნენ, რომელთაც თქვეს: "ვაი ჩვენ, რომ აქ სიყრმიდანვე ვიღვწით, მაგრამ ასეთ მადლს ვერ მივაღწიეთო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat