დაბრუნდი მოძღვართან, გამოიჩინე მორჩილება და ცხონდები
დაბრუნდი მოძღვართან, გამოიჩინე მორჩილება და ცხონდები
არქიმანდრიტ იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა უმანკოებაზე, გულისთქმებსა და გულის სიწმინდეზე. 1955 წელს ერთ ძმას დიონისეს მონასტრიდან საკვირველი რამ შეემთხვა - მას გამოეცხადა წმინდა წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანე. ამის შესახებ მოგვითხრო ღირსსახსოვარმა მამა ლაზარემ, რომელიც მუდმივად გულშემუსვრილების მდგომარეობაში იმყოფებოდა და მადლობდა ღმერთს. მან ეს მესამე პირში მოგვიყვა, მაგრამ ყველაფრით ჩანს, რომ ის საკუთარ თავზე ამბობდა.

ეს ძმა მონასტრიდან თესალონიკში გააგზავნეს, სასტუმროში შეჩერდა, სადაც მისდა უნებურად განსაცდელი შეემთხვა. მასთან მივიდა ერთი ლამაზი გოგონა მისთვის ნაცნობი ოჯახიდან და ეკითხებოდა მამებზე, მთაწმინდაზე და ასე შემდეგ. ამგვარად საუბარი გაგრძელდა. ბოლოს გამოჩნდა ქალიშვილის განზრახვა, როცა მან ძმა თავის ნომერში შეიპატიჟა, ხელი ხელში ჩასჭიდა და ეუბნებოდა: "ერთი წუთით შევიდეთ და მერე უკან დაბრუნდები".

დაცემა უკვე გარდაუვალი იქნებოდა, ამ საშიშ მომენტში მას ლოცვა და წმინდა ნათლისმცემლის იმედი რომ არ ჰქონოდა. მან მხურვალედ სთხოვა წმინდანს შეწევნა და იმ ბადისაგან განთავისუფლება, რომელშიც გაიხლართა. მართლაც უეცრად რაღაცნაირად დამაბრმავებლად გაიელვა, თითქოს ათასი ელექტრონული ლამპა აენთოთ ოთახში. ამ ნათელში გამოეცხადა წმინდა ნათლისმცემელი, მან ძმა მკერდზე მიიკრა და თვალის დახამხამებაში, ისე, რომ ბერმა ვერც შეამჩნია, იგი ოთახიდან სართულის მეორე ბოლოში გადაიყვანა.

* წესიერი კაცი ყველა ქალს დასავით უცქერის. როცა ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალს უცქერის, უნდა იფიქროს: "ის რომ ჩემი და იყოს, სასაცილოდ ამიგდებდნენ მის გამო" და ამგვარად, ის მასთან ცოდვას არ ჩაიდენს.

* ღვთივკურთხეულმა მამა იოაკიმემ წმინდა ანადან, ჩვენს მოძღვართან ერთად აღკვეცილმა, თქვა: ვისაც სურს უმანკოება დაიმარხოს, ფხიზლად უნდა იყოს და მკაცრად დააკვირდეს საკუთარ თავს, რათა თავისი ხელებით არ შეეხოს თავის სხეულს და ერთი ხელითაც კი არ ეხებოდეს სხვას. შეკრებებისას უნდა ეცადოს უმანკოებას სიტყვით, მოქმედებით, უნდა გაქცეს საუბარს, რომელსაც სათნო სახე აქვს და ყველაფერი გააკეთოს, რაც ხელს უწყობს უმანკოებასა და წმინდად ცხოვრების დამარხვას.

* შეუბრალებელი ბრძოლა ჰქონდა ხორცთან ჩვენს თანამედროვე მოსაგრეს - მამა იოსებ ისიქასტს. ეშმაკი რვა წლის მანძილზე სისხლისმღვრელ ბრძოლას უმართავდა იმას, ვინც სიყრმიდანვე უმანკო იყო და წმინდა გახლდათ ყოველგვარი ხორციელი სიტკბოებისგან. "როცა მე ღონემიხდილობისგან გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებოდი, მადლი მაძლევდა ძალას და ყველაფერი თავიდან იწყებოდა, მაგრამ გადიოდა დრო, ბრძოლა ძლიერდებოდა და შეუწყვეტელი გახდა, რადგანაც ის არ იხევდა, მეც ვეწინააღმდეგებოდი, ხორცს მოვაკვდინებდი განსაკუთრებით მღვიძარებითა და საკუთარი თავის გაშოლტვით (იგი თავს იცემდა "პროფილაქტიკური ჯოხით", როგორც ამას მრავალი გამოცდილი მოსაგრე ასწავლიდა). მე ვტიროდი, ვოხრავდი, ჩვენს დედოფალს ღვთისმშობელს ვევედრებოდი... ბრძოლა მცირე ხნით სუსტდებოდა, რათა შესვენება შემძლებოდა და კვლავ დაძაბული ხდებოდა. ამასობაში სხეული დამიუძლურდა, ძალები დამეკარგა. სიმშვიდეს მხოლოდ ლოცვაში ვპოვებდი, რომელიც ჩემს ერთადერთ ნუგეშად რჩებოდა".

მამა იოსებმა ყველა პრაქტიკული მეთოდი გამოიყენა ამ ბრძოლის მოსაგებად: მღვიძარება, სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართ, შიმშილი, წყურვილი, ცემა, ცრემლები. მან უარი თქვა საწოლზე და დიდ ხის სკამზე ეძინა, რომელიც სავარძელს მოგაგონებდათ და ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენ ხანსაც მისი ბრძოლა.

* გავოცდი, როცა მამა ამბაკუმის მოწაფისგან შევიტყვე, რომ ღირსსახსოვარ მამას გონების და გულის ისეთი სიწმინდე ჰქონდა, რომ თავის სიცოცხლეში არ გაუვლია მზაკვრული ანდა ბილწი გულისთქმა! ორმოცდაათი წლის მანილზე მთაწინდაზე მოსაგრეობდა და მას მერე, რაც ჩამოვიდა, ერთხელაც არ დაუტოვებია ათონი.

* მე ვიცნობდი ერთ მოსაგრე მონაზონს, რომელსაც არ სურდა დედაკაცის ხმის გაგონება თვით ტელფონითაც კი.

* ბერმა თქვა:

- ერთხელ ერთი ღვთისმეტყველი მეწვია და მთხოვა მისთვის ხელთუქმნელ ნათელზე მომეთხრო. მე მას ვკითხე: განიწმინდე სულის განმხრწნელ ვნებათაგან? თუ არა, მაშ რაღად გინდა ხელთუქმნელ ნათელზე მოთხრობა?

უცნობი წმინდანები და მეუდაბნოენი. კავსოკალივის სკიტის კირიაკონის კედელზე არის უცნობი წმინდანის ფრესკა წარწერით: "ღირსი და შეწყალებული ევფროსინე ივერიელი". მას მარჯვენა ხელში გაშლილი ეტრატი უპყრია წარწერით: "უბრალო გულით ცხოვრობდა ამაოებათა შორის და შეწყალებულ იქნა უფლისაგან". მას მონაზვნური სამოსი აცვია და მუხლმოდრეკილი ლოცულობს.

ღირსი აკაკი კავსოკალიველის ცხოვრების შემდგენელი მამა იონა წიგნის ბოლოში თვის თანამედროვე ღირსმოწამეებზეც ჰყვება, "რომლებიც, ვითარცა დაფარული მარგალიტნი, წარვიდნენ უფლისა მიმართ". იხსენიებს ის მასაც: "მათ შორის იყო სამგზის ნეტარი ევფროსინე, რომელსაც ჩვეულებისამებრ შეწყალებულს ეძახდნენ. ვითარცა მზე ივერიის სავანეში გაბრწყინვებული, ძალზე უბრალოდ იქცეოდა, ხედავდა და გამოაცხადებდა თითოეული სულის დაფარულ მდგომარეობას. როცა მისი საფლავი გახსნეს, წმინდა ნაწილები იქ არ აღმოჩნდა.

* ერთი მოსაგრე მამა გერმანე, რომელიც რუმინელ მამა გერასიმესთან რთად ხაირეში (დიდი ლავრის რაიონში) იღვწოდა, გვიყვებოდა, რომ ერთხელ ღამით ძილში მამა გერასიმემ სამი დიდებული მეუდაბნოე ნახა, რომელთაც უთხრეს:

- ხედავ, ჩვენ აქ სამნი ვცხოვრობთ. ნუ შეგვაწუხებ და სხვებსაც გადაეცი, არ შეგვაწუხონ.

მამა გერასიმემ თვისი ხილვა ცნობილ მოძღვარს მამა ნეოფიტე კარამანლასს გაუმხილა, რომელიც კარმილეზე მოღვაწეობდა (კარმილე ერთ-ერთი მწვერვალია კერასიის დასავლეთით და წმინდა ბასილის სკიტის ზემოთ მდებარეობს). ძლიერი სურვილით აღძრულმა მამა ნეოფიტემ დიდი მოშურნეობითა და გულმოდგინებით იმ მხარის ყველა მღვიმე და მიტოვებული კელია გამოიკვლია, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა იმ მეუდაბნოეთა წმინდა ნაწილები. რაღაც დროის მერე ეს მეუდაბნოენი თვითონვე გამოეცხადნენ ბერს. ეს კი ასე მოხდა.

ერთხელ, როცა თავისი ასკეტირიონიდან წმინდა ნილოსის კელიაში მიდიოდა წმინდა საიდუმლოებათა საზიარებლად, კეთილსურნელება იგრძნო. იმ ადგილს როცა ჩაუვლიდნენ მამები, ყოველთვის კეთილსურნელებას გრძნობდნენ, მათ შორის ჩვენც, გლახაკნი და უღირსნი. მაგრამ მაშინ კეთილკრძალულმა მოსაგრემ განსაკუთრებული ძალით იგრძნო კეთილსურნელება.

მან გადაწყვიტა, გაერკვია, საიდან მოდიოდა ეს კეთილსურნელება და წმინდანებს სთხოვა ამის გამხელა. იმ ადგილას ერთი მომცრო ქვებისგან გაკეთებული საფეხური იყო. მან ქვები გადმოშალა, რადგან დუღაბის გარეშე იყო დაწყობილი, და ბერმა რომელიღაც მღვიმეში შესასვლელი დაინახა, საიდანაც კეთილსურნელება გამოდიოდა. მან მღვიმეში შესვლა სცადა, მაგრამ უეცრად ხმა მოესმა: ნუ შეგვაწუხებ. ჩვენ აქ სამნი ვართ. აქ ვცხოვრობდით და გვსურს, არავინ შეგვაწუხოს.

კეთილმა და სათნო მამამ კვლავ ამოქოლა მღვიმეში შესასვლელი და წავიდა მადიდებელი ღვთისა და ამ უცნობ წმინდანთა, ათონის უდაბნოს დაფარული შროშანებისა. ამ მღვიმის მდებარეობა მან მხოლოდ თავის მოწაფეს ილარიონს გაუმხილა.

* კავსოკალივის სკიტის კირიაკონის ქვემოთ მდებარეობს კალივა, სადაც მრავალი წლის წინათ ერთი ბულგარელი მოვიდა, სახელად იაკობი, და მორჩილად დაუდგა მკაცრ ბერძენ მოსაგრე მამას. მას დიდი მოშურნეობა ჰქონდა ასკეტური მოღვაწისადმი, ღამღამობთ ტაძრის კარიბჭესთან მიდიოდა და წმინდა სამების ხატის წინ ლოცულობდა.

ერთხელ, ღამით, სავსემთვარობისას, როცა იაკობი ჩვეულებისამებრ ტაძარში ლოცულობდა, ვიღაცის ნაბიჯის ხმა მოესმა. იქვე მიიმალა, ამ დროს დაინახა, რომ ბჭეში ვიღაც ნეტარი მამა შევიდა, მას თმა და წვერი თოვლივით თეთრი ჰქონდა. ბერმა კარებს ჯვარი გადასახა და ის თვითონვე გაიღო. ბერი ტაძარში შევიდა და წმინდა ხატებს მუხლი მოუდრიკა. გამოვიდა, კვლავ ჯვარი გადასახა კარებს, რომელიც ღვთაებრივი მოქმედებით ჩაიკეტა და აუყვა აღმართს, რომელიც კერასიისკენ მიდიოდა.

გაოცებულ მორჩილს ცნობისმოყვარეობამ სძლია და უჩუმრად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა უცნობ მეუდაბნოეს. ჯვრამდე მივიდნენ (ჯვარი - ადგილია, სადაც იკრიბება ათონის მწვერვალისკენ მიმავალი ყველა ბილიკი, აქედან მწვერვალამდე კი მხოლოდ ერთი ბილიკი მიდის), მოუხვიეს მარჯვნივ და აუყვნენ მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკს. როცა მეუდაბნოემ პანაღიას მიაღწია (ეს არის კელია ღვთისმშობლის პატივსაცემად აშენებული ტაძრით, რომელიც მწვერვალამდე 700 მეტრში მდებარეობს და აქ ათენებენ ხოლმე ჩვეულებისამებრ მწვერვალის მომლოცველნი), მორჩილმა ნაბიჯს აუჩქარა, წინ დაუდგა, თაყვანი სცა და შეევედრა ბერს, მოწაფედ აეყვანა.

- შენ ვერ შეძლებ აქ ცხოვრებას, ჩემო შვილო, - უთხრა მას უცნობმა მეუდაბნოემ.

იაკობი ევედრებოდა და მიწას ცრემლებით მორწყავდა.

- დაბრუნდი მოძღვართან, გამოიჩინე მისი მორჩილება და ცხონდები, - უთხრა მან, - ვისაც ღვთაებრივი მადლი არ აქვს, მას არ შეუძლია გაუძლოს აქ ყოფნას და იცოდე, რომ მალე უფალი გაგიყვანს ამ ცხოვრებიდან.

იაკობი ჩამოვიდა, მოუყვა მოძღვარს, რაც მოხდა, მერე კი მღვდელმონაზონთან წავიდა აღსარების სათქმელად, სიკვდილისათვის მოემზადა და სამი კვრის მერე შეისვენა უფლისა მიერ. ამბობენ, რომ სამი წლის მერე, როცა საფლავი გათხარეს, მისი ძვლები კეთილსურნელებდა.

* მას მერე, რაც ეს მოხდა, დაახლოებით ორმოცდაათი წელი გავიდა.

ერთი ღვთისმოშიში კრიტელი მომლოცველი ათონის მთაზე გაემგზავრა და თავისი ბიძაშვილის, მამა ექვთიმეს მონახულება გადაწყვიტა, რომელიც წმინდა ანას სკიტის სამხრეთ ნაწილში, კალივაში მოღვაწეობდა. წმინდა ანას ნავმისადგომიდან უცნობ ბილიკს გაუყვა, რომელიც სალ კლდეებსა და უფსკრულებს შორის გადიოდა და პინად წოდებულ ადგილს მიაღწია. იქ ბილიკი დასრულდა. მომლოცველი იძულებული გახდა ზემოთ ასულიყო და დიდი თავგადასავლების მერე წმინდა მთავარანგელოზთა ისიქასტირიამდე მიაღწია, სადაც კრიტელმა აღაპი ლანდოსმა თავისი წიგნი "ცოდვილთა ცხონება" დაწერა, საიდანაც თავისი ნათესავის კალივისკენ დაეშვა.

მას ძმური სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ, ამდენი ხეტიალით დაღლილმა ამოისუნთქა, დაისვენა და მამა ეფრემს ჰკითხა.

- მითხარი, ძმაო, როდის მიაბარებთ მიწას იმ გარდაცვლილს, რომელიც კლდეებს შორის ერთ მღვიმეში ვნახე? მეც მინდა ვნახო, როგორ კრძალავენ გარდაცვლილებს მთაწმინდაზე.

როცა მამა ექვთიმემ მღვიმეში გარდაცვლილის შესახებ შეიტყო, მომლოცველებთან და თავის მოძღვარ კვიპრიანე ოქრომჭედელთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ყველა იმ ადგილის გამოკვლევა, მაგრამ ვერსად ვერაფერი იპოვა. მხოლოდ მზის ჩასვლისას იგრძნეს, რომ იმ კლდეებიდან დამწვარი საკმევლის სასიამოვნო სუნი მოდიოდა, რომელიც მამა კვიპრიანეს ადრე რამდენჯერმე უგრძნია. თუმცა მომლოცველი კვლავ ამტკიცებდა:

- აი, იმ ხის გვერდით იყო მღვიმე. შიგნით შევედი და მიცვალებულთა საკაცეზე დასვენებული პატივცემული ბერი დავინახე. თავიდან ვერ მივხვდი, რომ მკვდარი იყო. შემდეგ მივუახლოვდი, დავინახე, რომ მის თავთან ჯვარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ანთებული კანდელი იდგა. ჯვარი გამოვისახე, სამჯერ თაყვანი ვეცი და საკმევლის სუნი ვიგრძენი. წამოვედი და დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ იმ დღეს მისი დაკრძალვა ვერ მოასწარით.

* 1977-78 წლებში წმინდა ანას სკიტის დიკეა იყო მონაზონი კირილე. სექტემბრის თვეში მან უპასპინძლა ერთ მართლმადიდებელ ლიბანელ მომლოცველს, რომელიც ომის დროს სამშობლოდან გამოიქცა და ლტოლვილად მოხვდა საბერძნეთში.

ამ ღვთისმოსავ მომლოცველს მხურვალედ სურდა ათონის მწვერვალზე ასულიყო. ამგვარად ადრიან დილით ხსენებული დიკეასგან რჩევა მიიღო და შეუყვა დამქანცველ მთის აღმართს. იმავე დღის საღამოს სკიტის კირიაკონში დაბრუნდა. მეორე დღეს, საღმრთო ლიტურგიის მერე მან თავისი ჩიქორთული ბერძნულით საკვირველ შემთხვევაზე მოყვა.

მწვერვალის სიახლოვეს, "ბაბილას" რომ ეძახიან, საიდანაც მკვეთრი დაღმართი იწყება, მცირე ხნით შეჩერდა, რათა მერე ასვლა განეგრძო. შესაფერისი ადგილის ძიებაში უეცრად პატარა ქოხს გადაეყარა, საიდანაც ორი ფრიად პატივცემული მეუდაბნოე გამოვიდა. მათ ის შეამჩნიეს, სიხარულით შეიპატიჟეს სახლში, ახალმოკრეფილი ლეღვით და ცივი წყლით გაუმასპინძლდნენ. გემო და სიტკბო ლეღვისა იმდენად სასიამოვნო იყო, რომ შეუძლებელია მისი აღწერა. დაღლილობამ მაშინვე გაუარა. ამ კალივაში მან სხვა დარბაისელი მონაზვებიც შეამჩნია, თითოეული მათგანი წვერმოღუნულ კვერთხს ეპყრობოდა და სკვნილზე ლოცულობდა. მის კითხვაზე ბერებმა უპასუხეს, რომ აქ უკვე მრავალი წელია ცხოვრობდნენ და მთელ სამყაროზე ლოცვის გარდა სხვა არაფერი საქმე არ ჰქონდათ.

ამან და ბევრმა სხვა რამემ ლიბანელ მომლოცველში აღფრთოვანება და დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგალითად, იგი ამბობდა, რომ ყველა ის მეუდაბნოე ერთი ასაკისა იყო. როცა ამის შესახებ შეიტყვეს დიკეამ და სხვა მამებმა, ერთად შეასხეს ქება და დიდება "თავის წმინდათა შორის საკვირველ ღმერთს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat