თუ მონაზვნობა გსურს, ყველა ჟინისა და ამა სოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო
თუ მონაზვნობა გსურს, ყველა ჟინისა და ამა სოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო
1797 წელს თბილისში ჭირი გაჩნდა. მრავალი ქალაქელი სოფლებში გაიხიზნა და ქართლ-კახეთს მოსდო ეს მომსვრელი სენი, ბევრმა კი თბილისის ახლომახლო ტყეებს შეაფარა თავი.

ტყეში გახიზნულებს მონასტრებისა და უდაბნოთა მკვიდრნი მიეშველნენ, პური, ღვინო, საზრდო და საქონელი დაურიგეს. ღირს მამებს წინ უძღოდათ მეფის მოძღვარი, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი მამა ექვთიმე მჭედელაშვილი.

განდეგილნი და მეუდაბნოე მამანი ტოვებდნენ თავიანთ სამყოფელს, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ ლტოლვილ ერისკაცებს, ლოცვა-ვედრებით განწმენდდნენ ქრისტიანთა გონებას, განამხნევებდნენ და განსაცდელს დაათმენინებდნენ.

როცა იმერეთშიც გაჩნდა ჭირი, წმინდა მღვდელმთავარი ექვთიმე გაენათელი ერისკაცის სამოსით დადიოდა ხალხში, უვლიდა და აზიარებდა სნეულთ, გარდაცვლილებს მარხავდა, ხოლო გაჭირვებულ ხალხს, როგორც შეეძლო, აპურებდაო, - მოგვითხრობს დავით ბატონიშვილი.

***
გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" ზენონ დიდის ამბავსაც მოგვითხრობს.

წმინდა ზენონი ძე იყო სამცხელი აზნაურისა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონება ზენონსა და მის დას დარჩათ. ვაჟს ბერობა სურდა, მაგრამ განაზრახის ასრულება გაუჭიანურდა. ამასობაში ერთმა უკეთურმა შეაცდინა მისი და და შავშეთს წაიყვანა. ზენონმა შეიტყო ეს, აისხა იარაღი, ამხედრდა და შეურაცხმყოფლის კვალს დაადგა. კარგა მანძილი რომ განვლო, იფიქრა: სახელოვანი ჭაბუკი ვარ, ხოლო ის, ვისაც მივდევ, უღირსი კაცია; რომ დავეწიო და მოვკლა, ცოდვაში ჩავვარდები, ხოლო თუ ხელცარიელი გავბრუნდი უკან, სირცხვილით თავი აღარსად გამომეყოფა; მოდი, მონაზვნობის აღთქმას მაინც აღვუსრულებო უფალს. თქვა და შეასრულა კიდეც, გამოისახა ჯვარი, კლარჯეთში გადავიდა და ბერად აღიკვეცა.

***
საგულისხმოა წმინდა ანტონ ჭყონდიდელის ბერად შედგომის ამბავიც: მამამისმა ოტია დადიანმა ერთ-ერთი ძე, ნიკოლოზი, ბერად აღკვეცა, რათა გრიგოლ ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ ჭყონდიდის მწყემსმთავრად დაესვა. ჭაბუკი სრულწლოვანი რომ გახდა, მღვდელმონაზვნობა ებოძა და ჭყონდიდელის მოადგილედ მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ გამოდგა ღირსეული ბერი - საერო ცხოვრებას მისდევდა, ნადირობა და ქორ-მიმინო უყვარდა.

ერთხელ მთელი დღე ინადირა, წვიმაში მოჰყვა და დასველდა. საღამო ჟამს გამოიდარა და ბერმა თავისი ქუდი გასაშრობად მარგილზე ჩამოკიდა. ქუდი გაშრა, მაგრამ სახე იცვალა - მარგილისგან აიბურცა და თუმცა პატრონი ბევრს ეცადა, ადრინდელი ფორმა ვერა და ვერ დაუბრუნა.

ამ ქუდით ნიკოლოზ ბერი ერთ დარბაზობაზე, ფრიად საპატიო საზოგადოებაში მოხვდა. ყველამ შეამჩნია მისი გასაჭირი და დარბაზში ჩურჩული და სიცილი ატყდა. მაშინ ახალგაზრდა ანტონი წამოდგა და ძმას მიმართა: "გეტყობა, ბერის ანაფორას ღირსეულად ვერ ატარებ, საერო ცხოვრებისკენ მიგიწევს გული და არ ძალგიძს იტვირთო მონაზვნობის მძიმე უღელი. არავის ხელეწიფება მონება ორთა უფალთა. გევედრები, მიატოვე ბერობა და შენს ნაცვლად მე ვიტვირთებ ამ საქმესო". მართლაც, ნიკოლოზმა ანაფორა გაიხადა, ცოლი შეირთო და მთელი ცხოვრება ერში გაატარა, ანტონი კი, აღთქმისამებრ, ბერად შედგა.

***
1755 წელს მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი წმინდა მიწისა და ათონის მოსალოცად გაემგზავრა. ათონზე, დიონისოს მონასტერში, მას ქართველი ბერი თევდორე უნახავს, რომელსაც მისთვის თავისი თავგადასავალი უამბია.

თევდორე ქართლელი ყოფილა, სოფელ უსიტყისიდან, სამთავისის საყდრის ყმა. როცა ქართლი ლეკებმა მოაოხრეს, ისიც სხვებთან ერთად დაატყვევეს და კონსტანტინოპოლში ერთ უკეთურ თურქს მიჰყიდეს. თურქი სჯულის გამოცვლას აიძულებდა, სცემდა, გუთანში აბამდა. ჰპირდებოდა, თუ მაჰმადიანი გახდები, გაგათავისუფლებ და დაგასაჩუქრებო. მონა უარზე იდგა. ბოლოს პატრონი სიკვდილით დაემუქრა. თევდორემ სთხოვა, მოსაფიქრებლად ერთი ღამე მიეცა. წავიდა, სანთლები იყიდა, ეკლესიაში აანთო და ღვთისმშობელს შეევედრა: "ტყვედქმნილთა, გლახაკთა და უცხოობაში მყოფთა ხელისაღმპყრობელო, მიხსენ ამ მწარე ტყვეობისგანო".

ლოცვისას ჩასთვლიმა. ძილში ორი მოხუცებული გამოეცხადა. ნუგეშს სცემდნენ და ეტყოდნენ: "მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას... ღმერთი მოწყალეა, გიხსნის ჭირისა და მწუხარებისგანო".

მონად გაყიდულს გაეღვიძა და მადლი შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს. მივიდა თურქთან და უთხრა: ასო-ასო რომ ამქნა, რჯულს მაინც არ ვუღალატებო. განრისხებულმა პატრონმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა.

შუაღამისას თევდორემ ძალ-ღონე მოიკრიბა და გაიპარა. ზღვის პირას, ტყეში, ერთი დაქცეული ეკლესია იპოვა და მას შეაფარა თავი. თურქებმა მიაგნეს, მაგრამ ეკლესიის ზღურბლს ვერა და ვერ გადააბიჯეს. კარგა ხანს იდგნენ ასე. გულმოცემულმა მონაყოფილმა მოიმარჯვა პატარა ცული, თან რომ წაეღო და მდევართა მოგერიება განიზრახა, მაგრამ საღმრთო ძალმა გარეთ არ გაუშვა.

თურქებს შესვლის იმედი გადაეწურათ და წავიდნენ.

როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე აღარ ელოდა, თევდორემ გზა განაგრძო და ზღვის ნაპირთან მივიდა. იქ ქრისტიანებმა ნავზე დასვეს და ათონზე მიიყვანეს. ერთხანს ერთ ბერს ემსახურებოდა. ერთ ღამეს ხმა ჩაესმა, რომელიც დიონისოს მონასტერში წასვლას ჩააგონებდა. კითხვა-კითხვით მიაგნო მონასტერს. იქაურ იღუმენს ჩვენება ეხილა მისი მოსვლის შესახებ და ბრძანება მიეღო, რომ უცხოტომელი ბერად აღეკვეცა და მივიდა თუ არა თევდორე, უმალვე მონაზვნად აკურთხა.

წმინდა ანას სკიტში მეუფე ტიმოთეს უნახავს სენაკებიდან მოშორებით მცხოვრები დაყუდებული ქართველი ბერი ანთიმოზ ჯავახი, ფრიად მოღვაწე და მშრომელი, სრულიად შიშველი და უპოვარი, რის გამოც გარეთ ვერ გამოდიოდა. მის სენაკს კარი არ ჰქონდა და ქვით დაეხშოთ. ათონზე შეხვედრია სხვა ქართველებსაც: ატოცელ გერასიმე სამარლანიშვილს, ფცელ გერასიმეს, საქარელ ხრისტოდულოსა და დაყუდებულ კახელს, ალავერდის ყმა გრიგოლს, "ფრიად პატიოსანს მონაზონებითა". დიონისოს მონასტერში უმოღვაწიათ ღვანკითელ გაბრიელს, ლეონტი დაღეთელს და ქართლელ სერაბინს. შეეწიოს მათი წმინდა ლოცვა დღევანდელ ათონელ ქართველებს.

***
1860 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული "სინური პატერიკი" VII საუკუნის ქართველ ბერზე, მამა მიქაელზე მოგვითხრობს. მამა მიქაელი თავის მოწაფე ევსტათესთან ერთად სინის მთაზე, არსელაეში, ერთ მაღალ, ციცაბო კლდეში გამოკვეთილ აკლდამაში მოღვაწეობდა. ერთხელ ბერი ავად გახდა, იგრძნო აღსასრულის მოახლოება და მოწაფეს სთხოვა, წყალი მიეტანა, რათა განბანილიყო და უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს ზიარებოდა. როცა ეზიარა, ევსტათეს უთხრა: კარგად იცი, რა სახიფათოა ჩვენი აკლდამიდან დაბლა ჩასვლა. მე რომ აღვესრულო და შენ მარტოს მოგიხდეს ჩემი ნეშტის ჩატანა, ვაითუ ჩავარდე და დაიმტვრე. სჯობია, ახლავე ჩავიდეთო.

როცა ჩავიდნენ, მოძღვარმა ილოცა, ეამბორა ევსტათეს, დალოცა, სთხოვა, ელოცა მისთვის, ჩაწვა კუბოში და სიხარულით წარვიდა უფლისა მიმართ.

***
წმინდა ილარიონ ქართველის (ყანჩაიშვილის) პირველი მოძღვარი გახლდათ მისივე დედისძმა ბერდიაკონი სტეფანე, რომელმაც ექვსი წლის იესე (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდა ილარიონს) თავისთან წაიყვანა და თორმეტი წელი უდაბურ მთაზე ზრდიდა. მამა სტეფანე ბერად ტაბაკინის მონასტერში აღკვეცილა, სადაც წინამძღვრად ყოფილა არქიმანდრიტი გერმანე, სათნო, საღვთო მადლით სავსე კაცი, რომლის ლოცვით ავადმყოფნი იკურნებოდნენ და წვიმა მოდიოდა. როცა მამა სტეფანემ განმარტოებით მოღვაწეობა მოისურვა, მამა გერმანემ შეკრიბა ეკლესიის ბერთა სასულიერო კრება. ითათბირეს და გადაწყვიტეს, სტეფანე ნელ-ნელა შეეჩვიათ განმარტოებული ცხოვრებისთვის, ექვსი წლის თავზე კი სათანადო გამოცდის შემდეგ განმარტოების უფლება მისცეს.

წმინდა ილარიონის თქმით, მამა სტეფანე ნამდვილი ბერი იყო, დიდად მოღვაწე, უმაღლეს სულიერ საგანთა განსჯის მადლით შემკული. რჩევისთვის უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან. ბერობის მსურველებს მამა სტეფანე ასე არიგებდა: "თუ მონაზვნობა გსურს, ყველა ჟინისა და ამა სოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო, მერე კი იღვაწო, რათა შენი არსებიდან ქვეყნიერი ცხოვრების კვალიც კი აღმოფხვრაო".

მამა სტეფანემ გარდაცვალების ჟამი წინასწარ შეიტყო, მონასტერში ჩავიდა, დაემშვიდობა სულიერ ძმებს, დაბრუნდა სენაკში და რამდენიმე დღის ავადმყოფობის შემდეგ მიიქცა ნეტარ მარადისობაში.

***
არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. არსებობს ორი ვერსია წმინდა გრიგოლის დაღუპვისა. პირველის მიხედვით, ოსვენციმში გერმანელი ოფიცერი მოუკლავთ. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია, ყველა ტუსაღი, დიდიან-პატარიანად, მთავარ მოედანზე გამოურეკავს, საშინელ ყინვაში გაუშიშვლებია და უთქვამს: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელი არ გამოჩნდებაო. პატიმრების მწკრივს გრიგოლ ფერაძე გამოეყო... ის ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და მთელი ბანაკის თვალწინ დაწვეს.

მეორე, უფრო გავრცელებული ვერსიის თანახმად, რომელიც წმინდა გრიგოლის ჯვართან ერთად მიტროპოლიტ დიონისეს გადასცა ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა, მამა გრიგოლი ერთი წვრილშვილიანი ტუსაღის სანაცვლოდ თავისი ნებით შევიდა გაზის კამერაში.

***
წმინდა მატო, დიდად მოღვაწე ბერი, ორმოცი წელი მღვდლობდა მერეს დედათა მონასტერში და ამ ხნის განმავლობაში მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის სმენოდა. მისი შემხედვარენი ვერც სხვანი იკარებდნენ განცხრომას.

გარდარეული შრომისგან მოუძლურდა ბერი. შიმშილი და წყურვილი, უძილობა და მუხლთა დრეკა მრავლად ჰქონდა. წირვითაც, თუ მეტისმეტად ცუდად არ იყო, უთუოდ წირავდა, ხოლო სამოსელი და საზრდელი მისი მთლად შეურაცხი შექმნილიყო.

მღვდლის გარდაცვალებისას მერეს მონასტრის დედებმა თემესტიამ და ანტონიოს დაყუდებულმა ჩვენება იხილეს. დედა ანტონიოსი ჰყვებოდა: "მოვიდა ჩემთან ვიღაც ბრწყინვალედ შემოსილი კაცი და მითხრა: "დიდი მატო მიიცვალება ღვთისა მიმართ, წამომყევი, რათა ღირსი შეიქმნე მისი დიდებით მიცვალების ხილვისა". გავყევი და ბერთას მონასტრის მახლობლად, ბორცვზე ამიყვანა, - მიხედე ბერთას და იხილე დიდებული სახილველიო. მივხედე და დავინახე, ნათლის სვეტი ჩამოშვებულიყო ზეციდან. წმინდა ანგელოზები გარდამოდიოდნენ ამ სვეტზე. იყო მათ შორის ერთი ვინმე დიაკონის სახისა, ოლარით, და უგალობდნენ ღმერთს ბრწყინვალე ხმით. და კვლავ ვიხილე ანგელოზთა კრებული, რომელნიც ზეცად ადიოდნენ, შუაში კი წმინდა მატო ჩაეყენებინათ და ხელაპყრობილი აჰყავდათ ნათლით შემკობილი".

დედა თემესტიამ უთხრა: "ჭეშმარიტად სარწმუნოა შენი ჩვენება. ახლა ჩემიც მოისმინე: სიჭაბუკეში ხომ მშვენიერი იყო მამა მატო; იმაზე უმეტესად ახლა ვიხილე დიდებით შემკობილი და ზეციური ჟამისწირვისთვის ბრწყინვალედ შემოსილი. ხელთ ოქროს საცეცხლური ეპყრა. გამიკვირდა ეს ხილვა და ვკითხე: როგორ განძლიერებულხარ უძლურებისგან, მოძღვარო? მან მიპასუხა: "საკურთხევლიდან, რომელსაც სიყრმიდან ვმსახურებდი, უფლის დაუსრულებელ მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხევლისა წინაშე წარდგომად და მარადის მსახურებად". ეს ჩვენება ერთმანეთს რომ უამბეს, ბერთიდან მონაზონი ვინმე მივიდა და შეატყობინა, მატო გარდაიცვალაო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat