ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მამა სოგრატე (ჭულუხაძე) - "შენ, უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო"...
ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მამა სოგრატე (ჭულუხაძე) - "შენ, უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო"...
2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა. მინდა გავიხსენო მამა სოგატეს მიერ ნაამბობი ერთი ამბავი, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირედება. 

არქიმანდრიტ სოგრატესთან (ჭულუხაძე)
საუბარმა იმხანად ბევრი რამ შემძინა, ბევრი სასიკეთო ნაყოფი ვიხმიე... მისი გარდაცვალების შემდეგ კი უფრო მეტად მეძვირფასება მისი ნაამბობი. საგულისმო გახლდათ ღირსი მამა გაბრიელის და მამა სოგრატეს ურთიერთობა, რასაც არქიმანდრიტი სოგრატე დიდი სიყვარულით იხსენებდა:

-მე ხომ მცხეთის სასულიერო სემინარიაში ვასწავლიდი. სამთავროს დედათა მონასტერი ხომ იცით, იქ ვიყავი პატარა რომ ვიყავი, ზედამხედველობა დამევალა. უწმინდესი მაშინ რექტორი იყო. მე მებარა ბიჭების სახარჯო ფული, ვინახავდი. ჩვენ ვიყავით ზევით, მეორე სართულზე, წინა მხარესა კედელი მოშენებული იყო ფიცრის კედლები, იქ ვიწექი მე.

საღამოთი ვფიქრობ, ახლა მე რომ მოვკვდები მზად ვარ თუ არა თქო? არ ვარ მზად მეთქი საკუთარ თავს ვეუბნებოდი და ცოტახანი კიდევ მაცოცხლეთქო. ამ ფიქრში ჩამეძინა და ღამის პირველი საათია ხმაური გაისმის, რამაც წამომახტუნა. ჩავიცვი, შუქი ჩავრთე და არ ჩაირთო. ფანჯარა გამოვაღე, გავიხედე და სახურავზე მოდის ცეცხლი და ცეცხლი უკიდია სახურავს. გამოვედი შესასვლელში, იქ იდგა ტელეფონი.

70-წელში, მანამდე, მე ტელეფონზე არ დამირეკია. არ ვიცოდი დარეკვა. გჯერათ? არ დამჭირვებია. ავიღე ტელეფონი, ვიფიქრე, იქნებ შემხვევით ვიღაცასთან მოვხვდე ხაზზემეთქი და რომ ვუთხრა, სემინარია იწვის. ავიღე ტელეფონის ყურმილი და ვიძახი, ალო, ალო. ხმა არავინ გამცა და დავკიდე ტელეფონი.

შიშისაგან ხმა ჩამივარდა, ვკნავივარ. გამოვარდა მაშინ ჩემი უმცროსი ძმა, სემინარიაში სწავლობდა, ცეცხლი უკიდია მეთქი ვეუბნები. ჩემს ძმას რომ გაუგია ჩემი კნავილი, ეგონა ვიღაც თავს დაესხაო, მღვდელი ვიყავი მაშინ. ჩემი ძმა დერეფანში რომ გამოვარდა ჩამოვარდა ცეცხლი. იკეტებოდა დერეფანი. არ დაიბნა და მოკიდებულ ცეცხლს თავი დააღწია. ჩავიდა კიბეებზე, დედების ეზოში და კიბე ამოიტანა.

მოადგა მეორე სართულს და ბიჭები გააღვიძა ასე გადაიყვანა ფანჯრიდან. იწვის სახურავი. მე უკან არ შევბრუნებულვარ. ჩემს ოთახში მქონდა სემინარიის ფული, 500 მანეთი. ჩემი 200 მანეთი მქონდა, ხელფასს ვიღებდი, ხელფასი ახალი აღებული მქონდა და ამ ფულის გვერდით მედო გარდეროფში. ყველაფერი შენობაში დამრჩა. ახლა მე ვდარდობ მობარებულ ფულზე, იტყვიან ფული მივეცით და დამალა, ეს აზრები მაწუხებდა. არადა დაიწვა. მესამე დღეს წინა მხარე, ჩემი მხარე, სამი კედელი ხე ხომ ჩამოცვივდა ძირს, იწმინდება. ამ დროს მოსულია ეფრემ მეორე და მამა გაბრიელი (ურგებაძე).

მამა გაბრიელი იქ იჯდა სამთავროს ეზოში, გრძელ კიბესთან. მე მაღლა ვარ დაღონებული. მამა გაბრიელი მეუბნება, დაბლიდანა,-მამა სოგრატი, მიძახის. შენ, უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო. ჰოდა, მე ისე დავმშვიდდი, მეტი არ შეიძლება. ჩემს თავს ვაწყნარებდი და შთავაგონებდი წმინდა იობის მოთმინებასა.

წმინდა იობი მეცხადებოდა ხოლმე, იობმა რაც გადაიტანა ხომ იცით? ჩემი ჭირი რა შედარება იყო მასთან, არაფერი. იმან გადაიტანა და მე რა ვარ მეთქი. ამას რომ ვერ გაუძლომეთქი. იმის აზრი მკლავდა, ის ფული ვითომ მე შვინარჩუნე. ჰოდა, როცა მესამე დღეს წმინდავდნენ იმ ადგილას, აღმოჩნდა დამწვარი ფულის პაჭკა, რომელსაც მხოლოდ კუთხეში ნომრები ჰქონდა შემორჩენილი. ჩემი დარდიც განქარდა. ასეთი სასწაულებეი დაბადებიდან უამრავი მაქვს.



ბეჭდვაელფოსტა
14.11. 2018
Nino
დიდება უფალს
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat