მრავალი აღიარებდა, რომ გულის წვას გრძნობდა, როცა მამა ეფრემი აკურთხებდა
მრავალი აღიარებდა, რომ გულის წვას გრძნობდა, როცა მამა ეფრემი აკურთხებდა
მამა ეფრემ კატუნაკელი
იგონებენ მამა ეფრემს. ვათოპედის მონასტრის იღუმენს ერთხელ მამა ეფრემმა უთხრა:
რადგანაც ასეთ ადგილს იკავებ, შენთან ათონზე და მის გარეთაც მოვლენ თავიანთ მოძღვრებზე მომჩივანი მონაზვნები. გირჩევ, არასოდეს გაამართლო არც ერთი მორჩილი. მოძღვარს თავისი მორჩილისთვის ცუდი არასოდეს უნდა. ვაღიარებ, რომ დიდი ბრძოლა მქონდა, მამა ნიკიფორესგან წავსულიყავი. მამა იოსების რჩევითა და ლოცვებით მე ამას ვითმენდი და არ მინანია ამის გამო, ვინაიდან მადლმა ორმოცი წლის გასვლის მერეც მიჩვენა, რომ რასაც ვაკეთებდი, სათნო იყო ღვთისთვის.

იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოძღვრის მორჩილებას, თვით ერისკაცისასაც კი. ამბობდა: "ვისაც ერთხელ მოუდრეკია მუხლნი ოლარის ქვეშ, მას საღვთო განგებულება ისე დაარიგებს, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კაცს ქრისტე შეიძენსო".

გულისთქმების დამალვას საკმარისად თვლიდა მონაზვნის სულიერი სიკვდილისთვის. იგი ამბობდა: "გაფრთხილდით, რომ გულისთქმები არ დამალოთ. მოძღვრისაგან არაფერი არ დამალოთ, რადგან ერთიც კი საკმარისია, რომ ამან საშინელი განსაცდელი და სიკვდილი მოაწიოს მონაზონს".

ერთი მონაზონი თავის მოძღვარს აიძულებდა, მღვდლობაზე მაკურთხეო. მოძღვარი არ თანხმდებოდა. მან მამა ეფრემს სთხოვა ელოცა, რათა ღმერთს ეუწყებინა თავის ნება. მამა ეფრემმა ილოცა და ღვთის მადლმა ეს მონაზონი დაინახა ეშმაკის მკლავებში ჩაკრული. მიხვდა, რომ იგი ვნებების ტყვე იყო და ღირსი არ გახლდათ მღვდლობისა.

ერთ ღვთისმოშიშ მონაზვნურ საძმოში სადღესასწაულო წირვაზე მიიწვიეს მამა ეფრემიც. მიიწვიეს ეპისკოპოსიც - ცნობილი წმინდა გარდამოცემისადმი ერთგულებით. მას მამა ეფრემი დიდ პატივს სცემდა. მაგრამ თავისი ტიპიკონის დარღვევა არ უნდოდა და ზეიმზე არ წავიდა, თუმცა ცდილობდა, გულით და გონებით მათთან ყოფილიყო. ის სეფისკვერის ბეჭდებს კვეთდა და ლოცულობდა. საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას კი ცხადი სახით მონაწილე გახდა მთელი მსახურებისა.

- მე ცხადად ვმონაწილეობდი მთელ მსახურებაში, - ჰყვებოდა იგი, - ვფიქრობდი კიდეც, რომ ორი ბუნება მქონდა. ერთი მხრივ, ვხედავდი, რომ ხელსაქმეს ვაკეთებდი, სხვა მხრივ კი მსახურებას არ ვტოვებდი და ყველა მწირველს ვხედავდი.

როცა მისი ახალი საძმოს წევრები ცნობისმოყვარეობით ეკითხებოდნენ ზებუნებრივ გამოცხადებებზე, ეუბნებოდა, - მადლის თვისება მართლაც აღემატება ბუნებას, მაგრამ მე ეს მამა იოსებისგან მივიღეო. სხვა დროს კი მან სულიერ შვილებს უამბო: - ერთხელ ჩემი მორჩილი ერთ მონასტერში საქმეზე გავგზავნე, გონებით გავყევი და მადლით ვხედავდი მის გონებას, მის აზრებს, რაც ხდებოდა მის თავს, ვისაც ხვდებოდა. ვთანამგზავრობდი მას უკან დაბრუნებამდე. ვიდრე ის მომიყვებოდა, ყველაფერი ვიცოდი, თავს რაც გადახდა.

ერთხელ მამა ეფრემი სალონიკში სნეულების გამო იყო ჩასული, თან მამა იოსებ ვათოპედელი ახლდა. მან დიდბერს სთხოვა, ერთ ღვთისმოშიშ ოჯახს სწვეოდნენ. მასპინძლებმა დიდი სიხარულით მიიღეს. განსაკუთრებით ხარობდა პატარა გოგონა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა "პაპას", როგორც ის მას ეძახდა და მზად იყო, მომსახურებოდა. ბერმა სიხარულით აკურთხა იგი და უთხრა:

- ღმერთმა გაკურთხოს, ქრისოვალანტა.

გოგონა შეახსენებდა: - პაპიკო, მე მარიამი მქვიაო. ბერი არ აქცევდა ამას ყურადღებას და მთელი სტუმრობის დროს ეუბნებოდა: - ღმერთმა წყალობა არ მოაკლოს ჩემს ქრისოვალანტასო.

როგორ განვითრდა შემდგომში მოვლენები? მარიამი გაიზარდა და გათხოვებას მონაზვნობა არჩია. აღკვეცისას სახელად ქრისოვალანტა უწოდეს.

ერთმა სალონიკელმა სტუდენტმა შეიტყო, რომ მამა ეფრემს დაფარულმცოდნელობის მადლი ჰქონდა და პირადად რომ დარწმუნებულიყო, მისი ნახვა მოინდომა. კალივაში მივიდა. მორჩილმა ის მოძღვართან შეიყვანა. მიუახლოვდა თუ არა, მუხლნი მოუდრიკა. მამა ეფრემმა მას უთხრა:

- აბა, რას იტყვი? არის მამა ეფრემში დაფარულმცოდნელობა?

ყმაწვილს მაშინვე გაუქრა ეჭვი და ათონიდან იმ რწმენით წავიდა, რომ არსებობენ წმინდა ადამიანები, რომლებიც სულიერ ნიჭებს ფლობენ.

მამა ეფრემთან მიმავალ მღვდლებს გზად უცხო მოძღვარი შეხვდათ, რომელმაც მოისურვა მამა ეფრემთან მისვლა. მიუახლოვდნენ ბერის კალივას. მამა ეფრემი გამოვიდა და მას, მამებს მღვდელი რომ ეგონათ, დაუწყო მხილება - იგი მასონია, ანაფორა იმისთვის ჩაიცვა, რომ ყველგან თავისუფლად შესულიყოო. უკან გაბრუნებული მღვდლები კვლავ შეხვდნენ იმ მასონს, რომელმაც აღიარა, რომ მოძღვარმა სიმართლე თქვა და გაოცებული იყო ბერის მადლმოსილებით.

ერთხელ მოძღვარმა ერთი კინოვიური მონასტრის ძმობა მოინახულა. იგი ვერანდაზე იჯდა და ძმები სათითაოდ მიდიოდნენ კურთხევის ასაღებად. როცა ერთ-ერთი მათგანი მივიდა კურთხვისთვის, მამა ეფრემმა მკაცრად შეხედა და უთხრა, - ახლა კი აღიარე შენი გულისთქმაო. მორჩილი ყოყმანობდა. მამა ეფრემმა უფრო მკაცრად მოსთხოვა: - აღიარე, რასაც ახლა გულისთქმა გეუბნებაო. შერცხვენილმა მორჩილმა უთხრა: - გულისთქმა მეუბნება, რომ მოძღვარი მყავს და მამა ეფრემს მუხლი რაღად უნდა მოვუდრიკოო. ცოტა ხნის მერე, როცა იმ მორჩილმა ძმებთან ერთად მოინახულა მამა ეფრემი, მოძღვარმა მას ყველას თანდასწრებით წუხილით უთხრა: - ოჰ, რამდენ ტკივილს დაითმენს შენგან მოძღვარიო!

მართლაც, მორჩილი ვერ წარემატა, უფრო დიდი საცთური შეემთხვა, საბოლოოდ მან ანაფორა გაიხადა და სოფელში წავიდა.

ერთი ღვთისმოშიში მღვდელი ჰყვებოდა, რომ მამა ეფრემთან მივიდა, რათა კურთხევა და ლოცვა ეთხოვა თავისი ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი ცოლისთვის, რომელიც მის მშობლებს უვლიდა.

- კელიაში როცა შევედი, - ამბობდა იგი, - სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, მითხრა: - შენი მეუღლე ძალზე კარგი ქალია. უთხარი მას, მოთმინებით მოუაროს შენს მშობლებს და ღვთისგან დიდი ჯილდო ექნებაო.

შემდეგ მამა ეფრემმა ჰკითხა მღვდელს, რამდენი შვილი გყავსო.

- ოთხი, მამაო.

ბერი ჩაფიქრდა და კვლავ ჰკითხა:

- ოთხი?

- დიახ, მამაო.

- ოთხი, ხომ?

- ხუთნი იყვნენ და ერთი პატარა გარდაიცვალა.

- ჰო, - სიტყვა გააგრძელა ბერმა და ამით გამოხატა, რომ საგონებელში ჩავარდნილმა პასუხი იპოვა.

მამა ეფრემი ინსულტის მერე ერთმა ბერმა მოინახულა. მოძღვარმა გაუმხილა, - დილიდან წყალი არ დამილევია და ძალზე მწყურიაო. მან შესთავაზა, წყალს მოგიტანო, რაზეც მამა ეფრემმა ბრძანა: "არა, შვილო, არ მომიტანო. გონებით წარმოვიდგენ წმინდა იოანე ოქროპირს, რომელიც გადასახლებული, თაკარა მზის ქვეშ კომანში მიდიოდა. ავად იყო, ტანჯავდნენ, დაითმენდა წყურვილს, რადგან წყალს არ აძლევდნენ. განა მე არ მოვითმენ მცირეოდენ წყურვილს ჩემს წყნარ კელიაში მჯდომი? დამიჯერე, ვგრძნობ, რომ ჩვენი დიდი მამის მადლი ჩემთანაა. მაგრამ შენ ნურაფერს ეტყვი ძმებს, თორემ შეწუხდებიან".

ზოგიერთი ექიმის აზრით, ბერს ინსულტი ორგანიზმის გაუწყლოების გამო დაემართა, რომელიც შედეგი იყო მისი მოსაგრეობისა და ცრემლთა დენისა.

ერთ მორჩილს დიდი გონებრივი ბრძოლა ჰქონდა, მონაზვნად გამოდგებოდა თუ არა. რჩევისთვის მივიდა მამა ეფრემთან. ბერმა უთხრა: - მონაზვნად გამოდგებიო.

მორჩილი დამშვიდდა და განუმტკიცდა მონაზვნობის სურვილი.

ქალკიდიდან მამა ეფრემთან ერთი მღვდელი ჩამოვიდა და თან ვაჟი ჩამოიყვანა, რომელსაც ბერად შედგომა უნდოდა. რჩევა მოძღვარს ჰკითხეს.

- ხვალინდელი ლიტურგიის მერე გეტყვი პასუხსო, - უთხრა ეფრემმა. მეორე დღეს კი მღვდლის შვილს უთხრა: - შენ მონაზონი არ გახდები, ცოლიანი მღვდელი იქნები სოფელშიო.

თხუთმეტი წლის მერე მართლაც ასე მოხდა.

მაკედონიის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენი ორ ღვთისმეტყველთან და ერთ სტუდენტთან ერთად მამა ეფრემს ეწვია. ერთმა ღვთისმეტყველმა სთხოვა მას, აეხსნა, თუ როგორ გამოსცემენ წმინდა ნაწილები კეთილსურნელებას.

მოძღვარმა თავი ჩაღუნა, წუთით დაივიწყა თავისი თანამოსაუბრენი და ლოცვა დაიწყო. უეცრად იქაურობა კეთილსურნელებით აივსო. სტუმრები ერთმანეთს უცქერდნენ და ტიროდნენ. რამდენიმე წუთის მერე მამა ეფრემმა მათ უთხრა, - რამდენადაც მე ამის ახსნა სიტყვებით ვერ შევძელი, შევთხოვ ღმერთს, ეს თვითონ გიჩვენოთ.

სულიერი შვილები და სხვანი, ვინც იცნობდა მამა ეფრემს, ადასტურებენ, რომ საუბრისას მამა ეფრემის ბაგეთაგან ხშირად იფრქვეოდა კეთილსურნელება, ხოლო როცა ის ღვთისმსახურებას ატარებდა, სახე უბრწყინავდა. მისი ხელები და მთელი სხეული კეთილსურნელებას გამოსცემდა. ასევე მრავალი აღიარებდა, რომ გულის წვას გრძნობდნენ, როცა მამა ეფრემი მათ აკურთხებდა.

ერთმა ბერმა დიდი სქემა მიიღო და კურთხევისთვის მამა ეფრემთან მივიდა. მამა ეფრემი მას მოეხვია და ლოცვა წართქვა. მერე ჰკითხა: "რაი არს სახელი შენი, ძმაო?" - შეიტყო სახელი და მოძღვრისადმი მორჩილების დამარხვა ურჩია.

მერე კი, მორჩილისთვის თავის უარყოფისა და მორჩილების მაგალითი რომ მიეცა, მისცა ჭიქა და უთხრა: - ნახევარზე ცოტათი მეტი ჩაასხი და მომიტანეო.

როცა მონაზონმა მას ჭიქით წყალი მოუტანა, ბერმა მბრძანებლური ტონით უთხრა: - იატაკზე დააქციეო.

მონაზონი ვერ მიხვდა ნათქვამის აზრს და გაოცებული მიაჩერდა. მოძღვარმა მკაცრად გაუმეორა ბრძანება. მან წყალი იატაკზე დაღვარა და მაინც ვერ მიხვდა მოძღვრის ბრძანების არსს, თუმცა ცოტა რამ გაეგებოდა მორჩილებისა. მაშინვე მოძღვრისგან ალიყური მიიღო. მამა ეფრემმა მკაცრად უთხრა: - გაგიჟდი? წყალი რატომ დაღვარე?

მონაზონი მაშინღა გამოერკვა თვითკმაყოფილების ძილიდან და შეევედრა, - შემინდე, მამაო.

აი, სწორედ ეს სჭირდებოდა მამა ეფრემს, მან მშვიდად მიმართა მონაზონს:

- შეგინდოს ღმერთმა, შვილო, კურთხევა ჩემი იყოს შენზე უკუნისამდე. შენ რომ გეპასუხა, თვითონვე არ მიბრძანე წყლის დაღვრაო, მაშინ დაკარგავდი ნამუშაკევსო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat