ბერძენთა მეფე ანასტასი ევტიქიანელობის ერესით იყო შეპყრობილი. მან მრავალი გადაიბირა მართლმადიდებელი სამღვდელოებიდან - ზოგი მუქარით და ზოგი ალერსითა და ძღვნით.
მან 30 ლიტრა ოქრო გაუგზავნა თეოდოსი დიდს, თითქოსდა გლახაკთა შემოსვა-გამოკვებისთვის. სინამდვილეში კი უნდოდა ამ დიდი მამის მიმხრობა, რომელსაც ბერძნები და რომაელები, როგორც მოციქულს, ისე უყურებდნენ. ღირსი მამა მიხვდა მეფის მზაკვრობას, მიიღო ძღვენი, რათა მეფე არ განერისხებინა უარით. თანაც ფიქრობდა, რომ ამ ფულის მოწყალებაში გაცემით იქნებ ღვთისგან გამოეთხოვა მისთვის მადლი ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად.
მეფემ უკვე თავისიანად მიითვალა ღირსი თეოდოსი. თუმცა საგანგებო ელჩები გაგზავნა თეოდოსის რწმენის გასაგებად. ღირსმა თეოდოსიმ შეკრიბა მამები და მტკიცედ წინ აღუდგა მეფის უწმინდურებას. უთხრა ელჩებს: "როგორც სამშობლოსთვის, ისე მართალი რწმენისთვის ჩვენ სიტკბოებად გვიჩნს თავის დადება! სიტკბოებად გვიჩნს, თუნდაც ეს წმინდა ადგილი ცეცხლმოდებული ვიხილოთ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი