ვისაც არ უყვარს, იგი სიმშვიდეს ვერ პოვებს
ვისაც არ უყვარს, იგი სიმშვიდეს ვერ პოვებს
გვსურს "კარიბჭის" მკითხველს ერთი არაჩვეულებრივი წიგნი გავაცნოთ. ეს გახლავთ არქიმანდრიტ იოანიკეს (კოცონისი) "ათონური პატერიკი". მამა იოანიკე სულიერი შვილი გახლავთ არქიმანდრიტ ქერუბინისა (კარამბალასი), რომლის ნოსტალგიურ მოგონებებს უკვე გაეცნო ჩვენი მკითხველი.

სიტყვანი ქრისტეს მიმბაძველ სიყვარულზე
ღირსმა გერონტიმ, პირველმა მკვიდრმა წმინდა ანას სკიტისა, დედუფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინამძღვრობით მიაღწია მისი ძის, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს, სიყვარულის საზომს. მან ფერი უცვალა თავის თავსა და თავის ნებას და საღვთო სურვილით აღძრულმა მიაღწია უვნებლობასა და უზრუნველობას. მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა, - ეფიქრა ღმერთზე, საკუთარ სულზე და იმაზეც, თუ როგორ გამხდარიყო სამაგალითო თავის მოწაფეთათვის.

* ფილოთეოსის მონასტერში მოღვაწეობდა მოციქულთასწორი მღვდელმოწამე კოზმა აითოლელი, რომელმაც უდიდესი სიყვარულით აღძრულმა, ღვთაებრივი გამოცხადებით, მამებისა და პატრიარქის კურთხევით, აღიღო ჯვარი სამოციქულო ქადაგებისა. უამრავი სასწაული აღასრულა, აღადგინა ზნეობრივად და ეროვნულად დაცემული ჩვენი ხალხი, მან უფლისაგან მოწამებრივი გვირგვინი მიიღო.

* ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ არ გვიყვარს. ვისაც არ უყვარს, იგი სიმშვიდეს ვერ პოვებს, თუნდაც სამოთხეში დასვან, - თქვა ერთმა მამამ.

* სიმონპეტრას მონასტრის საავადმყოფოს მომსახურე ძმა, მამა ილარიონი თვალმოუხუჭავად, გულმოდგინედ უვლიდა ავადმყოფებს, მთელი ღამე სკვნილზე ლოცულობდა და თან იმეორებდა: "უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი", "უვერცხლოდ მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის". ეს ძმა საგანგებოდ დადიოდა სათევზაოდ, რათა ავადმყოფები მოეძლიერებინა და გამოეჯანმრთელებინა.

* უძლურთა და მოხუცებულთა მსახურებას მიუძღვნა თავი წმინდა ანას სკიტელმა ღირსსახსოვარმა სიმეონ ისიქასტმა, რომელიც უფლის წინადაცვეთის ქსიროკალივაში ცხოვრობდა. ამის გამო ის ძალზე ბევრს მუშაობდა, ხის სამზარეულოს მოწყობილობებს ამზადებდა და კარიესში ყიდდა, სადაც ის ყოველთვის ფეხით მიდიოდა ხოლმე. იგი 1933 წელს 69 წლისა გარდაიცვალა.

* ერთხელ ახალი სკიტის მამები საძვალეს ასუფთავებდნენ, მათთან ერთად იყო მამა დანიელი. ის ახალი სკიტის გოდოლში ცხოვრობდა და უდრტვინველად ემსახურებოდა ყველას. იგი თავის წილ სამუშაოს ასრულებდა და ამ დროს მიმართა გარდაცვლილ მამებს: - თქვენ მიწაზე იღვწოდით და ამისთვის გვირგვინოსან იქმენით და გადასახლდით ჩვენს ზეციურ სამშობლოში. ილოცეთ ჩვენთვისაც, წმინდანო მამანო. საძვალეში გაისმა ხმა: - შეგეწევით, თუკი გექნებათ სიყვარული!!! უსიყვარულოდ ვერავინ გადარჩება!

* ერთმა მოხუცმა მონაზონმა თქვა: "თავს ქრისტიანებს ვეძახით, მაგრამ არავინ იცავს მოყვასის სიყვარულის მცნებას".

* იყვნენ გმირები, მამაცნი სულითა და ხორცით, ისინი სათნოებათა მწვერვალის, სიყვარულის გულისთვის არ ზოგავდნენ თავს შრომაში, არც ჯანმრთელობას უფრთხილდებოდნენ, რათა მომსახურებოდნენ ავადმყოფ ძმებს. ამგვარი სიყვარულის გმირი გახლდათ წმინდა ანას სკიტელი მღვდელმონაზონი პანტელეიმონი. მან თავი მსხვერპლად შესწირა მოყვასის სამსახურს. ჭლექიან ავადმყოფებს უვლიდა და გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, საშინელი შიმშილობის ჟამს ხალხს ლუკმას აწვდიდა. მამა პანტელეიმონი თვითონვე დასნეულდა ტუბერკულოზით და გარდაიცვალა 1948 წელს. იგი არაფერს ნანობდა, პირიქით, გამუდმებით ადიდებდა ღვთის სახელს.

* არა მარტო სამშობლოსათვის ომებში, არამედ სიყვარულისა და კაცთმოყვარეობისთვის ბრძოლებში გამოირჩეოდა წმინდა ანას სკიტელი ღირსსახსოვარი მონაზონი ეგნატე ქიოსელი. სკიტში მოსვლისას მან ზღვის პირას ღვთისმშობლის შობის სახელზე კალივა ააგო და მასპინძლობდა ყველას, ვისაც თავშესაფარი სჭირდებოდა, განსაკუთრებით დაღუპული ხომალდის მგზავრებს. სიცოცხლის რისკის ფასად მრავალ ინგლისელსა და ახალზელანდიელს მალავდა. თევზს იჭერდა და გაჭირვებულებსა და ლტოლვილებს ურიგებდა. 1947 წელს მამა ეგნატე ფლატედან ჩამოვარდა და დაიმტვრა. როცა იპოვეს, ხელი შუბლზე ჰქონდა, ბაგეებზე კი ჯვარი ედო.

* წმინდა ანას სკიტელი მოწყალე მეთევზე მამა სოფრომი ვულევტირიონის ქვემოთ, "ლოვიარიკოვად" წოდებულ ქსიროკალივაში იღვწოდა. მონაზვნად აღსაკვეცად ლავრაში წასული აღუკვეცლად დაბრუნდა უკან. დემონები დაესხნენ თავს და დასცინოდნენ: - სპირიოსი წახვედი, სპირიოსი დაბურნდიო (ასე ერქვა ერში). მაგრამ გული არ გაიტეხა, კვლავ ლავრას მიაშურა და ბოლოს და ბოლოს, აკურთხეს მონაზვნად. მამა სოფრომი უპოვრად ცხოვროდა, მაგრამ უდიდესი სიყვარული ჰქონდა. დაჭერილ თევზს ღარიბ მამებს ურიგებდა. იგი 90 წლისა გარდაიცვალა.

* მოუკლებელი ლოცვის მადლი ჰქონდა მამა ისააკ დიონისიატელს, ლოცვისას ძილიც კი ავიწყდებოდა ხოლმე. ღამღამობით თავისი მონასტრის მუშების ჯანმრთელობისა და ცხონებისთვის ლოცულობდა თვალცრემლიანი, გულმტკივნეული სიყვარულით სავსე.

იგი ერთხანს მონასტრის მეტოქიონის ზედა სართულზე ცხოვრობდა და მუშებს ესმოდათ, თუ როგორ ლოცულობდა ხმამაღლა, მტირალი:

- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მუშები. უბოძე მათ პური არსობისა. შეიწყალე ისინი, რომლებიც ამდენს შრომობენ, რათა ქალიშვილები გაათხოვონ. განათლება მისცენ შვილებს!

* თქვა მამამ: - ზოგჯერ ვამბობთ, - სიყვარული გვაქვსო. მაგრამ რა გვარისაა ეს სიყვარული? მე ახლა სულიერ სიყვარულზე ვლაპარაკობ და არა ერისკაცულზე. როგორ შეიძლება კაცი ისე გარდაიქმნას, რომ ყველა კაცი თავის ძმად ჩათვალოს? ხოლო თუ ეს კაცი წარმართია ან იეღოველი?.. მაგრამ ხორციელად ძმაა? სულით, ცხადია, მართლმადიდებლები ვართ, ოღონდ არა ხორცით. თუკი ვინმე მართლმადიდებელი, იეღოველი ან პაპისტი გახდა, განა არ უნდა ვიტიროთ მასზე? რამდენი მილიონია ასეთი და განა მე როდისმე ამდენი მიტირია? ესე იგი, მე შორს ვარ ნამდვილი სიყვარულისგან.

* ერთი მოსაგრე ათონის ნახევარკუნძულის თითქმის ყველა მღვიმეში იყო ნაცხოვრები. მის ერთ-ერთ მღვიმეში წყალი მოწვეთავდა და ერთი ჭიქის ავსებას ოცდაოთხი საათი სჭირდებოდა - ასეთი მომთმენი იყო. ევედრებოდა ღმერთს, რომ ამ წარმავალი ცხოვრებიდან პატიოსანი ჯვრის ბრწყინვალე დღესასწაულზე წასულიყო, რადგან მამები ამბობენ, ამ დღეს საზვერეებში არ განიკითხება კაციო. უპოვარი გახლდათ, მაგრამ ქრისტეს მიმბაძველი სიყვარული იყო მისი კურთხეული პიროვნების დამახასიათებელი თვისება. როცა შეიტყობდა, მავანი ძმა ავად გახდა ან დაუძლურდაო, მაშინვე მასთან მირბოდა მოსავლელად. იგი თხუთმეტ მამას და ავადმყოფ მოსაგრეს უვლიდა! ეს ღვთის კაცი ჭეშმარიტი მიმბაძველი გახდა მეუფე ქრისტესი, რომელიც მოყვასს ფეხებს ჰბანდა.

* მეორე პავლე ყოვლადუბრალოდ გამოაჩინა თავი მონაზონმა გედეონ ლავრიოტმა. როცა თვითმფირინავს დაინახავდა, ლოცვას იწყებდა ხოლმე.

- რას აკეთებ, მამა გედეონ?

- სკვნილს ვმარცვლავ, რათა არ ჩამოცვივდნენ თვითმფრინავები და ხალხი ადგილზე უვნებლად ჩაფრინდეს.

* წმინდა ანას სკიტელი მოწყალე მამა ხარლამპე მძიმე სნეულებისგან საწოლს იყო მიჯაჭვული. იგი მამა კ-მ მოინახულა და ჰკითხა, - როგორ ხარო.

- კარგად ვარ შენი ლოცვით, მამაო.

- საჭმელი თუ გაქვს?

- კი, რამდენიმე ორცხობილა, - და მამა ხარლამპე გაჭირვებით წამოდგა, მისწვდა თაროს და იქიდან პურის ნაჭერი აიღო.

- წაიღე ეს, მამაო და ძმაო, და ევედრე ღმერთს ჩემთვის.

"ამ საქციელმა ისე განმაძლიერა, რომ მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა, - ჰყვებოდა მამა კ., - ის სიკვდილის პირას იყო, მაგრამ საზრუნავი დამშვიდების ნებას არ აძლევდა".

* სიყვარულის მოწაფე იყო მამა ამბაკური.

უდიდესი მსხვერპლგაღებითა და თავგანწირვით მიიღო მან თავის კელიაში ფილტვებით დაავადებული ერთი ახალგაზრდა. მასზე სიხარულით ზრუნავდა და მრავალი თვე დედასავით უვლიდა. თვითონ მარხულობდა, ავადმყოფს კი ხორცს აჭმევდა და სხვა კერძებითაც მოაძლიერებდა. ბერი თავგამოდებით ებრძოდა ყმაწვილის სნეულებას. სიკვდილმა მის ხელთაგან მიიღო გატანჯული ავადმყოფის სული, ღრმა სინანულისა და აღსარების მერე. მოძღვარმა ყმაწვილი სიკვდილის წინ მონაზვნად აღკვეცა და ფანური უწოდა.

ერთხელ მომლოცველებმა მამა ამბაკუმი თავის კელიაში მტირალი ნახეს. თურმე ცოტა ხნით ადრე სხვა სტუმრებს სიბრმავით გატანჯულ სოფლელ ბავშვებზე უამბიათ. რაოდენ ჭეშმარიტი სიყვარულია!

სამართლიანად ამბობდნენ მამა ამბაკუმზე, - უეჭველია, ეს კაცი ისე იზიდავდა ადამიანებს, როგორც მაკურნებელი წყაროო.

* მამა ნ-ი ყველაფერს გასცემდა. მისი პრინციპი გახლდათ: "მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა" (2 კორ. 9,7).

* წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში ცხოვრობდა ხუთმონაზვნიანი, მოწყალების გაცემით ცნობილი საძმო. როცა მამები მიდიოდნენ მათთან ღამისთევის ლოცვებზე, ძმები გუდებს უვსებდნენ თავიანთი ბაღის ფორთოხლითა და ლიმონით. სხვა მამები კი თავიანთ ბაღის ნაყოფს აგროვებდნენ და პირდაპირ სკიტის მთავარ ბილიკზე ალაგებდნენ. ყველა მსურველს, მონაზონსა თუ ერისკაცს, მომლოცველსა თუ მუშას, თავისუფლად შეეძლო მამათა მოწყალებას ზიარებოდა და იმდენი აეღო, რამდენიც სჭირდებოდა. გრძელ გზებსა და ეკვდერებში დღესაც შეხვდებით დაღლილი უცნობი მგზავრისთვის დატოვებულ ცოტაოდენ პურსა და ზეთისხილს. ეს არის ნიშანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღში ძმათმოყვარე ათონური სტუმართმოყვარეობისა, სადაც მონაზვნები და სტუმრები ჭვრეტენ თვითონ ქრისტეს, თანახმად მისივე სიტყვებისა: "რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე" (მათე 25,35). "რაოდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,40).

* ერთმა მოსაგრემ თქვა: - ძმური სიყვარული უნდა გქონდეს როგორც ახლობლის, ისე უცხოს მიმართ.

* კარულის მკაცრ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი რუსი მოსაგრე, მამა ზოსიმე. იგი სრულყოფილი სიყვარულის კაცი გახლდათ. იგი ეხმარებოდა ავადმყოფებს და იქით გარბოდა, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ. ომის დროს კალათებს წნავდა და აღებული ფულით სხვა მოსაგრეებს ეხმარებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat