ამბა ისაია ამბობდა: "თუ გსურს შეუდგე ჩვენს უფალს იესუ ქრისტეს და მასთან ჯვარს აცვა საკუთარი ძველი კაცი, უარი უნდა თქვა მათზე, ვისაც სურს ჯვრიდან ჩამოგხსნას
და განემზადე იმისთვის, რომ დაითმინო დამცირება და მადლობდე იმათ, ვინც შენ შეურაცხგყოფს".
* ამბა აღათონი დიდი ხნის მანძილზე თავის მოწაფეებთან ერთად კელიას აშენებდა. როგორც იქნა დაასრულეს და დაიწყეს მასში ცხოვრება. მაგრამ იმ საცხოვრებელ ადგილში ამბამ რაღაც დაინახა სულის საზიანო და მოწაფეებს უთხრა, სხვა ადგილას გადასვლისთვის მომზადებულიყვნენ. ამაზე ისინი გაწყრნენ და უთხრეს მოძღვარს: "თუ აქედან წასვლის განზრახვა გქონდა, ამდენი შრომა რაღად დავხარჯეთ ამ კელიის აშენებაში? ხალხი დაბრკოლდება და იტყვის: "აი, ისინი კვლავ გადასახლდნენ! ერთ ადგილას ცხოვრება არ შეუძლიათ!" ბერმა უპასუხა: "თუ ჩვენი გადასახლება ერთს დააბრკოლებს, სხვებისთვის დამმოძღვრელი გახდება. გამოჩნდებიან ისეთნიც, რომლებიც იტყვიან: "ნეტარ არიან ეს მონაზვნები, რომლებიც ღვთის გულისთვის გადასახლდნენ და უფლის გამო არად ჩააგდეს თავიანთი ქონება". მე მტკიცედ გეუბნებით, რომ სასწრაფოდ მივდივარ აქედან. ვისაც სურს, გამომყვეს, ვისაც არ უნდა, დარჩეს". მოწაფეები მუხლებში ჩაუვარდნენ და წაყვანა სთხოვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი