მამა პაისი ათონელი გვასწავლის: "ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიაში პრობლემები არ შევქმნათ და არ გავაღვიძოთ მცირე ადამიანური სისუსტეები, რათა ამით მეტი ბოროტება არ გავაკეთოთ
და მზაკვარს სიხარულის საბაბი არ მივცეთ". მანვე თქვა: "იცით, რას მივაქციე ყურადღება: მართლმადიდებლობიდან მხოლოდ ეგოისტები მიდიან. თავმდაბალი კაცი მართლმადიდებლობას არასოდეს ტოვებს".
ლოცვისას ხშირად გვიშლის ხელს სხვადასხვა პირი და მათზე მოგონებანი. მამა იერონიმე ეგინელი გვასწავლის: "თუ შენსა და ქრისტეს შორის სხვა პირი ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, მაშინვე განაგდე იგი, რამეთუ იგი დაგიტყვევებს გონებას, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის".
ღირსი მამა იაკობ ევბეელი ამბობდა: "არასოდეს ხელდასხმა არ უნდა მიიღოს კაცმა, რომელსაც მღვდლობისადმი დამაბრკოლებელი ცოდვა აქვს. ვნახე ერთი მღვდელი, რომელმაც მოძღვრისგან მღვდლობის ნებართვა მიიღო, თუმცა მასთან აღსარებას წრფელად არ ამბობდა. ოთხი წლის მერე გამიმხილა ეს ცოდვა. სახე შავი და მხურვალე ჰქონდა, მწუხარებდა და სიხარული არ იცოდა, რა იყო. ძალზე დამამწუხრა მისმა მდგომარეობამ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი