როგორც კი გაღიზიანდები, მტკიცედ გაიმეორე: "უფალო, შემიწყალე!"
როგორც კი გაღიზიანდები, მტკიცედ გაიმეორე: "უფალო, შემიწყალე!"
ოპტელი მამები
ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა ჰკითხა მამა ნექტარიოსს: "მამაო, უნდა ვიტვირთო თუ არა ჩემთან მოსული ადამიანების ტკივილები
და ცოდვები, რათა შევუმსუბუქო მათ ტვირთი და ვანუგეშო?". მან უპასუხა: "შენ თვითონვე მიხვდი და ამიტომ გეტყვი, რომ თუ არ იტვირთე, სხვანაირად ვერ შეუმსუბუქებ. ზოგჯერ გრძნობ, რომ ლოდები დაგაწვა - იმდენად დიდი ცოდვა და ტკივილი მოგიტანეს და მართლაც აღარ ძალგიძს მათი ტვირთვა. მაშინ შენი უძლურების მაშველად მოდის მადლი და ამ ქვეყნისგან აღმართულ მთას ხმელი ფოთლის გროვასავით მიმოფანტავს და კვლავ შეგიძლია ადამიანთა მიღება".

ბევრი მამა ნექტარიოსს ნათელმხილველად თვლიდა და მის ყოველ მოძრაობას სიმბოლურად განმარტავდა. ზოგჯერ ეს მას ძალზე ამძიმებდა. გვიამბო: "ზოგჯერ წინათგრძნობა მაქვს და განმეცხადება ადამიანზე, ზოგჯერ არა. ასეთი საკვირველი შემთხვევაც იყო. მოვიდა ჩემთან დედაკაცი და თავის 9 წლის ვაჟზე ბრაზობდა, არაფერს არ მიგონებსო. ვუთხარი: "მოითმინე, ვიდრე 12 წლისა არ გახდება". ეს იმიტომ კი არ ვუთხარი, რომ რაიმე წინათგრძნობა მქონდა, მეცნიერთაგან გამიგია, 12 წლის ბავშვში ხშირად ხდება ცვლილება. ქალი წავიდა. ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც. სამი წლის მერე მოვიდა დედამისი ტირილით: - ჩემი ბიჭი 12 წლის გახდა თუ არა, მოკვდაო. ხალხი ალბათ ფიქრობს, მოძღვარმა იწინასწარმეტყველაო, არადა ეს ჩემი ცოდნისმიერი განსჯა იყო. მე იმის მერე ყოველთვის ვამოწმებდი, ვგრძნობდი თუ არა რაიმეს. არაფერსაც არ ვგრძნობდი!"

ზოგჯერ ღირსი ნექტარიოსი პირდაპირ იტყოდა: "შენთვის ეს დაფარულია, მე კი ვიციო".

მას საოცარი ადამიანური უბრალოება ჰქონდა, გონიერი შორსმჭვრეტელობა, რბილი იუმორი, ღრმა სიბერეშიც კი ბავშვური უბრალოებით იცინოდა.

მამა ნექტარიოსს ძალზე უყვარდა ცხოველები და ჩიტები. კატა ჰყავდა, რომელიც ძალიან უჯერებდა. ამბობდა ხოლმე: - მამა გერასიმე დიდი მამა იყო, ამიტომაც მას ლომი ჰყავდა. ჩვენ პატარები ვართ და კატები გვყავსო და მოჰყვებოდა მშვენიერ ზღაპარს კატაზე, რომელმაც ნოეს კიდობანი გადაარჩინა, როცა არაწმინდა სული შევიდა თაგვში და კიდობნის ფსკერის გახვრეტას ცდილობდა. კატამ ეს თაგვი გადაარჩინა და ამის გამო ყველა კატა სამოთხეში შევაო. იუმორი დამახასიათებელი თვისება იყო ღირსი ნექტარიოსისა. საოცარი თხრობა იცოდა. ისე დაწვრილებით ჰყვებოდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო მოწმე ამ მოვლენებისა. განსაკუთრებით განმარტავდა წმინდა სახარებას. ამბობდა: მთელი ჩვენი განათლება წმინდა წერილიდან მოდისო. მასთან მისულებს ჩააგონებდა: "გიყვარდეთ მიწიერი ბაღები, მაგრამ ზეციერსაც ნუ დაივიწყებთო".

წმინდა ნექტარიოსი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა 1928 წლის 12 მაისს.

მოგონებები მამა ნექტარიოსზე. როცა ის ოპტის სავანის მოძღვრად დანიშნეს, ისე დაიწყო სალოსობა, მოხსნაც კი დაუპირეს. მაშინ ერთ მაღალსულიერ მონაზონს უთქვამს, - თავი ანებეთ, ის წინასწარმეტყველებსო.

ერთხელ მან ხარახურა შეკრიბა: ქვები, მინები, თიხა, მისგან პატარა კარადა გააკეთა და ყველას აჩვენებდა: "ეს ჩემი მუზეუმიაო". მართლაც, შემდგომში ოპტა დიდი ხნის მანძილზე მუზეუმად ჰქონდათ გადაქცეული.

ერთი მონაზონი ჰყვებოდა მისი ერში ცხოვრების პერიოდზე. "მამა ნექტარიოსთან დიდხანს ვსაუბრობდი. მითხრა: მთელი სამყაროს მმართველიც რომ ყოფილიყავი, სიმშვიდეს ვერ ნახავდი და თავს უბედურად ჩათვლიდი. თქვენი სული წვალობს, იტანჯება, თქვენ კი ფიქრობთ, რომ შეიძლება ის დააკმაყოფილოთ გარეგნული საგნებით, ანდა ზედაპირული თავდავიწყებით. არა! ეს ის არ არის, ეს არასდროს დაგამშვიდებს... ყველაფერს თავი უნდა დაანებო..."

ამის მერე მამა ნექტარიოსი დიდხანს იჯდა თავჩაღუნული, მერე მითხრა: - შენს სიახლოვეს ღვთის მადლს ვხედავ, მონასტერში წახვალო.

- რას ამბობთ, მამაო, მე და მონასტერი? მე ხომ ამისთვის არ გამოვდგები! იქ ცხოვრება არ შემიძლია.

- არ ვიცი, ეს როდის იქნება, მაგრამ თქვენ აუცილებლად იქნებით მონასტერში.

ოპტაში ყოფნამ უფრო განმაძლიერა. რამდენიმე დღის მერე ალთაიში წავედი და მონასტერში დავსახლდი. მამა ნექტარსიოსის ნათქვამიდან ორი თვის თავზე კი სამონაზვნე სამოსი ჩავიცვი".

მამა ნექტარიოსი ჰყვებოდა: "დიდებული იყო მამა ბარსანოფი! საოცარი სიმდაბლე და მორჩილება ჰქონდა. ერთხელაც, ჯერ კიდევ მორჩილმა, ჩემი კელიის წინ ჩაიარა. ხუმრობით ვუთხარი, - ოცი წლის სიცოცხლეღა დაგრჩა-მეთქი. ის კი დამემორჩილა და ოცი წლის მერე, სწორედ პირველ აპრილს გარდაიცვალა. აი, ასეთი დიდებული მორჩილი იყო".

ერთ-ერთი მისი მოწაფე იხსენებს: მოძღვარმა მითხრა: ჯერ სამოვარი გაწმინდე, მერე წყალი ჩაასხი, ხშირად წყლის ჩასხმა ავიწყდებათ და სამოვარს ისე ანთებენ, ასე სამოვარსაც აფუჭებენ და უჩაიოდ რჩებიან. წყალი აგერ, კუთხეში, სპილენძის დოქში ასხია, აიღე და ჩაასხიო. მივედი დოქთან, მძიმე იყო, ორი ვედრო ეტეოდა. ძვრა ვერ ვუყავი. სამოვარის დოქთან მიტანა მოვისურვე. მიმიხვდა მოძღვარი და გამიმეორა: "დოქი აიღე და წყალი სამოვარში ჩაასხი". მამაო, მძიმეა, ვერ დავძარი-მეთქი. მამა ნექტარიოსმა დოქს ჯვარი გადასახა და მითხრა: "აიღე". ავწიე და გაოცებულმა შევხედე მოძღვარს: დოქი საოცრად მსუბუქი მომეჩვენა, თითქოს წონა საერთოდ არ ჰქონდა. სამოვარში წყალი ჩავასხი და დოქი უკანვე დავდგი. მამა ნექტარიოსმა მკითხა: "რაო, მძიმე იყო დოქი?" "არა, მამაო, მსუბუქია". "ასე რომ, ისწავლე, ყოველი მორჩილება, რომელიც ჩვენ მძიმედ გვეჩვენება, შესრულებისას ძალზე მსუბუქი ხდება, რადგან ის, როგორც მორჩილება, ისე აღესრულება". მე კი ისევ განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ ერთი ჯვრის ნიშით როგორ დაუკარგა მან სიმძიმე დოქს.

მამა ნექტარიოსის ერთ-ერთი თანამედროვე ჰყვებოდა: "ოპტის უდაბნოში სტუმრობისას ვნახე, თუ როგორ კითხულობდა მამა ნექტარიოსი დაბეჭდილ წერილებს. ჩემთან შეხვედრისას ორმოცდაათამდე დაბეჭდილი წერილი გამოიტანა და გაუხსნელად დაიწყო მათი გადარჩევა. ზოგ წერილზე ამბობდა: "ამას პასუხი უნდა გავცე, ეს კი სამადლობელი წერილია და შეუძლებელია, უპასუხოდ დავტოვოთ". მათ ის არ კითხულობდა, მაგრამ შინარსს ხვდებოდა. ზოგიერთ მათგანს აკურთხებდა, ზოგიერთს ეამბორებოდა... მამა ნექტარიოსმა წერილები გადაარჩია და მითხრა: "აი, მე მოძღვარს (დიდბერს) მეძახიან. აბა, რა მოძღვარი მე ვარ! როცა მამა ბარსანოფივით ყოველდღიურად ას წერილზე მეტს მივიღებ, მაშინ ვიქნები დიდბერი".

მამა ნექტარიოსმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედა ალექსიასა და ქსენიას უწინასწარმეტყველა, წმინდა მიწაზე წახვალთ და იქ ბევრი ბავშვი გეყოლებათო. დედები შეძრწუნდნენ, ისინი ფიქრობდნენ, - ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნათ და ოჯახი არ ჰქონოდათ.

1933 წელს, როცა ისინი უკვე მართლაც ცხოვრობდნენ წმინდა მიწაზე, რუსულ მონასტერში, მამა ნექტარიოსის წინასწარმეტყველება აცხადდა. მათთან ჯერ რვა წლის გოგონა მოიყვანეს, შემდგომში დედა იოანა, მერე კი - მიტროპოლიტმა ანასტასიმ დედა ალექსიას უთხრა, რომ აღსაზრდელად არაბი ბავშვები აეყვანა. ის იმ პერიოდში ხატებს ხატავდა და ამის დრო არ ჰქონდა, მაგრამ მეუფეს უარი ვერ უთხრა. ამის მერე გაახსენდათ მამა ნექტარიოსის წინასწარმეტყველება.

მეუფე თეოფანე კალუგელს არ სჯეროდა მამა ნექტარიოსის წმინდანობისა. როცა ის ოპტის უდაბნოში მივიდა, მამა ნექტარიოსიც მოინახულა. თუმცა მოძღვარმა მას ყურადღება არ მიაქცია და თავისი თოჯინებით თამაშობდა, რომლებსაც მას ბავშვები აძლევდნენ უდიდესი სიყვარულის ნიშნად. მამა ნექტარიოსმა ერთი თოჯინა ციხეში ჩასვა, მეორეს განაჩენი გამოუტანა, მესამეს სცემა, მეოთხე დასაჯა. მეუფე თეოფანემ იფიქრა, არანორმალურიაო. მაგრამ როცა ბოლშევიკებმა მეუფე თეოფანე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, მაშინ მიხვდა ყველაფერს და თქვა: - შევცოდე ღვთისა და მამა ნექტარიოსის წინაშე. ყველაფერს, რასაც ის ამბობდა, მე მეხებოდა. მე კი ის არანორმალურად ჩავთვალეო. გადასახლებისას მეუფე ძალზე იტანჯებოდა სახლის პატრონისაგან, თუმცა არ ჩიოდა.

მამა ნექტარიოსი ამბობდა: "რუსეთი გამოიღვიძებს, მატერიალურად ღარიბი იქნება, მაგრამ სულით მდიდარი. ოპტაში კი შვიდი ლამპარი, შვიდი სვეტი იქნება".

წმინდა ნექტარიოსი 1928 წელს გარდაიცვალა.

1935 წელს მძარცველებმა გათხარეს მამა ნექტარიოსის საფლავი. კუბოში წმინდა ნექტარიოსი უხრწნელად იწვა. ცვილისფერი კანი და რბილი ხელები ჰქონდა. ქრისტიანებმა მამა ნექტარიოსის კუბო ისევ დაბეჭდეს და "წმინდაო ღმერთოს" გალობით დაკრძალეს.

მამა ნექტარიოსის სწავლანი: "იობის მდგომარეობა" - კანონია ყოველი კაცისთვის. ვიდრე მდიდარი ხარ, სახელგანთქმული, კეთილდღეობით ცხოვრობ, ღმერთი პასუხს გაძლევს. ხოლო როცა კაცი ნაგავზე ზის, ლპება და ყველასგან მიტოვებულია, თვითონ გამოეცხადება ღმერთი და ესაუბრება. კაცი მხოლოდ უსმენს და ამბობს: "უფალო, შემიწყალე!"

ერთ სულიერ შვილს მამა ნექტარიოსმა უთხრა: "ლამპარს მე აგინთებთ, ფითილზე კი თვითონ იზრუნეთო".

ერთხელ ჰკითხეს, როგორ ვილოცოთ მათთვის, ვინც, არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არაო. მამა ნექტარიოსმა უპასუხა: "არ შესცოდავთ, თუ მათთვის, როგორც ცოცხლებისთვის, ილოცებთ. ვინაიდან ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია, ყველა, ერეტიკოსებისა და განდგომილების გარდა, ისინი კი მკვდრები არიან".

იგი ამბობდა: "ბოლო Hჟამს სოფელი რკინითა და ქაღალდით იქნება გარშემორტყმული. ნოეს დროსაც ასე იყო, წარღვნა ახლოვდებოდა. ეს იცოდა ნოემ, ადამიანებს ეუბენოდა ამის შესახებ და მათ არ სჯეროდათ. მან მუშები დაიქირავა კიდობნის ასაშენებლად, ისინი კიდობნის მშენებლობისას გასამრჯელოს იღებდნენ, თუმცა ნოესი არ სჯეროდათ და ვერ გადარჩნენ. ის დღეები ჩვენი დროის წინასახეა. კიდობანი - ეკლესიაა, მხოლოდ მასში მყოფნი გადარჩებიან.

მამა ნექტარიოსი სულიერ გზას უწოდებდა მიწის ზედაპირიდან ოცდაათ ფუტზე გაჭიმულ ბაგირს. თუ მასზე გაივლი, ყველა აღტაცებულია, ჩამოვარდები და რა სირცხვილია!

ამბობდა: "ადამიანს სიცოცხლე იმისთვის მიეცა, რომ იგი მას ემსახუროს და არა პირიქით - ადამიანმა თავისი შინაგანი მსხვერპლად არ უნდა შესწიროს გარეგნულს...

მამა ნექტარიოსი ბევრს საუბრობდა ლოცვაზე: "ლოცვით, ღვთის სიტყვით ყოველგვარი არაწმინდება განიწმინდება... ულოცველად სული მკვდარია მადლის წინაშე.

როგორც მოციქულმა თქვა: მრავალსიტყვაობა მავნეა ლოცვისას. მთავარი - სიყვარული და უფლისადმი სწრაფვაა, გულმოდგინებაა, სჯობს ერთ დღეს ერთი ლოცვა წაიკითხო, მეორე დღეს - მეორე, ვიდრე ორივე ერთად.

"მამაო, ხშირად ვღიზიანდები", - უთხრა ერთხელ ერთმა დედაკაცმა. მან უპასუხა: "როგორც კი გაღიზიანდები, მტკიცედ გაიმეორე: "უფალო, შემიწყალე". განძლიერება ლოცვაში პოვე, ნუგეში კი მუშაობაში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat