ვინმე უძლური მამა მივიდა ღირს ლოთისთან უდაბნოში და სთხოვა, მასთან ცხოვრების ნება მიეცა. ღირსი ლოთი დათანხმდა. მას უამრავი ადამიანი აკითხავდა რჩევისთვის.
გადაწყვიტა, თავს ნებას მივცემ, შევიმსუბუქო საქმეო და ნაწილი სტუმართან გაგზავნა. ის კი მასთან მისულ ხალხს ორიგენეს მოძღვრებას ასწავლიდა. ეს რომ შეიტყო, ღირსი ლოთი შეცბა: "რა ვქნა ახლა, რას იტყვიან ჩვენზე მამები? ხომ იფიქრებენ, ამ სტუმარივით ორიგენეს მომხრეები ვართ? მისი გაგდებისაც მეშინია, ვაითუ ღმერთი განვარისხოთ". ლოთმა რჩევა ამბა არსენს ჰკითხა. მან დაარიგა: "არ გააგდო, მაგრამ უთხარი: თუ გინდა ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლო, იყავი, რამდენ ხანსაც გინდა, მაგრამ სხვებს ნუ აცდუნებ-თქო. მაშინ შენი სტუმარი ან თავის ცდომილებას დაუტევებს, ანდა წავა. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც მართალი იქნებიო". მამა ლოთი ასეც მოიქცა. სტუმარმა ორიგენეს მოძღვრების დატოვებას ლოთის მიტოვება არჩია. ამბამ კი სტუმარი სიყვარულით გაუშვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი