არავის აქვს უფლება, თავისი უგუნურებითა და კადნიერებით მოძღვრის მოქმედება განიკითხოს
არავის აქვს უფლება, თავისი უგუნურებითა და კადნიერებით მოძღვრის მოქმედება განიკითხოს
ბოლო ოპტელი მამა გახლდათ ღირსი ნექტარიოსი (ტიხონოვი), ღირსი ანატოლის (ზერცალოვი) და ღირსი ამბროსის მოწაფე. იგი დაიბადა ქალაქ ელეცში, ღარიბ ოჯახში. მამა 7 წლისას გარდაეცვალა. გონიერი და ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, მაგრამ გაჭირვების გამო მხოლოდ სკოლის რამდენიმე კლასი დაამთავრა.

მისი ყრმობიდან მხოლოდ ერთი ამბავია ცნობილი. ერთხელ ის დედის ახლოს თამაშობდა, იქვე იჯდა კატა, რომელსაც თვალები უელავდა. ბიჭმა ნემსი აიღო და ცხოველისთვის თვალის გამოთხრა გადაწყვიტა, აინტერესებდა, იქიდან რა ანათებდა. დედამ ხელში ჩაარტყა და უთხრა: - რას აკეთებ! თუ კატას ამოთხრი თვალს, თვითონაც უთვალოდ დარჩები.

მრავალი წლის მერე, უკვე მონაზონმა, მამა ნექტარიოსმა გაიხსენა ეს შემთხვევა. სკიტის ჭაზე ტარმახვილი ჩამჩა ეკიდა. ერთმა მონაზონმა ჩამჩა ისე აიღო, რომ წვეტი კინაღამ მამა ნექტარიოსს მოხვდა თვალში - მოასწრო ჩამჩის აცილება. "მე რომ მაშინ კატისთვის თვალი გამომეთხარა, ახლა უთვალოდ დავრჩებოდი, - ამბობდა იგი, - ეტყობა, ეს ასე უნდა მომხდარიყო, რათა გამხსენებოდა ჩემი უღირსობა - აკვნიდან ვიდრე საფლავამდე ღმერთს ყველაფერი აღრიცხული აქვს!"

11 წლის ნიკოლოზი (ეს იყო მისი ერისკაცული სახელი) ნოქრად მოეწყო ვაჭარ ხამოვის მაღაზიაში და იქ 17 წელი იმუშავა. უფროსმა ნოქარმა სიძედ მოინდომა. მისი გოგონა ძალზე ლამაზი იყო, ნიკოლოზსაც მოსწონდა. ქორწინებაზე კურთხევის ასაღებად ცნობილ ღვთისმოშიშ დედასთან, ას წელს მიტანებულ სქემმონაზონ თეოქტისტასთან მივიდა, რომელიც სულიერი შვილი იყო წმინდა ტიხონ ზადონელისა. სქემმონაზონმა უთხრა, - ყმაწვილო, წადი ოპტაში, ილარიონთან და ის გეტყვის, რაც უნდა გააკეთოო. ჯვარი გადასახა და სამგზავროდ ჩაიც კი გაატანა. პატრონმა ნება დართო და სამგზავროდ ფული მისცა. დაემშვიდობა ნიკოლოზი თავის საცოლეს და მეტად აღარც უნახავს.

ოპტაში რომ მივიდა, ზაფხული იდგა. გარშემო ისეთი მშვენიერება სუფევდა, თავი სამოთხეში გეგონებოდა. მაგრამ ილარიონი როგორღა ეპოვა? ისიც კი არ იცოდა, ვინ იყო იგი. ჰკითხა ერთ მონაზონს. მას მის უბრალოებაზე გაეღიმა და უთხრა: "კარგი, გაჩვენებ ილარიონს, თუმცა არ ვიცი, სწორედ ეგ თუ გინდაო" და მიიყვანა ღირს ილარიონთან, სკიტის ხელმძღვანელთან. ნიკოლოზი მოუყვა მას დედა თეოკტისტაზე და თავის ბედის გადაწყვეტა სთხოვა. მან ბრძანა: "თვითონ არაფრის თქმა არ შემიძლია შენთვის, მიდი მამა ამბროსისთან და რასაც გეტყვის, ისე მოიქეცი". მაშინ წმინდა ამბროსისთან იმდენი ხალხი მიდიოდა, რომ ისინი მასთან შეხვედრას კვირაობით ელოდნენ, თუმცა ღირსმა მამამ ნიკოლოზი მაშინვე მიიღო და მას ორი საათი ესაუბრა. საუბრის შინაარსი წმინდა ნექტარიოსს არასოდეს გაუმჟღავნებია, ერთი კია, ამის მერე ნიკოლოზი სამუდამოდ დარჩა სკიტში და სახლში ერთი დღითაც კი არ დაბრუნებულა.

ერთხელ წმინდა ნექტარიოსმა მნახველის ხელში "წმინდა ილარიონის ცხოვრება" დაინახა. მოძღვარმა თქვა: "მე მას ყველაფერს ვუმადლი. მან მიმიღო სკიტში 50 წლის წინ, როცა მოვედი და თავის მისაყრდნობი ადგილი არ მქონდა. მთლად ობოლი, ღატაკი. ამ დროს ძმობაში ბევრი განსწავლული მონაზონი იყო. მე კი ყველაზე უკანასკნელი და პატარა ვიყავი. მამა ილარიონი მაშინ განვლიდა მიწიერი ცხოვრების გზას და იცოდა ზეციური გზაც..."

მონასტერში პირველად ყვავილების მოვლა დაავალეს, მერე კი მნათეობის მორჩილება მისცეს. მნათეობისას ხშირად იგვიანებდა ტაძარში, მოდიოდა დაწითლებული, გამოუძინებელი თვალებით, რაზეც ძმები ჩიოდნენ მამა ამბროსისთან, ის კი ჩვეულებისამებრ გარითმულად პასუხობდა: "აცალეთ, ნიკოლკა გამოიღვიძებს და ყველას გამოადგება".

მამა ნექტარიოსი ჰყვებოდა, რომ მას მოძღვრად წმინდა ამბროსიმ ღირსი ანატოლი (ზერცალოვი) დაუდგინა. მამა ამბროსისთან ის იშვიათად და გამორჩეულ შემთხვევაში მიდიოდა. მამა ამბროსი მისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდა. ჰკითხა კიდეც მორჩილმა ამის შესახებ მამა ანატოლის. მან უპასუხა, - ამის მიზეზი შენი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარულიაო. თუმცა მონასტერში ზოგიერთი განიკითხავდა წმინდა ამბროსის. მორჩილი ნიკოლოზი ყოველთვის ცდილობდა თავისი მოძღვრის დაცვას. ერთ-ერთი ასეთი საუბრის მერე გამოეცხადა სულიერი მამა, ღირსი ანატოლი და მკაცრად უთხრა: - არავის აქვს უფლება, თავისი უგუნურებითა და კადნიერებით მოძღვრის მოქმედება განიკითხოს. მოძღვარი თავისი ქცევით პასუხს აგებს ღვთის წინაშე. მის მნიშვნელობას ჩვენ ვერ მივხვდებითო.

ღირსი ნექტარიოსი სკიტში 1876 წელს მივიდა, მანტიით კი 11 წლის მერე შემოსეს. სიბერეში იგონებდა: - ამის მერე მთელი წელი მხრებს ქვემოთ ფრთებივით ვგრძნობდიო. მონაზვნად აღკვეცაზე წმინდა ნექტარიოსი ეუბნებოდა ერთ-ერთ მორჩილს: "როცა მონასტერში მოხვედი და ღმერთს აღთქმა მიეცი, უფალმა ყველა შენი დაპირება მიიღო და ჩაიწერა. შენ კი მონაზვნობა მიიღე. ეს მხოლოდ მონასტრული წესია. თუ მონაზვნურად იცხოვრებ, ყველაფერს მიიღებ მომავალ ცხოვრებაში, ხოლო თუ მანტიას მიიღებ და მონაზვნურად არ იცხოვრებ, მას მომავალ ცხოვრებაში გაგხდიან". დედა ა-მ, რომელიც ამ სწავლებას უსმენდა, მოძღვარს შესჩივლა, - ცუდად ვცხოვრობო. მან კი უპასუხა: "როცა რაიმე ხელობას სწავლობენ, ნახელავს თავიდან აფუჭებენ ხოლმე, შემდეგ იუმჯობესებენ ხელს. შენ ჯავრობ, რომ არაფერი გამოგდის. ასე რომ, ჩემო დედაო, როცა უფალი ანგელოზებრივი ხატის ღირსს გაგხდის, მაშინ მადლი ყველაფერში განგაძლიერებს". დედა ა. შეეპასუხა, - მამაო, ახლახან არ თქვით, მანტიისკენ არ უნდა ისწრაფოო? "დედაო, ასეთია სულიერი კანონი: არ უნდა ითხოვო და არც უარი უნდა თქვა", - მიუგო მან.

KARIBCHEმონაზვნობას მამა ნექტარიოსი დიდად აფასებდა, ოპტელ მორჩილს, შემდგომში ბერ გიორგის უთხრა: "შენ სამი რამის გეშინია: პირველი - მონაზვნობაზე უარის თქმის შიშია; მეორე - ხელმძღვანელის გეშინია; მესამე - შენი ახალგაზრდობის გეშინია. რომლისა უნდა გეშინოდეს ყველაზე მეტად? გირჩევ, ყველაზე მეტად მონაზვნობა დაიმარხო, იარაღითაც რომ დაგადგნენ, მონაზვნობაზე უარი არ თქვა".

ღირს ამბროსისა და ღირს ანატოლის მამა ნექტარიოსი ჭეშმარიტი მონაზვნური გზით მიჰყავდათ. ღირსი ნექტარიოსი ასე იხსენებდა მათ ზრუნვას: "ზოგიერთი დრტვინავს მოძღვარზე, - ჩვენ მდგომარეობაში არ შედის, არ გვიღებსო. არ უკვირდებიან საკუთარ თავს და არ ფიქრობს: ხომ არაფერი შევცოდეთო. შესაძლოა მოძღვარი იმიტომ არ მიღებს, რომ ჩემს სინანულს ელის და გამომცდის? მე ცოდვილი საკუთარ თავზე გეტყვი: მივიდოდი მამა ამბროსისთან. ის კი: - უსაქმოდ რას დადიხარ, ჯობს, შენს კელიაში დაჯდე და ილოცოო. გული კი მეტკინებოდა, მაგრამ არ ვდრტვინავდი. მივიდოდი ჩემს სულიერ მოძღვართან, მამა ანატოლისთან. ის კი განრისხებული მხვდებოდა: "უსაქმოდ რას დაყიალობ? უქმმეტყველებისთვის მოხვედი?" დავბრუნდებოდი კელიაში. იქ კი მაცხოვრის ხატის წინაშე დავემხობოდი და მთელი ღამე ვტიროდი: - უფალო, რა დიდი ცოდვილი ვარ, თუკი მამებიც არ მიღებენ-მეთქი".

ერთხელ მამა ნექტარიოსს ჰკითხეს, ხომ არ შფოთავდი შენს მოძღვრებზეო. მხოლოდ ერთხელ შევცოდე და მამა ამბროსისთან გამგზავნეს გონს მოსაყვანად. მას კი ჯოხი ჰქონდა. როგორც კი შევცოდებდი, მცემდა (არა ისე, როგორც მე გექცევით!). რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რომ ვეცემე. როგორც კი მოძღვარი ჯოხს დასწვდა, გამოვიქეცი. მოსაბოდიშებლად მერე მივედიო.

ღირს ანატოლიზე (ზერცალოვი) თქვა: "მე მასთან ოცი წელი მქონდა ურთიერთობა და მისი ყველაზე უღირსი შვილი და მოწაფე ვიყავი, რაზეც ახლა ვტირი". მერე სტუმარს მიუბრუნდა და დაუმატა: "ასე რომ, დედაო, გინდა იყო მონაზონი? მაშინ ყველაზე უკანასკნელ შვილად და ცოდვილად ჩათვალე თავი". მამა ნექტარიოსი მკაცრი იყო, თავისებური. მასთან მიმსვლელთა გულებს გამოცდიდა და სიხარულსა და ნუგეშს აძლევდა.

ერთი მონაზონი ჰყვებოდა: ერთხელ ბერს უკითხავს, - რას შვრები, დედაო, ბედნიერი ხარო? დიახო, - მიუგია თავისი უბრალოებით. კარგი! - უთქვამს, მერე თურმე თავის კელიაში შევიდა, მალე განრისხებული გამოვიდა. მონაზონი მას ამქვეყნიურ საგნებზე ეკითხებოდა, სახლზე და სხვადასხვა რამეზე, თუ როგორ მოქცეულიყო, მოძღვარი კი დუმდა. მერე სხვა მოძღვართან გაგზავნა - ჩემთან ნუღარ ივლითო. მონაზვნის ქვითინს ყურადღება არ მიაქცია მამა ნექტარიოსმა, სხვები მიიღო, ის კი არა. მერე სასოწარკვეთილ ქალს ხელი მოჰკიდა, ხატებთან მიიყვანა და ჰკითხა, - მითხარი, გინდა ზეციურ სასუფეველში მოხვედრა? - თან მუჯლუგუნი ჰკრა. მინდა! - ცრემლები ახრჩობს მონაზონს. "ჰოდა, იცოდე! უკეთესს ნუ ელოდები. მე სხვა გზა არ ვიცი. თუ გინდა, შენ თვითონ მოძებნე", - უთხრა და წავიდა. მეორე დღეს მონაზონს ორი საროველი მამის ცხოვრების აღწერა მისცა წასაკითხად. პირველი მკაცრი იყო, მეორე - ლმობიერი. დამწყებთ მკაცრი მამა ლმობიერთან აგზავნიდა, თორემ ისინი ვერ უძლებდნენ ამ სიმკაცრეს. მამა ნექტარიოსსაც, თავისი მოძღვრების მსგავსად, ამ გზით მიჰყავდა თავისი სულიერი შვილები. თითქოს მათ მომავალი უდიდესი განსაცდელებისთვის ამზადებდა. ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს უთხრა: "გარწმუნებ, რომ ჩვენ გამოცდები და მანევრები გვექნება. გამოცდების მერე კი სულიერი სიხარული გვეწვევა". სულიერმა შვილმა შორს დაიჭირა - მამაო, მე უკვე დიდი ვარ, რაღა გამოცდები მექნებაო. მამა ნექტარიოსმა გაუღიმა - არა, აუცილებლად გვექნება გამოცდებიც და გადაბარებებიცო.

თუ რა იყო ეს გამოცდები, ამას შემდგომში გავიგებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler