სქემარქიმანდრიტი გაბრიელი (ზირინიანოვი) სიყრმიდანვე გამოირჩია უფალმა: 3-4 წლის განია (ასე ეძახდნენ ერში) მშობლებმა სააღდგომო ლიტურგიაზე წაიყვანეს, რამაც ბავშვზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შინ დაბრუნებულმა დედას ჰკითხა:
"კიდევ როდის იტყვიან: "ქრისტე აღსდგა?" - "ერთი წლის მერე, განია".
მაგრამ არ გინდა ერთი წელი მოიცადო! პატარამ გადაწყვიტა, თავისთვის "აღდგომა" მოეწყო, დაჯდა სარკმელთან, სახე მინას მიაყრდნო და თავის წარმოსახვაში სააღდგომო ცისკრის ხატვა დაიწყო. აი მღვდლები, ბრწყინვალე შესამოსლით შემოსილნი, უამრავი ანთებული სანთელი, ჭაღი!..
- მაგრამ ეს რა ხდება? ეს რა არის?
ცაზე უცბად დიდი ჭაღი გამოჩნდა, აღსავსე მოგიზგიზე ცეცხლით, ჩამოეშვა განიას სიახლოვეს: რაღაცნაირი გამოუთქმელი ნათელი სვეტებად გადადიოდა ადგილიდან ადგილზე და ირგვლივ ჯვრის სახედ ცისარტყელა ეკვროდა.
განია ერთ ადგილას გაიყინა, მინას მიეკრა და უცქერდა. საოცარი სანახავი იყო! ეს იმაზე უკეთესიც კი იყო, ტაძარში რომ ნახა. უეცრად მოესმა ხმა: შენ ჩემი ხარ!
- ვისი? - იკითხა გაოცებულმა განიამ.
- ღმერთის!.. - ხმასთან ერთად ჩვენებაც გაქრა, კვლავ ჩვეულებრივი ცა გაჩნდა...
"განია, განია, მოდი ისადილე?" - ეძახიან პატარას. ის კი გახარებული ცალ ფეხზე ხტუნავს და გაიძახის: - მე თქვენი არ ვარ, თქვენი არ ვარ!!!
- რა დაგემართა, შვილო, აბა, ვისი ხარ?
- მე ღმერთისა ვარ, ღმერთისა! - და კვლავ ხტუნაობით წრეს უვლის.
გადის ათი-თხუთმეტი წელი და უფალი "თავის" განია ზირინიანოვს დაფარულთმცოდნელობის მადლს აძლევს, რომელიც მხოლოდ წმინდა გულის კაცს მიეცემა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი