არ უნდა წავიდეთ ეკლესიიდან წირვის დასრულებამდე, თორემ ღვთის მადლს ვერ მივიღებთ
არ უნდა წავიდეთ ეკლესიიდან წირვის დასრულებამდე, თორემ ღვთის მადლს ვერ მივიღებთ
ოპტელი მამები
წმინდა ბარსანოფი ოპტელი. ღირსი ბარსანოფი, ერისკაცობაში პავლე ივანეს ძე პლიხანკოვი, წრმოშობით აზნაური, დაიბადა 1845 წელს.
კადეტთა კორპუსის დამთავრების მერე შეუდგა სამხედრო სამსახურს და ბოლოს ორენბურგის კაზაკთა არმიის პოლკოვნიკის ჩინს მიაღწია. სულიერი ორიენტირი მას ბავშვობიდანვე განუსაზღვრეს მშობლებმა, შემდგომში ყველაფრისადმი ინტერესს სძლია ღვთისმსახურების სურვილმა.

ღირსი ბარსანოფი იხსენებდა: "ყოველ დილას დავდიოდი ადრიან წირვაზე, ასე მიმაჩვია დედინაცვალმა და მისი დიდად მადლიერი ვარ! ყოველდღიურად ექვს საათზე მაღვიძებდა. ადგომა არ მინდოდა, მაგრამ საბანს გადამხდიდა და მაიძულებდა, წამოვმდგარიყავი. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ვერსნახევარი უნდა გაგვევლო წირვაზე დასასწრებად. ვმადლობ მას ასეთი აღზრდისთვის! მან კეთილი სიჯიუტე აჩვენა და ეკლესიისადმი სიყვარულით აღმზარდა, რადგან თვითონაც მუდამ გულმოდგინედ ლოცულობდა".

მამა ბარსანოფი ოფიცრობისას ღირსი შეიქნა წმინდა იოანე კრონშტადტელის მსახურებაზე დასწრებისა. პავლე როცა საკურთხეველში შევიდა, ამ დროს წმინდა იოანემ წმინდა ძღვენი გადაიტანა ტრაპეზიდან სამკვეთლოზე. ბარძიმი დადგა, სწრაფად მივიდა მასთან, ხელზე ემთხვია და უსიტყვოდ ისევ წმინდა ტრაპეზთან დადგა. იქ მყოფთ ერთმანეთს გადახედეს და თქვეს, - ეს სამხედრო ალბათ მღვდელი გახდებაო. პავლეს კი მაშინ ამაზე არც უფიქრია.

პავლე ფილტვების ანთებით სიკვდილის პირას მივიდა. ლაქიას სახარების წაკითხვა უბრძანა, თვითონ კი რული მოერია. ამ დროს საკვირველი ხილვა ჰქონდა: ცა გაიხსნა, ყოველივე შეირყა უდიდესი შიშისა და სინათლის გამო. წამიერად მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუარა. წარსული ცხოვრების გამო ღრმა სინანულით განმსჭვალულს მოესმა ხმა ზეითგან, რომელიც ოპტის უდაბნოში წასვლას უბრძანებდა. სულიერი თვალნი აეხილა და გაიგო მთელი სიღრმე სახარების სიტყვებისა. მამა ნექტარიოს ოპტელის თქმით: "ერთ ღამეში, ღვთის განგებულებით, იგი დიდებული სამხედროდან დიდ მამად გადაიქცა". მას ერში პავლე ერქვა. მის თავს მომხდარი სასწაული გვაგონებს მისი ზეციური მფარველის, წმინდა პავლე მოციქულის ღვთაებრივ მოწოდებას.

ყველას გასაოცრად, ავადმყოფი პოლკოვნიკი მალე გამოკეთდა, გამოჯანმრთელდა და ოპტის უდაბნოში წავიდა. იქ მაშინ მოძღვრად წმინდა ამბროსი ოპტელი გახლდათ. მან უბრძანა, ყველა საქმე სამ თვეში მოითავე და თუ დროზე არ მოხვალ, დაიღუპებიო. უამრავი დაბრკოლება შეხვდა. პლიხანკოვი პეტერბურგში გადადგომის თხოვნით ჩავიდა. უკეთესი თანამდებობა შესთავაზეს, თან გადადგომაზე თანხმობას აყოვნებდნენ. მეგობრები დასცინოდნენ, ფულის მიცემას უგვიანებდნენ. არც არავინ ასესხა ვალის დასაფარავად. გეთსიმანიის სკიტელმა წმინდა ბარნაბამ გადაარჩინა: მიუთითა, საიდან უნდა აეღო ფული, თან ღვთის ბრძანების შესრულებას აჩქარებდა. ადამიანები მის წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, საცოლეც კი გამოუძებნეს... მხოლოდ დედინაცვალი ხარობდა და აკურთხა ბერობის ღვაწლზე. ღვთის შემწეობით, მან დაძლია ყველა დაბრკოლება და ოპტაში თავისი სამთვიანი ვადის ბოლო დღეს მივიდა. ამ დროს წმინდა ამბროსი კუბოში იწვა და პავლეც მიემთხვია მას.

1891 წლის დეკემბერში პავლე პლიხანკოვი წმინდა იოანე ნათლისმცმლის სკიტის საძმოში მიიღეს და მამა ნექტარიოსის მესენაკედ დაადგინეს. წმინდა მამა ნექტარიოსის ხელში ღირსმა ბარსანოფიმ ათი წლის მანძილზე მონაზვნური ცხოვრების ყველა საფეხური გაიარა და თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლა წმინდა მამები.

1903 წელს მისი მაღალ ხარისხში აყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდა ბარსანოფიმ უარი თქვა. 1907 წელს სკიტის ხელმძღვანელად დანიშნეს და იღუმენის ხარისხში აღამაღლეს.

მკაცრი ცხოვრების წესით, საღვთისმეტყველო საგნების ცოდნითა და იშვიათგანმკითხველობით მრავალი ადამიანის ყურადღება მიიქცია. თანაც, წმინდა იოანე კრონშტადტელის და ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის გარდაცვალების მერე მორწმუნენი ოპტის მონასტერს მოაწყდნენ.

ღირს ბარსანოფის წმინდა ლევისა და ანატოლის მსგავსი ხარისხი ჰქონდა. მისი მოუსყიდავი სამართლიანობა, პირდაპირობა და უბრალოება აუტანელი იყო ყველა ამაყი, თვითნება და მოუნანიებელი ცოდვილისათვის.

ღირსი ბარსანოფი განსაკუთრებით ფლობდა დაფარულმცოდნელობის მადლს. ადამიანის სულს ხედავდა და საშუალებას აძლევდა, წამოეყენებინა დაცემულნი, სწორ გზაზე დაეყენებინა გზააბნეულნი, განეკურნა სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან, განედევნა ეშმაკნი.

როცა აღსარებას მიიღებდა, მაზიარებელს ურჩევდა, მწუხრის შემდგომ არაფერი ეჭამა წმინდა ზიარების მიღებამდე. გამონაკლისის სახით ნებას რთავდა ერთი ჭიქა ჩაი დაელია. "ზოგჯერ ზიარების დღეს დამძიმებული გუნება გაქვს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო და სასო არ წარიკვეთო, რადგან ეშმაკი განსაკუთრებით აღუდგება წინ ადამიანს და მასზე ჰიპნოზით მოქმედებს. ჰიპნოზი ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა. ამით ეშმაკი ჩვენც, ღვთისმსახურებსაც, გვაფორიაქებს ლიტურგიის აღსრულებისას", - ამბობდა მამა ბარსანოფი და არ ურჩევდა ზიარების დღეს დაძინებას.

ღირსი ბარსანოფი ამბობდა: "არ უნდა წავიდეთ ეკლესიიდან წირვის დასრულებამდე, თორემ ღვთის მადლს ვერ მივიღებთ. სჯობს ბოლოს მივიდეთ და ვიდგეთ, ვიდრე დასრულებას არ დაველოდოთ. ჩვენთან ექვსფსალმუნის კითხვისას ხალხი გარეთ გამოდის ხოლმე ტაძრიდან. არ ესმით და ვერ გრძნობენ, რომ ექვსფსალმუნი არის სულიერი სიმფონია, სულის ცხონება, რომელიც სულს მთლიანად დაიპყრობს და აძლევს მას უმაღლეს სიტკბოებას".

ოპტაში ყოფნისას მხოლოდ მორჩილების გამო თუ გასულა სავანიდან. ბოლოს 1910 წელს გავიდა სადგურ ასტაპეევოში, მომაკვდავი ტოლსტოის აღსარების მისაღებად, მაგრამ გარემოცვამ არ შეუშვა: "არ შემიშვეს ტოლსტოისთან, ვევედრებოდი ექიმებს, ახლობლებს, არაფერმა უშველა. რკინის რგოლით შეკრეს განსვენებული ტოლსტოი, თუმცა ლევი (ლომი) იყო, მაგრამ მისი გაწყვეტა ვერ შეძლო".

მიუხედავად დიდი სულიერი ნიჭებისა და ადმინისტრაციული უნარისა, მოიძებნენ მისი საქმიანობით უკმაყოფილონი. ძირითადად ახალი მონაზვნები, რევოლუციამდელი სულიერად დაცლილი მასიდან გამოსულნი. მათ არ ესმოდათ მონაზვნობის და სულიერი მამობის არსი. მათ ცვლილებების შეტანა სურდათ მონასტერში, უნდოდათ სკიტის დახურვა, ამისთვის კი ხელმძღვანელის თანამდებობა სჭირდებოდათ. საქმე აშკარა ჯანყამდე მივიდა. სამწუხაროდ, ცილისწამებებით თვით ისეთი დიდსულიერი მღვდელმთავრებიც კი შეაცდინეს, როგორიც ეპისკოპოსი სერაფიმე (ჩიჩეგოვი) გახლდათ. იყო ერთი მიზეზიც, რომელსაც იშვიათად თუ ახსენებენ: მისმა სულიერმა შვილმა სერგი ნილუსმა გამოსცა წიგნი - "სიონელ ბრძენკაცთა ოქმები". ამ წიგნს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა არამარტო რუსეთში. მღვდელმთავართა ნაწილმა მისი დაგმობა მოსთხოვა. უარი განაცხადა, რის გამოც წმინდა ბარსანოფი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, გოლუტვინის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მიუხედავად სიბერისა და ავადმყოფობისა, ღირსი ბარსანოფი ენერგიულად შეუდგა სავანის აღორძინებას. უამრავი ხალხი მიაწყდა გოლუტვინის მონასტერს. გადიოდა ის 365 დღე ოპტის მონასტრის დატოვებიდან, რომელიც უნდა დამთხვეოდა მის სიკვდილს, როგორც მას შეფარვით უწინასწარმეტყველა ნეტარმა პარასკევა საროველმა. 1913 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. მის სულიერ შვილთა სანუგეშოდ, წმინდა სინოდის ბრძანებით, იგი ოპტაში, მამების გვერდით დაკრძალეს.

ეპისკოპოსმა ტრიფონმა (თურქესტანოვმა) გარდაცვლილის კუბოსთან სიტყვა წარმოთქვა: "შენ შეგეძლო სიყვარული, მხოლოდ სიკეთეს აკეთებდი და რამხელა ღვარძლი დაგატყდა თავს! შენ ყველაფერი მორჩილებით მიიღე, როგორც იობ მრავალვნებულმა. მე ვარ მოწმე, რომ განკითხვის სიტყვაც არ მომისმენია მისგან... მე, როგორც მღვდელმა, ვიცი, რას ნიშნავს ჩვენს დროში ასეთი მოძღვრები. მისი დარიგებები იმითაც არის ძვირფასი, რომ მან ისინი მონაზვნური ცხოვრების სიმაღლეს შეუერთა!"

როგორც უკვე ვთქვით, ღირს ბარსანოფის დაფარულმცოდნელობის მადლი ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი 16 წლის გოგონა მივიდა უბრალო ცნობისმოყვარეობით, გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. გოგონა ხვირთქლზე დადგა, უკეთ რომ დაენახა მოძღვარი. მამა ბარსანოფიმ ის შეამჩნია, დაუძახა და კელიაში შეიყვანა. მერე კი მთელი მისი ცხოვრება მოუყვა, უსახელებდა წლებს, ცოდვებს და მოქმედ პირებს. ბოლოს კი უთხრა: "ხვალ მოხვალ და ყველაფერს გამიმეორებ, რაც გითხარი. მე მსურდა მესწავლებინა, თუ როგორ უნდა თქვა აღსარება".

იღუმენი ინოკენტი პავლოვი იხსენებს თავის პირველ აღსარებას მამა ბარსანფისთან: "ის არაჩვეულებრივი მამა იყო დაფარულმცოდნელობის მადლის მქონე, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე კიდეც, როცა მან მონასტერში მიმიღო და პირველი აღსარება ვთქვი. შეძრწუნებული გავქვავდი. ვხედავდი ჩემს წინ ანგელოზებრივ ადამიანს, რომელიც ჩემს დაფარულ ფიქრებს კითხულობდა, მახსენებდა ფაქტებს და ადამიანებს, რომლებიც დამვიწყებოდა. არამიწიერმა შიშმა შემიპყრო. მან გამამხნევა და მითხრა: "ნუ გეშინია, მე, ცოდვილი ბარსანოფი კი არ გეუბნები, არამედ ღმერთმა გამიმხილა ყოველივე. რაც გითხარი, ამაზე ჩემს სიცოცხლეში ნურავის ეტყვი, მერე კი შეგიძლია".

მამა ბარსანოფის თანამედროვე იგონებს: "ჩვენს ოჯახს პეტერბურგის მარიას თეატრის აბონემენტი ჰქონდა. ერთხელ, ერთი წლით ადრე, ვიდრე ოპტაში ჩავიდოდი, ჩვენს აბონემენტზე "ფაუსტი" შემოგვთავაზეს, შალიაპინის შესრულებით. მომინდა სპექტაკლის ნახვა, არადა მეორე დღეს ნიკოლოზობა იყო. ვიფიქრე, ღამისთევის ლოცვას ვერ დავესწრები, მაგრამ ხვალ დილით მივალ ცისკარსა და წირვაზე-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მეორე დილით დავესწარი ლოცვებს და ვთქვი, რომ "პატივი მივაგე წმინდა ნიკოლოზს". თუმცა გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა. მამა ბარსანოფი აღსარების წინ მეუბნება, ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რომ ვერ გრძნობ შენს ცოდვას. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ წახვიდე და პატივი მიაგო ისეთ ღვთის დიდ წმინდანს, როგორიც წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედია და ღამისთევის ლოცვას დაესწრო, მიდიხარ ტკბობისთვის. ღვთის წმინდანი უკან გადაიწევა, ეს კი უკვე ცოდვააო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat