* ღირსი მარკოზ მოსაგრე კი ბრძანებს: "ვინც უარყოფს ცოდნას და თავისი უცოდინრობით თავს იქებს, უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გონებითაც".
* "კეთილი უცოდინრობა ცუდ ცოდნას სჯობია", - ამას კი წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის".
* "არ შეიძლება მისწვდე სიბრძნეს, თუ ბრძნულად არ ცხოვრობ", - ბრძანებს წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი.
* "სიბრძნე სიკეთის გარეშე - სატანური სიბრძნეა" - ამბობს წმინდა ფილარეტი.