წმინდა ანთიმოზ ქიოსელის (+1960) ცხოვრება წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრებას წააგავს. ღარიბი მშობლები ჰყავდა, ამიტომაც სკოლაში არ უვლია, მეწაღეობა ისწავლა თავის სარჩენად.
29 წლისა აღიკვეცა ბერად. უსასტიკესი ბრძოლა გაუმართა სატანამ და ღირსი ანთიმოზი გამარჯვებული გამოვიდა. 1910 წელს თავის ნათლულთან დასახლდა სმირნის ახლოს. უამრავი ხალხი მოაწყდა რჩევისთვის, მათვე დაარწმუნეს, მღვდლობა მიეღო და ანბანის სწავლება დაუწყეს, რათა ტაძარში სახარების წაკითხვა შესძლებოდა. როცა მღვდლად აკურთხეს და ერმა "აქსიოს" შესძახა, მეხი გავარდა, ტაძარი შეირყა, ახალნაკურთხ მღვდელს თავზე ლამპარი დაეცა და ერთიანად ზეთში ამოევლო. ორი წლის მერე ღირსი მამა კუნძულ ქიოსზე დაბრუბდა და ლეპროზორიუმის (კეთროვნების საავადმყოფო) ტაძარში დაიწყო მსახურება. თუმცა სახარების და ზოგიერთი ლოცვის კითხვა შეეძლო, მაინც უსწავლელი დარჩა, მაგრამ საღვთო ნათლით განათლებული წარდგა შემოქმედის წინაშე და საბერძნეთის ეკლესიამ ორი წლის მერე წმინდანად აღიარა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი