იცხოვრეთ სინდისის მიხედვით, შეწევნა სთხოვეთ ზეციურ დედოფალს და ყველაფერი კარგად იქნება
იცხოვრეთ სინდისის მიხედვით, შეწევნა სთხოვეთ ზეციურ დედოფალს და ყველაფერი კარგად იქნება
ღირსი ისააკ I. მამა ისააკი 1810 წელს დაიბადა კურსკში, ივან ანტიმონოვისა და ანა პუზანოვას ოჯახში. ანტიმონოვების გვარი კურსკელ ვაჭართა წრეს მიეკუთვნებოდა. ოჯახში შემორჩენილი იყო ძველი, პატრიარქალური წეს-ჩვეულებები. შვილები მამის წინ უნებართვოდ დაჯდომას ვერ ბედავდნენ. მაშინდელი ვაჭრები ღვთისმოშიშებასა და პატიოსნებას უნერგავდნენ შვილებს. პატარა ივანე (მამა ისააკი ერისკაცობაში) მამას ეხმარებოდა ვაჭრობაში და არც სულიერ მუშაკობას დაუტევებდა. ერისკაცობაში, მონასტერში წასვლამდე, 19 წელი ყოველდღიურად ათას მეტანიას აღავლენდა, რასაც ახლობლებს საგანგებოდ უმალავდა. ცდილობდა, ხსნილში ხორცი არ ეჭამა, დიდი გულმოდგინებით დადიოდა ღვთის სახლში მსახურებაზე და კლიროსზე გალობდა კიდეც.

ივანეს მონასტერში წასვლა კი უნდოდა, მაგრამ მშობლების მიმართ მორჩილება მისთვის უმთავრესი იყო. მამა მონასტერში არ გაუშვებდა, მისი დალოცვის გარეშე კი ამას ვერ გაბედავდა. ღვთისგან განსაკუთრებულ მინიშნებას ელოდებოდა.

36 წელი რომ შეუსრულდა, მისი ძმა, მიხეილი, ოპტის უდაბნოში წავიდა მონაზვნად. ძმასთან სტუმრობისას ბევრი რამ შეიტყო იმდროინდელი ოპტელი მამების შესახებ და პირადადაც გაიცნო ისინი. 1847 წელს ივანე მამამ კიევში გაუშვა საქმეზე. როცა ყველაფერი მოაგვარა, ოპტის მონასტერს მიაშურა, მამას კი წერილით შენდობა სთხოვა. სკიტში დასახლდა, მაგრამ სულის სიმშვიდე მაინც ვერ პოვა. მამა მაკარის კურთხევით, ერთი წლის მერე ჩავიდა კურსკში და მშობლებს შეურიგდა. დაიწყო ყოველდღიური მონასტრული ცხოვრება. 1854 წელს ივანე მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ისააკი უწოდეს.

1860 წელს მამა მაკარმა წინასწარგანჭვრიტა მამა მოსეს სიკვდილი. მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტთან გაემგზავრა და სხვათა შორის აღნიშნა, რომ ისურვებდა, მამა მოსეს გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვრად მამა ისააკი დანიშნულიყო. აღუწერა მამა ისააკის ზნეობრივი და სულიერი პორტრეტი. მეუფე დათანხმდა. ეს რომ მამა ისააკმა გაიგო, მაშინვე მივიდა მამა მაკართან და რჩევა ჰკითხა, როგორ აეცილებინა ეს მძიმე ტვირთი. მოძღვარმა კი უთხრა, - თუ ღვთის ნება იქნება და აგირჩევენ, უარი არ თქვა. ოღონდ არ გაამაყდეო. იმავე წლის ბოლოს მამა მაკარი გარდაიცვალა და ისააკის სულზე ზრუნვა თავის სულიერ შვილს, ღირს ამბროსის მიანდო.

ორი წლის მერე წმინდა მოსე ოპტელიც გარდაიცვალა და წინამძღვრად მამა ისააკი დაადგინეს. მძიმე იყო ამის ტვირთება მყუდროებისმოყვარე ბერისთვის, რომელიც თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს წმინდა მამათა წიგნების კითხვაში ატარებდა. დიდად წაადგა თავისი ძმის, არქიმანდრიტ მელეტის ღრმადსულიერი ეპისტოლე. მამა მელეტი მაშინ უკვე კიევის მღვიმის ლავრის წინამძღვრის ნაცვალი გახლდათ. მამა ისააკი მთელი სიცოცხლე მკაცრად იცავდა ძმის მცნებებს, განსაკურებით ძმის რჩევას, რომ არასოდეს წაეკითხა მონასტრის ძმების მიღებული წერილები.

მამა მოსე უაღრესად მოწყალე იყო, როცა მამა ისააკმა წინამძღვრობა ჩაიბარა, მამა მოსეს საწინამძღვრო სკივრში მხოლოდ ერთ გრივენიკი (ფულის ერთეული იყო რუსეთში) აღმოჩნდა - სკივრის ნაპრალში ჩაჭედილიყო და მამა მოსეს ვერ შეემჩნია, თორემ აუცილებლად გასცემდა. წინამძღვრობის პირველი დღეები მძიმე გამოცდა იყო მამა ისააკისთვის და განმამტკიცებელი - საღვთო განგებულებისადმი რწმენაში. არაერთხელ უტირია იმის გამო, რომ ძმობის შენახვის თავი არ ჰქონდა. მაგრამ უეცრად ვიღაცამ მონატრის ვალები გადაიხადა, ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანის ანდერძით, სავანეს 15 000 მანეთი შესწირეს. მონასტრის შემოსავალი იზრდებოდა. ამის მიზეზი გახლდათ წმინდა ამბროსი ოპტელი, რომელთანაც მთელი ქვეყნიდან უამრავი ადამიანი მოდიოდა, საკმაოდ შეძლებულები. დაიწყო მონასტრის აღმშენებლობა, დაამთავრა მამა მოსეს დაწყებული ტაძრის მშენებლობა, ზოგიერთი გააფართოვა. ააშენა საავადმყოფო, შიგ პატარა ტაძრით. გაიყვანა წყალი, გადააკეთა დამხმარე კორპუსები, შეიძინა მიწები, ააგო სანთლის ქარხანა და სხვა. ის დიდ ყურადღებას აქცევდა ძმათა ერთობას და სულიერ მდგომარეობასაც. ძმათა სულებზე კი მაშინ წმინდა ამბროსი ოპტელი ზრუნავდა. მისი გარდაცვალების ოთხი წლის მერე შეწყდა ღირსი ისააკის მიწიერი ცხოვრება. სიკვდილის წინ ძმებმა ჰკითხეს: - მამაო, როგორ ვიცხოვროთ უშენოდო. "იცხოვრეთ სინდისის მიხედვით, შეწევნა სთხოვეთ ზეციურ დედოფალს და ყველაფერი კარგად იქნება".

ღირსი იოსებ ოპტელი.
მამა იოსები, ერისკაცობაში ივანე ლიტოვკინი, 1837 წელს დაიბადა ხარკოვის გუბერნიაში. მისი მშობლები უბრალო, მაგრამ ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ. ივანე მხიარული და ალერსიანი ყმაწვილი იყო. ერთხელ რვა წლისა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, უეცრად სახე შეეცვალა, ხელები და თავი მაღლა ასწია და უგრძნობლად დაეცა. როცა გონს მოვიდა, ჰკითხეს, რა მოხდაო. ზეცაში ზეციური დედოფალი დავინახე, რომლის სიახლოვესაც მზე ანათებდაო.

ერთხელ სოფელში დიდი ხანძარი მოხდა. ლიტოვკინების ოჯახი ცოტა ხნით ადრე ახალაშენებულ სახლში გადავიდა. ვანია შინაურების შიშს ხედავდა და საფრთხესაც გრძნობდა. არ იცოდა, დახმარებისთვის ვისთვის მიემართა, პატარა ხელები იქვე მდგარი ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრისკენ გაიშვირა და დაიწყო: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, სახლი შეგვინარჩუნე, ის სულ ახალთახალია!" ბავშვის ლოცვა შესმენილ იქნა: გარშემო ყველაფერი დაიწვა, ლიტოვკინების სახლი გადარჩა.

ოთხი წლის ვანიას მამა გარდაეცვალა, თერთმეტისას - დედა. დარჩა უფროსი ძმის ხელში, რომელმაც სასმელში გაანიავა მთელი ქონება და იძულებული გახდა მუშად დასდგომოდა უცხო ხალხს. ივანეც თან წაიყვანა. გარყვნილმა და უხეშმა გარემომ ვერაფერი დააკლო პატარა ბიჭს. ამ მწუხარე ცხოვრებაში მისი ერთადერთი ნუგეში ლოცვა და ღვთის ტაძარი იყო. ბოლოს კარგი ადგილი იშოვა ვაჭარ რაფაილოვთან. ბატონს ისე შეუყვარდა ბიჭი, რომ გადაწყვიტა, მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა. ივანემ რაფაილოვს სთხოვა, მოსალოცად გამგზავნე და დანარჩენი ღმერთს მივანდოთო. კეთილმა პატრონმა, ხედავდა რა ყმაწვილის ღვთისკენ სწრაფვას, მისი შეჩერება ვეღარ გაბედა. ივანე კიევის სიწმინდეების მოსალოცად წავიდა. გზად ბორისოვოს დედათა მონასტერში შეიარა, სადაც მისი და მონაზვნად იყო აღკვეცილი. სავანე მკაცრი ტიპიკონით გამოირჩეოდა. სქემმონაზონმა აღაპიმ ურჩია, კიევის ნაცვლად ოპტელ მამებთან წასულიყო. ასეც მოიქცა. მამა ამბროსიმ ურჩია, ოპტაში დარჩენილიყო. ივანემ მოძღვრის ნათქვამი ღვთის ნებად მიიღო და დარჩა.

თავდაპირველად მას სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი. მალევე წმინდა ამბროსიმ დააფასა მისი კეთილი თვისებები: მორჩილება, თავმდაბლობა, მდუმარება და ივანე თავის მესენაკედ გადაიყვანა. მამა ამბროსის "ქოხში" მან 50 წელი გაატარა. თავდაპირველად მოძღვართან სიახლოვე ძალზე ანუგეშებდა, მაგრამ უამრავი მომსვლელისა და ხმაურის გამო ათონზე და კიევში წასვლაზე დაიწყო ოცნება. ერთხელ ფიქრისას წმინდა ამბროსი წამოადგა თავს, მისი აზრები წაიკითხა და უთხრა: "ძმაო ივანე, ჩვენთან უკეთესია, ვიდრე ათონზე, დარჩი აქ". ამ მოვლენამ განუმტკიცა რწმენა მამა ამბროსის მიმართ. მისთვის კანონი იყო მოძღვრის ყოველი სიტყვა.

ივანე 1872 წელს მონაზვნად აღკვეცეს იოსების სახელით. ამის მერე მისი სერიოზული განწყობა უფრო განკრძალული და ღრმა გახდა. ხუთი წლის მერე ბერდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1884 წელს მღვდლად დაასხეს ხელი.

ავადმყოფობის გამო წმინდა ამბროსი ეკლესიაში სიარულს ვეღარ ახერხებდა, ამიტომაც მამა იოსებმა მამა ამბროსის კელიაში იწყო ღვთისმსახურება. იგი, როგორც მამა ამბროსის უფროსი მესენაკე, მამა ამბროსის სიმშვიდეს თვლიდა თავის უპირველეს მოვალეობად. ამიტომაც ხშირად გამოდიოდა ქოხის მისაღებში ხალხთან, უსმენდა მათ სატკივარს, შეკითხვებს და მოძღვარს მოახსენებდა. ხოლო მის რჩევას ზედმიწევნით გადასცემდა მთხოვნელს. ხანდახან საუბრები მამა ამბროსისთან ღამის 11 საათამდე გრძელდებოდა. მაშინ მამა იოსები დელიკატურად საათის მომართვას იწყებდა და ამით შეახსენებდა სტუმარს, რომ მისი წასვლის დრო დამდგარიყო. მიუხედავად ბევრი საქმისა, მამა იოსები მაინც ახერხებდა წმინდა მამათა ნაწერების კითხვას და იესოს ლოცვის აღვლენას. ღირს ამბროსის უყვარდა იგი, თავის მარჯვენა ხელს ეძახდა და 30 წლის მანძილზე არ განშორებია. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ მამა იოსები ამბობდა: "რა ვარ მოძღვრის გარეშე? ნული და მეტი არაფერი". სიცოცხლის ბოლოს წმინდა ამბროსისთან იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ ყველას ვერ იღებდა და ზოგს მამა იოსებთან გზავნიდა. 1891 წელს წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, ხოლო როცა სკიტის წინამძღვარი მამა ანტონიც წარვიდა უფლისა მიმართ, მამა იოსები გახდა ოპტის მონასტრის სულიერი მამა. მამა ამბროსის ქოხი არ დაცარიელებულა, მისი სულიერი შვილები ღირს იოსებში ხედავდნენ ღირსეულ მემკვიდრეს. თორმეტი წელი დაჰყო მან სკიტის ხელმძღვანელად და ძმათა მოძღვრად. ავადმყოფობის და უძლურების გამო უარი თქვა ამ პატივზე. ღირსი იოსები 1911 წელს გარდაიცვალა.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის მადლმოსილებაზე. უნახავთ ნათლითმოსილი და ზეითგან ღვთაებრივი სხივმოსილი. ჰქონდა მადლი დაფარულმცოდნელობისა და კაცთა კურნებისა.

ერთ მდიდარ მემამულე ქალს ორი ქალიშვილი ჰყავდა. მან ღირსი ამბროსის ცხოვრების წაკითხვის შემდეგ შვილებს, რომელთაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ ინსტიტუტი, ოპტაში წასვლა შესთავაზა. უმცროსი ხალისით დათანხმდა, უფროსმა კი შინ დარჩენა ამჯობინა, რადგან სტუმრებს ელოდნენ და კარგად გაერთობოდა.

დედა და უმცროსი შვილი წავიდნენ ოპტაში, მოეწონათ იქაურობა, დიდხანს აპირებდნენ დარჩენას და კურთხევისთვის მივიდნენ მამა იოსებთან. მან მკვეთრად უთხრა: "არა, სასწრაფოდ შინ უნდა წახვიდეთ". მეორე დღეს ისინი კვლავ ოპტაში რომ იხილა, მკაცრად უთხრა: - ისევ აქ ხართ? სასწრაფოდ წადით, - მერე თავისი სენაკის კიბეს აუყვა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - თორემ კუბოსაც ვერ მიუსწრებთო. აღელვებული დედა-შვილი მაშინვე გაემგზავრა. სახლთან უამრავი ხალხი დახვდათ. მალე კუბოც გამოასვენეს. აღმოჩნდა, რომ უფროსი ქალიშვილი, რომელმაც ოპტაში წასვლაზე უარი თქვა, სეირნობისას ცხენს ჩამოეგდო და გარდაცვლილიყო.

ღირსი ისააკ და იოსებ ოპტელების ლოცვა შეეწიოს ჩვენს მკითხველს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat