დაიმარხე ყველა სათნოება და ისინი დაგიცავენ მტაცებელი ფრინველებისგან - ვნებებისგან
დაიმარხე ყველა სათნოება და ისინი დაგიცავენ მტაცებელი ფრინველებისგან - ვნებებისგან
მამა ონუფრეს მონათხრობი მამა ნიფონტსა და ფილიმონზე
დამძიმებული იყო სული ჩემი - ცოდვები მგლეჯდნენ, ვითარცა მხეცნი. უეცრად კალივასთან გამოჩნდა ჩემი განსვენებული მოძღვარი მამა ონუფრე - ბოსტნისთვის ნეშომპალას შესაგროვებლად მიდიოდა ათონის მუხნარში. მიხვდა, რაც მჭირდა და მიბრძანა, ყველაფერი მოწამებრივად დამეთმინა. მისმა მონათხრობებმა და მაგალითებმა სრულიად მომაშორეს სევდა. როგორც კი თხრობა დაიწყო, ცრემლი წამსკდა და ბოლოს დამავიწყდა კიდეც, რომ აქამდე ვჯავრობდი.

მან მითხრა: "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათე 7,14). განმარტოებულ მონაზონს ეშმაკის მთელი შური ატყდება თავს, მაგრამ მყუდროება დამოძღვრის მას ყველა სათნოებაში. ამ სათნოებათა დედა - ღმერთში განმარტოებაა, რომელსაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უწმინდესი სახელის მოწოდებით განდეგილის გონება სულიერ სიხარულში აჰყავს.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა თქვა ჩვენი სულის სასიძომ, იესო ქრისტემ: "იყვენით უკვე მეცნიერ, ვითარცა გველნი და უმანკო, ვითარცა ტრედნი" (მათე 10,16). ჩვენი სულის მტერმა ეშმაკმა გველის ხმა მიითვისა და ჩვენი დიდი დედა ევა შეაცდინა. ამაზე საუბრობდა წმინდა ნეოფიტე დაყუდებული - ყველა განსულიერებულ ქმნილებას საკუთარი აზრი აქვს, რომლის წყალობითაც ღმერთს განადიდებდა, განადიდებს და განადიდებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდეო.

ზეცა კი თავისი ფოთლების შრიალით განადიდებს ყოვლადსახიერ ღმერთს.

ჩვენმა დიდმა დედამ, ევამ, იცოდა, თუ რაოდენ გონიერი ცხოველი იყო გველი და რამდენად აღემატებოდა დანარჩენ ცხოველებს. ჩვენი სულის მტერმა მიითვისა ხმა გველისა და მზაკვრული შეკითხვების დახმარებით გამოგვაგდო ნეტარების სამოთხიდან. გველს მიწაზე მუცლით ხოხვა მიესაჯა, ადამიანი როცა მას შეეყრება, მაშინვე მის თავს უმიზნებს, რომ არ დაგესლოს. გველი მზადაა, სხეული სასიკვდილოდ გაიმეტოს, ოღონდ კი თავში არ დაარტყან.

გველი სახეა დაყუდებული მონაზვნისა. როცა ის კანის გამოსაცვლელად ემზადება, ვიწრო ნახვრეტს პოულობს, შიგ ძვრება და ასე იძრობს ტყავს. ასევე, განმარტოებული დაყუდებულიც, განდეგილის იწროების წყალობით, განიშორებს თავის ძველ კნინებებსა და ნაკლოვანებებს, ხოლო როცა დაითმენ ძალადობას, მტერთაგან დევნას, მიაღწევ უვნებლობას, აღაფრენ გონებას ზეცად, სულიერ ნეტარებათა შორის და შეუერთებ მეუფე ქრისტეს.

თქვა რა, იყავით უმანკო ვითარცა მტრედნი, უფალმა თვალნი განგვიხვნა და დავინახეთ, თუ როგორ იშენებენ მტრედები ბუდეებს მაღლა, მყუდრო ადგილებში და გამოჩეკენ ბარტყებს. როცა ბარტყები იზრდებიან, ადამიანები მტრედის ბუდეებს პოულობენ და იპარავენ მათ. უმანკო და უბოროტო მშობლები კი შეწინააღმდეგებას არ აპირებენ: მათი გული მშვიდია, მასში არავითარი ბოღმა არ არის. ისინი შოულობენ საჭმელს შვილებისთვის, რომლებიც სიხარულით მიირთმევენ მას. ბარტყები - დაყუდებულები არიან, მათ სიცოცხლეში არა ძევს მზაკვრობა და საზრუნავი, გონება არაფრით განეფანტებათ, მხოლოდ მიმომფრენ მშობლებს ხედავენ და უხარიათ.

ასე შენც, განდეგილად მცხოვრებო, გვერდი უნდა აუარო გარემოდგომილ მწუხარებას და განიწმიდო გული მოთარეშე ვნებებისგან. დაიმარხე ყველა სათნოება და ისინი დაგიცავენ მტაცებელი ფრინველებისგან - ვნებებისგან. მონაზონი გონებით შეაერთებს თავს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უტკბეს სახელს.

იყავ უმანკო და უბოროტო, როგორც მამა ნიფონტი, რომელმაც მყუდროების ღვაწლი აღასრულა თავის კალივაში და როცა ატყდა დავა-კამათი კოლივადობის შესახებ, წავიდა ერში, მონასტერი დააარსა კუნძულ იკარიაზე. ამბობენ, იგი სრულიად უბოროტო იყო და ამ უმანკოების წყალობით მიაღწია ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უტკბესი სახელის გონებრივი მოხსენიების ნეტარებასო. ეს ნეტარება ჩადის თვით კაცის გულში. მამები ეუბნებოდნენ: - მამა ნიფონტ, ცოტა ხნით ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას არ შეეძლო ღვთაებრივი აღტაცებისგან განშორება და უფრო მაღლა, უმაღლესი ჭვრეტისკენ აღიწეოდა. ეს თვალნათლივია ჩვენი წმინდა და ნეტარი მამებისათვის, რომელთაც მიაღწიეს უბიწოებას, ანუ სრულყოფილებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია კაცთათვის.

მრავალი ეს წმინდა მოსაგრე განადიდა ღმერთმა მათი ნეტარი აღსასრულის მერე. ასეთი იყო მამა ფილიმონი, რომელიც მიძინების კალივაში ცხოვრობდა, სადაც ახლა მკვიდრობს მამა აღათანგელოზი, ძმებთან ერთად.

ერთხელ ერთი ქრისტიანი წმინდა აკაკი კავსოკალიველის ცხოვრებას კითხულობდა. ეწერა, თურმე რა გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნობოდა სასაფლაოზე წმინდა მოწამეთა ნაწილების გვერდით ჩავლისას. ეს მონათხრობი ქრისტიანს სულზე მოხვდა. ის ჩვენი სკიტის სასაფლაოზე მოვიდა და იწყო ფიქრი: "შესაძლოა, ახლაც არსებობს წმინდა ნაწილები, როგორც წმინდა აკაკის დროსო". ეს გაიფიქრა და საოცარი კეთილსურნელება იგრძნო, რომელიც მთელ სასაფლაოზე გავრცელდა. გამოფხიზლდა, ძებნა დაუწყო და მოიპოვა კეთილსურნელოვანი თავის ქალა. ზედ წაეწერათ: "მღვდელმონაზონი ფილიმონი, ღვთისმშობლის მიძინების კალივიდან, რომელიც წმინდა ელეფთერის სახელობის საბჭო სახლის სიახლოვეს მდებარეობს".

გადაწყვიტა, ყველა მოეხმო, მაგრამ ამის გაფიქრებისას ერთიანად ციებიანივით ათრთოლდა. მიხვდა - ღმერთს მიმსგავსებულ მამას არ სურდა მის ნაწილთა კეთილსურნელება ყველას შეეტყო. მისთვის საკმარისი იყო ის, რომ ეს კეთილსურნელება ებოძა ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ, რათა წმინდანის მაგალითი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი ყოფილიყო და რომ მისი გახსენებით გვეფიქრა აქ მოღვაწე უთვალავ მამაზე, რომლებმაც უმაღლეს საზომს მიაღწიეს და ღირსი შეიქნენ თვით დაფარულმცოდნელობისა და წინასწარმცოდნელობის მადლისა.

თუ გსურს შენც ამას მიაღწიო, გახდი შენც უმანკო, ვითარცა მტრედი. მე, შენმა მოძღვარმა, ვცადე, ყველაფერი ამეხსნა", - დაამთავრა სწავლება მამა ონუფრემ, ცრემლი ვეღარ დამალა და კალივაში წავიდა, სცადა, არავის შეეტყო მის დაფარულ ღვაწლზე.

მონაზონი არეთა. 1915 წელს სამი ახალგაზრდა ჩამოვიდა ამერიკიდან: ათანასე, გიორგი და ოტონი. ათანასე და გიორგი წმინდა ხარლამპეს კელიაში დასახლდნენ კარიესში, სადაც მაშინ მდებარეობდა მამა საბას მოწაფის, მამა კოზმას წიგნების მაღაზია.

ათანასე სახელგანთქმული მოსაგრე იყო. როცა ის ამერიკაში ცხოვრობდა, ატყდა კამათი მსოფლიო წარღვნაზე. ზოგიერთი ამბობდა, წმინდა წერილში შეცდომაა. თუ წარღვნა მართლაც იყო, მაშინ ის მხოლოდ იერუსალიმის გარეუბანში შეიძლება მომხდარიყო და არა მთელ დედამიწაზეო. მაგრამ ერთხელ ათანასემ ქვისსამტეხლოში მუშაობისას ზღვის ნამარხი იპოვა და ამერიკელებს აჩვენა. ისინიც დათანხმდნენ, რომ წარღვნა მთელ სამყაროში იყო, როგორც წმინდა წერილში წერია.

ათანასე აღსარებას ამბობდა მცირესკიტელ ნეტარხსენებულ მამა კოზმასთან, ჩემს სულიერ ბიძასთან, მამა გრიგოლის მორჩილთან, რომელიც "შიშველი (დაფარული) მამების" საზიარებლად დადიოდა ხოლმე. ეს ღვთივრჩეული ახალგაზრდა დილით მიდიოდა სკიტში, აღიარებდა თავის გულისთქმებს, საღამოთი კი კელიაში ბრუნდებოდა, სადაც დავრდომილ მამა საბას ემსახურებოდა.

სულიერი მოძღვრის კურთხევით, ის მონაზვნად აღკვეცეს არეთას სახელით. იმ დღიდან ისეთი ღვაწლი იტვირთა, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატება - ანაფორაც კი არ ჰქონდა: თავისი მოძღვრის ძველ დაძონძილ ანაფორას იცვამდა.

თავისი სათნოებების, კეთილკრძალულების და ენების ცოდნის წყალობით მამა არეთა შეუცვლელი იყო - ათონზე ჩამოსული უცხოელები მას დაჰყავდა მონასტრებში.

ერთხელ მე ვენახში დასახმარებლად გამაგზავნეს, წასვლას თავი ძლივს მოვაბი, ისე მტანჯავდა კაეშანი. მამა არეთამ მაშინვე გამამხნევა - იცოდა ჩემი უძლურება და კვერი და ყველი მომცა, თან ღიმილით მითხრა: "აბა, ძვირფასო ქრისანთე, შეჭამე და საქმეს შეუდექი, ცოტათი გულს გადააყოლებ".

მამა არეთამ იცოდა, რომ ცოტა ხნით უნდა შემესვენა, მერე შემეძლო მძიმე სამუშაოს შევდგომოდი. მთელ ნაშუადღევს ვაზს ვსხლავდით, საღამოს კი ნასხლავი ავიღეთ და კარიესისკენ წავედით.

ერთხელ მან საკუთარ თავზე მომითხრო. მისი ოჯახი ლიცოხოროდან იყო. ბიძამისის ორჩხომელი ჰყავდა და ზაფხულობით ძმისშვილი თავისთან მიჰყავდა სამუშაოდ. ერთხელ ათანასე დაიკარგა. ბიძა მიხვდა, რომ ის შეიძლებოდა ებრაელს მოეტაცა, რაც ხშირად ხდებოდა.

ის იცნობდა თურქ ნაცვალს და მაშინვე მას მიმართა. ნაცვალმა კი რაბინებს გამოუცხადა, თუ ათანასე თანაკისს არ დააბრუნებთ, ამოგხოცავთო. ებრაელები შეშინდნენ და ბიჭი დააბრუნეს.

ერთხელ ათანასემ ბიძას უთხრა: - ყოველ დილით აქ მოდიან ებრაელი ქალები და შვილებს აგურს ურტყამენ, ისინი კი ტირილს იწყებენ და ასე რატომ ხდებაო.

ბიძამ უპასუხა: - გახსოვს, რა უთხრეს პილატეს ებრაელებმა: "მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზეა". ამიტომაც ისინი აქ, ზღვასთან შვილებს აგურს ურტყამენ სისხლის წამოდენამდე. ასე მამათა გადმოცემების მიხედვით იქცევიანო.

მამა არეთას ძალზე უყვარდა მეცნიერებები და დღედაღამ კითხულობდა. ხშირად მეუბნებოდა: - ქრისანთე, იკითხე, ვიდრე ახალგაზრდა ხარ, დადგება დრო და ეს ყველაფერი გამოგადგება. გონება თითოეული კაცისა დიდებული წიგნია, შენ საუკეთესო მეხსიერება გაქვს. ბევრი იკითხეო.

ათანასე განსაკუთრებული კრძალვით მელეტი პიგასის ნაწერებს ეპყრობოდა, რომელიც პაპ გრიგოლის კალენდრის რეფორმას განიკითხავდა. მან სთხოვა ყველა მონასტრის ბიბლიოთეკარს, ყუთლუმუშელი მამა დიონისეთი დაწყებული, რომ გადაეხედათ ბიბლიოთეკის წიგნებისთვის და რასაც ნახავდნენ გრიგორიანული რეფორმის საწინააღმდეგოდ, მისთვის მიეცათ წასაკითხად. მართლაც, მამა არეთამ შეკრიბა მნიშვნელოვანი ცნობები და ამომწურავი შრომა დაწერა კალენდრის საკითხზე. მისმა შრომამ დაარწმუნა ყველა ათონელი, რომ ახალი კალენდარი არ მიეღოთ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი გრიგორიანელთა კალენდრის საწინააღმდეგო საკმაოდ დიდი მოცულობის ნაშრომის ხელნაწერი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat