თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრისა
თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრისა
მოძღვარი. მოძღვარმა გითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა გითხრა, ბაგენი მოძღვრისა - ბაგენია ქრისტესი.

* თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრისა.

* შენი მოძღვრის კურთხევის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი არ გაქვს. როცა კურთხევას გამოითხოვ მისგან, ნუღარაფრის გეშინია. მოიდრიკე მუხლნი, ემთხვიე მოძღვრის ხელს და წადი... თუნდაც ასტრონავტი გახდი. ნუ გეშინია, მისი ლოცვა გიცავს, მორჩილება კი დაგიფარავს.

* იცით, ვინ არის მოძღვარი? მხოლოდ სატანამ იცის, ვინ არის მოძღვარი.

* მამა იოსების ხორციელად ძმას და იმავე დროს მორჩილს, მამა ათანასეს, ახალ სკიტში ღვთისმშობლის მიძინების კელია ჰქონდა. ადრე იქ ცხოვრობდა ერთი მამა. შემთხვევა, რომელზეც უნდა მოგითხროთ, ჩემამდე მოხდა და სხვებისგან შევიტყვე, მოძღვარს კი შევესწარი. იმ მამის მორჩილთან სიკვდილის წინა დღეს დემონები მივიდნენ და უთხრეს: შენ ჩვენი ხარ, ახლა ჯოჯოხეთში წაგიყვანთო. მას შეეშინდა. კელიაში მოძღვარი შევიდა და ჰკითხა, - შვილო, რატომ ხარ შეშინებულიო?

- მამაო, დემონებმა მითხრეს, ხვალ სამ საათზე ჯოჯოხეთში წაგიყვანთო.

- ეჰ, შვილო, შენ ხომ მორჩილი ხარ. როცა დემონები მოვლენ, უთხარი, - მე ჩემი მოძღვარი მყავს-თქო.

- კარგი.

ასე დაამშვიდა მან მორჩილი. მეორე დღეს მოვიდნენ დემონები. ჩვეულებისამებრ, ენა გამოყვეს და აქეთ-იქით ატრიალეს. "ჩემთან რატომ მოხვედით? მე მორჩილი ვარ და ჩემი მოძღვარი მყავს", - უთხრა მორჩილმა. დემონების ხროვა გაქრა. აი, რას ნიშნავს მოძღვარი!

* მონასტრიდან ჩემთან, კელიაში ერთი მოვიდა და მკითხა, - განა მოძღვარი არ ცდება, არ სცოდავსო? ჩემო ძვირფასო, თუ იმით დაიწყებ, რომ მოძღვარია დამნაშავე, სწორ გზაზე ვერასოდეს დადგები. შენ მორჩილებით ცხოვრებისთვის მოხვედი თუ იმის განსასჯელად, როდის ამბობს მოძღვარი მართალს და როდის ტყუის-მეთქი.

* როგორ მშვიდდება მოძღვრის სული, როცა მისი მორჩილი მორჩილებით ცხოვრობს! როგორ ნუგეშობს, როგორი სიმშვიდე და ლოცვა ამოდის სიღრმით გულისათ: "შვილო, გაკურთხოს უფალმა" და შენ ერთიანად მოგიცავს ეს ლოცვა.

* არსებობს მრავალი ხერხი მოძღვართან მეტი ერთობის მოსაპოვებლად. როცა დასაძინებლად ვემზადები (როგორც მე ვიქცევი, იმას გეუბნებით), ვამბობ: - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიძინებ, ვიღვიძებ - კვლავ "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიწყებ ლოცვას. ვთქვათ, მივდივარ კატუნაკიდან დაფნაში - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით". საჭმელს ვამზადებ - კვლავ "ჩემი მამის, იოსების ლოცვით". მივდივარ ვათოპედში, იქ კელიაში ჩემი მოძღვრის, იოსების სურათი მაქვს და ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების ლოცვით"...

ეს ერთგვარი "ტექნიკური ხერხია" მოძღვართან ერთობისათვის, რადგანაც არსებობს გონებისმერი ლოცვა, რომელიც ნელ-ნელა განწმენდს შინაგან ადამიანს და იგი შემდგომში გონებისმიერი ლოცვით გაბრწყინდება.

* როცა წმინდა წერილს კითხულობ, მას იმდენად გაიგებ, რა სულიერი ძალებიც გაქვს. ასე იყო მამა იოსებთან დაკავშირებითაც. ის ჩვენ გვესაუბრებოდა თავისი საზომით. ჩვენ კი ჩვენი საზომით ვიგებდით.

* ბევრი რამ მასწავლა მორჩილებამ. ისიც კი, რაც მე, როგორც მოძღვარს, მჭირდება. მზად ვარ, თავიც კი გავწირო, ოღონდ კი ჩემი სულიერი შვილები სამოთხეში შემავალი ვიხილო! ეს არის ჩემთვის სამოთხე, როცა შენ უკვე სამოთხეში ხარ. მე კი თუნდაც დავიწვა, ჩავიფერფლო! დიახ, ძნელია მამობრივი სიყვრულის გაზომვა - როგორც მოძღვარმა და როგორც მორჩილმა, ერთგვარი გამოცდილება მივიღე. მე ხომ 80 წელი მორჩილი ვიყავი და 10-15 წელი - მოძღვარი. ერთი სიყვარულიც შევიტყვე და მეორეც... მამობრივი სიყვარული, ჩემი მამაო - ეს ძალზე ამაღლებულია.

* ჩვენს კალივაში ბევრი ხე დავრგე, მაგრამ ფესვები მხოლოდ მოძღვრის კურთხევით დარგულებმა გაიდგა, სხვები კი გახმა, რადგან არ იყო მასზე მოძღვრის თანხმობა. დავრგე ვაზი (მოძღვარი არ დამთანხმდა) - და ერთი ფოთოლიც არ გამოისხა. ვაშლმა და სხვა ხეხილმა (მოძღვარი არ დამთანხმდა) ფესვები გაუშვა, მაგრამ ნაყოფი არ გამოისხა. ისინი მამა კლიმენტიმ, ზემოთ, თავისთან გადარგო, გაიზარდნენ და უხვად ისხამენ ნაყოფს.

და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩემი მოძღვარი თანახმა არ იყო, როცა მე მათ ვრგავდი. გარგარის ხემ შვიდი წლის მანძილზე ორად-ორი ყვავილი გამოისხა. მე კი ის სალონიკიდან, სათბურიდან წამოვიღე.

თუთის ხე დავრგე ჩემი მოძღვრის კურთხევით და ყოველწლიურად თვეზე მეტი თუთას ვჭამთ. ჩემი მოძღვრის თანხმობით, ერთი ლოტოსი დავრგე და ახლა უკვე ყოველწლიურად 300-400 ძირი ლოტოსი ყვავილობს.

* ის, ვისაც თავის იმედი აქვს - მოხიბლულია. წადი სულიერ კაცთან, რომელიც აგიხსნის ეშმაკის მზაკვრობას, გიჩვენებს გზას, რომლითაც ახვალ ზეცად. თუ თვითნებურად წახვალ, მაშინ...

* თუ ვხედავ, რომ სხვა შემეწინააღმდეგება, უკან ვიხევ, რომ არ თქვას, "მამაო, ეს ხომ ასეა..." ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჩემს მორჩილს არ მოუწიოს ამის თქმა: "მამაო, ამის გაკეთება არ შემიძლია". დიახ, უკან ვიხევ, ურჩობის მიზეზი რომ არ გავხდე.

არსებობს კიდევ ერთგვარი შინაგანი განსხვავებაც. ერთი რამაა მნიშვნელოვანი: მონაზვნური ცხოვრება მორჩილებაზეა დაფუძნებული. მორჩილების გემოც ვიხმიე და ურჩობისაც. დავრწმუნდი, რომ მორჩილი მშვიდადაა და სინდისი არაფერში ამხილებს.

* სათნო ეყავი მოძღვარს, სათნო ეყავი ღმერთს.

* ხუთი წელი მებრძოდა ეშმაკი, რომ ჩემი მოძღვარი მამა ნიკიფორე მიმეტოვებინა, მაგრამ ნაბიჯიც არ გადავდგი და განსაცდელიც თავისთავად მომშორდა.

* სოფლიდან წასვლა ადვილია, სულიერი ხელმძღვანელის პოვნა კი ძალზე ძნელია!

* თუ, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო, მაშინ რამხელა საქმე აქვს მოძღვარს, ვისზეც ამდენი სულია ჩამოკიდებული! შენ მოხვალ, ეტყვი გულისთქმას, მეორეც, მესამეც... და მოძღვარი ამას იტვირთებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქრისტე და არანაკლებ მოძღვარიც ყველაზე დარდობს.

* წყარო მშვიდობისა, წყარო მადლისა, წყარო ცხონებისა, წყარო სამოთხისა - შენი მოძღვარია.

* მოძღვარი თვალყურს ადევნებს თავისი მორჩილის გულისთქმებს:

- შვილო, ჩემზე რას ფიქრობ?

- მამაო, ვფირობ, რომ ანგელოზი ხარ.

- კეთილი, გავა დრო და ჩემში ადამიანს დაინახავ.

რაღაც დროის მერე ეკითხება:

- ახლა რაღას ფიქრობ ჩემზე?

- მამაო, ვფიქრობ, რომ შენ ადამიანი ხარ.

- მალე დამინახავ, ვითარცა სატანას.

მეორე დღეს ჰკითხავს:

- ახლა კი რას ფიქრობ ჩემზე?

- შენ სატანა ხარ.

აი, ასეა, რადგანაც ეშმაკი ცდილობს, ნელ-ნელა ჩამოგაცილოს მოძღვარს.

* ნებაზე არ უნდა მივუშვათ, როცა შენს მოძღვარს ბრალს სდებენ: ეს არაწორია, ეს არ უნდა მოხდეს. შეეწინააღმდეგე შენი მოძღვრის მლანძღავს.

* როცა ძალზე მიმძიმდა, მეტს ვეღარ ვუძლებდი, შეწევნას ვითხოვდი, ჩემმა მოძღვარმა, მამა იოსებმა, ძილში მითხრა: "გულში მიზიხარ, შვილო!" იცი, როგორ ვინუგეშე მაშინ ჯვარტვირთულმა, რომელიც სწორედ იმ დროს მომეცა!

მორჩილი. მორჩილი მეფესავითაა - მისი განკითხვა არავის შეუძლია.

* იცით, რას ვგრძნობდი მორჩილობისას? არწივივით ცაში დავფრინავდი.

* ჩემი მოძღვარი მეტყოდა, - "თუ კარგი მორჩილი არ იქნები, ჯობდა მონაზონი საერთოდ არ გამხდარიყავი!" მკაცრად არის ნათქვამი, მაგრამ სიმართლეა.

* მორჩილს არ ეშინია ღმერთის, იმიტომ კი არა, რომ ღვთისუშიშია, არამედ "სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს" (იოანე 4,18).

* ერთხელაც მამა მ-ი ჩვენს სახლში მოვიდა და ცალპირი აგურით თხელი კედელი ააშენა. შემდეგ, როცა ძლიერმა ქარმა დაუბერა, ის კვლავ მოვიდა ჩემთან და ხუმრობით მითხრა: "როგორ მოხდა, რომ კედელი არ გადაიქცა?" ვუპასუხე: "როცა წახვედი, კედელს ჯვარი გადავსახე და ვთქვი: დაე გამაგრდეს ის შენი მამის ლოცვით და აი, დგას, თორემ თავით თვისით შენ არაფრად ღირხარ".

მას თავისი მოძღვრის სახელის გაგონებაზე სახე გაუნათდა, გაუბრწყინდა. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ნამდვილი მორჩილები.

* ვინც იღებს მორჩილებას - ჯილდოსაც იღებს: მორჩილი დაჯილდოვდება, გვირგვინოსან იქმნება. რა თქმა უნდა, უპირველესად ის დაჯილდოვდება, ვინც ხელმძღვანელობს, მაგრამ მეტი ხარისხით კი მორჩილი, რამეთუ იგი ქრიტეს მიმბაძველია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat