ანტიოქიელ დიდებულს არქელაოსს, სახე კეთრმა დაუფარა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, არაფერი ეშველა. ყველა ზიზღით ერიდებოდა.
მეგობარმა მახლობელ მონასტერში წაიყვანა ბერ იოანესთან, რომელზეც ბევრ კარგს ამბობდა ხალხი. მეგობრები დაემხნენ ბერის წინაშე და განკურნება შესთხოვეს. იოანემ უთხრა არქელაოსს: "აღუთქვი უფალს, რომ ამიერიდან მისი მცნებების მიხედვით იცხოვრებ, მერე კი შენი სახელით ღატაკებს მოწყალება დაურიგე და ბოლოს, გწამდეს, რომ ღმერთს შეუძლია შენი განკურნებაო". არქელაოსმა აღთქმა დადო და დაუმატა, - ყველას, ვისაც რაიმე უსამართლოდ წავართვი, გარდამეტებულად დავუბრუნებო. მაშინ მამა იოანემ ძმებს უბრძანა, - არქელაოსი ნაკურთხი წყლით განებანათ. ეს უკანასკნელი სრულიად გამოჯანმრთელდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი