წმინდა სერგი რადონეჟელის მოწაფემ სილიბისტრომ ისე შეიყვარა განამარტოებით ცხოვრება, რომ მდინარე ომნორის ნაპირას მდებარე ერთ უღრან ტყეში დაეყუდა.
დიდი ხნის მანძილზე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და მხოლოდ ერთხელ წაადგა მის ბინას გზაარეული ადგილობრივი მცხოვრები. მოსაგრე შეწუხდა, რომ მისი ადგილსამყოფელი გამჟღავნდა და მოსულს სთხოვა, არ გაემხილა. თან მოულოდნელ სტუმარს უთხრა, - აქ დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიკვებები მხოლოდ ბალახითა და ფესვებით, ადრე შიმშილისგან ღონემიხდილი ვიყავი, ბოლოს ვიღაც წმინდა კაცი გამომეცხადა და გამაძლიერაო. სტუმარმა სათხოვარი არ აღუსრულა. მალე წმინდა სილიბისტროს გარშემო მრავალი ადამიანი შემოიკრიბა და ღირსმა მამამ მონასტერი დააარსა. ღირს სილიბისტროს ისე უყვარდა განდეგილობა, რომ ხშირად ლოცვისთვის უღრან ტყეში შედიოდა ხოლმე.
* მრავალი დაყუდებული მამა ცხოვრობდა კიევის მღვიმის მონასტერში. მათ შორის იყო ღირსი ათანასე, რომელიც მღვიმეში ჩაიკეტა და 12 წლის მანძილზე არ გამოსულა. პურსა და წყალს სარკმლიდან შეაწვდიდნენ, მცირედს ჭამდა და მღვიმეში ყოფნისას არავის ესაუბრებოდა.
* პალადი ეპისკოპოსი მოგვითხრობს ამბა ილიაზე, რომელიც ანტინოს მახლობლად უდაბნოში ცხოვრობდა. იგი მაშინ 110 წლისა იყო, მასზე მოისვენა წინასწარმეტყველების მადლმა. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ 70 წელი ამ უდაბნოში იცხოვრა საშინელ და უნუგეშო პირობებში. ამბა ილია დასახლებულ ადგილას არასოდეს ჩამოდიოდა. მისი მღვიმის ბილიკი წვეტიანი ქვებით იყო მოფენილი და ფეხს ვერ დაადგამდი. მღვიმე შესახედავადაც კი საშინელი იყო. ამბა სიბერით ერთიანად თრთოდა. ყოველდღიურად მრავალგზის ჯვრის ნიშს გამოისახავდა და სნეულებს კურნავდა. მამებს არ ახსოვდათ, როდის ავიდა იგი მთაზე. სიბერეში სამ უნცია პურს იღებდა საღამოობით, ახალგაზრდობაში კი კვირაში ერთხელ ჭამდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი