სიღარიბე მათ ღმერთთან შეერთებაში ეხმარებოდა
სიღარიბე მათ ღმერთთან შეერთებაში ეხმარებოდა
მამა ონოფრეს მონათხრობი ღირს მამა მინაზე
(გაგრძელება)
ჩერნოგორიელმა თავადმა ნიკოლამ ამბა მინას სათნოებების ამბავი შეიტყო და მასთან სასაუბროდ ათონის წმინდა მთაზე წავიდა. ეს მისთვის დიდად დამმოძღვრელი აღმოჩნდა: ღირს მამას, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის დიდი ნაწილი ათონზე ჰქონდა გატარებული, დედაენა მშვენივრად ახსოვდა. თავადმა მისი ფოტოგრაფირება სცადა. არ გამოუვიდა. მერე ძმებს სთხოვა და მამა მინა ჩერნოგორიაში წაიყვანა.

როგორც ახალი მოციქულთასწორი კოზმა აითოლელი, მამა მინა მართლმადიდებლურ რწმენაში განამტკიცებდა ჩერნოგორიელებს. მოუწოდებდა, მტკიცე აღმსარებელნი ყოფილიყვნენ და ბერძნული ენა შეეწავლათ, ვინაიდან მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ წმინდა მამათა ნაწერების წაკითხვასა და მათი მეშვეობით მეშვიდე ცამდე სულიერად ამაღლებას. ჩერნოგორიელები უსმენდნენ მამა მინას და განადიდებდნენ ყოვლადსახიერ ღმერთს, რომ გამოუგზავნა თავის ერთგულებს მათივე მხარის მკვიდრი დიდმოძღვარი, რომელიც მართლმადიდებლურ რწმენაში განამტკიცებს გატანჯულ ხალხს. მისიის დასრულების მერე მამა მინა უკან დაბრუნდა.

ერთხელ სლავური კალივებისა და სკიტების ხელმძღვანელებმა კრება გამართეს. ყველა გამომსვლელმა რომაული წარმოშობის ბერების წინააღმდეგ გაილაშქრა. მამა მინა დუმდა, რადგან წესად ჰქონდა, ვიდრე რაიმეს არ ჰკითხავდნენ, ხმა არ ამოეღო. ბოლოს, როცა აზრი ჰკითხეს, უპასუხა: "მამებო და ძმებო, ახლა თქვენ უსამართლობაში, ცილისწამებასა და უმადურობაში ვარდებით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ესთიგმენის მონასტრიდან რუსეთში ღირსი ანტონი გაგზავნა მართლმადიდებლური რწმენის საქადაგებლად და მონაზვნობის დასაფუძნებლად. რომაელი ანუ ბერძენი მონაზვნებისა და მღვდელმთავრებისგან ჩვენ მართლმადიდებლური რწმენა და ეკლესიის საიდუმლოებანი ვისწავლეთ. ვიდრე ჩვენს სარწმუნოებაში მოვინათლებოდით, ხალხი კი არა, ბარბაროსთა გათიშული ტომები ვიყავით, სადაც ერთი გვარი მეორეს ხოცავდა. როცა ჩვენს მამებს შავ ზღვაში ქარიშხალი დაატყდათ თავს, შეევედრნენ უხილავ ღმერთს - ჩვენს სამება ერთარსებას. უფალმა მათ მხსნელად მთავარანგელოზი მიქაელი გამოუგზავნა. მერე კი როცა ქალაქამდე მიაღწიეს, ააგეს მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულება. მოგვიანებით, როცა ბიზანტიელი მოციქულები მართლმადიდებლური რწმენის საუწყებლად მოვიდნენ და ეს ხატი იხილეს, მათ განადიდეს ყოვლადსახიერი ღმერთი, რომელიც ჩვენი სულების ცხონებისთვის ზრუნავს".

მრავალი სხვა რამ თქვა შეკრებაზე მამა მინამ და დაუხშო ბაგენი ათონის სლავური სკიტებისა და კალივების წარმომადგენლებს.

როცა კრება დაიშალა, მამა მინა დაბრუნდა აქ, სკიტში, შეჩერდა კალივის კარებთან და მითხრა: "მისმინე, ჩემო მეგობარო ონოფრე, დღეიდან რუსული მონასტრებიდან არც პურს ავიღებთ, არც სხვა რამეს (მონასტერში რუსები მოწყალებას ურიგებდნენ მონაზვნებს, რომელთაც სურსათი გამოელეოდათ), მოშურნედ ვიმუშავებთ და არსობის პურს თვითონ მოვიწევთ".

ამ წმინდა კაცს შეეძლო ნებისმიერი ხელობისთვის მოეკიდა ხელი. დიდი ოსტატობით გამოკვეთა ხუთი პურის კურთხევის ტაბლა. მასზე დააყენა ჯვარი, დაამაგრა სამი სასანთლე, ასევე დაამაგრა სამი ჭურჭელი ღვინის, ზეთისა და ხორბლისთვის და გამოყო ადგილი ხუთი პურისთვის, რომელიც იკურთხება ღამისთევის ლოცვაზე და გაიტეხება. როცა მონაზვნებმა ნახეს ასეთი ნატიფი ნამუშევარი, ამგვარივე ტაბლების გაკეთება სთხოვეს, რადგან მანამდე ხუთი პურის კურთხევისთვის უბრალო დაფებს ხმარობდნენ. ბერს გულწრფელად უხაროდა მუშაობისას, რადგან არასოდეს უჭამია პური სხვის ხარჯზე. ყველა ათონელი მხოლოდ მამა მინას ნახელავს ირჩევდა.

მამა მინა მოწყალებას უხვად გასცემდა და კალივაში ისეთ სიგლახაკემდე მივედით, რომ რაც გვქონდა, იმით ვამზადებდით კერძს. ტრაპეზობისას მამა მინა თავს გვაჩვენებდა, თითქოს ჩვენთან ერთად ჭამდა და როცა დაინახავდა, რომ დავნაყრდებოდით, ქვაბში მონარჩენს შეექცეოდა, თან კითხულობდა: "თქვენ მართლა დანაყრდით, ძმებო?" ვპასუხობდით, დიახო. იგი ცდილობდა, არ გვეფიქრა იმაზე, რომ მას მხოლოდ ერთი კოვზი საჭმელი შეხვდა. ნატრაპეზევს ეკლესიაში მიდიოდა და საღვთო ლიტურგიისთვის ემზადებოდა. იგი კითხულობდა დიდ ჟამნს სავედრებელი კანონიდან პატიოსანი ჯვრის აკათისტომდე, ასევე ბერ ვიკარის გოდებას და შუაღამისას წამოგვაყენებდა ღვთისმსახურებაზე. ჩვენ ის დაღლილი არასოდეს გვინახავს, ყოველთვის ირემს ჰგავდა, ანკარა წყლის მაძიებელს.

ნეტარი მამა მინა ფულს არასოდეს ითვლიდა. თუ მოუგროვდებოდა 20-30 წვლილი, წავიდოდა ქსეროპოტამის მონასტრის ნავსადგურზე და იქ საბაყლო ფარდულში აუცილებელ ნივთებს ყიდულობდა.

ადგილობრივმა ერისკაცებმა იცოდნენ, დიდსულიერი კაცი ფულს არ უყურებდა და ატყუებდნენ. როცა ნავაჭრს სკიტში მოიტანდა, მორჩილები გულისტკივილით ეტყოდნენ, - ეჰ, მამაო, კვლავ მთელი ფული დაგცინცლესო.

ის კი მათ ანუგეშებდა და უხსნიდა, რომ არასოდეს დაუტევებდა მათ არც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და არც მართალი ანა.

- ჩვენ ხომ მონაზვნები ვართ, - ამბობდა იგი, - და ჩვენი შემწეები დედა ღვთისა და დედა ღვთისმშობლისა წმინდა ანა არიან. სადაც არ უნდა წავიდეთ, წინ წაგვისწრებს მათი სასწაულებრივი შუამდგომლობა და არაფერი მოგვაკლდება.

უფულოდ დარჩენილ მონაზვნებს ძველებურად სწამდათ ზეციური დედოფლის შემწეობისა. გაათკეცებით შრომობდნენ და ყველაფერს ყიდულობდნენ, რაც სჭირდებოდათ. სიღარიბე კი მათ ღმერთთან შეერთებაში ეხმარებოდა.

ბევრი სკიტელი უზომო პატივს მიაგებდა თავის მამას, მოდიოდნენ მასთან და აღსარებას ამბობდნენ. მათ შორის იყო სქემმონაზონი ანთიმოზი. ერში ცხოვრებისას, თურქულ ოლქებში მუშაობისას, ადგილობრივმა ხოჯებმა ის სამჯერ წინადაცვითეს! მამა მინა თავიდან ვერ ხვდებოდა, ამის გამო მისთვის რა ეპიტიმია დაედო. მაგრამ მერე უთხრა: - მოთმინების ღვაწლი აღასრულე აქ და წმინდა ანა შეგეწევა ცხონებაშიო. მამა ანთიმოზი კრძალვით დაემორჩილა მას, მაგრამ ეშმაკს შეშურდა მისი ცხონება და საშინელი ხორციელი ბრძოლა აუტეხა. მამა ანთიმოზი ყოველი ასეთი შემოტევისას ტირილით შესთხოვდა მამა მინას, წმინდა ანასადმი ელოცა, რათა მას ის ხორციელი ბრძოლისგან გაეთავისუფლებინა.

ბოლოს მამა ანთიმოზმა თავისთვის ეპიტიმია მოიფიქრა: კასრებს დაათრევდა ნავსადგურიდან სკიტამდე, გზაზე ერთხელაც კი არ დაჯდებოდა, საკუთარ თავს ორიოდ წუთით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, ქვითინებდა და ღმერთს ბოროტის მწველ ისართაგან განთავისუფლებას სთხოვდა, მერე კი გზას გაუდგებოდა.

მოძღვარი ხედავდა, რაც ამძიმებდა მის მოწაფეს და ცდილობდა, თავისი მამობრივი დარიგებებით დახმარებოდა სულიერ ბრძოლაში. ყოვლადსახიერი ღმერთი ხედავდა მამა ანთიმოზის ღვაწლს, მის გულწრფელ სინანულს ეკლესიის წინაშე და მართლმადიდებელი რწმენის წრფელ აღსარებას და ღირსყო ჭეშმარიტი სინანულის საზომისთვის მიეღწია. ძალზე მალე მამა ანთიმოზი მიიცვალა სიკვდილისათვის სრულიად განმზადებული და ზეციურ სასუფეველში გაემგზავრა. როცა მოგვიანებით მამა მინა იხსენებდა თავის მოწაფეს, ამბობდა: - დიდება შენდა, ღმერთო, იმისათვის, რომ ძმამ თავისი ცხოვრებისეული გზა სინანულსა და მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში დაასრულაო.

ერთ წელიწადს წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენება ჯვართამაღლების კვირას დაემთხვა. სკიტის ტაძარში ღამისთევით სადღესასწაულო ლოცვა ტარდებოდა. ლოცვაზე მამა მინამ ნახა, რომ წიგნის მკითხველი მწუხრზე წმინდა ორმოცი მოწამის კანონს არ კითხულობდა - თურმე ვიღაც მომლოცველმა ფული გადაიხადა იმისთვის, რათა სხვა წმინდანის მსახურება ყოფილიყო. ბერი მაშინვე მივიდა დიკეასთან და უთხრა: - გთხოვ წყალობა მოიღო და ორმოც მოწამეთა მსახურება აღასრულო, ფულს მეც გადაგიხდიო. დიკეა დაიბნა, რადგან იცოდა მამა მინას უპოვარება და სიგლახაკე. მისი ცრემლებითა და თხოვნით შეძრულმა ბრძანა, ღამისთევა ორმოცი მოწამის პატივად აღესრულებინათ. ამ ზეციურმა მეოხებმა მათდამი კრძალვისთვის სათანადოდ მიაგეს მამა მინას, იგი მათი ხსენების დღეს გადასახლდა საუკუნო სავანეში.

სიკვდილის წინ ძმა მიჰყავთ სკიტის სასაფლაოზე და მოძღვრის წინაშე იგი ყველა ძმას შენდობას სთხოვს, ვაითუ ვინმე გაგანაწყენეთო. მამა მინას განსვლის წინ ვერც ერთმა ძმამ ვერ გაბედა ეთქვა, რაიმეთი მაწყენინაო. ყველა აღიარებდა, რომ ბერი, თუმცა ხშირად იღლებოდა, არასოდეს ამბობდა უარს დახმარებოდა ყველა შეჭირვებულს მატერიალურად თუ სულიერად.

ერთხელ ორი ძმა წაეჩხუბა ერთმანეთს. ერთმა მეორეს რამდენიმე მონეტა გამოართვა, უკან აღარ დაუბრუნა, - შენი არაფერი მმართებსო. ეს რომ მამა მინამ შეიტყო, მითხრა: - ჩემო მეგობარო ონოფრე, საჭიროა ფული ვიშოვოთ, მივცეთ მოსარჩლეს და დავაც დასრულდებაო. ბერმა აიღო მთელი ფული, რაც კი კალივაში იყო და მივიდა ძმასთან: მამა ზოსიმე, ეს ფული შენმა მოვალემ, მამა იმირიაკმა გამომატანა, ოღონდ ამის შესახებ ნურავის ეტყვი, ამბავი ათონის მოძღვრამდე რომ არ მივიდესო. ამით მათი დავა შეწყდა.

მამა მინას გარდაცვალების შემდეგ ძმები შეიკრიბნენ და მის სათნოებებს აქებდნენ. მამა ზოსიმემ თქვა, რომ ბერმა ჩუმად მისცა მას ფული ნაჩხუბარი ძმის სახელით. მამა იმირიაკმა ეს რომ გაიგონა, იყვირა, - არასოდეს მითხოვია მისთვის ფულის გადმოცემაო. იქ მყოფმა მამებმა ერთობით თქვეს, - ჭეშმარიტად, მამა მინა ამ წამიერი ცხოვრებიდან სიწმინდით აღნიშნულ საუკუნო სიცოცხლეში გადავიდაო და ადიდეს ღმერთი.

მამა სერაფიმე. მამა ონოფრე კვიპრელის მორჩილი გახლდათ,ასევე მამა სერაფიმე დიმიტრიადელი. თავისი მოძღვრის სანთოებათა სიმაღლისთვის რომ მიეღწია, იგი ყველაფერს ასრულებდა, რასაც მამები ეუბნებოდნენ და უკიდურეს მორჩილებას იჩენდა.

ერთხელ მამა მინამ უთხრა: - ძმაო, ქენი მოწყალება, ჩადი ნავსადგურში და მეთევზეებს თევზი გამოართვი, თორემ საჭმელი არაფერი გვაქვსო. მამა სერაფიმე დაუყოვნებლივ ჩავიდა ზღვასთან, მეთევზეებს თევზი არ ჰქონდათ და მის მაგივრად ზღვის ქვები ჩაუწყვეს. მამა სერაფიმემ აიღო ჩანთა და აღმართს შეუდგა. ეგონა, ბევრი თევზი მიჰქონდა, რადგან ჩანთა ძალზე მძიმე იყო. როცა სკიტში ჩანთა დადო და მამა მინამ ქვები დაინახა, უთხრა: - ხედავ, ურჩო მორჩილო! შენმა ურჩობამ თევზი ქვებად გადააქცია და ის აქამდე მოათრიეო. მორჩილმა დაიჯერა ეს ნათქვამი, ატირდა და ურჩობის გამო შენდობას ითხოვდა.

მამა მინა უსწავლელი იყო, მაგრამ კალიგრაფიულად მშვენივრად გადაწერდა ლოცვებს. სკიტში დღესაც ინახება მის მიერ გადაწერილი ჰიმნები. მისი აღსასრული ღირს მამათა აღსასრულს მიემსგავსა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat