ღმერთი და მისი წმინდანები ყველა ექიმზე მაღლა დგანან
04.08.2011
ათენის ონკოლოგიურ საავადმყოფოში საუკუნის დაავადების - კიბოსაგან მრავალშვილიანი დედა კვდებოდა. ექიმებმა ახლობლებს ურჩიეს, შინ წაიყვანეთო.
შვილები მწარედ ტიროდნენ დედის საწოლთან. ამ დროს პალატაში უცნობი ქალი შემოვიდა და ჰკითხა: - ეს დედათქვენია? ნუ გეშინიათ. ღმერთი და მისი წმინდანები ყველა ექიმზე მაღლა დგანან. მე წმინდა იოანე რუსის საფლავი მოვილოცე და თან მის ლუსკუმასთან დანთებული კანდელის ზეთი წამოვიღე, რათა ჩვენს საავადმყოფოში რომელიმე ავადმყოფისთვის მეცხო. სცხეთ დედათქვენს და განიკურნებაო. ზეთისცხებიდან რამდენიმე წუთის მერე ავადმყოფი გონს მოვიდა და შვილებს უთხრა: "იცით, რამდენიმე წუთის წინ ჩემთან ვიღაც ჯარისკაცი მოვიდა, - იოანე რუსი ვარო. შუბლზე კანდელის ზეთით დასველებული ბამბა ჯვრის სახით დამასხა და მითხრა: - ცხოვრებას დაუბრუნდიო". სრულიად განკურნებული ქალი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად შინ დაბრუნდა.