ერთხელ ერთმა დედაკაცმა შატბერდში წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიუყვანა თავისი ორი წლის ვაჟი, რომელსაც ხელ-ფეხი პარალიზებული, ხოლო პირი - გვერდზე მოქცეული ჰქონდა.
ქალი დავარდა და შვილის განკურნებას შეევედრა. შეეწყალა წმინდა გრიგოლს, ატირდა კიდეც სიბრალულით. მერე კი ჯვარი გადასახა ჩვილს და ეშმაკს მისი დატოვება უბრძანა. იმწამსვე განიკურა ყრმა და გახარებული მშობლები შინ წავიდნენ.
* მრავალი წლის მანძილზე სისხლმდინარე დედაკაცს ესმა ამ სასწაულის შესახებ და წმინდა გრიგოლთან მივიდა, მაგრამ სააშკარაოდ თავისი სენის გამჟღავნება ვერ შეძლო, ცრემლებით დაულტო ბერს ფერხნი და განკურნება სთხოვა. წმინდა გრიგოლმა სულიწმინდით შეიტყო მისი სნეულება, ანიშნა ძმებს და მცირე ხნით დატოვეს. მერე კი დედაკაცს მარჯვენა გაუწოდა სამთხვევად. დედაკაცი ეამბორა ხელზე, იმავე წამს განიკურნა უძლურებისგან და შინ გახარებული დაბრუნდა.
* ათონზე გრიგორიატის მონასტერში დასვენებულია წმინდა უვერცხლოდ მკურნალ დამიანეს მტევანიც. რამდენიმე ათეული წლის წინ ერთმა კაიროელმა ბერძენმა, დემეტრიუსმა, როცა მღვდელმა მის წინაშე თაყვანისცემისთვის გახსნა წმინდა ნაწილები, სიწმინდის ხილვით აღელვებულმა აიტაცა მტევანი და გულში ჩაიკრა. მოხდა სასწაული - წლობით გულის სნეულებით გატანჯული სრულიად განიკურნა და შემდგომში მან მონასტერში სამადლობელი წერილი გამოგზავნა, რომელიც მამებმა ჩარჩოში ჩასვეს და სტუმრების ოთახში მოათავსეს, რათა მისი წაკითხვის შემდეგ გაოცებულიყვნენ ღვთის წმინდანებში უფლის ძალის მოქმედებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი