სინი, რომელზეც წმინდა პანტელეიმონის თავი იყო დასვენებული, სავსე იყო მირონით
სინი, რომელზეც წმინდა პანტელეიმონის თავი იყო დასვენებული, სავსე იყო მირონით
* ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის იღუმენმა მამა საბამ დიდმოწამე პანტელეიმონის პატიოსანი თავი კონსტანტინოპოლში ჩააბრძანა იქაურ ქრისტიანთა თხოვნით. იმ დროს სულთნის მთავარ ექიმს, აღმსარებლობით კათოლიკეს, ერთადერთი ქალიშვილი ეშმაკეული ჰყავდა, რომელიც ვერანაირი საშუალებით ვერ განკურნა. როცა წმინდა პანტელეიმონის სასწაულების ამბავი შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნოდა, იღუმენი საბა შინ მიიწვია. ბერს უარი არ უთქვამს, ავადმყოფ გოგონასთვის ილოცა. მერე კი კედელზე ჯაჭვებით მიბმულ გოგონას ამთხვევინა წმინდა ნაწილისთვის. მამამისის თხოვნით იღუმენმა წმინდანის თავი სინზე დაასვენა და გოგონას ოთახში დატოვა. თვითონაც იქვე დარჩა მეზობელ ოთახში და ქალიშვილის განკურნებისთვის ევედრებოდა წმინდანს. მეორე დღეს, როცა ოთახში შევიდნენ, საოცარი რამ იხილეს: სინი, რომელზეც წმინდა პანტელეიმონის თავი ესვენა, სავსე იყო მირონით, რომელიც წმინდა ნაწილისგან მოწვეთავდა, ხოლო ეშმაკეული გოგონა სრულიად განკურნებულიყო. წმინდა საბამ კათოლიკე ოჯახი მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთა. წმინდა მირონი კი განკურნებულ ქალიშვილს დაუტოვა, რადგანაც წმინდა პანტელეიმონმა სწორედ მის გამო ინება მისი წარმოდენა.

* 1830 წელს წმინდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილი ნავი, რომელსაც ბერძენი მამა ნ-ი მეთაურობდა, ერთკვირიან ნაოსნობაში გაემგზავრა, მათ მონასტრისთვის საჭირო ნივთები უნდა ჩამოეტანათ. უეცრად ამინდი შეიცვალა და ქარიშხალმა ნავი ზღვაში შეიტანა. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. მამა ნ-მა ძმებს ურჩია შეწევნისთვის მონასტრის მფარველი წმინდა პანტელეიმონისთვის მოეხმოთ და დიდმოწამემაც არ დააყოვნა.

ლოცვის დროს ბერმა დაინახა, რომ მონაზონ ლოცმანთან ერთად საჭესთან მიმჯდარიყო ვიღაც ახალგაზრდა კაცი, იმგვარადვე შემოსილი, როგორადაც სამონასტრო სამუშაოებზე მუშაობენ მონაზვნები. ნანახით გაოცებულმა ბერმა გადაწყვიტა ნანახის სინამდვილეში დარწმუნებულიყო და საჭესთან მივიდა, მაგრამ იქ ლოცმანის გარდა ვერავინ ნახა. ბერმა მესაჭეს დაუწყო მოთხრობა, თუ რა ნახა და ამ დროს ორივემ ეს ყმაწვილი ნავის კიჩოსთან დაინახა. სიხარულის თრთოლამ აიტანა ორივე. კაპიტანმა მესაჭე დატოვა და კიჩოსთან გადავიდა, მაგრამ ეს ყმაწვილი კვლავ მესაჭეს გვერდით იხილა და ამის თვითმხილველი სხვა მამებიც შეიქნენ. მამა ნ-მა წამოიძახა: "გავმხნევდეთ, ძმებო! ჩვენთან დიდმოწამე პანტელეიმონია! ის თვითონ მართავს ჩვენს ნავს - და ჩვენ გადავრჩით!" ყველამ ერთობით დაიწყეს ლოცვა და განადიდეს წმინდა პანტელეიმონი. ვიდრე ისინი ლოცულობდნენ, ქარიშხალი დაცხრა, დაუბერა ზურგი ქარმა და ძმებმა მალე მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მიდიოდნენ.

* სულთანი მურადი (XVს.) ბაღდადის დასალაშქრად მიდიოდა. გზად ნიკომიდიაზე გაიარა. როცა გაუსწორდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერს, იკითხა: ეს რა არისო? უპასუხეს: "ქეშიშ-ხანე" (ბერების ეზო), სულთანს კი მოესმა: "ხარსის ხანე" (რაც ავაზაკთა ეზოს ნიშნავს). მოკლედ, სულთანმა მონასტერი ავაზაკთა ბუდედ მიიჩნია და სასწრაფოდ მისი დანგრევა ბრძანა, რაც მაშინვე აასრულეს. მონასტრის შენობიდან ერთი პარაკლისი და წმინდანის კუბო გადაურჩა დანგრევას. შემორჩა აგრეთვე ტაძრი რამდენიმე სვეტი, რომელსაც გუმბათი ედგა. მონასტრის დანგრევის მერე სულთანმა ქალაქი დატოვა და გარეთ დაბანაკდა. ღამე ძილში მას გამოეცხადა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი და მრისხანედ უთხრა: "რატომ დაანგრიეთ ჩემი სახლი? თუ მას კვლავ არ ააშეებ, შენი ჯარი დაიღუპება!" სულთანმა ეს ზმანებად ჩათვალა, მაგრამ წმინდანი მეორე და მესამე ღამესაც გამოეცხადა. შეშინებული სულთანი საწოლიდან წამოხტა, თითქოს ჯერ კიდევ ხედავდა ამ ახალგაზრდას. სულთანმა იკითხა: "ის რა სახლი იყო, რომ დავანგრიეთო?" - უთხრეს "მონაზვნების ეზოაო". სულთანი მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა, სამ დღეში აღედგინათ, ამგვარი გადაწყვეტილება მას შვილის უეცარმა ავადმყოფობამაც აიძულა, რომელიც მონასტრის დანგრევის დღეს ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. აშენებულ მონასტერს განსაკუთრებული უფლებები მისცა და ეს ფირმანით დაამტკიცა.

* 1833-1834 წლებში თურქებს ეგვიპტესთან ომი ჰქონდათ. თურქეთის ჯარების გასაძლიერებლად გაგზავნილი ჯარი ემინ ფაშას მეთაურობით ნიკომიდიაში შევიდა. ჯარის ნაწილმა ბანაკი მონასტრის კუთვნილ მიწაზე გაშალა, მეორე ნაწილმა კი ეკლესიის სიახლოვეს. ჯარი ხელისუფლების განკარგულებას ელოდა. დრო გადიოდა, მოახლოვდა წმინდა პანტელეიმონის დღესასწაული. წმინდა დიდმოწამემ თვითონვე იზრუნა, დღესასწაულზე ხელი რომ არავის შეეშალა მოზეიმე ხალხისთვის. დღესასწაულამდე ათი დღით ადრე წმინდანი ფაშას გამოეცხადა და უთხრა: ჩემი დღესასწაული ახლოვდება, აქ ზეიმი უნდა გაიმართოს, ამიტომაც აშალე ჯარი და წადიო. ფაშამ სიზმრის არ დაიჯერა. წინდანი მეორე ღამესაც გამოეცხადა და უთხრა: "მოხსენი ჯარი და წადით აქედან, თორემ მწარედ დაისჯები!" არ უსმინა ფაშამ გაფრთხილებას. ამასობაში თურქის ჯარში ჭირი გავრცელდა და უამრავი მათგანი მოწყვიტა. მაშინ წმინდანი უკვე ცხადში და თანაც დღისით გამოეცხადა ფაშას. წმინდა პანტელეიმონი, ელინური სამოსით მოსილი, თურქ ჯარისკაცებს შორის მიდიოდა და ფაშას კარვისკენ მიემართებოდა. თურქები ეცნენ შესაპყრობად, მაგრამ ვინც კი მიუახლოვდა, ხელ-ფეხი წაერთვა. წმინდა პანტელეიმონი ფაშას კარავში შევიდა და მრისხანედ უთხრა: "რატომ არ მიგყავს ჯარი, მე ხომ გითხარი, ჩემი დღესასწაული უნდა იზეიმონ! ამის გამო შენ და შენს რაზმს აქვე ამოგხოცავთო". ის, ვინც ძილში ნახა, ახლა ცხადში იხილა ფაშამ და შეშინებული პირქვე დაემხო, წმინდა დიდმოწამე კი უჩინო შეიქნა. ფაშამ მაშინვე აჰყარა ჯარი და წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან ერთი საათის სავალზე დაბანაკდა. როცა მიდიოდნენ ფაშას ჯარისკაცები, ყველანი განიკურნენ. ქრისტიანებმა კი თავისუფლად იდღესასწაულეს წმინდა პანტელეიმონის ხსენება. თუმცა თურქის ჯარში კვლავ სიკვდილიანობა გავრცელდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჯარისკაცებმა წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან ზოგიერთი საეკლეისო ნივთი მოიპარეს.

* ტუზლეში (ქალკედონიაში) მშობლებს ერთი ცოლიანი ვაჟი ჰყავდათ, ოცდაორი წლისა, სახელად ქრისტოდულე, რომელიც ძლიერი სნეულების მერე დამუნჯდა და ოთხი წელი ასეთ მდგომარეობაში დაჰყო. რადგან გაეგონათ წმინდა პანტელეიმონის სასწაულების შესახებ, მშობლებმა ვაჟი სამჯერ ჩაიყვანეს ნიკომიდიაში, გადაუხადეს პარაკლისი, ასვეს წმინდა პანტელეიმონის წყაროს წყალი, მაგრამ ახალგაზრდა არ განიკურნა. ბოლო ჯერზე მშობლები ძალზე დამწუხრებულები ბრუნდებოდნენ უკან, სოფელში. ისინი ნავით მიცურავდნენ. შორიდან ჯერ კიდევ მოჩანდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. მუნჯი ეკლესიას თვალს არ აშორებდა. უეცრად ვიღაცამ მისი სახელი დაიძახა: "ქრისტოდულე!" მან მოიხედა და დაიყვირა: "შეხედეთ ზევით, ჩიტი, ჩიტი და წმინდა პანთელეიმონი!" იმავე წუთიდან განეხსნა ენა. ეს სასწაული 1837 წელს მოხდა. ჩიტი და წმინდა პანტელეიმონი მუნჯის გარდა არავის დაუნახავს და არც ქრისტოდულეს სახელი გაუგონია ვინმეს. ვაჟმა სთხოვა მშობლებს, უკანვე დაბრუნდა მონასტერში, ორმოცი დღე იქ დარჩა და წმინდანისადმი სამადლობელ ლოცვაში გაატარა.

* როგორც ვთქვით, ნიკომიდიაში მონასტის გარშემო თურქები ცხოვრობდნენ, მათ ბევრჯერ სცადეს მონასტრის გაძარცვა, მაგრამ ყოველთვის თავზარი დასცათ წმინდა პანტელეიმონის გამოჩენამ, რომელიც მახვილითაც კი დასჭრიდა ავაზაკთ. ერთი ადგილობრივი თურქი წმინდა პანტელეიმონმა მონასტრის საკუთრების მიტაცებისთვის დასაჯა. ამ თურქს იჯარით ჰქონდა აღებული მონასტრის კუთვნილი მიწა, რომელსაც ქრისტიანები ვერ ამუშავებდნენ და ყოველწლიურად ქირის სახით მოსავლის მეათედი უნდა გადაეხადა. თუმცა რამდენიმე წელი ისე გავიდა, მას ქირის გადახდა არ გახსენებია. ამ სიცრუისთვის კაცს მარჯვენა გაუხმა და თესვა ვეღარ შეძლო და თავს დატეხილი სნეულების მიზეზს თვითონვე აღიარებდა.

რაც მთავარია, მრავალი თურქი იხსენებდა, რომ მონასტრის გვერდით ჩავლისას ხშირად უნახავთ სავანის სიახლოვეს მდებარე ყანასთან მჯდარი, ძველებურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ადგილას აწამეს დიდმოწამე და უფალმა მას პანტელეონის ნაცვლად პანტელეიმონი უწოდა.

* ერთი ათონელი მონაზონი ჰყვებოდა წმინდა პანტელეიმონის გამოცხადებაზე 1879 წლის 1 სექტემბერს: მარჯვენა ფეხი ამტკივდა, კელიაში შინაურული საშუალებებით ვწამლობდი რვა დღე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ავიღე ჯოხი და მონასტრის საავადმყოფოში წავედი. ფეხი ამასობაში გამისივდა. ექიმმა გამსინჯა და მითხრა: "თქვენ რევმატიზმი გაქვთ, რამდენიმე თვე გარეთ არ უნდა გახვიდეთ და სიცივეს აარიდოთ თავიო". ძალზე შევწუხდი, რადგან სუფთა ჰაერზე სიარულს ვიყავი მიჩვეული, მთელი ათი დღე ყავარჯნებით დავდიოდი. მალამოს ვისვამდი, წამალს ვსვამდი, მაგრამ არაფერს მშველოდა. ვხედავდი, რომ შველა არსაიდან იყო და წმინდა პანტელეიმონისადმი ლოცვა დავიწყე. სამი დღის მერე, პირველ სექტემბერს, ღამის სამ საათზე, სრულიად ცხადში ვიხილე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამჯერ გვერდში ხელი წამკრა და მითხრა: "შენ გძინავს, მე კი მოვედი". მე ეშმაკის ზმანებად ჩავთვალე და ჯვრის ნიში გამოვისახე. თვრამეტი წლის ბრწყინვალე სამოსით მოსილი ახალგაზრდა მეუბნება: "უკვე სამი დღეა, რაც შენ მიხმობ და მეც მოვედი". ამასთან, წამლის შუშაში ჩასხმული ზეთი მაჩვენა და მითხრა: "მე აქედან გადმოგისხამდი, მაგრამ მჭირდება, შორი გზა მიდევს, ძალზე მძიმე ავადმყოფები მელოდებიან, შენ კი ზემოთა ტაძარში ჩემი ხატიდან ზეთი აიღე და სნეული ფეხი დაიზილე დღეში ორჯერ და მხოლოდ თბილი სუფთა წყლით დაიბანე". მეორე დღეს იღუმენს ამის კურთხევა ვთხოვე. მან ნება მომცა. იმავე დღესვე ჩემი თხოვნით წმინდა პანტელეიმონის ხატის კანდელის ზეთი მომიტანეს, ექიმს კი თბილი წყლით დაბანის ნებართვა ვთხოვე, რაზეც მან მითხრა: როგორც ინებებთ, ოღონდ ნახეთ, რომ უფრო უარესად არ გახდეთო. დავიბანე ფეხი, ზეთს დღეში ორჯერ ვიცხებდი.
4 სექტემბერს გამითავდა ზეთი და მე უკვე უყავარჯნოდ შევძელი სიარული. ფეხი სრულიად განმეკურნა.

* ჰყვება მხევალი ღვთისა ნინა ლოგინოვა: "1927 წელს მე, სამი წლის გოგონა, დიფტერიის მძიმე ფორმით ვიყავი ავად. მე და დედა საავადმყოფოში ვიწექით. ექიმებმა მას უთხრეს, საკუბოვე კაბა გაუმზადეთო. მაგრამ დედაჩემი, ძალზე მორწმუნე, ევედრებოდა ღმერთს და მტკიცედ სწამდა წმინდა პანტელეიმონის შუამდგომლობისა. წმიდანის ხატი თან ჰქონდა და გულმოდგინედ ევედრებოდა.

იმავე ღამეს ძალზე ცუდად გავხდი. სუნთქვა შემიწყდა, ფეხები შემილურჯდა. დედამ ტუჩები ნაკურთხი წყლით დამისველა და მკერდზე წმინდა პანტელეიმონის ხატი დამისვენა. მე გავყუჩდი. დედამ იფიქრა, გარდაიცვალაო და ამ დროს ჩურჩული მოესმა. მე თურმე მას მოვუხმე და ჩურჩულით ვუთხარი: "დედიკო, სად არის წითელხალათიანი ექიმი, რომელმაც ყელი დამიზილა, უთხარი, აქ მოვიდეს". ოთახში არავინ ყოფილა. სუნთქვა აღმიდგა, ლოყები შემიწითლდა, მე გავცოცხლდი. ოთახში შემოსულმა ექიმმა საწოლში წამომჯდარი რომ მიხილა, თქვა: "ეს განკურნების არნახული შემთხვევააო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat