მართალნი ზეციურ სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს
მართალნი ზეციურ სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს
წმინდა ამბროსის ცხოვრება
წმინდა ამბროსის ჯანმრთელობა რამდენჯერმე ისე გაუუარესდა, რომ იფიქრა კიდეც, აღსასრული დამიდგაო. მაგრამ ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება, ღირსი ამბროსი უფლის რჩეული ჭურჭელი რომ არ ყოფილიყო, რომლის მიერაც ღმერთი მოქმედებს, ვერანაირი ადამიანური ძალით ვერ შეძლებდა ამხელა ღვაწლის გაწევას. ის იყო ღვთის მადლით გაჟღენთილი, მისთვის არაფერი იყო დაფარული, არც საიდუმლო არ არსებობდა - ყველაფერს ხედავდა. მასთან მისულ უცნობ ადამიანს შეეძლო, ჩუმად ყოფილიყო. სტუმრებს ყურადღებით გამოჰკითხავდა მისვლის მიზეზს, თუმცა მისი შეკითხვებით ჩანდა, რომ უკვე ყველაფერი იცოდა. თავისი ცოცხალი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად თავის დაფარულმცოდნელობას თავისდა უნებურად აჩენდა. ერთხელ მასთან ხელშეხვეული ახალგაზრდა კაცი მივიდა. უნდოდა შეეჩივლა, - ვერა და ვერ განვიკურნეო. თქმაც ვერ მოასწრო, საშინლად მტკივაო, რომ მამა ამბროსიმ დაასწრო: - გეტკიება, აბა, რა! დედა რატომ გაანაწყენე, განა კარგად იქცევი? განა კარგი შვილი ხარ?

წმინდა ამბროსისთან ხშირად მიდიოდნენ საქმიანი ადამიანები, რომელთაც ის ძალზე ფასეულ რჩევას აძლევდა. ერთხელ ერთი ოპტელი მონაზვნის სიძე, მემამულე მივიდა. ის ხშირად სტუმრობდა სავანეს. მამა ამბროსიმ მიმართა: - თურმე შენს მეზობლად კარგი მამული იყიდება და შეიძინეო.

მემამულეს გაუკვირდა, - იყიდება, მამაო, მაგრამ რა ვქნა, ფული არ მაქვს, თუმცა იაფადაც კი ყიდიანო. ფული იქნება, - ჩაილაპარაკა მოძღვარმა. მერე სხვა საკითხზე განაგრძეს საუბარი. დამშვიდობებისას მამა ამბროსიმ გაუმეორა: - მიწა მაინც უნდა იყიდოო. მემამულე შინ ცხენით გაემგზავრა. გზად იძულებული გახდა, თავის მოხუც და ძუნწ ბიძასთან შეჩერებულიყო, რომელიც ნათესავებთან შეხვედრასაც კი გაურბოდა ხოლმე. საუბრისას ბიძამ ჰკითხა, - რატომ არ ყიდულობ შენს მეზობლად მდებარე მამულსო. რას ამბობ, ბიძაჩემო! ამდენი ფული საიდან ვიშოვოო, - იუარა ძმისწულმა. თუ გინდა, გასესხებო, - შესთავაზა ბიძამ. მემამულემ მართლაც იყიდა ეს მიწა. გამოხდა ხანი. ვაჭრებმა ხეტყე მისგან იმ ფასად იყიდეს, რამდენიც ბიძისა ემართა.

ერთხელ მამა ამბროსისთან შეძლებული ორლოველი მემამულე მივიდა და სხვათა შორის უთხრა, წყალსადენის გაკეთება მინდა ჩემი ბაღების მოსარწყავადო. მამა ამბროსი დაინტერესდა - ხალხი ამბობს, ასე სჯობსო, - უთხრა სტუმარს და დაწვრილებით აღუწერა წყალსადენი. სოფელში დაბრუნებულმა მემამულემ დაიწყო ამ საკითხზე ლიტერატურის კითხვა და აღმოჩნდა, რომ მამა ამბროსიმ ამ სფეროში არსებული უკანასკნელი გამოგონება აღუწერა. მემამულე ოპტაში დაბრუნდა. "აბა, როგორი გამოდგა წყალსადენი?" - ჰკითხა წმინდა ამბროსიმ. ყველა მეზობელს გადაუხმა ბაღები, მე კი უხვი მოსავალი მოვიწიეო.

ერთხელ ერთმა პატივცემულმა ქალბატონმა წმინდა ამბროსისთან სასწრაფოდ შეშვება ითხოვა. "ჩემთვის ყველა ერთია, - ბრძანა ბერმა, - თაგვი პატარაა, მაგრამ თუ ბიჭი ხარ, დაიჭირე".

მისთვის წვრილმანი საქმე არ არსებობდა. იცოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ამიტომაც არ არსებობდა საკითხი, თანაგრძნობით რომ არ ეპასუხა.

ერთხელ ერთმა დედაკაცმა შეაჩერა. ქალი ერთი მდიდრის ინდაურებს უვლიდა, მაგრამ რატომღაც ფრინველები ეხოცებოდა და პატრონს მისი გაგდება უნდოდა. "მამაო, რა ვქნა, - შესჩივლა აცრემლებულმა ქალმა, - არაქათი გამომეცალა. ინდაურებს თვალისჩინივით ვუფრთხილდები, მაგრამ მაინც მეხოცება. მიშველე რამე". ამ ამბის შემსწრეთ გაეცინათ. ბერმა კი თანაგრძნობით ჰკითხა, - რას აჭმევო, მერე ურჩია, რა გაეკეთებინა, აკურთხა და გაუშვა. ხოლო მათ, ვინც ქალი აბუჩად აიგდო, უთხრა: - ამ ქალის ცხოვრება ინდაურებზეა დამოკიდებულიო. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ქალს ფრინველები აღარ ეხოცებოდა.

წმინდა ამბროსის არაერთი სნეული განუკურნავს. ავადმყოფებს ის ღირსი ტიხონ კალუგელის უდაბნოში გზავნიდა, წყაროზე. შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ტიხონი მამა ამბროსის ლოცვით კურნავდა მათ. ავადმყოფებს წმინდა ტიხონ ვორონეჟელთანაც გზავნიდა. ზოგჯერ სნეულები გზაშივე იკურნებოდნენ და სამადლობლად ბრუნდებოდნენ ოპტაში. ზოგჯერაც, თითქოს ხუმრობით, თავზე დაუკაკუნებდა სტუმარს და მას სნულებაც გაუვლიდა. ერთხელ ლოცვისას მედავითნეს კბილი სტკიოდა და წიგნის კითხვაში ხელს უშლიდა. უეცრად მას მამა ამბროსიმ დაარტყა, ხალხს გაეცინა, იფიქრეს, შეცდომის გამო დატუქსაო. სინამდვილეში კი კაცს კბილის ტკივილმა გაუარა. იცოდნენ ღირსი მამის ეს ჩვევა და ზოგიერთი ეხვეწებოდა, - მამა ამბროსი! მცემეთ, თავი მტკივაო.

ერთხელ წელში მოხრილი, ჯოხს დაყრდნობილი ღირსი ამბროსი სკიტში ბრუნდებოდა. უეცრად დატვირთული ურემი შეამჩნია. იქვე მკვდარი ცხენი ეგდო. პატრონი ცხარე ცრემლით ტიროდა - მარჩენალი ცხენის დაკარგვა გლეხისთვის დიდი უბედურება იყო. მამა ამბროსი მიუახლოვდა დაცემულ ცხენს, სამჯერ შემოუარა, მერე კუდზე მოჰკიდა ხელი და შესძახა: "ადექი, ზარმაცო!" ცხენი ფეხზე წამოდგა.

წმინდა ამბროსი ხალხს ანდაზებით, იუმორნარევი გამონათქვამებით ესაუბრებოდა. ასე მაგალითად:

"იქ, სადაც უბრალოებაა - ასი ანგელოზია, ხოლო სადაც ბრძნობა - არც ერთი".

"თავს ნუ იქებ, ბარდავ, რომ ლობიოზე უკეთესი ხარ: დალბები, შენც გასკდები".

"მართალნი ზეციურ სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს".

ყოველთა წმინდათა დღესასწაულზე ბერმა თქვა: "ყველანი ჩვენსავით ცოდვილნი იყვნენ, მაგრამ შეინანეს და შეუდგნენ რა ცხონების საქმეს, უკან არ მოუხედავთ, ლოთის ცოლივით". ნათქვამზე ჩვენ ყველანი უკან ვიხედებითო. მამა ამბროსიმ მიუგო, - იმიტომაც გვერეკებიან როზგებითა და შოლტებით, ანუ მწუხარებებებით და უსიამოვნებით, რომ უკან არ მოვიხედოთო.

სხვათა განმკითხველებს კი უთხრა: "შესაძლოა მათ აქვთ ისეთი დაფარული სიკეთე, რომელიც გამოისყიდის ყველა ნაკლს. შენ დიდი ნიჭი გაქვს მსხვერპლის გაღებისა, მაგრამ უფალი ამბობს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. წყალობა ცოტა გაქვს... საკუთარ მსხვერპლს კი ხედავ და თავმაღლობ. უფრო მეტად სულით დამდაბლდი. სიმდაბლე კი საქმეს შეცვლის... დაითმინე ყველა უსიამოვნება და ღმერთს მიენდე".

ღირს ამბროსის, ისევე როგორც სხვა წმინდანებს, შეეძლო, ძილსა თუ ცხადში გამოსცხადებოდა და დახმარებოდა შორს მყოფ ადამიანებს.

სკიტელი მღვდელმონაზონი ბენედიქტე ჰყვებოდა: - ქალბატონი კარბონერი მძიმედ იყო ავად და საწოლიდან ვერ დგებოდა. ერთხელ დაინახა, რომ მის ოთახში შევიდა მამა ამბროსი, საწოლს მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და უთხრა: - ადექი, გეყოფა, რაც გტკიოდაო. ქალი იმწამსვე იმდენად მოძლიერდა, რომ მეორე დღეს ფეხით წავიდა კოზელსკიდან შამორდინოში, სადაც მამა ამბროსი იმ დროს ცხოვრობდა და მადლობა შესწირა განკურნებისთვის. მამა ამბროსიმ იგი მიიღო, მაგრამ აკურთხა, რომ მის გარდაცვალებამდე ეს ამბავი არ გაემჟღავნებინა.

მამა ამბროსის კელიის წინ ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა. ერთი ფერგაცრეცილი დედაკაცი კუნძზე იჯდა და ჰყვებოდა, დასნეულებული ფეხებით ვორონეჟიდან იმ იმედით ჩამოვედი, რომ მამა ამბროსი განმკურნავსო. თურმე საფუტკრეს რომ გამოსცდა, მონასტრიდან შვიდ ვერსზე, გზა აერია და ატირებული დანამქრულ ბილიკზე დაეცა. ამ დროს ბერი მიუახლოვდა და ჰკითხა ტირილის მიზეზი, მერე კი გზა აჩვენა. ქალი იქითკენ წავიდა, ბუჩქები გადასწია და მონასტერიც დაინახა. თქვეს, უთუოდ მონასტრის მეტყევე იქნებოდაო. ამ დროს კელიიდან გამოვიდა მამა ამბროსის მორჩილი და იკითხა: - სად არის ვორონეჟელი ავდოტიაო. ყველანი დუმდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ. მორჩილმა შეკითხვა ხმამაღლა გაიმეორა და დაუმატა, - მამა ამბროსი ეძახისო. ჩემო საყვარლებო! ვორონეჟელი ავდოტია ხომ მე ვარო, - წამოიძახა ფეხმტკივანმა ქალმა და კელიაში შეიმალა. თხუთმეტი წუთის მერე ატირებული გამოვიდა და თქვა, - ბერიკაცი, რომელმაც ტყიდან გამომიყვანა, მამა ამბროსი იყო, ან ვინმე მსგავსიო. არადა მამა ამბროსი ზამთარში კელიიდან არ გამოდიოდა და მონასტერშიც არავინ ჰგავდა მას. თანაც როგორ უნდა სცოდნოდა, ქალი სადაური იყო, როცა იგი სულ ახალი მისული იყო.

ღირსი ამბროსი სამჯერ ცხადში გამოეცხადა ერთ სოფლელ დედაკაცს, გააღვიძა და უთხრა, შენი ქმრის მოკვლას აპირებენო. ქალი გაიქცა ქმრისკენ და მართლაც გადაარჩინა სიკვდილს. ეს დედაკაცი შემდეგ ოპტაში ჩამოვიდა სამადლობლად.

აი, რას მოუყვა სერგი ნილუსს ბრმა ბერი მამა იაკობი: - ეს ამბავი 25 წლის წინ მოხდა. მაშინ კაბოსანი მორჩილი ვიყავი. ერთხელ ძალზე ამერია სული და მონასტრიდან წასვლა გადავწყვიტე. როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, იმის მაგივრად, რომ სულის მღელვარება მოძღვრისთვის გამემხილა, არადა ამ დროს მოძღვარი დიდი მამა ამბროსი გვყავდა, ყველაფერი გულში ჩავმალე და ბოლოს იქამდე მივედი, რომ არათუ მორჩილების, არამედ მონასტრის მიტოვებაც კი გადავწყვიტე. ეს აზრი დღითიდღე მიძლიერდებოდა და ერთხელ გადაჭრით ვთქვი: - წავალ! აქ არც მაფასებენ და მითვალთვალებენ კიდეც. აქ არც ჩემი ადგილია და ვერ ვცხონდები-მეთქი. ზაფხული იდგა. საღამოს ლოცვიდან დავბრუნდი კელიაში, საწოლზე ჩამოვჯექი და ვერც შევამჩნიე, ისე ჩამეძინა. ძილში ვხედავ, რომ ჩვენს მთავარ ტაძარში ვდგავარ. უამრავი ხალხი მიაწყდა ტაძრის მარჯვენა მხარეს, სადაც, ჩვეულებისამებრ, მთელი წელი გარდამოხსნაა დასვენებული. "წმინდა ტიხონ ზადონელის ნაწილთა თაყვანისსაცემად მიდიანო", - მითხრეს. გამიკვირდა - აქ რა უნდა, ის ხომ ზადონსკში განისვენებს-მეთქი. მაინც სხვებთან ერთად მივუახლოვდი კუბოს და მუხლი მოვიდრიკე, წამოვდექი საამბორებლად და უცებ ვხედავ, კუბოს სახურავი აიხადა და იქიდან თვით წმინდა ტიხონი წამოდგა. შეშინებული პირქვე დავემხე. თავი წამოვყავი და რას ვხედავ, - კუბოში წმინდა ტიხონი კი არა, ჩვენი მამა ამბროსია, ფეხზე კი არ დგას, ზის. უცებ ფეხები მიწაზე ჩამოუშვა, თითქოს ჩემს შესახვედრად წამოდგომა მოისურვა. "ეს რა ხდება?" - დაიქუხა მკაცრი ხმით. "შემინდე, მამაო, ღვთის გულისათვის", წავიბუტბუტე შეშინებულმა. "მომაბეზრე თავი ამ შენი "შემინდეთი"... შეძრწუნებულს გამომეღვიძა და ცისკრის ზარებიც დარეკეს. ტაძარში წავედი. ნეტავ რას ნიშნავს ეს სიზმარი-მეთქი... ნაწირვებს სკიტში წავედი მამა ამბროსისთან. ჩვეულებრივზე მეტი სტუმარი შეკრებილიყო. მის მესენაკე მამა იოსებს ვუთხარი, - მამა ამბროსის ნახვა მინდა-მეთქი. დღეს ალბათ ვერ მოახერხებ მის ნახვას, - მიპასუხა, - თანაც თავს ძალზე სუსტად გრძნობსო.

გადავწყვიტე, მაინც დავლოდებოდი. ხალხი კედელივით აღმართულიყო ჩემ წინ, მეგონა, ჩემი რიგი არასოდეს მოაწევდა. ყურში კი თითქოს მიჩურჩულებდნენ: - წადი, მაინც ვერ დაელოდები! უეცრად მამა ამბროსის ხმა მომესმა: - ივანე (ასე მეძახდნენ კაბოსან მორჩილს), სასწრაფოდ შემოდი ჩემთან!

ბრბო გაიყო. დასუსტებული მოძღვარი დივანზე მიწოლილიყო.

- კარი მიკეტე, - მითხრა ძლივს გასაგონი ხმით. კარი დავხურე და მის წინ მუხლი მოვიდრიკე.

- აბა, მითხარი, სიზმარში რა ნახე! - მკითხა მოძღვარმა.

გავოგნდი: სიზმრის შესახებ ხომ არავინ იცოდა. ამ სიტყვებთან ერთად მამა ამბროსი, თითქოს გამოცოცხლდაო, წამოიწია და მხიარულად ჩამოუშვა ფეხები საწოლიდან, ისე, როგორც ჩემს სიზმარში. მოძღვრის დაფარულმცოდნელობით განცვიფრებულმა, კიდევ ერთხელ განვიცადე კეთილმოკრძალებული შიში და მის წინ პირქვე დავემხე.

- რას შვრები? - მომესმა მოძღვრის ხმა.

- შემინდე, მამაო, ღვთის გულისათვის, - წავიბუტბუტე.

- მომაბეზრე თავი ამ შენი "შემინდეთი".

არა მამხილებლად, არამედ ალერსით იყო წარმოთქმული ეს სიტყვები. სახე ცრემლით მქონდა სველი. მამა ამბროსიმ ხელი თავზე ალერსიანად დამადო და მითხრა: - აბა, გონს როგორ უნდა მომეყვანე, შე სულელო?

სიზმარი აღარ მომიყოლია, არც იყო საჭირო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat