თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს
თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს
უსამართლობა ღვთის რისხვას იკრებს
თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო ის, რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება. უსამართლობა უდიდესი ცოდვაა. ყველა ცოდვას, უსამართლობის გარდა, აქვს შემამსუბუქებელი პირობები - ის კი ღვთის რისხვას იკრებს. რა საშინელებაა! ის, ვინც სხვებს უსამართლოდ ეპყრობა, საკუთარ თავზე იტეხს ცეცხლს. ადამიანები უსამართლოდ იქცევიან. მათ ახლობლები უკვდებათ და ამის მიზეზის მიხვედრა არ სურთ. როგორ შეიძლება, წარმატებას მიაღწიონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამდენი უსამართლობა აქვს ჩადენილი? როდესაც ამ საქმეს სჩადიან, ისინი ეშმაკს აძლევენ უფლებას, რომ მათზე გაბატონდეს, ამიტომ იწყება მათი უბედურებები, ავადმყოფობა, სხვა ბოროტებები... და რადგანაც ყველაფერი ამის სულიერი მიზეზი ვერ გაუგიათ, შენ გთხოვენ, რომ მათი ჯანმრთელობისათვის ილოცო.

ყოველგვარი მარცხის უმეტესობა უსამართლობიდან მოდის
მაგალითად, თუ ადამიანები უსამართლოდ მოიხვეჭენ ქონებას, რამდენიმე წელს ყველსა და კარაქში ბანაობენ, შემდეგ კი უსამართლობით შეძენილს მთლიანად ექიმებში ხარჯავენ. ფსალმუნში ხომ ასე წერია: "სჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა სიმდიდრესა ცოდვილთასა". ის, რაც ტყუილით გროვდება, მიდის და ქარს მიჰყვება. "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო", - ამბობს ანდაზა. ავადმყოფობა, გაკოტრება, სხვა უბედურებები, რომელიც ღვთისაგან განსაცდელის სახით ეშვება, იშვიათად ხდება და ძალიან მცირედთან. ასეთ ადამიანებს ღმერთი შესაფერის სასყიდელს მიაგებს. და, ჩვეულებრივ, ისინი კიდევ უფრო მდიდრდებიან მსგავსად იობისა. ხოლო მრავალი მათგანის ნეშტი სიკვდილის შემდეგ არ იხრწნება სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ სიცოცხლეში რაღაც უსამართლობა ჩაიდინეს.

უსამართლო ადამიანი იტანჯება
უსამართლო ადამიანი და, საერთოდ, ნებისმიერი კაცი, რომელმაც სხვის წინაშე რაიმე უსამართლობა ჩაიდინა და შენდობა არ უთხოვია, სინდისის ქენჯნით იტანჯება. ისევე იმ კაცის დრტვინვით, ვისაც უსამართლოდ მოექცა. რადგან თუკი ის, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, არ შეუნდობს თავის მოწინააღმდეგეს და იდრტვინებს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელი ძლიერად დაიტანჯება, გაწამდება. მას აღარ დაეძინება, თავს ისე იგრძნობს, თითქოს აღელვებულ ტალღებში იმყოფებოდეს. გონებისათვის მიუწვდომელია, თუ როგორ განიცდის მის მიერ შეურაცხყოფილი კაცის მრისხანებას. თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს და დადებითად ფიქრობს მასზე, ეს უკანასკნელი გრძნობს ამ სიყვარულს. შეურაცხმყოფელის მიმართაც რაღაც ამდაგვარი ხდება. აი, მაშინ კი გულნატკენი კაცის მრისხანება სულს უბრუნებს მას. სულ სხვა ადგილასაც რომ იმყოფებოდეს, თუნდაც ავსტრალიაში ან იოჰანესბურგში - თუკი მისი მიზეზით ვინმეს სული აღშფოთებულია, იგი სიმშვიდეს ვერსად იპოვის.

როგორ იქცა ქვეყანა ტყუილების გუდად
ადამიანების ბოროტებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს მოატყუონ და ტყუილი მიღწევად ითვლება. მართლაც ტყუილების გუდად იქცა სამყარო! ყველაფერს უსინდისოდ, ზერელედ აკეთებენ, ფულს კი გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე უწინ. ყველაფერი ტყუილად იქცა. ერთხელ ვიღაცამ პამიდვრის ნერგები მომიტანა, თითოეული მცენარე პატარა ცელოფანის პარკში იყო ჩარგული, სავსე იყო მიწით და შავმიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევით, რომ ცელოფნიდან სისველე არ გამოსულიყო. ანუ ნერგების მორწყვა გაუჭირდათ! მიწა განაყოფიერებული არ იყო და მხოლოდ ზემოდან ალაგ-ალაგ მოეყარათ ნაკელი! რას ვიზამდი! როცა მცენარეები ამოვიღე ცელოფანიდან, აღმოჩნდა, რომ ფესვები ყველას დალპობოდა. საჭირო შეიქნა გარკვეული დროით მთლიანად მიწით დამეფარა ნერგები, რომ მათ ახალი ფესვები გამოეტანათ.

ჰოი, რა სულელურად იქცევიან ადამიანები!
ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. "სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან", - ვფიქრობდი მე. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში იყო დატოვებული თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის - ე.ი. თითქმის მთელი კოლოფი ცარიელი იყო. მეორეჯერ ლამაზი ყუთი მომიტანეს რაჰათ-ლუკუმით და სადღესასწაულო ბაფთით. "ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ", - ვიფიქრე მე, მაგრამ როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ რაჰათ-ლუკუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ხმელ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე - უფრო რბილს ვარჩევ.

- ვინც ამას აკეთებს, მას არ ესმის, რომ ეს სიცრუეა?

- ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. Mმის შესახებ ყველგან ამბობენ: "აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!" ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის.

თუ ადამიანი სამართლიანია, ღმერთი მის მხარესაა
დღეს ამქვეყნად უკვე ყველასათვის აღარ არის ადგილი. თუ ადამიანს პატიოსანი და სულიერი ცხოვრება სურს, მისთვის ქვეყანაზე ადგილი არ მოიძებნება.

- რატომ არ არის ადგილი ასეთი ადამიანისთვის?

- თუკი მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი სისასტიკისა და უგულობის გარემოცვაში აღმოჩნდება და მისი ცხოვრება უსიხარულოდ გაივლის, როგორ გაძლებს იგი? ის ან უნდა გახდეს ბილწსიტყვა და ყველაფერში სხვებს მიბაძოს, ან უნდა წავიდეს. მაგრამ წასვლაც არ შეუძლია, რადგან რამენაირად უნდა იცხოვროს. მაგალითად, ბატონი, თივით მოვაჭრე ეუბნება თავის მუშას: "მე გენდობი იმიტომ, რომ არ ქურდობ, მაგრამ დამიჯერე, კარგ თივას ცოტა დამპალიც უნდა შეურიო. სამყურას დადებისას შიგნით კარგთან ერთად გაფუჭებულიც უნდა ჩაურიო". კარგი მუშა რომ შეინარჩუნოს, მეპატრონე მას დააწინაურებს, მაგრამ ეს უკანასკნელი იძულებულია, ისე მოიქცეს, როგორც მეპატრონე ეტყვის, თორემ გარეთ გააგდებენ. ამიტომ საბრალოს ძილი ეკარგება, სვამს წამლებს, იცით, როგორ იტანჯებიან საბრალო ადამიანები? იცით, სამუშაოზე როგორ ძალადობასა და სიძნელეებს იტანენ მრავალნი უფროსებისაგან? მათი ცხოვრება უსიხარულო ხდება. და რა ქნან მათ? მიატოვონ სამუშაო? ოჯახი ჰყავთ. დარჩნენ? - იტანჯებიან. ისეთი ჩიხია, რომ ვერსად წახვალ. პირდაპირ, როგორც მარცვალი დოლაბებს შორის - თუგინდ მთელი ხმით იყვირე... უნდა მოითმინონ. იბრძოლონ.

ხდება ასეც: ერთ კაცს თავს დაატეხენ მთელ სამუშაოს, მისი თანამშრომელი კი მხოლოდ ხელფასის ასაღებად მოდის
ვიცნობ ერთს - ასეთს. ის ერთ-ერთ ორგანიზაციას განაგებდა. არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს და მის ადგილას მეორე დანიშნეს - იმ პარტიის წევრი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. ამ ახალ მმართველს საშუალო განათლებაც არ ჰქონდა. მმართველი კი გახადეს, მაგრამ მუშაობისა არაფერი იცოდა და ამიტომ მისი წინამორბედი სხვა ადგილას არ გადაუყვანიათ. მაშ, რა გამოსავალი მოიფიქრეს? აი, როგორი: მმართველის კაბინეტში კიდევ ერთი საწერი მაგიდა დადგეს. მთელ სამუშაოს ძველი მმართველი ასრულებდა, ახალი კი გულხელდაკრეფილი იჯდა: ეწეოდა, ყავას სვამდა და ყბედობდა. არც სირცხვილი, არც სინდისი. გონებითაც დიდად არ ბრწყინავდა. ყოველგვარ აბდაუბდას მიედ-მოედებოდა, ხოლო მთელი პასუხისმგებლობა ძველ მმართველს ეკისრებოდა. იქამდე მივიდა, რომ საწყალი იძულებული გახდა, წასულიყო. "მომისმინე, - უთხრა მან ახალს, - მოდი, მე წავალ, კაბინეტი ვიწროა და ორი მაგიდა ძლივს თავსდება. შენ მარტო იქნები". ადგა და წავიდა, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება სრულიად უსიხარულო გახდა. როცა ერთი და ორი დღე კი არა, ყოველდღიურად ასეთი ტიპი გადგას თავზე, ეს ხომ ნამდვილი წამებაა!

სამართლიან ადამიანს დანარჩენები, როგორც წესი, ყველაზე უკანასკნელ ადგილზე ჩამოაგდებენ ხოლმე, ანდა საერთოდ უადგილოდ ტოვებენ
ასეთ ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ფეხს აწმენდენ, როგორც გვამს - ისე გადააბიჯებენ. მაგრამ რაც უფრო ძლიერად თრგუნავენ სამართლიან კაცს სხვები, რაც უფრო ძირს სცემენ, მით უფრო ძლიერად და მაღლა აჰყავს იგი ღმერთს - როგორც წყალი ამოაგდებს ხოლმე მოცურავეს ზევით. თუმცა უდიდესი მოთმინებაა საჭირო. მოთმინება ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს. ვისაც კეთილმსახურებით ცხოვრება უნდა და სურს, თავისი სამუშაო პატიოსნად შეასრულოს - იქნება ეს ვაჭრობა, თუ ნებისმიერი სხვა რამ, უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი შრომის დაწყებისთანავე იქამდე დავა, რომ მას არენდის გადახდის შესაძლებლობა არ ექნება. თუ მას, ვთქვათ, მაღაზია აქვს. თუმცა ეს მას ღვთის კურთხევას მოუტანს. ამავე დროს, არ უნდა შევეცადოთ, რომ პატიოსნებითა და დაბალი ფასებით მყიდველი და დამკვეთები მივიზიდოთ. პატიოსნების მიზანი ეს კი არ უნდა იყოს! - წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არაფერს მოგვცემს. ღმერთი არ მიატოვებს კაცს, თუ ის იტყვის: ვიცხოვრებ ისე, როგორც ღმერთს სურს. უსამართლოდ არავის მოვეპყრობი, ნებისმიერ საქონელს თავის ფასს დავადებ: მაგალითად, "ამის ფასი 50 დრაქმაა, იმისი - 200". ის ასეც მოიქცევა, მაგრამ ამავე დროს მეორე ვაჭარი იმ ნივთს, რომელიც 50 დრაქმა ღირს, 500-ად გაყიდის და გამდიდრდება. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მატყუარას მიუხვდებიან და ის იქამდე მივა, რომ სავაჭროს დახურვა მოუწევს, იმიტომ, რომ არენდასაც კი ვერ გადაიხდის. ხოლო პატიოსანი ვაჭარი ნელ-ნელა მუდმივ მყიდველს შეიძენს და ისე მომრავლდება მუშტარი, რომ ის იძულებული გახდება, ახალი და ახალი გამყიდველები მიიღოს. მაგრამ თავდაპირველად განსაცდელის გავლა მაინც აუცილებელია. კეთილი ადამიანები ბოროტი ადამიანების ხელში გავლით გამოიცდებიან, როგორც შალი - საჩეჩ დანადგარში.

თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს
ის, რასაც ადამიანები ეშმაკობით აკეთებენ, მათ წარმატებას ვერ მოუტანს. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცბიერი ადამიანების საქმე კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ჩაიშლება. ნებისმიერ საქმეში მთავარია, შეუდგე მას იმ მისწრაფებით, რომ ღვთის კურთხევა იყოს შენთან. თუ ადამიანი სიმართლით ცხოვრობს, ღმერთი მის მხარესაა, მაგრამ თუ მას ამის გარდა აქვს მცირედი კადნიერება ღვთისადმი - მაშინ სასწაული აღესრულება. როდესაც სახარებისეულად ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს ქრისტეში და საღმრთო შეწევნის მიღება შეუძლია. ან სხვაგვარად როგორ იქნება? მას ხომ ამის უფლება აქვს! Yყველაფერი სწორედ ამ საფუძველზე დგას. თუ ეს ასეა, არაფრის არ უნდა ეშინოდეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტეს, ღვისმშობელს და წმინდანებს სათნოეყოთ თითოეული ჩვენი ქმედება. მაშინ კურთხევა ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა იქნება ჩვენთან, მაშინ ჩვენში დაემკვიდრება სულიწმინდა. ადამიანის პატიოსნება ყველაზე უკეთესი პატიოსანი ძელია. თუ ვინმე უპატიოსნოა და მკერდზე პატიოსანი ჯვრის ნაწილს ატარებს, სულ ერთია, ისე იქნება, თითქოს არც არაფერს ატარებდეს. თუ პატიოსან ადამიანს არ აქვს პატიოსანი ჯვრის ნაწილი, ღვთაებრივ შეწევნას ის მაინც მიიღებს. და წარმოიდგინეთ: თუ მას ამ პატიოსნებასთან ერთად პატიოსანი ჯვრის ნაწილიც აქვს!..

მართალი ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს
მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას. მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის. როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა. მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას". "შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო. შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის". არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.

ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ.

წმინდა პაისი ათონელის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
18.10. 2018
@&
ღმერთო რო ვფიქრობ როგორი ბებია ბაბუები მყავდა როგორი ალალი აგრთვე მშობლები მადლიანები მადლობა უფალო რომ ასეთ ხალხში გავიზარდე არავის უსამართლოდ არ მოექცეოდნნენ ხათრივ იცოდნენ მაგრამ არც იმას უშვებდნენ რომ სხვა მოქცეოდა მათ უსამართლოდ ეს დედაჩემი იყო ეგეთი პირში მთქმელი მაგრამ არასდროს წყენას არ ჩაიდებდა გულში სათქმელს კი იტყოდა და მაგიტომ უფრო უყვარდა ყველას.. არ მინდა მე გული წყენით მქონდეს სავსე ისე კი სულ ვგრძნობ უსამართლობას აგრეთვე ისეთი ხალხისგან რომლებიც მიყვარს რომლებთანაც გულით ვიყავი ახლობლებისგან ..მინდა სიკეთით უპასუხო არ მინდა გამიხარდეს მათი ცუდი.. და მინდა გულში მაინც კეთილად განვეწყო ,ძნელია როცა ორგულობას იღებ პასუხად და გულგრილობას ამპარტავნობას..მაგრამ მაინც!!!!!!!!! ეს ბრძოლა ყველამ უნდა მოიგოს საკუთარ თავთან!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat