21.07.2011
მღვდელმონაზონმა მიხეილ (პიტკევიჩი, +1962) ბალაამელმა იგავად თქვა: "ცხოვრობდა სიმართლე დედამიწაზე. ცუდად იყო მისი საქმე.
სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან კარს უკეტავდნენ, მისი ადგილი არსად იყო... წავალ ტაძარშიო, - იფიქრა სიმართლემ. შევიდა ეკლესიაში და იქაც ხელის კვრა დაუწყეს - აქ ნუ დადგები, ეს ჩემი ადგილია, იქ ნუ მიხვალ, მანდ მდიდრები და ღირსეული ხალხი დგებიანო... წაიწია სიმართლემ ამბიონისკენ. იქაც ვერ იპოვა ადგილი... საკურთხეველში შევიდა და წმინდა ტრაპეზის წინ დადგა... ერთი ეუბნება - მე უფროსი ვარ, მეორე გაიძახის: მე ხარისხით მაღლა ვდგავარ და აქ დგომის ღირსი ვარ, მესამე გაიძახის - მე განსწავლული ვარ და აქ დგომა მე მეკუთვნის". თვით საკურთხეველშიც კი ვერ მონახა თავისი ადგილი. ნუ ეძებ სიმართლეს..."