* პატივცემულ მამა ათანასეს, წმინდა ანას სკიტის ბიბლიოთეკარს, 1935 წელს ხელნაწერების მოპარვა დააბრალეს და სამი წელი ციხეში გაატარა.
ღირსი მამა ამ განსაცდელს მშვიდად და მოთმინებით შეხვდა. იგი არ დათანხმდა, სასამართლოში ეჩივლა ცილისმწამებლისთვის და ყველაფერი ღვთის სამართლიან სასამართლოს მიანდო. როცა ნამდვილ ქურდს აღსასრულის ჟამი დაუდგა, სიკვდილის წინ აღიარა, მე მოვიპარე ხელნაწერები სკიტიდანო.
* კრონშტადტის პოლიცმაისტერი ძალზე აგრესიულად ექცეოდა წმინდა იოანეს და ბევრი ტკივილი მიაყენა. ეს პოლიცმაისტერი მექრთამეობის ბრალდებით დაიჭირეს და სასამართლოზე მოწმედ წმინდა იოანეც გამოიძახეს. დამნაშავეს და მის დამცველებს ეშინოდათ, რადგან ეგონათ, რომ წმინდა იოანე წყენისთვის შურს იძიებდა. სასამართლოს დარბაზი ხალხით გადაიჭედა. დაიწყეს წმინდა იოანეს დაკითხვა. იქ მყოფნი გაოცებულნი უსმენდნენ მის სიტყვას - წმინდა იოანე მხოლოდ პოლიცმაისტერის კეთილ საქმეებზე ყვებოდა... მოთმინებადაკარგულმა პროკურორმა შეახსენა:
- მოწმევ, სასამართლოზე მხოლოდ სიმართლე უნდა თქვათ, თანაც დაუფარავად.
უეცრად წმინდა იოანეს თვალებში იმ ცეცხლმა გაიელვა, რომელიც ბევრს თრთოლას ჰგვრიდა. პროკურორს სიტყვა შეაწყვეტინა და მტკიცედ უთხრა:
- მე ვლაპარაკობ, როგორც მღვდელი.
იქ მყოფთ სუნთქვა შეეკრათ. პროკურორმა მაშინვე უარი თქვა დაკითხვაზე. წმინდა იოანემ სასამართლო დარბაზი დატოვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი