"წინასწარმეტყველი გვინდა", - უთხრა ერთხელ სერგი ნილუსმა წმინდა ნექტარიოს ოპტელს. ღირსმა მამამ პასუხად სოლოვკის მონაზვნის, მამა აბელის ამბავი უამბო. მამა აბელი წინასწარმეტყველების მადლით იყო ცნობილი.
ერთხელ თქვა, - დედოფალი ამა და ამ დროს მოკვდებაო. ეს ამბავი მეფეს მიუტანეს. აბელს ხელი ჩაავლეს და ციხეში ჩაკეტეს. როცა ასრულდა ყველაფერი, იმპერატორ პავლეს წარუდგინეს. მეფემ ჰკითხა, - ჩემს მეფობას რა ელისო. "დიდი არაფერი იქნება შენი მეფობა. არც შენ იქნები გახარებული და არც სხვები გაიხარებენ შენით. საკუთარი სიკვდილით არ მოკვდებიო". რა თქმა უნდა, ციხეში შეაბრუნეს. როცა მამა აბელის ნათქვამი ასრულდა, ახლა პავლეს მემკვიდრემ, იმპერატორმა ალექსანდრემ მოისურვა მისი ნახვა - გპატიობ ყველაფერს, ოღონდ მითხარი, როგორი იქნება ჩემი მეფობაო. "დაწვავენ შენს მოსკოვს ფრანგები", - უპასუხა აბელმა და კვლავ ციხეში ჩასვეს. მოსკოვი დაწვეს, რუსები პარიზში შევიდნენ, დიდებით შეიმოსნენ. კვლავ გაიხსენეს აბელი და გაათავისუფლეს. მერე კვლავ გაიხსენეს და რაღაცის კითხვა მოინდომეს, მაგრამ გამოცდილებით განბრძნობილი აბელი (მან ციხეში ათი წელი და ათი თვე გაატარა) უკვალოდ გაქრა. "სერგი ალექსეევიჩ, თქვენ გინდათ, რომ ჩვენს დროში წინასწარმეტყველი გამოჩნდეს? ასი წლის წინ ამის გამო ციხეში სვამდნენ, ახლა კი, - გაეცინა, - სიტყვის თქმასაც არ აცლიან, მაშინვე დააპატიმრებენ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი