23.06.2011
მეფე ზენონი ფრიად მოწყალე იყო და მარადის კეთილს უყოფდა გლახაკთ. ერთხელ მეფემ ქვრივ დედაკაცს ასული მოსტაცა.
გამწარებული დედა შევიდა ტაძარში, ღვთისმშობლის ხატთან დაემხო და შესთხოვა: "დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, ჩემს მაგივრად სამაგიერო მიუზღე მეფესა ზენონს". ამას ყოველდღე შესტიროდა. გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: "გწამდეს ჩემი, დედაკაცო, შენი ცრემლების გამო მრავალგზის შურისძიება განვიზრახე, მაგრამ ხელნი მისნი მაჩერებენ, რამეთუ იგი ფრიად მოწყალეა და წყაროსავით გაედინება მის ხელთაგან მოწყალება, ხოლო მოწყალე კაცის ძვირისყოფა არავის ძალუძს".