მამა ზაქარია-ზოსიმეს (მინაევი) ყოვლადწმინდა სამების სამი გამოცხადება ჰქონდა. უფალმა გააძლიერა იგი და ბერობის სურვილი გაუღრმავა.
შემდგომში მამა ზოსიმე სულიერ შვილებს ყოვლადწმინდა სამების პატივისცემასა და სიყვარულს ასწავლიდა. ყველაფერი, რაც წმინდა სამებას მოაგონებდა, მამა ზოსიმე აღნიშნავდა და გულით აღიწეოდა ღვთისკენ. თუ სამი კაცი შეიკრიბებოდა, მაშინვე გაახსენდებოდა წმინდა სამება და იტყოდა: "კარგია, კარგია, სამნი რომ ვართ, ყოვლადწმინდა სამების პატივად ტრაპეზსაც ვიგემებთ და ზენაარზეც ვისაუბრებთ".
კანდელი ენთო და მამა ზოსიმე იტყოდა: "აგერ კანდელია ანთებული, წვა იმიტომ შეუძლია, რომ არსებობს პატრუქი, ზეთი და ცეცხლი. სამივე კი ერთს - ანთებულ კანდელს შეადგენს". მან თავის სულიერ შვილს ყოვლადწმინდა სამების ხატი დაახატვინა: წმინდა აბრაამი იღებს მწირების სახით მოსულ სამ ანგელოზს და ემსახურება. მოძღვარი წმინდა სამების ხატს არასოდეს იშორებდა: "თითოეულმა ქრისტიანმა უნდა შეიცნოს და შეიყვაროს წმინდა სამება. სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა მე, მფარველად ჩემდა სული წმინდა... აუცილებელია, თითოეულმა ქრისტიანმა იცოდეს წმინდა სამების მსახურება (ლოცვები). აუცილებელია შევისწავლოთ საეკლესიო ღვთისმსახურება და საეკლესიო ტიპიკონი, რადგანაც ქრისტიანული ღვთისმსახურების სიღრმე და სილამაზე ანგელოზებისაზე აღმატებულია, იგი მიწისა და ზეცის კავშირია. იგია ქორო ანგელოზთა და კაცთა, რომლებიც ისწრაფვიან ღმერთთან თავიანთი გულების შესაერთებლად და უფლის ნებასთან საკუთარი ნების შესარწყმელად.
***
"დიდია წმინდა სამება,
ცისკიდურამდე ელავსო,
თავის ყმის გამჯავრებელსა
ნაბადივითა სთელავსო", - ამბობდა ყოვლადწმინდა სამების მსასოებელი ქართველი. ვისურვოთ ამგვარი ცოცხალი რწმენა ჩვენი შემოქმედისა, ისეთი, მამთა ჩვენთა რომ ჰქონდათ, რათა ერთობით ვიტყოდეთ ღირსი მამის, იოანიკე დიდისეულ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრეებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სული წმინდა. სამებაო წმინდაო, დიდება შენდა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი