"წადი კელიაში! იქ ქრისტეა და გელოდება"
"წადი კელიაში! იქ ქრისტეა და გელოდება"
მამა ეფრემ კატუნაკელი
ზილოტობა. 1924 წელს ელადის ეკლესიაში ახალი სტილის ახალი კალენდარი შემოიღეს. მთაწმინდამ, რომ არ დაერღვია მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, ძველი სტილი და ძველი კალენდარი შეინარჩუნა , თუმცა არ გაუწყვეტია მსოფლიო პატრიარქთან ლოცვითი კავშირი და ადმინისტრაციული დამოკიდებულება. ზოგიერთმა მთაწმინდელმა მონაზონმა, რომელთაც ზილოტებს ეძახდნენ, შეწყვიტეს მსოფლიო პატრიარქსა და დანარჩენ მთაწმინდასთან სულიერი კავშირი. კატუნაკი ზილოტების ცენტრში იდგა.

მამა ეფრემი მეძველსტილეთა ოჯახში დაიბადა. ცხოვრობდა წმინდა ეფრემის კალივაში, სადაც ყველა მამა ზილოტი იყო. უდაბნოში ცხოვრებისას მას, როგორც სხვა მამებს, ნაკლებად აინტერესებდა ეკლესიაში არსებული განხეთქილებანი და მთლიანად ლოცვის ღვაწლს იყო მიცემული. თავისი უბრალო გულით და მოძღვრისადმი მორჩილებით არ ფიქრობდა ზილოტების კანონიკურობის პრობლემებზე, მაგრამ როცა მამა იოსები გაიცნო, ერთად შეუერთდნენ ერთ-ერთ უკიდურეს ზილოტურ დაჯგუფებას. მოწყალე უფალმა ღირსი მამები ხილვებით, მინიშნებებით ქრიტეს ეკლესიაში დააბრუნა. როცა ისინი ეკლესიას შეუერთდნენ, მხოლოდ მაშინ პოვა მათმა სულმა მშვიდობა.

მამა იოსების გარდაცვალება. 1959 წლის 15 აგვისტოს (ძვ. სტ.) ანუ მარიამობას მამა იოსები მიიცვალა უფლისა მიმართ. მამა ეფრემი ხშირად სტუმრობდა ხოლმე მას, მაგრამ ლიტურგიას აღარა ატარებდა, რადგან მამა იოსების საძმოში უკვე ორი მღვდელმონაზონი იყო.

იმ დღეს მამა ეფრემმა კატუნაკში აღავლინა ლიტურგია და ახალი სკიტისკენ გაემართა. იცოდა, რომ მოძღვარი წირვის მერე ისვენებდა ხოლმე, ამიტომ აუჩქარებლად მიდიოდა. წმინდა ანას რომ მიაღწია, აქოშინებული მამა ათანასე შემოხვდა: "ჩქარა წამოდი! მამა იოსები განვიდა ამ ქვეყნიდან. ლიტურგიის მერე სავარძელში იჯდა. დაემშვიდობა თავის განუყრელ მეგობარს მამა არსენს და უთხრა: "მივდივარ, არსენ".

- უცნაურია, - უპასუხა მას მამა ეფრემმა, - ის ხომ დამპირდა, ამ სოფლიდან გასვლისას დაგემშვიდობებიო.

ორმოცი დღე მამა ეფრემს თავისი მოძღვრის პირობის შეუსრულებლობა აწუხებდა. და აი, მეორმოცე დღეს, როცა იგი მშვიდად ხელსაქმობდა, უეცრად კელია კეთილსურნელებით აივსო. მამა ეფრემმა მთელი სახლი დაათვალიერა, მაგრამ ვერ ნახა, რომ საკმეველი ვინმეს დაეწვა. უეცრად მოძღვრის პირობა გაახსენდა და მიხვდა: მისი სული ამ სოფლიდან გასვლის წინ დაემშვიდობა!

მას შემდეგ მამა იოსებს თითქმის ყოველ 15 დღეში ერთხელ ხედავდა. 60-იან წლებში, მაშინ, როცა განსაცდელებმა აპოგეას მიაღწია, მამა იოსები ეცხადებოდა და ანუგეშებდა.

- მოითმინე, შვილო, ვინაიდან აქაა (ზეცაში - კ.კ.) ჯილდო და საზღაური.

ერთმა ათონელმა იღუმენმა, მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცმა, 1975 წლის 18 აგისტოს მოინახულა მამა ეფრემი. ჩვეული დამოძღვრის მერე მამა ეფრემმა მას უთხრა:

- შვილო, ყოველი წლის ამ დღეებში ვიხსენებ ჩემი მოძღვრის, მამა იოსების უტკბეს სახელს, ვიხსენებ ძლიერად. იგი გახლდათ გოლიათური სულის და ღვთივდამოძღვრილი მასწავლებელი გონებისმიერი ლოცვისა. განსაკუთრებულად უყვარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მის გამო დაითმენდა ყველაფერს, მისგანვე მიიღო გონებისმერი ლოცვის ნიჭი. თავისი ხანმოკლე, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრების მანძილზე, მრავალგზის ღირსი შეიქნა მისი ხილვისა. სადღა არიან დღეს ასეთი ადამიანები, სადღა მოისმენ ამგვარ მადლმოსილ ზეციურ სიტყვებს! მისი წმინდა გული მოუკლებლად იმეორებდა: "უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! და სულიწმინდა განისვენებდა თავთა მისთა ზედა!"

1994 წლის ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს ფილოთეოს მონასტრის ყოფილი იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი ეწვია მამა ეფრემს და მიუტანა ღირსი მამის, იოსებ ისიქასტის პატიოსანი თავი. ვიდრე ზეცად აღვიდოდა, მამა ეფრემს მისი თაყვანისცემის მხურვალე სურვილი ჰქონდა. არქიმანდრიტი ეფრემი ჰყვებოდა: "როცა მასთან კელიაში შევედი, მაკურთხა, ჩემი თავი მკერდზე მიიკრა და იქვე შედგენილ ლოცვას ამბობდა. იმდენად შემემუსრა გული, რომ ავტირდი იმ დიდი კადნიერების გამო, რომელიც მას ჰქონდა ქრისტეს მიმართ. ის ლაპარაკობდა ნამდვილი ბიბლიური პატრიარქივით და წყაროსთვალად წარმოდინებული ღვთაებრივი სიყვარულით. მერე კი წმინდა თავი ხელებში ჩავუდე.

როგორ გამოვხატო, როგორ მოგითხროთ იმ დაუვიწყარ წუთებზე! 34 წლის მერე ნეტარ მამას თავის წმინდა ხელთ ეპყრა მადლმდინარე თავი საკუთარი სულიერი მამისა! როგორი წმინდა სიტყვები მოედინებოდა მაშინ მის წმინდა ბაგეთაგან! უტკბესი ცრემლნი გარდამოცვივნენ მის განწმენდილ თვალთაგან მთელი ღამის განმავლობაში. 1994 წლის 12 აპრილს განმარტოებით აღესრულა ღამისთევის ლოცვაზე, რომელსაც მხოლოდ ატირებული ეფრემ კატუნაკელი და ღირსი იოსების პატიოსანი თავი ესწრებოდნენ. მხოლოდ გულთამხილავმა ქრისტემ იცის, რაც ნეტარი მამის ეფრემის თავს ხდებოდა იმ აღდგომის ღამეს".

მამა იოსების ცხოვრებამ, სიტყვამ და საქმემ იმდენად იმოქმედა მამა ეფრემზე, რომ მთელი მისი ცხოვრება და განსჯა ეყრდნობოდა მოძღვრისეულ მაგალითს. იგი ნამდვილი განსახიერება იყო მამა იოსებისა. ერთს მისი გაცნობის მერე უთქვამს: - მამა ეფრემი თავისი მოძღვრის საფლავზე აღმართული ძეგლიაო.

მამა ნიკიფორესთან ერთად. წლები გადიოდა. მამა ეფრემის მოძღვარი მამა ნიკიფორე ძალზე დაბერდა. საშუალო სიმაღლის, წელში მოხრილი, როგორც პატარა ბალღი დედას, ისე დაჰყვებოდა მამა ეფრემს. მას მერე კი, რაც მეხსიერება დაკარგა, წამითაც არ შეეძლო მამა ეფრემის გარეშე ყოფნა და ქვითინით ეძახდა. ხუთი წელი მამა ეფრემი საერთოდ არ გამოსულა სახლიდან, მოუკლებელი სიყვარულით უვლიდა ავადმყოფ მამა ნიკიფორეს.

დანარჩენმა მამებმა იცოდნენ მამა ნიკიფორეს მძიმე ხასიათი და ის მოთმინება, რომელსაც მამა ეფრემი მასთან მორჩილებისას იჩენდა. ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ მამა ეფრემი მხოლოდ აუცილებლობის გამო უვლიდა ავადმყოფს, რადგან სახლში მათ გარდა არავინ იყო. რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა სულიერ მამა-შვილს შორის ურთიერთობაში არა მარტო სიყვარული, სინაზეც კი დაინახეს. ის აჭმედა მას, ბანდა, თეთრეულს უცვლიდა, ლოცვებს უკითხავდა. მოძღვარი, რა თქმა უნდა, ყრუ იყო, მაგრამ ხმამაღლა იმეორებდა დაფაზე მსხვილი ასოებით დაწერილ იესოს ლოცვას. მამა ეფრემი კი მას, როგორც პატარა ბავშვს, ისე ექცეოდა.

როცა მამა ნიკიფორეს სიკვდილის შემდეგ რომელიღაც სულიერმა შვილმა მამა ეფრემს მისწერა, ამდენი შრომის შემდეგ შეგიძლია დაისვენოო, პასუხად მკაცრი წერილი მიიღო.

მამა ნიკიფორე თებელი იყო. 1910 წელს ის კატუნაკში დასახლდა. იგი პირუთვნელი იყო ღვთისმსახურებაში, დიდებულად გალობდა კლიროსზე, ვირტუოზულად კვეთდა ხეზე. იყო კარგი მეურნე და მკაცრი მოძღვარი. სმენის აპარატი იერს უფრო უმკაცრებდა. მეზობლები პატივისცემით ეპყრობოდნენ. თვითონ კი იცინოდა, როცა ეკლესიაში ლოცვაზე ბრმა, მაგრამ საოცრად მგალობელ მამა დოსითეოსთან ერთად გალობდა: "ყრუს ყურები აქვს და არ ესმის, ბრმას თვალნი ასხიან და ვერა ხედვენო". მას არ შეეძლო ეფრემის სულიერი მოთხოვნილებისთვის ეპასუხა და სულიერ შვილს ხელს არ უშლიდა მამა იოსებთან ურთიერთობაში.

გერმანელების ოკუპაციის დროს მამა ნიკიფორე კატუნაკელ მამებს არჩენდა. ყოველწლიურად, ზაფხულში, თებეში მიდიოდა და იქიდან ხორბალი და ყოველივე აუცილებელი ნივთი მოჰქონდა, რომელთაც ნათესავები აძლევდნენ როგორც მამისაგან დატოვებული მემკვიდრეობის წილს. ხანდახან ის განრისხებული იყვირებდა: - მამაჩემის პურს ჭამთო. მამა ეფრემი მას სიყვარულით და სიმდაბლით ამშვიდებდა.

აი, რას ჰყვებოდა მამა ეფრემის ძმა: "ერთხელ მამა ნიკიფორე ჩვენთან სტუმრად მოვიდა და დედაჩემს უთხრა: "ეფრემს ნუ სთხოვთ, რომ აქ ჩამოვიდეს. ის სრულყოფილი მორჩილია და ძალზე კარგია. თუ სოფელში ჩამოვა, ხელს სტაცებენ, სამრევლოს მღვდლად აკურთხებენ და ყველაფერს დაკარგავს, რითაც მთაწმინდაზე ცხოვრობდა. ეფრემი უკვე ახლა ხედავს სამოთხეს". და გვიამბო: ერთხელ ეფრემი მსახურობდა, მე და პროკოფი კი კლიროსზე ვგალობდით. ლიტურგიის დროს მისგან ასამაღლებლის თქმას მოველოდით, მაგრამ სიჩუმე ჩამოვარდა. საკურთხეველში შევედი ამბის გასაგებად და გაოცებული ვხედავ, რომ ის წმინდა ტრაპეზზეა გადამხობილი. ხელი წავკარი, შევანჯღრიე, მხოლოდ მაშინღა მოვიდა გონს. იყურება აქეთ-იქით, ცდილობს გამოერკვეს, სად არის, ერთიანად სველია ცრემლებისგან. არაფერი უთქვამს, ლიტურგია გააგრძელა. წირვის მერე მოვიდა და მითხრა: "მამაო, შემინდეთ, - ტირილი აუვარდა, - თუ ამაზე თქვენი კურთხევა იქნება, სხვა დროს, თუ ამგვარ მდგომარეობაში დამინახავთ, გონზე მოსასვლელად ხელს ნუ მკრავთ. მამაო, არ ვიცი, რა მოხდა. აღტაცებული ვიყავი და მგალობელ ანგელოზებს ვხედავდი, რომლებიც სამსხვერპლოზე გარდამოდიოდნენ და ადიოდნენ. ენით აუწერელ ნეტარებაში ვიყავი და მხოლოდ თქვენი ხელის კვრისა და შეძახილის მერე გამოვფხიზლდი".

KARIBCHEმამა ეფრემი ძალზე სუსტი იყო. ერთხელ დაუფიქრებლად და მოძღვართან განუსჯელად მკაცრი მარხვა დაიწყო და ავად გახდა. ამის მერე ხუმრობით ეუბნებოდა მამა ნიკიფორეს: - მამაო, ცოტა ყველი მომეცი და ძლიერ ლოცვას აღგივლენო. მან უპასუხა: "სულელო, წიგნებში ხომ წერია: "მარხვა, მღვიძარება, ლოცვა", შენ კი ამბობ: "საჭმელი და ლოცვა". აბა, შენგან რა გამოვა?" თუმცა, როგორც მზრუნველ მამას შეჰფერის, ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა.

მამა ეფრემი იხსენებდა, სამორჩილო საქმეზე მამა ნიკიფორესთან ერთად როგორ ლოცულობდა: "ახალგაზრდობაში ძლიერი ლოცვა მქონდა. ადრე ღვთის ხსოვნა სულს ცეცხლით მივსებდა. სეფისკვერის ბეჭდების დასამზადებლად (ეს ჩვენი ხელსაქმე იყო) ტყიდან ჩამოტანილი, ვერცხლისფერი ალვის ხის მორები უნდა დაგვეხეთქა. გავამაგრებდით და ხელის ხერხით მე და მამა ნიკიფორე საქმეს შევუდგებოდით. ერთხელ, მუშაობისას, სული სულიერი თრთოლით ამევსო და მეძახდა: "წადი კელიაში! იქ ქრისტეა და გელოდება". სხვა დროს კი, დაზგასთან მუშაობისას, ოფლში გაწურული კადნიერად ვლოცულობდი: "ანგელოზებო, მთავარანგელოზებო, გაიწიეთ, მინდა ჩემი უფალი ვნახო!"

60-იანი წლების დასაწყისში მამა ნიკიფორე 70 წლის იყო, მამა ეფრემი 50 წელს მიუახლოვდა. 30 წელი მორჩილებასა და მოძღვრის მსახურებაში გაატარა, დაიღალა და შრომის შემსუბუქება მოისურვა. მაგალითად, ტაძრის გასათბობად ბენზინის ღუმელი იყიდეს, ავზებიდან წყლის ამოსაღებად ეფრემს ძმამ ხელის ტუმბო გამოუგზავნა. წყალი კი ბევრი სჭირდებოდათ სამზარეულოსა და სარეცხისთვის. მამა ნიკიფორე ყოველგვარი სიახლის წინააღმდეგი იყო: - მაცალე, მოვკვდები და მერე ქენი, რაც გინდაო. "მაშინ მოკვდი. როგორც მღვდელი, წესს მაინც აგიგებ", - უთხრა კადნიერად მამა ეფრემმა. ამის თქმა იყო და იგრძნო, რომ ღმერთმა დატოვა. დიდად შეინანა და მოძღვრისგან შენდობა ითხოვა. მერე კი მთელი გულით ლოცვა დაიწყო: "ღმერთო, დაამშვიდე ჩემი მამის გული". ლოცვამ და ალერსიანმა მოპყრობამ თავისი ქნა. მოძღვარმა მოიხმო და მილგაყვანილობის ნებართვა მისცა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat