კაცთაგან არავის ნახულობდა, რადგან სურდა, მუდმივად ღმერთთან ესაუბრა
კაცთაგან არავის ნახულობდა, რადგან სურდა, მუდმივად ღმერთთან ესაუბრა
VI სიმეონ ძველი
1. თუ ვინმე წინასწარგანზრახულად არ მოიხსენიებდა ამბა სიმეონს და დაივიწყებდა მის სიბრძნისმოყვარებას, ალბათ ვერ გაექცეოდა უსამართლობას, და შურის ბრალდებას და საყვედურს - არ სურს ღირსეულად შეაქოს და სიკეთის მაძიებლებს გააცნოს სულიერი მაგალითი ღირსი სიყვარულისა და მიბაძვისაო. მეც მეშინია განკითხვისა და მსურს ღირსეული შესხმით პატივი ვსცე მას და ამიტომ მოგითხრობთ ამ დიდებული კაცის ცხოვრების წესზე. იგი მრავალი წლის მანძილზე მეუდაბნოედ ცხოვრობდა ერთ პატარა მღვიმეში; კაცთაგან არავის ნახულობდა, რადგან სურდა, მუდმივად ღმერთთან ესაუბრა.

2. ამ ღვაწლის გამო იგი ზეითგან უხვად დაჯილდოვდა მადლით - შეეძლო თვით ყველაზე ძლიერი და მძვინვარე მხეცებისთვისაც კი ებრძანებინა. ეს იცოდნენ არა მარტო ღვთისმოსავთა, არამედ ურწმუნო იუდეველებმაც. სახელი ასეთი შემთხვევის მერე გაუვარდა: იუდეველები ერთი ციხესიმაგრისკენ გაემართნენ, რომელიც ჩვენი მხარის საზღვრებს გარეთ მდებარეობს. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა და კოკისპირული წვიმა დაუშვა. მგზავრები ვერაფერს ხედავდნენ, გზას აცდნენ და უდაბნოში ხეტიალი დაიწყეს. ანაზდად შეამჩნიეს ღვთაებრივი სიმეონის მღვიმე. შევიდნენ. დახვდათ ჭუჭყიანი, გამჭკნარი კაცი, მხრებზე თხის ტყავის კონკიძველა მოესხა. სიმეონი მათ მიესალმა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. იუდეელებმა უამბეს და ციხესიმაგრის გზის ჩვენება სთხოვეს. მან უთხრა: - დაიცადეთ და გამცილებლებს გამოგიჩენთ, რომლებიც გზას გვიჩვენებენო.

იუდეველებმა დაუჯერეს და მოსასვენებლად დასხდნენ. უეცრად მათთან ორი ლომი მივიდა, მდაბლად, მორჩილად მიეალერსნენ სვიმეონს, როგორც თავის ბატონს. სიმეონმა ხელის აქნევით უბრძანა ლომებს, მგზავრები გაეცილებინათ.

3. ეს მონათხრობი ზღაპრად უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც მას თვით ჭეშმარიტების მტრებიც (იუდეველები) კი მოწმობენ, რომლებიც არ სწყვეტენ მის განდიდებას. ეს ამბავი მომითხრო დიდებულმა იაკობმა, რომელმაც ნეტარ მარონთან ერთად მოისმინა ეს სასწაული. ვინ არ დაიჯერებს ურწმუნო იუდეველების ქრისტიანთა სასწაულებრივ მოქმედებაზე მონაყოლს, ეს ჯიუტი ხალხი ქედს იდრეკს და გზას უთმობს ჭეშმარიტების სხივებს, ხოლო ქრისტიანები, რომელთაც კეთილგონიერები ჰქვიათ, განა არ დაუჯერებენ მტრებს, რომლებიც მადლის ძალაზე ლაპარაკობენ?!

4. ამგვარი სასწაულების წყალობით გახდა ეს ღვთის კაცი ცნობილი და მრავალი მეზობელი ბარბაროსი მიიზიდა (უდაბნო ესე დასახლებულია ხალხით, რომლებც თავს ისმაიტელებს უწოდებენ, თავიანთი წინაპრის სახელის მიხედვით), მაგრამ მყუდროების სიყვარულმა აიძულა იგი, დაეტოვებინა იქაურობა. დიდი ხნის მოგზაურობის მერე მიაღწია ამანის მთას, რომელიც ძველ დროში მრავალი კერპის უგუნური მსხურების ადგილი იყო. მან მთაზე მრავალი სხვადასხვანაირი სასწაული ქმნა და დანერგა ღვთისმოშიშება, რომელიც იქ დღემდეა გაბატონებული.

5. ძნელია და შეუძლებელი მასზე ყველაფრის მოყოლა. მხოლოდ ერთ მოვლენას გავიხსენებ, როგორც მოწმობას ამ კაცის მოციქულებრივი, წინასწარმეტყველური, სასწაულმოქმედი ძილისად და მკითხველს მივანდობ დასკვნას, თუ როგორ მადლმოსილ ძალას ფლობდა იგი. ზაფხული იდგა, მკის ჟამი და კალოზე ძნებს აგროვებდნენ. ერთმა გლეხმა, რომელსაც არ აკმაყოფილებდა თავის შრომის მართალი ნაყოფნი და სხვისი ქონებაც სურდა, მეზობელს ძნები მოჰპარა... ღვთის სამსჯავრომ უმალ ამხილა ქურდობა: მეხი დაეცა და ცეცხლი ქურდის კალოს მოეკიდა. საცოდავი ღვთის კაცთან გაიქცა დაბის ახლოს, თავის უბედურებაზე მოუყვა, ქურდობის დამალვა კი სცადა, თუმცა სიმართლის თქმა ებრძანა და აღიარა დანაშაული. ღვთის კაცმა უბრძანა, სასჯელი განაწყენებული მოყვასისადმი ზარლის ანაზღაურებით აერიდებინა: - რაც უფრო მალე დაუბრუნებ ძნებს, ეს ღვთისგან გამოგზავნილი ცეცხლი გაქრებაო. როგორც კი დააბრუნა თავთავები, უწყლოდ ჩაქრა ცეცხლი ღვთის კაცის შუამდგომლობით.

6. ამ სასწაულმა შეაძრწუნა არა მარტო მეზობლები, არამედ მთელი ქალაქი, ანუ ანტიოქია, რომლის სიახლოვესაც მდებარობდა ეს დაბა და აიძულა მისი მცხოვრებნი, ხშირად მიემართათ ღირსი მამისთვის: ერთი ბოროტი სულისგან გათავისუფლებას სთხოვდა, მეორე ციებ-ცხელების შეწყვეტას ევედრებოდა, მესამე სხვა რაიმე მტანჯველი სნეულებისგან განკურნებას შესთხოვდა. ბერიც უხვად ასხურებდა მათ მადლის ჩქერებს.

7. მაგრამ, კვლავ სიყვარულის გამო, სიმეონმა გადაწყვიტა, სინას მთაზე განმარტობულიყო. ეს რომ გაიგეს, ბევრი სათნო მუშაკი დაემგზავრა მას. მრავალი დღის მერე სოდომის უდაბნოს მიაღწიეს. შორს, ერთ დაბლობში, მიწის ზემოთ ამოშვერილი ხელი შენიშნეს, ჯერ ეშმაკის ხიბლად ჩათვალეს, მაგრამ როცა დიდი ხნის გულმხურვალე ლოცვის მერე ხელი კვლავ დაინახეს, ახლოს მივიდნენ და პატარა მღვიმე იხილეს, მელიის სოროსავით. მაგრამ ვერ ნახეს ხელის პატრონი, თუმცა მისი ნაბიჯების ხმა გაიგონეს..

8. მამა სვიმონმა მღვიმეში შეიხედა, დიდხანს და გულმხურვალედ ევედრებოდა, გამოსულიყო და ჩვენებოდა, რათა შეეტყო, კაცი იყო, თუ ეშმაკის მიერ მოგვრილი მოჩვენება: "ჩვენო, - უთხრა ბერმა, - მოსაგრე ცხოვრებას ვეწევით და მყუდროება გვიყვარს, ამ უდაბნოში დავეხეტებით და გვსურს, ყოველთა შემოქმედს სინას მთაზე თაყვანი ვცეთ, სადაც თვითონვე გამოეცხადა თავის მონას, მოსეს და სჯულის ფიცრები მისცა. ჩვენ იმიტომ კი არ ვისწრაფვით, რომ ვთვლიდეთ, თითქოს ღმერთი ადგილით შემოისაზღვრება - რამეთუ ვიცით მისივე სიტყვებით: "ნუ არა ცასა და ქვეყანასა მე აღვავსებ?" - იტყვის უფალი" (იერემია 23,24). არამედ იმიტომ, რომ სიყვარულთ აღვსეულთათვის, ძვირფასია არა მარტო შეყვარებულნი, რამედ ის ადგილნიც, სადაც ისინი დადიოდნენ და საუბრობდნენ".

9. როცა მამა სვიმონმა ეს თქვა, მღვიმის სიღრმეში შემალული კაცი გამოჩნდა: მას ველური შესახედაობა ჰქონდა: თმა დაუვარცხნელი, სახე დანაოჭებული, სხეულის ასონი ღონემიხდილი, ტანთ პალმის ფოთლებით მოქსოვილი სამოსი ეცვა. იგი მიესალმა მათ და ჰკითხა, - ვინ ხართ, საიდან მოდიხართ და სად მიდიხართო. სტუმრებმა უპასუხეს და ჰკითხეს, თუ საიდან მოვიდა ის აქ და რა მიზეზის გამო აირჩია ამგვარი ცხოვრება. მან უპასუხა: "ოდესღაც თქვენს მსგავსად მოვისურვე სინას მთაზე მოგზაურობა. თანამგზავრად მყავდა ჩემი მეგობარი და თანამოაზრე, მაგრამ მან სიცოცხლე აქ დაასრულა. მე კი, მასთან ფიცით შეკრულმა, აქ გავთხარე საფლავები მისთვის და ჩემთვის. ის მივაბარე მიწას. მე კი ვზივარ, ველოდები სიცოცხლის აღსარულს და ჩვეული ლოცვით მსახურებას აღვუვლენ უფალს. საკვებად მაქვს ფინიკის ნაყოფი, რომელიც უფლის ბრძანებით მოქვს ერთ ძმას".

10. ამ ამბის მოყოლისას შორს ლომი გამოჩნდა. მამა სიმეონის თანამგზავრები შიშმა შეიპყრო. მღვიმის პატრონი წამოდგა და ლომს ნიშანი მისცა, რათა სხვა მხარეს წასულიყო. ის დაემორჩილა, თუმცა მალე ფინიკის ტოტი მოიტანა, მერე კი მოშორებთ წამოწვა და დაიძინა. მასპინძელმა ფინიკი გაანაწილა, მწირებთან ერთად ლოცვა და ფსალმუნთგალობა აღარულა, რომელიც განთიადისას დასრულდა, მღვიმის პატრონმა გაუშვა უჩვეულო სანახაობით გაოცებული მოგზაურნი.

11. თუ ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენება, გაიხსენოს ილია წინასწარმეტყველის ცხოვრება და ყორანი, რომელსაც მასთან დილით პური მიჰქონდა, საღამოს ხორცი (მეფეთა 17-6), ყოველთა შემოქმედისთვის ადვილია, თავის მონებს შეუნარჩნოს სიცოცხლე სხვადასხვანაირი ხერხით. ის ამგვარად სამი დღე-ღამის მანძილზე იცავდა იონას ვეშაპის მუცელში (იონა 2). უფალმა ისე მოაწყო, რომ ხაროში ლომებს დანიელისა შეეშინდათ (დან. 6); მან აიძულა უსულო ცეცხლი, გონიერად ემოქმედა: მღვიმეში მყოფისთვის გაენთებინა, ხოლო მღვიმის გარეთ მყოფნი მოეწვა (დან. 3). თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობა არ მოითხოვს ღვთის ძალის მტკიცებას, რამეთუ ის ყველასთვის ცნობილია.

12. როცა მგზავრებმა სასურველ მთას მიაღწიეს, საკვირველმა კაცმა იმ ადგილას, სადაც მოსე ღვთის ხილვის ღირსი შეიქმნა (მან კი ღმერთი ნახა, იმდენად რამდენადაც მოკვდავ ბუნებას შეეძლო), მუხლნი მოიდრიკა და არ ადგა მანამდე, ვიდრე ღვთაებრივი ხმა არ მოისმინა, რომელიც მას მისადმი ღვთის კეთილგანწყობას ამცნობდა. მთელი კვირის მუხლდადრეკილს და უჭმელს ღვთის ხმამ უბრძანა, წინადაგებული საჭმელი უყოყმანოდ ეჭამა. გაიწოდა ხელი, სამი ცალი ვაშლი ჰპოვა და შეჭამა. კვლავ მოიკრიბა ძალები, ჩვეულებისამებრ მიესალმა თანამგზავრებს. ამის მერე კი უკან გაბრუნდა მხიარული და გახარებული, რომ მოისმინა ღვთის ხმა და იგემა ღვთივმიცემული საკვები.

13. სინას მთიდან დაბრუნებულმა სიმეონმა სიბრძნისმოყვარეთა ორი თავშესაფარი ააშენა: ერთი მთის მწვერვალზე, რომელზე უკვე ვისაუბრეთ და მეორე - მთის ძირში. შეკრიბა იქ სათნოებათა მოსაგრენი და ორივე სავანის მასწავლებელი და ხელმძღვანელი გახდა: ძმებს ასწავლა მტრის უკუქცვა, განამხნევა უმაღლესი მსაჯულის კეთილმოწლეობით, დაარიგა, რომ მამაცურად მდგარიყვნენ, მოყვასის მიმართ მდაბალნი და მტრების მიმართ დიდსულოვანნი ყოფილიყვნენ.

14. ამგვარად ასწავლიდა, ასე ცხოვრობდა, უამრავი სასწაული მოიმოქმედა, მრავალი სათნოებით გაბრწყინებულმა დაასრულა ეს დიდძნელოვანი წუთისოფელი და გადავიდა დაუსრულებელ და უდარდელ ცხოვრბაში, დასტოვა რა თავის მერე უკვდავი დიდება და ხსოვნა საუკუნო. ამ მამის სიცოცხლეშივე მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა სამგზის ნეტარი დედაჩემი, რომელიც ხშირად მიყვებოდა მის მოსაგრეობაზე. მე კი ახლა ვევედრები მას, შევთხოვ მფარველობას და შუამდგომლობას ღვთის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ, რამეთუ ღვთის კაცთმოყვარების მიმბაძველი უეჭველად შემისრულებს თხოვნას.

VII. პალადიოსი
1. სახელგანთქმული პალადიოსი სიმეონის თანამედროვე იყო, მისნაირდვე ცხოვრობდა და მეგობრობდა მასთან. ამბობენ, რომ ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს, დამოძღვრავდნენ და საღვთო მოშურნეობისკენ აღძრავდნენ ურთიერთს. პალადიოსი ხშირად დაეყუდებოდა ხოლმე თავის კელიაში, რომელიც დიდი და ხალხმრავალი დასახლების შორიახლოს მდებარეობდა, რომელსაც იმას ეძახდნენ. ზედმეტად ვთვლი ვისაუბრო ამ კაცის მოთმინებაზე, წამისა და ძილისგან თავშეკავებაზე და მოუკლებელ ლოცვაზე, რამეთუ ეს სიმეონის მსგავსი ღვაწლი იყო.

სამაგიეროდ, სასარგებლოდ ვთვლი ვისაუბრო მის მიერ მოხდენილ ერთ ცნობილ სასწაულზე.

ნეტარი თეოდორიტე კვირელის "ღვთისმოყვარეთა ამბების" მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat