შენს მიერ აღსრულებული საქმეები გამოგესარჩლებიან უკანასკნელ ჟამს
შენს მიერ აღსრულებული საქმეები გამოგესარჩლებიან უკანასკნელ ჟამს
მამა ონოფრეს დარიგებები. დადგა თომას ორშაბათი. თუმცა წმინდა სამების კალივის ბაღი დიდი არ არის - მასაც მოვლა უნდა. ავიღე ფოცხი, კალათა და მამა დამასკინის კალივიდან იქითკენ მივმართავ, ნეშომპალასთვის შარშანდელი ფოთლების მოსაგროვებლად წასვლის წინ დამასკინის კალივაში მცხოვრებ მამა სიმეონს ვკითხე, წმინდა სამების კალივის ბაღი როგორ ვიპოვო-მეთქი. გაიღიმა: "შენ იცი, რომ მე წმინდა დიმიტრის სკიტის მონაზონი ვარ, რომელიც ახლა თქვენ გეკუთვნით და ცარიელია, რადგან ჯერჯერობით არავინ იდო თავს იქ დასახლება. ბაღს კი დაინახავ, როცა მიუყვები კალივისკენ გზას, რომელიც მოძღვარმა მამა მათემ გააკეთა. იქ ახლაც ცხოვრობს მამა ელეფთერ მესკვნილე. თქვენს კალივას მთელი გარშემო კლდეები მიეკუთვნება. მაგრამ იქ სამუშაოდ ვინ ავა?"

ასე მითხრა ნეტარხსენებულმა მამა სიმეონმა. მოვიფიქრე, ავსულიყავი მაღლა, მეპოვა და მომეფოცხა ნეშომპალა, ამევსო კალათა და ზურგით წამეღო. გადავწყვიტე, ფოცხის სამერმისოდ დატოვება.

ასეც მოვიქეცი. ორშაბათი იყო, მეცხე ჟამი - ჭამის დრო, თუკი დღეში ერთხელ იკვებები. მომქონდა კალათა, თუცა ადრე ვფიქრობდი, რომ ლევთერიდან კალივამდე სწორი გზა იყო, დაღმართში თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გადავვარდნილიყავი. ბოლოს, მივაღწიე მამა მათეს მღვიმეს. უკვე მშვიდად შეიძლებოდა წასვლა. ფოცხი ზემოთ დამრჩა: დაღმართმა იმდნად შემაშინა, რომ მის ჩამოსატანად აღარ მივბრუნდი.

კალივაში შემეძლო მეტრაპეზა. მოძღვარი მოვიდა და მკითხა: "იცი, რას ამბობს ღირსი ეფრემი თავის ქადაგებებში? ახალგაზრდობისას მუდმივად ფხიზლად იყავიო". დაღლილ-დაქანცულს პასუხის თავი აღარ მქონდა.

არაქათგამოცლილს ძილი მომინდა და გადავწყვიტე, ნაშუადღევს ორი საათით წამეძინა. როცა წამოვდექი, მოძღვარმა დამოძღვრა დამიწყო: "ლობიოსთვის სასუქის ჩამოტანამ ერთ დღეში ასე როგორ დაგღალა? ახლა კი შენ ლობიოს ნათესზე ყოველდღიურად უნდა იზრუნო, რათა ბუგრმა ან მატლმა არ შეჭამონ. რამდენჯერ შესჭამ ლობიოს ივლისიდან ოქტომბრამდე? ალბათ ათჯერ. ყურადღებით იყავი, ბევრი წყალი არ მოასხა, რომ მცენარემ ლპობა არ დაიწყოს.

ვიდრე ნორჩი ხარ, ყურადღებით თვალს გადევნებს შენი სულიერი მოძღვარი. ამაზე დაწვრილებით წერს წმინდა ეფრემი.

მან უნდა გასწავლოს მღვიძარება, რომელიც ასულია სიმდაბლისმოყვარებისა, მისი ქალიშვილი კი მუდმივი ცრემლდენა, განკითხვა თავისა და მრავალი სხვა, რაზეც ჰყვებიან თავიანთ წიგნებში წმინდა მამები.

ფხიზლად იყავი, რომ არ დაკარგო ლოცვა, წიგნის კითხვა, მუშაკობა და ჭვრეტა. მათი ერთობლიობა კიბეა და მცველია. მათ ზეცაში აჰყავხარ.

დაიხედე ხელზე. ხუთი თითი გაქვს და არა ექვსი.

ცერა თითს "უფალო" დაუძახე, საჩვენებელს - "იესუ", შუა თითს - "ქრისტე", არათითს - "ძეო", ნეკს კი "ღვთისაო". მარადდღე მოიგონე ამ თითების აზრი და იმეორე ქრისტე მეუფეს უტკბილესი სახელი, მაშინ ნებისმიერ სამუშაოს, სიხარულით და მსუბუქად შეასრულებ.

ილოცე და მოუწოდე ღმერთკაცის, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელს. უფალი ჩვენი, ძე და სიტყვა ღვთისა, მხოლოდ იმიტომ განკაცდა, რომ შენ სულიწმინდის მიერ მისი ძმა და მისი მამის შვილი გამხდარიყავი.

ასე რომ, თვალი ადევნე შენს სიყმაწვილეს. შენს მიერ აღსრულებული საქმეები, გამოგესარჩლებიან უკანასკნელ ჟამს.

იფხიზლე და სიხარულით ავსებულმა ყველა ხმაზე აღმატებული ხმით, მოუწოდე ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს. იესოს სახელი ყველა ქმნილებათა თვალად არის წოდებული. როცა ეს სახელი გულში შევა, მონაზონს ყველა საქმისადმი ვარგისად გამოაჩენს. ასე რომ, ბოსტნისთვის მაღლა მოაგროვე სასუქი, ნუ დაგეზარება უფრო მაღლა ასვლა. მყუდროება ხომ იმას გვაწავლის, თუ რა არის შენი "შინაგანი კაცი". ეცადე, იგი განწმინდო ჩვენი უფლის უტკბილესი სახელის მოწოდებით. მაშინ შენი ჭკუა და გონება ისე განმტკიცდება, რომ ხსოვნა უფლისა არასოდეს გაგიქრება გულიდან. იგემე სიტკბოება უფლის სახელისა და მიხვდები აზრს ჩვენი უფლის სიტყვებისა: სადაც ორი თუ სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ.

მაშინ სიხარულით ავსებული შენს სულში აღორძინებული სურვილის დაკმაყოფილებას ვერ შესძლებ. მხოლოდ იმაზე ფიქრს იწყებ, თუ როგორ გამოისყიდა ეშმაკის ხელთაგან შენი სული ქრისტემ, თავისი დათხეული სისხლით.

აი, ის სულიერი სიტკბოება, რაზეც წერს ღირსი ნიკოდიმოსი.

ყმაწვილი უნდა ფხიზლობდე, რათა გზას არ აგაცდინოს სულის მტერმა. დაე, არ გითხრას, რომ სოფელში წადი უბრალო ხალხის დასამოძღვრად, ანდა მონასტრის დასაარსებლად. ეს უეჭველი საცთურია. უფალი სახარებაში გვაფრთხილებს, საცთურს არ აჰყვეთ, თორემ ეშმაკი გამოგიყვანთ მყუდროების მშვიდი ტბიდანო. და ვაი, მაშინ! მე კი, როგორც მოძღვარი, პასუხს ვაგებ შენი სულისთვის. ამიტომაც მოვალე ვარ, მონაზვნური ცხოვრების პირველი ნაბიჯი გასწავლო. მერე კი მყუდროების, მორჩილების და საკუთარი ნების მოკვეთით შენვე აუყვები ზევით მიმავალ ბილიკებს".

დამშვიდობებისას მოძღვარმა მითხრა, - მშვიდობიან მგზავრობას გისურვებო.

წმინდა სამების კალივის მამები. ერთ საღამოს ძალზე დამწუხრებული, ლამის სასოწარკვეთის პირას მისული ვიყავი. მაგრამ ყოვლადწმინდა ღმერთმა, რომელიც არ დაგვიტევებს მწუხარების ჟამს, ჩემი სულის ხსნა ინება.

ჩემმა სულიერმა დამრიგებელმა მამა ონოფრემ "სათნოებათმოყვარება" აიღო და ყოვლადწმინდა სამების კალივისკენ გაემართა. თვალები ცრემლითა ჰქონდა სავსე. გავიფიქრე, - ვაი, რომ მშვიდად დაძინება არ შემიძლია, შემჭამენ დარდები-მეთქი.

უეცრად მოძღვარმა მდაბლად წარმოთქვა: "დაიცა, მეგობარო, შეხედე, რა ხდება ცაზე. ხედავ, მთვარე დღეს სისხლივით როგორ წითელია. მრავალი უბედურება ელოდება კაცობრიობას, მაგრამ ჩვენ შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენი სულები მონანულნი და აღმსარებელნი მიიღოს".

განსაცდელისა და სევდის დათმენა აღარ შემიძლია-მეთქი, - ვუპასუხე მოძღვარს.

"მისმინე, მამა ქრისანთე, გინდა რაღაცა მოგიყვე? - მკითხა, მაგრამ გულამოსკვნილს სიტყვის დაძვრა აღარ შემეძლო. მამა ონოფრემ განაგრძო: - გახსოვს, რომ მონაზონი ჭიანჭველასავითაა, რომელიც არცა თესავს და არცა მკის, არამედ მარტო მზა მარაგს მიათრევს ბუდეში. მონაზონს რაც არ უნდა შეემთხვას, ის წავა სულიერ მამასთან, რომელიც მას გამზადებულ სულიერ ნაყოფს აძლევს, ანუ ადრინდელ ღირს მამათა საქმიანობის მაგალითებს ეტყვის. ისინი ადამიანურ, ძალაზე აღმატებულ ღვაწლს ეწეოდნენ იმ პატარა კელიაში, სადაც ახლა შენ ცხოვრობ.

ჰკითხე მამა ეფრემს, მამა ნათანაილის ძმას და გეტყვის, რომ ამ კელიაში უდიდესი მამები მოსაგრეობდნენ: წმინდა ახალმოწამე მაკარი და წმინდა ლუკა, რომელმაც ვნება დაითმინა მიტილინში. როცა კალივა დაცარიელდა, მამა ეფრემი წავიდა და იქიდან წამოიღო წმინდა მაკარის პატიოსანი თავი და უამრავი წიგნი. მაგრამ, წიგნებით სავსე კარადები იქ დარჩა. ეს წიგნები გვიმოწმებენ გონებისმიერი ლოცვის მუშაკ მამათა ღვაწლზე. ასეთი ლოცვა მონაზონს ზეციურ საიდუმლოთა ცოდნამდე აღამაღლებს.

გამიგია, რომ კოლივადების მოძრაობის დროს (კოლივადები - ხშირი ზიარების მომხრენი, - კ.კ.) წმინდა სამების ამ კალივაში დაყუდების ღვაწლს ეწეოდა მამა ნიფონტ ქიოსელი. მან იმდენად შეიყვარა ყოვლადსახიერი ღმერთი, რომ გონებას წამითაც არ აძლევდა მიწიერ საგნებზე ფიქრის ნებას. ზოგს ეშინოდა, ხიბლში არ ჩავარდესო და ურჩევდნენ, ცოტა ხნით მიეტოვებინა ლოცვა და ჭვრეტა და რაიმე მიწიერზე ეფიქრა. მამა ნიფონტი მზად იყო, ნებისმიერს დამორჩილებოდა, მაგრამ მიწიერზე მაინც ვერ ფიქრობდა! კოლივადების მოძრაობის გარშემო კამათი რომ გაჩაღდა, იგი იძულებული გახდა, ტირილითა და გლოვით წმინდა ათონი დაეტოვებინა. წავიდა კუნძულ იკარიაზე და წმინდა ხარების მონასტერი დააარსა. იყო კორინთის ეპისკოპოსის, წმინდა მაკარის მოძღვარი. მერე კუნძულ სკიაფოსზე გადასახლდა, სადაც ხარების სხვა მონასტერი დააარსა და იქვე შეისვენა უფლისა მიმართ 1809 წელს.

კალივის მღვიმეში, სადაც ახლა სასტუმროა მოწყობილი, ერთხელ წმინდა გერასიმე კეფალონიელმა, ორმოცი დღე უჭმელმა და უძინარმა გაატარა".

მამა ონოფრეს ამ სიტყვებით ჩემმა სულმა დიდი ნუგეში ჰპოვა: მთელი ჩემი მწუხარება თითქოს ერთი ხელის აქნევით განქარდა.

მეორე დღეს ჩემთან შემოვიდა მამა გაბრიელი ხარების ორსართულიანი კალივიდან და მითხრა, - წმინდა სამების კალივაში ყოველთვის სუფევს უდიდესი მადლმოსილი მყუდროება. წმინდა გერასიმემ იპოვა თავისი სულისთვის სასურველი ეს ადგილი და იქ ორმოცი დღე და ღამე გაატარაო.

სკიტელ მამათაგან ბევრი სხვა რამეც შევიტყვე წმინდა სამების კალივაზე და მთელი სულით ვმადლობდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომლის ხატებაც ერთხელ მე თითონვე ვნახე ძილში, მაგრამ ასე განვსაჯე, რომ არ უნდა მიმექცია ამისთვის ყურადღება: მე ხომ ზეციურ გამოცხადებათა ხილვის ღირსი არა ვარ.

სხვა დროს კი მამა ონოფრემ მიამბო ამავე კალივის ერთ მორჩილზე: "შენს კალივაში ადრე ერთი ძალზე გონიერი მორჩილი ცხოვრობდა. მუდამ შესწუწუნებდა მოძღვარს, - წავალ აქ ყოფნა მეტი აღარ შემიძლიაო. მერე მორჩილი სოფელს დაუბრუბდა. მამები შეწუხდნენ, - საცოდავმა ჩვენმა ძმამ თავის გულისთქმას დაუჯერა და არ ირწმუნა, რომ მას შეეწეოდა, ყველა ის უცნობი მამა ვინც თავიანთი ლოცვით განწმინდა ეს პატარა კალივა. შეუძლებელია რომ მათმა მხურვალე ლოცვებმა მას დაღუპვის ნება მისცენო.

გავიდა რამდენიმე წელი. ის მორჩილი დაბრუნდა. მძიმედ დაავადებული ნელ-ნელა, გაჭირვებით მიუყვებოდა სკიტის ბილიკს და ყველა გზადშემხვედრ მამას შენდობას სთხოვდა: "მამებო და ძმებო, შემინდეთ მე, მტრის მხარეზე გადასულს". მოძღვარმა ის დიდი სიხარულით მიიღო და ადიდებდა ღმერთს.

მაგრამ სნეულება მძიმედ სტანჯავდა მორჩილს: სატანჯველი გამზადებულია ცოდვილთათვის და უპირველესად ურჩი მორჩილებისთვის, რომელთაც უარყვეს ანგელოზებრივი სქემის აღთქმები".

ძმას სკიტელი მორჩილები ნახულობდნენ. ის მათ მხოლოდ ერთს ეუბნებოდა, - მამებო და ძმებო, ფხიზლად იყავით. ნუ დაამცირებთ მორჩილებას. ხედავთ, როგორ მიჭირს ახლაო.

მონანიების მერე ეს მორჩილი ეზიარა ქრისტეს წმიდა საიდუმლოს და გადასახლდა ამ წარმავალი სოფლიდან მაცხოვნებელ მარადისობაში.

ამას იმიტომ გიყვები, რომ იცოდე, შენ მცირე არქოდარიკში იმავე საწოლზე წევხარ, რომელზეც ის გზაარეული მორჩილი იტანჯებოდა და გარდაიცვალა, რომელმაც გულწრფელად შეინახა და თავისი ცხოვრება საკუთარი მოძღვრის საფარველქვეშ დაასრულა".

მიამბო წმინდა სამების კალივის სხვა მორჩილის თავგადასავალიც: "აქ იყო მორჩილი, რომელსაც სასოწარკვეთის ეშმაკი მორეოდა და სრული უნუგეშობისკენ უბიძგებდა.

ერთხელ, მზის ჩასვლისას, როცა დიონისიტის მონატერში საზეიმო წირვა აღესრულებოდა წმინდა ნათლისმცემლის პატივად, მან იფიქრა: "წავალ, ქვაზე მაინც ჩამოვჯდები და ფეხებს ვაქნევო".

წამოდგა, აცოცდა ლოდზე და ფეხების ქნევა დაიწყო. მორჩილი სასოწარკვეთას ჰყავდა შეპყრობილი და ძლივსღა ლოცულობდა გონებით.

იმ დროს ეშმაკთა ერთმა ლეგიონმა დატოვა სოფელი და დიონისიატის მონასტერს მიადგა საზეიმო ღვთისმსახურებაზე ძმათა საცთუნებლად. ერთმა ეშმაკმა უთხრა სხვებს: "ხედავთ იმ შავ წერტილს. კლდეზე ვიღაც ზის. წავალ და დავცინებო". სხვებმა გააფრთხილეს: "ნუ მიხვალ, თორემ დაიწვებიო".

ეშმაკმა მონაზვნის სახე მიიღო, მიუახლოვდა მორჩილს და ჰკითხა:P- აქ რას აკეთებო. აბა, რა ვქნა, - მდაბლად უპასუხა მორჩილმა, - სასოწარკვეთას შევუპყრივარ და ფეხების ქნევის გარდა, სხვა არაფრის მიძღვნა აღარ შემიძლია ჩემი უფლისთვისო.

ეშმაკი ამ თავმდაბლური სიტყვების გაგონებისთანავე მოშორდა მას და თავისიანებს დაუბრუნდა. სხვა ეშმაკებმა უთხრეს: - განა არ გაგაფრთხილეთ, მას არ მიუახლოვდეო?

ეს ამბავი ადგილობრივი გადმოცემიდან ვიცით. მამები მას უყვებიან იმ მორჩილებს, რომელთაც არ ძალუძთ თავიანთი სულიერი მოვალეობების შესრულება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat