საუკუნო ნათელი
ღირსი გრიგოლ სინელის მოწაფე აარონი ბრმა იყო. წმინდა გრიგოლი ხშირად უხსნიდა მას, რომ ხორციელ თვალთა სიბრმავე არა მარტო განწმენდს სულიერ თვალს, არამედ საუკუნო ნათელს მისცემს მათ, ვინც მას მადლიერებით დაითმენენ. აარონმა უფალს სულიერი თვალის ახელა შესთოვა. ღმერთმა მოხედა მის სიმდაბლეს: მას სულიერი თვალნი იმდენად აეხილა, რომ მეტად აღარ სჭირდებოდა ხორციელი თვალებით ცქერა. მეგზურიც აღარ უნდოდა. ის შორს მყოფთა ქცევასაც ხედავდა. ერთხელ ის ბერ იაკობთან ერთად ერთ მონაზონთან მიდიოდა. ჯერ კიდევ შორს იყვნენ იმ ბერის კელიიდან, რომ აარონმა უთხრა იაკობს: "მონაზონს, ვისთანაც მივდივართ, ხელთ წმინდა ოთხთავი უპყრია და სახარების ამა და ამ თავს კითხულობსო". როცა კელიაში შევიდნენ, მონაზონი მართლაც სახარების იმ თავს კითხულობდა... - მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი