ერთხელ წმინდა არსენ კაპადუკიელთან ბრმა მუსლიმანი მიიყვანეს, სახელად ფატიმა, რათა მისთვის ლოცვა წაეკითხა. ოთხშაბათი იყო, ამ დღეს წმინდა არსენი დაეყუდებოდა და ხმასაც კი არავის სცემდა.
თანამგზავრებმა ქალი მიატოვეს, თვითონ კი სოფელში წავიდნენ. ამ დროს ერთი ფარასელი ხელმოგრეხილი ქალი მოვიდა, მამა არსენის კელიის ზღურბლიდან მიწა აიღო, ხელზე წაისვა და განიკურნა (ასე იქცეოდნენ ფარასელები, როცა მამა არსენი დაეყუდებოდა ხოლმე). ბრმა ქალს თვალი რომ მოჰკრა, ჰკითხა, აქ რას უცდიო. ფატიმა თავის გასაჭირს მოუყვა: დროს რად კარგავ? არ იცი, რომ მამა არსენი ოთხშაბათ-პარასკევს კარს არ აღებს? აიღე ზღურბლიდან მიწა, თვალებზე წაისვი და განიკურნებიო.
ფარასელი თავის საქმეზე წავიდა. მოსმენილით გაოგნებულმა ფატიმამ ხელის ცეცებით ძლივს მიაგნო ზღურბლს, მიწა თვალებზე წაისვა და უკვე დაბინდულად დაინახა. გახარებულმა კარებზე ბრახუნი დაიწყო. მამა არსენმა გამონაკლისი დაუშვა, გააღო და ჰკითხა, - რა გინდაო. ქალმა აუხსნა, მაშინ მამა არსენმა აიღო სახარება და ფატიმას თავზე წაუკითხა. იგი მაშინვე განიკურნა. ქალი ფეხებში ჩაუვარდა წმინდა არსენს და ფეხებზე დაუწყო ამბორი. მამა არსენმა შეაჩერა და უთხრა: "თუ თაყვანისცემა გინდა, მე კი ნუ მეთაყვანები, ქრისტეს ეთაყვანე, რომელმაც მხედველობა მოგცაო".
გახარებული ქალი სიხარულით გაიქცა თანამგზავრებთან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი