მეწაღე პანაიოტისმა, ძალზე ღვთისმოშიშმა კაცმა, მხედველობა დაკარგა. კაცი საკუთარ თავზეც ჯავრობდა და ოჯახზეც, რომელსაც მატერიალურად ძალზე გაუჭირა.
ის მხურვალედ ევედრებოდა წმინდა მღვდელმთავარ დიონისე ზეკინთელს. და აი, თავის დღესასწულამდე სამი დღით ადრე, 14 დეკემბერს, წმინდანი გამოეცხადა ძილში და უთხრა: - შვილო, გამხნევდი, სამი დღის მერე განიკურნებიო. მართლაც, სამი დღის მერე, როცა წმინდა დიონისეს ნაწილები მის სახლთან აატარეს, მას თვალთ აეხილა.
ერთი ქალბატონი დიაბეტით დაავადდა და მხედველობა დაკარგა, მაშინ ის სამოცი წლისა იყო. ქრისტეშობამდე სამი დღით ადრე მან თვალზე მალევის ღვთისმშობლის ხატის კანდელის ზეთი იცხო. ორი-სამი საათის მერე იგრძნო, თითქოს თვალში ვიღაცამ ჩაარტყა და აექავა. უეცრად ცხადად დაინახა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საწოლის წინ ეკიდა - მას მხედველობა დაუბრუნდა.
* ერთხელ წმინდა სერაფიმე ვირცელთან ერთი ბრმა ქალი მივიდა და ჰკითხა:
- შემიძლია განვიკურნო?
- ღამით თვალებზე არტოსი მიიმაგრე და ძილის წინ სამჯერ წაიკითხე მრწამსი.
ქალი ასე მოიქცა, დილით, როცა გაიღვიძა თვალი აეხილა. სხვა ბრმამ სცადა კურთხევის გარეშე ამგვარად განკურნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი მომხდარა.
დიდი მადლმოსილი მამა იყო ზენონ ალავერდელი. ერთხელ ერთ კაცს თვალის ჩინი დააკლდა და ბოლოს დაბრმავდა. შეეწყალა მღვდელმთავარს, ილოცა მისთვის, თავზე ხელები დაასხა, დიდი ლოცვის მერე პატიოსანი ჯვარი დასახა. კაცს ღვთის მადლით თვალნი აღეხილა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი