ეს ამბავი 1530 წელს მოხდა კუნძულ კორფუზე. ერთი 14 წლის ყმაწვილი, სტეფანე, ქალაქ კორფუდან შინ ბრუნდებოდა, გზაში თანამგზავრები გაიჩინა.
ერთ ადგილას თანასოფლელებს შეხვდა - ფქვილის ტომრები მიჰქონდათ. სტეფანეს თანამგზავრებმა მათ ტომრები წაართვეს, ყური არ უგდეს სტეფანეს თხოვნას, ხელი არ ახლოთ ამათო და გაიქცნენ. მეზობლებმა სტეფანეს ყაჩაღობა დააბრალეს, დაიჭირეს და კორფუში მმართველს მიჰგვარეს. სტეფანე ირწმუნებოდა, უბრალო ვარო, მაგრამ ვინ უსმინა?! მმართველმა მას შესთავაზა, აირჩიე სასჯელი: ან ხელის მოჭრა, ან თვალთა დათხრაო. სასოწარკვეთილმა სტეფანემ თვალების დათხრა ირჩია. საცოდავმა დედამ შვილი ეკლესიასთან მიიყვანა. მოწყალებას ითხოვდა, რომ შინ დაბრუნება შესძლებოდათ, მაგრამ ზედაც არ უყურებდნენ. მაშინ დედამ შვილი კასიოპეს ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა. ღამის გასათევი არ ჰქონდა და მხოლოდ ტაძარში დარჩენის უფლება მისცეს.
დარდით დაღლილ დედას ჩაეძინა. ბიჭს დროდადრო აღვიძებდა თვალის ტკივილი. შუაღამისას ყვირილით წამოხტა - ცხადად იგრძნო, რომ ვიღაცამ თვალებზე ხელი დაადო. დედა გააღვიძა - კანდელი ჩამქრალაო. კანდელი მართლაც ჩამქრალიყო, მაგრამ როგორ ნახავდა! ვხედავო, უთხრა შვილმა დედას. ქალმა სახეზე კვარი მიანათა - ბიჭს ძველებურად ორივე თვალი საღი ჰქონდა, ოღონდ ადრინდებურად წაბლისფერი კი არა, ცისფერი. ქალის ყვირილზე ეკლესიის მცველმა მონაზონმა მოირბინა. ამ სასწაულით მან მმართველი ამხილა უსამართლობაში. ბალბი (ასე ერქვა მმართველს) ბიჭის სანახავად წავიდა. ეჭვი კი შეეპარა სასწაულში, მაგრამ ბიჭს თვალებზე აშკარად ეტყობოდა რკინის მარწუხების კვალი, რომლითაც მას თვალები ამოაცალეს. თანაც ჯალათის ამოკვეთილი წაბლისფერი თვალის კაკლები ჯერ კიდევ სათლში ეყარა. მმართველმა სტეფანეს შენდობა სთხოვა, კასიოპეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი კი განამშვენა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი