მამა ამბერკის ისე ეშინოდა ღვთისა, რომ როცა ლიტურგიას აღავლენდა, მხოლოდ წინ იყურებოდა და გვერდით არ გაიხედავდა
მამა ამბერკის ისე ეშინოდა ღვთისა, რომ როცა ლიტურგიას აღავლენდა, მხოლოდ წინ იყურებოდა და გვერდით არ გაიხედავდა
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამა ამბერკი. მინდა ცოტაოდენი მოგითხროთ ჩემი მოძღვრის, მამა აზარიას სულიერ დამრიგებელსა და მოძღვარზე, მამა ამბერკიზე. მან მე დიდი სქემა შემმოსა წმინდა სამების კალივაში მაშინ, როცა მთელმა მთაწმინდამ შეიტყო ნათლისმცემლის კალივიდან ჩემი წასვლის ამბავი. სასოწარკვეთილს წმინდა ანამ გამომიწოდა შეუმუსრავი ხელჯოხი - მამა ონოფრე, მორჩილი ნეტარხსენებული მამის, მინა შავმთელისა.

ერთხელ დასასვენებლად მივსხედით და ჩემმა მოძღვარმა, მამა აზარიამ მოყოლა დაიწყო: - უნდა იცოდე, რომ ჩვენი მოძღვარი მამა ამბერკი წარმოშობით ანქილიელია და მისი მშობლიური ენა ბულგარულია. ბერძნულადაც უშეცდომოდ საუბრობს. იგი სმირნელი მიტროპოლიტის ბასილის ძმისწულია. მიტროპოლიტს ისეთი კადნიერება ჰქონდა ყოვლადსახიერი ღვთის წინაშე, რომ თვით თურქებიც კი, როცა მძიმედ ავადდებოდნენ, მიდიოდნენ მასთან და იკურნებოდნენ.

განსაკუთრებული კრძალვით ეპყრობოდა მიტროპოლიტ ბასილს სმირნაში თურქეთის ნაცვალი, რომელსაც "სმირნელ გიაურს" ეძახდნენ. მას ისე უყვარდა ქრისტიანები, რომ სახელოსნოებს მთელ ქალაქში მხოლოდ რომაელები ფლობდნენ.

ლუთერისა და კალვინის მომხრეები, რომელთაც უბრალო ხალხში "ევანგელისტებს" ეძახიან, ერთ-ერთ სახლში სალოცავად იკრიბებოდნენ, რათა დაფარულად ეღიარებინათ თავიანთი ერესი. ბოლოს გათამამდნენ და სახლის შესასვლელს დააწერეს: "ბერძნული ევანგელისტური ეკლესია".

ბასილი სმირნელმა ეს გაიგო და ერთ კვირადღეს მათთან მივიდა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების ახსნა და ლუთერისა და კალვინის ცდომილების მხილება დაიწყო. მათ არ დაუჯერეს. რამდენიმე დღის მერე ეპისკოპოსი კიბით ხელში მიადგა სახლს, გადაშალა წარწერა და წააწერა: "ლუთერანულ-კალვინისტური ეკლესია, უფრო სწორად, ეშმაკის ცრუეკლესია და არა ქრისტესი". მიტროპოლიტი ბასილი იმდენად მოშურნე იყო რწმენის დაცვისას, ბევრჯერ დამუქრებია მოწამეობა.

ბიძა-ძმისწულს ამ უკანასკნელის ათონზე წასვლის მერეც ჰქონდა ურთიერთობა. როცა მიტროპოლიტმა შეიტყო, რომ წმინდა ნათლისმცემლის კალივაში წყლის ხის ღარები იყო, თუნუქის მილები იყიდა და გაუგზავნა. ასევე უყიდა ქორკანდელი, რომელიც დღესაც იქ არის.

- ჩვენ უპოვრები ვართ, - განაგრძო მამა აზარიამ, - კალივაში დაკრეფილი ლიმონისა და ფორთოხლის ფულით წლის სარჩო ხორბალს ვყიდულობთ, კარიესში იშვიათად დავდივართ. როგორც გვითხრა ნეტარხსენებულმა მამა ამბერკიმ: - წმინდა ანას მონაზონი არ უნდა გასცდეს სკიტის გალავანს, რათა არ დაკარგოს მოქმედ სათნოებათა სიჩქარე: მონაზონი ხომ მხოლოდ ასე შეძლებს შინაგანი მუშაკობის სიმაღლეებზე ასვლას.

მასთან ბევრი მიდიოდა აღსარებაზე. ბევრმა მასთან სიარული იწყო წმინდა ანას მცირეს სკიტის, აღდგომის კალივის მოძღვრის, ნეტარხსენებული მამა საბას გარდაცვალების მერე. რადგან ის ყველას ემორჩილებოდა, მზად იყო, უმალ გამოხმაურებოდა ნებისმიერ თხოვნას. ყველა მამამ იცოდა, რომ მისი მორჩილება წუნდაუდებელი იყო და მასში საკუთარი ნების ნასახიც არ გახლდათ დარჩენილი. ათონის წმინდა მთის ძველი განრიგის მიხედვით, ისინი დადიოდნენ მასთან, რჩევას იღებდნენ და ბოროტ გულისთქმათაგან თავისუფლდებოდნენ.

ერთ-ერთი ამ მოწაფეთაგანი მამა კესარია და სხვები ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველნი მსახურებდნენ. ისინი ამით ჰბაძავდნენ თავიანთი მოსაგრეობის ტრადიციის მოთავეს, ილარიონ ივერიელს, რომელიც დაყუდებულობის ღვაწლს ეწეოდა დიონისიატის მონასტრის ზემოთ, პტოხოპროდრომზე. მერე კი განდეგილობის ღვაწლს შეუდგა და გაემგზავრა აღდგომის კალივაში, სადაც გარდაიცვალა მისი მორჩილი, მოძღვარი მამა საბა.

მამა ამბერკი ყველაფერში ჰბაძავდა თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს და მამა მინა შავმთელს. მის ბაგეთაგან არასოდეს გამოსულა არც ერთი თავშეუკავებელი სიტყვა.

მამა ამბერკი ნებისმიერ გამვლელს მასპინძლობდა. როცა მწირი კარებზე დაუკაკუნებდა, უღებდა და ხის ლანგარი გამოჰქონდა, რომელზეც ეწყო 5-6 ცალი ლეღვი და წყლიანი კათხა, მერე თაყვანს სცემდა სტუმარს და გარბოდა, რათა საუბარი არ გაება, ღმერთთან ერთობა არ დაეკარგა.

როცა სკიტში საერთო სამუშაო იყო ("პანკინია"), ნებისმიერ საქმეს პირველი შეუდგებოდა ხოლმე. ყოველთვის ჰქონდა ხელჯოხი და არ დაუტევებდა სიყვარულის მორჩილებას. მამები ეუბნებოდნენ: - ჩვენო სულიერო მამა, უკვე მოხუცი ხარ. ყოველდღე ლიტურგიას ატარებ, ყოველდღე ხმელ პურსა და წყალზე ხარ, რამე არ დაგემართოს. შენი სხეული მაინც შეიწყალე, რომ კუბოს ფიცრამდე გემსახუროსო. ის თვალცრემლიანი მკაცრად პასუხობდა: "ჩემო მამებო, თუმცა მოხუცებული ვარ, მაგრამ მორჩილება მაინც უნდა აღვასრულო, რათა უწესოდ არ გამოვჩნდე, როცა სული გასცილდება სხეულს, თორემ სატანჯველს მიმცემენო".

მამა ამბერკიმ მრავალი დამოძღვრა და აცხოვნა. მათ შორის ერთი სმირნელი ახალგაზრდაც იყო. მან მამა ამბერკის სათნოებებზე შეიტყო მისი ბიძის, მეუფე ბასილი სმირნელისგან.

ეს ახალგაზრდა სნეული იყო. მამა ამბერკიმ უთხრა: - ძვირფასო მეგობარო, ძალზე სუსტი ხარ და სკიტში ცხოვრებას ვერ შეძლებო, მაგრამ მან: "მე მეუფე ბასილის მორჩილებაში ვარ, თუმცა ფილტვები სუსტი მაქვს". რამდენიმე წლის მერე აღმოჩნდა, რომ სმირნელს ტუბერკულოზი სჭირდა. მამა ამბერკიმ ვერ შეძლო მისთვის განსაკურებული რეჟიმი შეექმნა, რადგან ეს სკიტის ტიპიკონის დარღვევა იქნებოდა. ამიტომაც ახალგაზრდამ სოფელში წასვლაზე კურთხევა სთხოვა. მამა ამბერკიმ უარი უთხრა. ახალგაზრდამ ჰკითხა: "უკვე საკუთარ სულზე უნდა ვიფიქრო?" - "დიახ, უკვე დროა".

დადგა სულისა და ხორცის გაყრის ჟამი. ყოვლადსახიერმა ღმერთმა იქ მცხოვრები მამების და მათი მორჩილების გულისხმისსაყოფად დაუშვა, რომ ჯერ კიდევ სხეულში მყოფ სულს საზღვრები გაევლო. სული უხილავ ჯალათებს ყველაფერზე "არას" ეუბნებოდა. მხოლოდ ერთხელ მოეღუშა სახე და "კიო", უთხრა.

მამა ამბერკის როგორც კი ეს მოესმა, ჰკითხა მომაკვდავ მორჩილს, - რა ხდება შენს თავსო. მამაო, მე სმირნაში წმინდა ფოტინეს ტაძრის ხაზინადარის თანაშემწე ვიყავი, ერთხელ, როცა საარსებო საშუალება არ მქონდა, ფეშხუმიდან სამი გროში მივითვისე. ამიტომაც არ შეუძლია ჩემს სულს სხეულიდან გამოსვლაო. მოძღვარმა ჰკითხა, - ფული რომ დავაბრუნო, შენი სული განთავისუფლდებაო? "დიახ", - დარწმუნებით უპასუხა ახალგაზრდამ.

როცა სკიტელმა მამებმა ამის შესახებ შეიტყვეს, გროშები შეაგროვეს. მამა ამბერკიმ ეს ფული მონასტრის სალაროში შეიტანა. უკან დაბრუნებულს ახალგაზრდამ სიხარულით შესძახა: "გმადლობ შენ, მამაო, გმადლობ შენ, სმირნელო წმინდანო, იმისთვის, რომ დაგმორჩილდი და მოვედი ამ წმინდა ადგილას, სადაც ამდენი წმინდა მამა გაბრწყინდა! ისინი მელიან, რათა გააცილონ ჩემი სული", - თქვა და სული ჩააბარა ღმერთს. სახე თოვლივით გაუსპეტაკდა და იქ მყოფმა მამებმა მას ნეტარი უწოდეს.

რამდენიმე წლის მერე მამა ამბერკიც მოუძლურდა. მის უკანასკნელ წუთებზე მამა კონსტანტინემ მომიყვა.

"იფხიზლე, - მეუბნებოდა იგი, - კანონის შესრულება არასოდეს გამოტოვო. შენი მოძღვარი მამა ამბერკი კვდებოდა. მღვდლები მივედით და ზიარება ვუბრძანეთ. "ჩემი ზიარება როგორ შეიძლება, მამებო, ერთი კვირაა, ლოცვა არ წამიკითხავსო" და არ ეზიარა, რათა ტიპიკონი არ დაერღვია".

მამა ამბერკის ისე ეშინოდა ღვთისა, რომ როცა ლიტურგიას აღავლენდა, მხოლოდ წინ იყურებოდა და გვერდით არ გაიხედავდა.

მამა გერმანე. მამა გრიგოლის წმინდა მართალი ანას მცირე სკიტში წასვლამ მამა ამბერკი ძალზე შეაწუხა, რადგან მარტო რჩებოდა წმინდა ნათლისმცემლის კალივაში. ამიტომაც ნება დართეს, რომ მათთან ერთად მის ბიძაშვილს, მამა გერმანეს ეცხოვრა.

მამა გერმანე ღვთაებრივი სიყვარულით ბრიალებდა. იგი ერში საქადაგებლად ემზადებოდა. მიიღო უფლება, რწმენის შესახებ ესწავლებინა ურწმუნოთა მიერ შევიწროებული ალექსანდრიის ქრისტიანებისთვის. ქადაგებისას თავისი ხუთი მოწაფე მონაზვნად აღკვეცა და მცნებად მისცა, მუდამ ერთად ყოფილიყვნენ, ერთ სახლში ეცხოვრათ და ხელსაქმით გაეტანათ თავი. მალე ალექსანდრია ინგლისელების ხელში გადავიდა. მამა გერმანეს ეშინოდა, რომ ინგლისელები თემის დაშლას უბრძანებდნენ, იწყო ქუჩებში ცხენის ნაკელის შეგროვება, რომელსაც ყიდდა და აღებული ფულით მონაზვნებისთვის საჭმელს ყიდულობდა.

როცა ალექსანდრიაში საქმე მოაგვარა, მამა გერმანე მთაწმინდაზე დაბრუნდა. სამახსოვროა მისი ბრძნული სიტყვები: "ნებისმიერმა მთაწმინდიდან გამოსულმა უნდა დამოძღვროს დამონებული ქრისტიანები, რათა ისინი ხელში არ შერჩნენ სხვადასხვანაირი უცხო რწმენის მქადაგებლებს".

მამა ამბერკიმ უკან დაბრუნებულ ძმას უთხრა: "აქ ვერ დაგტოვებ, რადგან აუცილებლად დაუწყებ ძმებს იმის მოყოლას, რაც სოფელში ნახე, რაც მათთვის მხოლოდ საზიანო იქნება".

მამა გერმანე კარიესში დასახლდა, სადაც მთაწმინდური კავიის ტიპიკონით ცხოვრობდა (კავია მცირე ოთახია სამზარეულოსთან ერთად. როგორც წმინდა ნიკოდიმოსი "ათონელ მამათა ლოცვაში" გვეუბნება, "კავიოტები" ჰქვიათ იმ მონაზვნებს, რომლებიც ძილს თოკებზე (კავი - ბერძნულად) ჩამოკიდებულნი ებრძვიან, აქედან წარმოდგა სიტყვა "კავიოტი").

ბევრი ერისკაცი და მთაწმინდაზე მომუშავე მიდიოდა მამა გერმანესთან კავიაში და აღსარებას ეუბნებოდა. ის ყველა სტუმარს სიყვარულით და სიხარულით ხვდებოდა. ამზადებდა მათ, ემსახურებოდა და მოძღვრავდა, რომ რწმენაში მტკიცენი და ქრისტესთვის სისხლის დათხევისთვის გამზადებულნი ყოფილიყვნენ, რათა სამოთხის მკვიდრნი გამხდარიყვნენ და არა ქრისტეს მოღალატენი წამიერი ნუგეშისა და სიმშვიდისთვის. "თავი შორს დაიჭირეთ ლათინებისა და ე.წ. სახარების რწმენის ქრისტიანებისგან, რამეთუ ისინი ცხვრების ტყავში გახვეული მგლები არიან. მათზე ყველაფერი წერია სახარებაში, მათი მოძღვრება საუკუნო სატანჯველში აგდებს კაცს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat