მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს მის აქვე დამსჯელ ღმერთს, რათა მომავალ საუკუნეში სამუდამოდ არ დაისაჯოს
მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს მის აქვე დამსჯელ ღმერთს, რათა მომავალ საუკუნეში სამუდამოდ არ დაისაჯოს
წმინდა მაკარი ოპტელი, დაფარულთმცოდნელი. "1846 წლის მარტში, - იხსენებს ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ივან კირეევსკის მეუღლე, - მაკარი დოლბინში გვესტუმრა. ჩემმა ქმარმა პირველად ჩააბარა მას აღსარება. იმავე წლის ოქტომბერში ქმარმა მითხრა: "მამა მაკარს წერილი მივწერე, ბევრი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეკითხვა დავუსვი. უთუოდ გაუჭირდება პასუხის გაცემა". ამ საუბრიდან ერთ საათსაც არ გაევლო, რომ ფოსტით მამა მაკარის ორი წერილი მივიღეთ. "ეს რას ნიშნავს? მამა მაკარს ჩემთვის წერილი არასოდეს მოუწერია", - თქვა ქმარმა. წერილის კითხვისას სახე თანდათან ეცვლებოდა. მერე მითხრა: "საკვირველია, საოცარია! ეს რა არის? წერილში ყველა იმ კითხვაზეა გაცემული პასუხი, სულ ახლახან რომ მივწერე".

უხრწნელი სხეული. მამა ანატოლი (პოტაპოვი) მამა მაკარის საფლავის გვერდით დაკრძალეს (მამა მაკარის გარდაცვალებიდან 62 წლის მერე). როცა მიწას თხრიდნენ, ღირსი მაკარის საფლავი ჩაიქცა, კუბო გაიხსნა და წმინდა მამის სხეული უხრწნელად შენახული იხილეს.

დარიგებანი. "მოწყალების თვისება არის ყოველი ქმნილებისადმი სიყვარულით ანთებული და კეთილისმსურველი გული. მოწყალება მხოლოდ რაიმეს გაცემა კი არ არის, არამედ თანაგრძნობაცაა, როცა ვხედავთ რაიმეთი გატანჯულ ადამიანს, შეგვიძლია მისი დახმარება და ვეხმარებით".

"ჩვენი ცხონებისთვის მარტო რწმენა არ არის საკმარისი, საქმეებიც საჭიროა. პავლე მოციქულის სიტყვები: "საქმითა სჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი", - ეხება ძველაღთქმისეულ მცნებებს. სწავლება იმისა, რომ განმართლება (ცხონება) საქმეების გარეშე, მხოლოდ რწმენით მოიპოვება - არის ლუთერანული, არამართლმადიდებლური. ცდება ის, ვისაც რწმენის დროსაც კი თავისი საქმეების იმედი აქვს. ცხონებას ჩვენი მაცხოვრის დამსახურებანი გვიბოძებენ!"

"იმისთვის, რომ ჩვენი გული ღვთის მცნებებისაებრ გამოვასწოროთ, უნდა ვთხოვოთ უფალს შეწევნა - უმისოდ არაფრის ქმნა არ შეგვიძლია".

"გამოსწორების მსურველი, მაგრამ ვნებებისგან ძლეული, მიიღებს ამ გამოცდას, რათა დაიმდაბლოს თავი და თუნდაც უნებურად, ამით მიიზიდოს ღვთის მადლი".

"ვნებების სუსხის გამო გაჩენილი შფოთი და სასოწარკვეთა ნიშანია სულიერი სიამაყისა. არ უნდა გავახაროთ მტერი შფოთითა და სასოწარკვეთით, არამედ ამოვიდეთ სიმდაბლის სიღრმიდან, დავინახოთ საკუთარი უძლურება, წარმოვიდგინოთ თავი უფლის წინაშე და შევწიროთ სინანული. სჯობს მუდამ ვინანიებდეთ, ვიდრე სასოწარკვეთით ვმდაბლდებოდეთ; სინანულითა და სიმდაბლით მივიზიდავთ ღვთის მადლს და შეწევნას მისას".

"ცხოვრებისეული ღელვისას ადამიანებთან ურთიერთობით ანუ ღვთის მცნებათა აღსრულებით საშუალება გვეძლევა, ჩვენი სულისთვის ვიზრუნოთ. აბა, მათ როგორ აღვასრულებთ, თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ გვექნება?"

"უფლის სწავლება და თვითონ მისი ცხოვრება არის სიმშვიდე და სიმდაბლე, რომლის სწავლაც მისგანვე გვემცნო. ჩვენი უბედურების მიზეზი სიამაყეა, ყველა სიკეთის შუამდგომელი - სიმდაბლე".

"როგორ შეიძლება გულისშემუსვრილების წუთიერი გრძნობა ღვთის სიყვარულად ჩავთვალოთ? გონება ამით იდუმალად მიიტაცება და შეიძენს მედიდურობასა და სიამაყეს, და სხვა ყველაფერს მოაკლდება, სიმდაბლის ადგილი იქ არ არის. ღმერთმა გიჩვენათ, რომ მისი მადლი ჩვენთან არის და წაგვართვა, რათა თავი არ ავიმაღლოთ; თუმცა მთლიანად არ მოგვაკლო და დაფარა ჩვენგან, რათა სიმდაბლით შევუვრდეთ მას. უფალს ნებავს, რომ ზოგჯერ დაუშვას ჩვენზე განგრძობილი ბნელი, სიცივე და სულიერი სიმძიმე, რათა საკუთარი თავი ყველაზე უარეს და უკანასკნელ ადამიანად ჩავთვალოთ, საკუთარი თავი ნუგეშისცემის ღირსად არ მივიჩნიოთ და არც ვეძებოთ ის; სწორედ ეს არის სრულყოფილი, თავმდაბლური მინდობა მაცხოვრისადმი. ის წამების გზებით მიდიოდა და თვით ზეციური მამისადმი თავის ლოცვაში წარმოთქვა: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე" (მათე 16,38), მაგრამ მიენდო მის ნებას და ჩვენც გვიბრძანა, ჯვარცმის გზით გვევლო და არა სიხარულისა. როცა ფიქრობთ, სანუგეშო გრძნობებში ღვთის სიყვარული იპოვოთ, ეძებთ არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ნუგეშინისცემას, ტანჯვის გზას კი თავს არიდებთ და სულიერი ნუგეშის გარეშე თავი დაღუპული გგონიათ. პირიქით კია, სულიერი ნუგეშის უქონლობა დაგვამდაბლებს..."

"იმაზე წუხხარ, რომ ვერ აღასრულებ ღვთის მცნებებს და გეშინია, შენი ცხოვრება მხოლოდ სურვილებში თუ ჩაივლის, არ გეცოდინება, როგორი აღსასრული გექნება; ისააკ ასური ამბობს: "ჯილდო მცნებათა აღსრულების გამო კი არა, სიმდაბლისთვის მიენიჭება..."

"სათნოებათა აღსრულებისას თითოეული მათგანი სიმდაბლით განამყარე, რომელსაც ამბა დოროთე "დუღაბს" უწოდებს: ისევე, როგორც სახლის შენებისას ქვა ან აგური ერთმანეთზე ეწყობა, დუღაბით მტკიცედ შეიკვრის, ხოლო უდუღაბოდ ჩამოიქცევა, ასევე სათნოებები სიმდაბლის გარეშე სიკეთეს არ მოიტანს".

"ჩვენი გამოუსწორებლობის და დაცემის მიზეზი მხოლოდ გულგრილობა კი არ არის, არამედ უფრო თავმაღლობაა... თავმაღლობის გამო ვეცემით და ვერ აღვასრულებთ სათნოებათა საქმეებს".

"წმინდა მამათა წიგნების კითხვა სჭიროა და სასარგებლოა ღვთის ნების შესაცნობად. წმინდა მამები კთხულობდნენ ჩვენთვის ბოძებულ წმინდა წერილში ღვთის სიტყვას, ასრულებდნენ მას და მოღვაწე ცხოვრებით მაგალითს გვაძლევდნენ თავიანთ სწავლებებში. როცა მათ არ კითხულობთ, არ იცით სულიერი ცხოვრების და ბრძოლის შესახებ და ფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას წაიკითხავთ, შეძლებთ მათ ასრულებას და თავს არ იმდაბლებთ. ხოლო წმინდა მამათა კითხვისას შეიცნობ (ღვთისკენ სავალ) გზას, ღვთის მცნებებს, ცდილობ მათ ასრულებას, მაგრამ, მათ საზომს ვერმიღწეული, შეიცნობ საკუთარ უძლურებას, მდაბლდები და იღებ ღვთის წყალობას, რომელიც განსაკუთრებით თავმდაბლებზე გარდამოევლინება".

"ღვთის მართლმსაჯულებამ აქვე რომ განწმინდოს ადამიანი ცოდვათაგან, კაცთა მიერ, ვითარცა იარაღისგან, მოუვლენს გარეგნულ მწუხარებებს გონს მოსაყვანად და იმის შესამეცნებლად, რომ ჩვენ, ღვთის წინაშე შემცოდენი, უფრო მეტი სასჯელის ღირსნი ვართ და მათი დათმენით განვიწმინდებით. არ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზები, სამართლიანად და ტყუილად ხომ არ შეგვაწუხებენ (გვაწყენინებენ) კაცნი. როცა შევცოდავთ ღვთის წინაშე, ეს არის მნიშვნელოვანი საბაბი, განმაღვიძებელი ღვთის განგებულებისა, რომელიც ჩვენზე მწუხარებათა ქარიშხალს აღძრავს".

"მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს მის აქვე დამსჯელ ღმერთს, რათა მომავალ საუკუნეში სამუდამოდ არ დაისაჯოს. ამიტომაც, ჩვენს მაწყინართ მარტო ამ მცნებების გამო კი არ უნდა მივუტევოთ: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" (მათე 5,44) და "მიუტევეთ და მოგეტევებათ" (მათე 6,14), არამედ სანაცვლოდ (წყენისა) მათ ჩვენი კეთილისქმნით მივაგოთ, რამეთუ ამის მიერ ღირსი შევიქმნებით საკუთარ ცოდვათა მიტევებისა".

"ეკლესიისა და მოციქულთა მცნებათა მიხედვით პატივი უნდა მიაგოთ მღვდლებს, ვითარცა საკურთხევლისა და ღვთის საიდუმლოთა მსახურებს, რამეთუ მათ გარეშე შეუძლებელია ცხონება, და თქვენი ძალისაებრ, უნდა დაეხმაროთ მათ საჭიროებისას: "რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხევლისგან ნაწილი განიღიან" (1 კორ. 9,13). შეცოდებისას მათი განსჯა საერთოდაც არ არის თქვენი საქმე: ცხვრები მწყემსს არ ასამართლებენ, როგორიც არ უნდა იყოს ის. მღვდლის განკითხვა ნიშნავს, რომ თვითონ ქრისტე განიკითხო. უფრთხილდით ამას".

"ვინც პირობას დებს, სასძლო გახდეს და მერე დაუტევებს ამ განზრახვას, ვერ მიიღებს ბედნიერ მომავალს (ბედს)".

წმინდა მაკარის წერილებიდან. მართლმადიდებლობის დაცვაზე. დიდება ღმერთს, რომელმაც ჯანმრთელად დაგიცვათ თქვენ უცხო მხარეში. დაე, დაიფაროს მან თქვენი სულიერი ჯანმრთელობა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისა და დოგმატების ერთგულებაში, რომელიც თვითონ უფალმა დაამყარა შვიდი მსოფლიო კრების შვიდ სვეტზე, სადაც სულიწმინდა მოქმედებდა დოგმატების რჯულისდებაში, რადგან თქვენ საცდურთა დედაქალაქში იმყოფებით, სხვადასხვა რწმენის საწინააღმდეგო აზრების, თვით ურწმუნოებისა და თავისუფლად აზროვნების გარემოცვაში, სადაც ყველას არ ძალუძს წინ აღუდგეს მტრის ძლიერ თავდასხმებს. მაგრამ გული მარწმუნებს, რომ ღვთის შეწევნით, თქვენ ვერ შეგარყევენ, მტკიცედ იდგებით მშობლიური, მართლმადიდებელი რწმენის საფუძველზე და დაიმარხავთ ამ უძვირფასეს მარგალიტს თქვენს გულებში, რისთვისაც ვევედრები ყოვლადმოწყალე უფალს, თქვენც გთხოვთ, რომ იმავე სიმდაბლით შეევედროთ ღმერთს. საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი ძალით და გონებით თავის დაცვა. უფალი იყოს შემწე და მფარველი თქვენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - მეოხმა ჩვენმა, დაგიფაროთ თავისი საფარველით და შუამდგომლობით.

სიმდაბლისმოყვარეობაზე. შენი წერილიდან ვხედავ, რომ მიხვდი საკუთარ შეცდომას, თითქოს სიამაყე გაკლდეს, აღმოაჩინე შენში ჩაბუდებული ამპარტავნება, რომლის გამოც საკუთარ დამსახურებათა იმედი გქონდა და სხვებს ამცირებდი. დიდება ღმერთს, რომ აგეხილა თვალი და დამდაბლდი, მდაბალს კი ღმერთი არ უგულებელყოფს. კითხულობ, - როგორი უნდა წარვდგე ღვთის წინაშეო. თავად რას ფიქრობ, ნუთუ როგორც მართალი? ჩვენ გულში უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი ცოდვილად და დავიმდაბლოთ თავი. რა თქმა უნდა, "გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50,19). განა შევძლებთ ჩვენი მოჩვენებითი სიმართლით რამე დავიმსახუროთ, თუ ღვთის გულმოწყალება არ შეგვიწყალებს და თუ მისი ჯვარზე ვნება და გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა არ განგვამართლებს? წმინდანები ყველა ქმნილებაზე უარესად თვლიდნენ თავს და მით უფრო სათნო ეყვნენ ღმერთს. შენს თავს მოწეული მთელი ამ დროის მწუხარებანი უნდა მიიღო, როგორც ღვთისგან შენი რწმენის გამოსაცდელად ანდა სასჯელად გამოგზავნილი. შენ კი მწერ, რომ მთელი ეს ხანი მწუხარებდი და დრტვინავდი, რომ ამ განსაცდელებმა ზნე გაგიფუჭეს. მწუხარებას კი არ უნდა დააბრალო, არამედ საკუთარ თავს და საკუთარ სულმოკლეობას, რომლის მერეც იბადება სიმდაბლე.

სინანულზე. ღვთის გულმოწყალებით ჩვენთვის მოცემული სინანული არის სულიერი კურნება. შენ ცოდვის ისარმა მოგწყლა და ამის მკურნალობა (სინანულით) სცადე. ღვთის მოწყალება გიცავს და შენ გეკუთვნის მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, ჯანმრთელი იქმენ, ნუღარა სცოდავ!" დიდება ღმერთს, განგიღვიძა სინდისი, სნეულების სიმძიმე იგრძენი და კურნებას ეძიებ.

ამის მიზეზი გარეთ კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ჩვენს შიგნით. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "სადაც მოხდა დაცემა, იქ წინაუსწრო სიამაყემ". ამაზე უკვე გესაუბრე, ასე რომ, გაიხსენე შენი უძლურება და რაც შეგიძლია, გულში სიმდაბლე დაიმარხე. დამდაბლებულ და შემუსვრილ გულს კი ღმერთი არ უგულებელყოფს და თავის შეწევნას მიმადლებს. მტერი სასოწარკვეთილი შეგაწუხებს, შენ კი სიმდაბლით შეუვრდი კეთილსაიმედოსა და გამოუთქმელად მოწყალე ღმერთს. სანუგეშოდ გთავაზობ, რომ ქრისტეშობამდე დღეში ხუთჯერ მუხლი მოიდრიკო მაცხოვრისა და ხუთჯერ ღვთისმშობლის მიმართ "გიხაროდენთან" ერთად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat