ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
შეუერთეთ ლოცვას მარხვა და ღვაწლი
(გაგრძელება)
იულიანე. მამებს ზურგით მიჰქონდათ აუცილებელი საგზალი , ანუ პური და მარილი, ასევე ხის თასი და თოკზე შებმული ღრუბელი - ღრმა ჭებიდან წყლის ამოსაღებად. ჩაუშვებდნენ წყალში, ამოიღებდნენ, თასში ჩაწურავდნენ და სვამდნენ. ასე იარეს მრავალი დღე. მიადგნენ სასურველ მთას. ილოცეს უფლისა მიმართ. იქ დიდხანს დარჩნენ, რამეთუ უდიდეს სიტკბოებად და სულისთვის სიმშვიდის მომნიჭებლად თვლიდნენ ამ უდაბნო ადგილს. ამ მთაზე, სადაც მოსე, წინასწარმეტყველთა თავი, ღირსი შეიქნა უფლის ხილვისა (რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იყო), იულიანემ ააშენა ტაძარი წმინდა საკურთხევლით და გაბრუნდა თავის მონასტერში.

14. იულიანემ შეიტყო, რომ მისი სეხნია უწმინდური მეფე, იულიანე (განდგომილი) სპარსელებზე ლაშქრობის წინ დამუქრებია ქრისტიანებს, - მაგათ სრულიად მოვწყვეტო. მისი თანამოაზრენი მოუთმენლად ელოდნენ მეფის დაბრუნებას, რათა მუქარა აღსრულებულიყო. იულიანემ ღმერთს აღთქმა მისცა, რომ ათი დღე და ღამე ილოცებდა. ლოცვისას მოესმა ხმა, - ის უწმინდური და საზიზღარი გოჭი (იულიანე განდგომილი, - კ.კ.) მოკვდაო. ჯერ აღთქმული ვადა არ იყო დასრულებული. მაშინ მან ვედრება შეწყვიტა და შეცვალა ის ფსალმუნთგალობით, სამადლობელ საგალობელს აღუვლენდა მაცხოვარს თავისი ხალხისას, ხოლო უცხოთა მიმართ - დამთმენსა და ყოვლადძლიერ მოწინააღმდეგეს. რამეთუ უფალმა ძალზე დიდი მოთმინება გამოიჩინა უწმინდურის (იულიანე განდგომილის - კ.კ.) მიმართ. როცა ამ დიდმოთმინებამ ბოროტმოქმედი უკიდურეს უგუნურობამდე მიიყვანა, მაშინ უფალმა კეთილდროულად დასაჯა იგი.

დაასრულა ლოცვა და ძმებთან დაბრუნდა იულიანე, მხიარული და მშვიდი. როცა ძმებმა ასეთი უეცარი ცვლილება იხილეს (ბოლო დღეებში მუდამ მწუხარე, ახლა უეცრად გამხიარულდა), მიზეზი ჰკითხეს. "ძმანო ჩემნო, ახლა ჟამი არს სიხარულისა, სიტყვისაებრ ესაიასი: "დაცხრომილ არს თავხედობა" (ეს. 27,8) და კადნიერთ მიიღეს საკადრისი სასჯელი. უფლის, შემოქმედისა და მაცხოვრის წინააღმდგომი განიგმირა მორჩილი მარჯვენით. ამიტომ მიხარია, რომ მათ მიერ ბრძოლანანახი ეკლესიები დღესასწაულობენ, ხოლო განდგომილმა ვერანაირი შეწევნა ვერ მიიღო დემონთაგან, რომელთაც პატივს მიაგებდა".

ამგვარი გამოცხადება ჰქონდა იულიანეს უწმინდურის დაღუპვაზე.

15. როცა იულიანეს შემდეგ იმპერატორი ვალენტი რომის იმპერიის ტახტზე ავიდა, იგი განუდგა სახარებისეული დოგმატების ჭეშმარიტებას და არიოზის საცთურმა გაიტაცა. უდიდესი დევნა ატყდა ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესიის მესაჭენი განდევნეს და მათ ადგილას ავაზაკნი და ბოროტმოქმედნი დანიშნეს.

გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელმაც ნათლად აჩვენა მამა იულიანეზე განსვენებული მადლი ღვთის სულისა.

ანტიოქიის ეკლესიიდან განაძევეს დიდებული მელეტი, ყოველთა მეუფისგან თავის ცხოვართა სამწყემსავად დადგენილი, ღვთის ტაძრებიდან განაძევეს ყველა ღვთისმსახური, თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც ღვთაებრივი სამების ერთარსებას აღიარებდნენ. განდევნილნი - ერთნი მთის ნაპრალებში შეიყუჟნენ და იქ მართავდნენ წმინდა შეკრებას, სხვებმა კი სალოცავად მდინარის ციცაბო ნაპირი აირჩიეს, რომელზეც ზოგჯერ სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობდა და ქალაქის ჩრდილოეთ კარებთან მდებარეობდა, ვინაიდან მტრები ღვთისმოშიშ ხალხს ერთად შეკრების ნებას არ აძლევდნენ.

16. ბოროტების ნაშიერთ მოიგონეს და ქალაქში გაავრცელეს ხმა, თითქოს იულიანე მათი დოგმატების მიმდევარი იყო. მართლმადიდებლებს განსაკუთრებით აშფოთებდა ის, რომ ხმებს არ მოეტყუებინა ყველაზე გამოუცდელი და უბრალო ხალხი და ისინი ერეტიკოსთა ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. მაგრამ ღვთისმოშიშმა და ნეტარმა ფლავინემ და დიოდოროსმა, რომლებიც ხელდასხმისა და მართლმადიდებელი ერის მართვის ღირსნი შეიქნენ, ასევე აფრაატმა დაარწმუნეს აკაკი, რომელზეც უკვე მოგითხრეთ, წაეყვანა თან სახელგანთქმული ასტერი - თავისი მასწავლებელი და მოწაფე წმინდა მამისა, მისულიყვნენ ეკლესიის ლამპარსა და სახარებისეული სწავლების სვეტთან, რათა ეთხოვათ მისთვის, დაეტოვებინა თავისი სამოღვაწეო სკოლა, წამოსულიყო ათასობით მართლმადიდებლის დასახმარებლად, რომლებიც საცთურისგან იღუპებოდნენ და თავისი მისვლის ნამით ჩაექრო არიოზელთა ცეცხლი.

ღვთაებრივი აკაკი გზას გაუდგა. თან გაიყოლა დიდებული ასტერი. როცა ეკლესიის მნათობთან მივიდნენ, აკაკი მიესალმა და ჰკითხა: "მამაო, ასეთი კმაყოფილებით რატომ იღებ ამგვარ ტვირთს?" მან უპასუხა: "ღვთის მსახურება ჩემთვის უფრო ფასეულია, ვიდრე სხეული, სული, ცხოვრება და ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებელი. ამიტომაც ვცდილობ, შეძლებისამებრ, წმინდა გულით ვემსახურო უფალს და მოუკლებლად სათნოვეყო მას ყველაფერში". აკაკიმ უთხრა: "მე შენ გიჩვენებ გზას, უფალს ახლანდელზე უკეთ როგორ ემსახურო, არა მარტო საკუთარი განსჯით იხელმძღვანელო, არამედ თვით ღვთის სიტყვითაც დამოძღვრო. რამეთუ უფალმა ჰკითხა ოდესღაც პეტრეს, თუ უყვარდა იგი სხვებზე მეტად და შეიტყო ის, რაც პეტრეს პასუხამდეც იცოდა: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ", და მიუთითა, რომელი ღვაწლით სათნოეყოფოდა მას უფრო მეტად: "თუ გიყვარვარ, აძოვენ კრავნი ჩემნი" (იოანე 21,15-17). შენც ასე უნდა მოიქცე, მამაო. ცხვრის ფარას სიკვდილის საფრთხე ემუქრება მგლებისგან. ეს ცხოვარნი ძალზე უყვარს შენგან შეყვარებულს. შეყვარებულთა წესია, საყვარელს ასიამოვნონ. დიდი საფრთხე და ზღვევა ემუქრება შენს მრავალ და უდიდეს მოღვაწეობას, თუკი გულგრილად შეხედავ, რა უხეშად ითელება ჭეშმარიტება, მისი მომხრენი კი ცდუნდებიან. მათი ცდუნებისთვის სატყუარად ქცეულა შენი სახელი, რამეთუ არიოზის ღვთისმგმობელობის წარმომადგენლები უსინდისოდ ავრცელებენ ხმას, თითქოს მათი უწმინდური მოძღვრების მიმდევარი იყო".

17. ეს რომ მოისმინა ბერმა, დროებით დაემშვიდობა მყუდროებას, არ შედრკა თავისთვის უჩვეულო ქალაქური შფოთის წინაშე და ანტიოქიაში გაემგზავრა.

უდაბნოში ორი დღის მოგზაურობის მერე რომელიღაც სოფელს მიაღწიეს. ერთმა მდიდარმა ქალმა შეიტყო წმინდა ქოროს (წმინდა იულიანეს თან აკაკი და ასტერი მოჰყვებოდნენ, ამიტომაც თეოდორიტე მათ "ქოროს" უწოდებს, - კ.კ.) მოსვლის ამბავი და მოძღვართან კურთხევისთვის მოვიდა. დაემხო მის ფერხთით და დასასვენებლად შინ მიიპატიჟა. ბერი დათანხმდა, თუმცა უკვე ორმოც წელზე მეტი იყო, ამგვარი სახილავი აღარ ეხილა. იმ დროს, როცა დედაკაცი ემსახურებოდა წმინდა მამებს, მისი ერთადერთი შვიდი წლის ვაჟი საღამოს სიბნელეში ჭაში ჩავარდა. რა თქმა უნდა, განგაში ატყდა, მაგრამ დედამ სთხოვა ყველას, მშვიდად ყოფილიყვნენ, ჭას სახურავი დააფარა და წმინდა კაცების მსახურება გააგრძელა. როცა მათთვის სუფრა უკვე გაშალეს, ღვთაებრივმა კაცმა უბრძანა ქალს, შენი ვაჟი მოიყვანე, უნდა ვაკურთხოო. საკვირველმა ქალმა უთხრა, ცუდად არისო, მაგრამ ბერმა მკაცრად მოსთხოვა შვილის მოყვანა. დედა იძულებული გახდა, გაემხილა, რა უბედურებაც დაატყდა თავს. მამა იულიანემ მაშინვე მიატოვა ტრაპეზი, ჭისკენ ისწრაფა, სახურავის ახდა და ჩირაღდნის მოტანა ბრძანა; გაანათა და დაინახა, რომ ბავშვი წყლის ზედაპირზე იჯდა და ბალღურად ხელს ატყლაშუნებდა: სათამაშოდ და გასართობად გაეხადა ის (წყალი), რაც სხვებმა მის დამღუპველად ჩათვალეს! თოკმობმული მსახური ჭაში ჩაუშვეს და ბავშვი ამოიყვანეს. ბიჭი მაშინვე დაემხო მამა იულიანეს ფერხთით და გაიძახოდა, - მას ვეჭირე წყლის ზემოთ და დახრჩობის ნებას არ მაძლევდაო.

აი, ასეთი ჯილდო მიიღო თავისი სტუმართმოყვარეობისთვის საკვირველმა ქალმა ნეტარი მამისგან!

18. როცა მგზავრები ანტიოქიაში შევიდნენ, უამრავი ხალხი მიაწყდა მათ - ყველა სნეულებისგან განკურნებას ელოდა.

ისინი დაბინავდნენ იმ მღვიმეში, სადაც, გადმოცემით, ცხოვრობდა და იმალებოდა წმინდა მოციქული პავლე.

რათა ყველას სცოდნოდა, რომ ისიც ადამიანი იყო, იულიანეს ცხელება შეეყარა. დიდებული აკაკი, როცა უამრავი ადამიანი იხილა მოსული, შეწუხდა მოღვრის ავადმყოფობის გამო. იფიქრა, ხალხი არ დააბრკოლოს წმინდა კაცის სნეულებამო. მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა: ნუ ჯავრობ, თუ ჩემი ჯანმრთელობა აუცილებელია, ღმერთი მაშინვე მიბოძებსო და შეუდგა ლოცვას, ჩვეულებისამებრ, მოიდრიკა მუხლნი, თავით მიწაზე დაემხო და უფალს შესთხოვა, მისთვის ჯანმრთელობა დაებრუნებინა, თუკი ეს შეკრებილ ხალხს სიკეთეს მოუტანდა. ლოცვა ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უეცრად მოდენილმა ოფლმა ცხელების ალი ჩააქრო.

19. აქ მრავალნი განკურნა სხვადასხვა სნეულებისგან და მერე მართლმადიდებელთა შეკრებაზე წავიდა.

სამეუფო პალატთა კარებთან ჩავლისას ერთი გლახაკი, რომელიც წელს ქვევით მოწყვეტილი იყო და მიწაზე დახოხავდა, შეეხო მის ლაბადას და რწმენით გათავისუფლდა სნეულებისგან - წამოხტა და გაიქცა ჯანმრთელი, ისე, როგორც მოციქულ პეტრესა და იოანეს მიერ განკურნებული ხეიბარი (საქმე მოციქულთა 3,1-16). ამის მერე ქალაქის მთელი მოსახლეობა სამხედროთა წვრთნის ადგილს (მელეტის მართლმადიდებელ მომხრეებს ტაძრები ჩამოართვეს და ისინი აქ იკრიბებოდნენ) მიაწყდა. ცილისმწამებელნი და ბოროტების გამომგონებელნი სირცხვილეულ იქმნენ, ხოლო შვილნი ღვთისმოშიშებისანი - გახარებულნი და დამშვიდებულნი.

20. მათ, ვისაც სულიერი კურნება სჭირდებოდა, აქედან შინ ღვთისმოშიშების ნათელი წაიღეს. ერთმა დიდმოხელემ მოძღვარს მსახური გაუგზავნა - ეგებ მობრძანდეთ და სნეულებისგან განმკურნოთო. იულიანე მაშინვე მივიდა მასთან, შეევედრა ყოველთა მეუფეს, სიტყვით გაათავისუფლა ავადმყოფი სატანჯველისგან და უბრძანა, მადლობა შეეწირა უფლისთვის.

21. აქ მრავალი სასწაულის აღსრულების შემდეგ იულიანემ გადაწყვიტა, თავის სამონასტრო კელიაში დაბრუნებულიყო. გაიარა ანტიოქიიდან ორი დღის სავალზე მდებარე ქალაქი კირი, მოინახულა ძლევამოსილი მოწამის დიონისეს საფლავი. ღვთისმოსაობის უხუცესი წარმომადგენლები შეიკრიბნენ მასთან და დახმარება სთხოვეს, - ვიღუპებითო. მათი თქმით, ეს მომდინარეობდა სოფლის ამაოდმბრძნობთა მიერ აღზრდილი ასტერისგან, რომელიც მერე გადაბარგდა ერეტიკულ ეკლესიაში, დაჯდა იქ ეპისკოპოსის საყდარზე. ახლა იცავდა სიცრუეს და თავის უწმინდურ ხელოვნებას ჭეშმარიტების წინააღმდეგ იყენებდა. "გვეშინია, რადგან ის სიცრუეს ენაწყლიანობით ფარავს, მრავალი უბრალო ადამიანი აცთუნა. სწორედ ამისთვის დაადგინეს ეპისკოპოსად მოწინააღმდეგეებმა", - ამბობდნენ ისინი. ბერმა მათ უპასუხა: "გამაგრდით და ჩემთან ერთად ღმერთს ევედრეთ, შეუერთეთ ლოცვას მარხვა და ღვაწლი". ისინი დაჰყაბულდნენ.

ერთი დიდი დღესასწაულის წინ სიცრუის დამცველმა და ჭეშმარიტების მტერმა განიზრახა, მორწმუნე ერის წინაშე სიტყვა ეთქვა და ზეცითგან განიგმირა - ერთ დღეში დასნეულდა და ამოიშალა ცოცხალთა სიიდან, რადგან მოესმა ხმა: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი" (ლუკა 12,20), ხოლო შენ მიერ დაგებული ბოროტი ბადენი წარსაწყმედად შენდა იქნება და არა სხვათა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat