ღმერთი შორს არ არის მონანულ ცოდვილთაგან, ელის ჩვენს მოქცევას, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი მისი
ღმერთი შორს არ არის მონანულ ცოდვილთაგან, ელის ჩვენს მოქცევას, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი მისი
* ერთხელ მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვს ერთმა ოფიცერმა უთხრა: "შემიძლია ყველა უკეთურებაზე მოგითხროთ, რაც ჩამიდენია, მაგრამ მხოლოდ გონებით გეტყვით, გული შეუძვრელი რჩება. გონებით მესმის, რომ ცოდვაა, მაგრამ სულში სირცხვილსა და ტკივილს ვერ ვგრძნობ". მამა ალექსანდრემ უთხრა: "მე ნურაფერს მეტყვი, ეს ფუჭი იქნება. ხვალ ლიტურგიის წინ, ვიდრე მსახურებას დავიწყებ, მიდი სამეუფო კარებთან და როცა ყველა შეიკრიბება, მათ წინაშე აღიარე". ოფიცერი დათანხმდა, მოძღვარს შეძრწუნებული დაშორდა და გაიფიქრა: "რას იტყვის ხალხი, მათ წესიერი კაცი ვგონივარ, მაგრამ ღვთის წინაშე სულიერად მკვდარი ვარ". მეორე დღეს მის აღსარებას ხალხი თანაგრძნობით შეხვდა. ოფიცერმა იგრძნო, რომ მას ყველამ თავისი გულის წიაღი განუღო. ყველა შეძრწუნებული ფიქრობდა, - როგორ სტკივა სულიო. ოფიცერს ტირილი წასკდა, ცრემლმდინარემ დაასრულა აღსარება. მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო.

* განსაცდელების ჟამს ბავშვური უბრალოებით უნდა მიმართო ზეციურ მამას. მორჩილი ნ-ი ამაში ერთი ამბის ხილვამ დაარწმუნა.

"ეკლესიის წინამძღვარს სამი წლის გოგონა ჰყავდა. მამა მას მკაცრად ექცეოდა და ბალღური ურჩობისთვის მკაცრად ტუქსავდა. ერთხელ დატუქსული გოგონა გაწყრა, ტირილით გაშორდა მამას და აქეთ-იქით ხტოდა. ამან შვება ვერ მისცა. მაშინ გოგონა უფრო ხმამაღლა ატირდა, გაქანდა, მამა წინამძღვარს ტანზე შემოეხვია და ორივეს სიხარულს დასასრული აღარ უჩანდა. გოგონა ტიროდა და ცრემლებს საყვარელი მამიკოს სამოსით იწმენდდა, ის კი მას თმაზე ეფერებოდა, ინუგეშებდა თავს, რომ ასეთი გოგონა ჰყავდა. ასეთი ბედნიერი ხალხი არასოდეს მინახავს".

* წმინდა ნიკოლოზ სერბმა ერთ-ერთი ქადაგებისას ბრძანა: "რამდენიმე დღის წინ ერთი ვაჭარი მეწვია და ამგვარი რამ მითხრა: "სავაჭრო საქმე მემკვიდრობით მამისგან გადმომეცა. ვაჭრობისა არაფერი გამეგებოდა, ამიტომაც ხალხს ვატყუებდი, ყალბ კუპიურებს ვაპარებდი. ყიდვა-გაყიდვისას ტყულადაც კი ვიფიცებდი, მოვალეებს უზარმაზარ პროცენტებს ვართმევდი, ყველა შემხვედრს ვძარცვავდი და ამასთან ძუნწიც ვიყავი ყველას მიმართ. ვიდრე მე ჩემს ვაჭრობაში ვეფლობოდი, ეშმაკი სხვა მხრიდანაც შემოძვრა ჩემს სახლში: ცოლი გამიბოზდა, ერთადერთმა ვაჟმა მიგვატოვა. ერთხელ, კვირა საღამოს, შინ ფანჯარასთან ვიჯექი და ჩემს საქმიანობაზე ვფიქრობდი. ამ დროს ორი მგზავრის საუბარი მოესმა. "ახლა რა ადგილას ვართ?" იკითხა ერთმა. "ამა და ამ ბატონის სახლთან", - უპასუხა მეორემ. ჩემი გვარი რომ გაიგო, პირველმა თქვა: "ღმერთმა შეიწყალოს მისი ღირსეული მამა. ამ უსულგულო კაცს კი უჯობს ჩამოხსნას თავის მაღაზიაზე ფირნიში, სადაც მამამისის სახელი აწერია და მის მაგივრად დააწეროს: "სატანა და კომპანია". მეხი დამეცა. იმ ბნელ და წვიმიან ღამეს მამაჩემის საფლავზე წავედი და მთელი ღამე ტირილსა და კანკალში გავატარე. მეორე დღეს ყველაფერი მივატოვე, ერთ შორეულ მონასტერში წავედი და იქ ერთი წელი სინანულში, მარხვასა და ლოცვაში გავლიე. ვიპოვე საკუთარი სული და მისი ცხონებისთვის ისე ზრუნავ, როგორც სხვა არავინ დედამიწაზე".

* წმინდა ნიკოლოზ სერბი ჰყვება: ერთი "განათლებული", ყოვლისმცოდნე კაცი მთის ერთ სოფელში მივიდა და ხალხს ადამიანის უფლებებზე დაუწყო ქადაგება. დიდხანს საუბრობდა, იხსენებდა სხვის ციტატებს და სხვის აზრებს. სოფლელები უხმოდ უსმენდნენ. როცა სიტყვა დაასრულა, ერთ მოხუცებულ გლეხს ჰკითხა, რას ფიქრობ ადამიანის უფლებებზეო. გლეხმა ამოიოხრა და უთხრა: "რატომ მეკითხებით ამას, ბატონო? მე, ცოდვილთა შორის უცოდვილესს, არ მჭირდება არანაირი უფლება, მხოლოდ სინანული მინდა. მე უფლება არ მაქვს, გავთბე ღვთის მზეზე, ღვთის ჰაერი ვისუნთქო. შენ არ ახსენე ღვთის სახელი - ალბათ მისადმი შიშის გამო. აბა, მე ცოდვილი და უფრო მეტად უღირსი როგორ ვახსენებ მის სახელსაც კი ჩემი ენით". თქვა გლეხმა და შეკრებილთ დაუწყო საუბარი სინანულის აუცილებლობაზე - თუ ადამიანებს სინანული ექნებოდათ, უფრო ადვილად ისაუბრებდნენ ადამიანის უფლებებზე. თანასოფლელები მას მოწონებით და კრძალვით უსმენდნენ. "შორეულმა სტუმარმა" კი განრისხებულმა დატოვა იქაურობა.

* "მე ვიცნობ ერთ ოჯახის მამას, გვარად შუმადინს, - ჰყვება წმინდა ნიკოლოზ სერბი, - რომელმაც აღიარა, რომ მხოლოდ ომში ისწავლა ღვთის შიში, რომლის შესახებ ადრე არაფერი იცოდა. ომიდან თადარიგის ოფიცრად დაბრუნდა. მოუწოდებდა ხალხს სინანულისკენ და როგორც ამბობენ, 50 ოჯახი განკურნა ყოველგვარი ცოდვისა და მანკიერებისგან. ახლაც ცდილობს ხალხი სინანულში მოაქციოს, რისთვისაც საფასურს არ ეძებს. მე მაინტერესებდა, რას ფიქრობდა იგი იმ პრობლემებზე, რომლებიც ასე აშფოთებდა ამ ქვეყანას. მან მდაბლად მიპასუხა: "ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და არ გადაწყდება, ვიდრე არ მოგვარდება უმთავრესი საკითხი - ვიდრე არ შეინანებს ხალხი ღვთის წინაშე".

* ერთ კეთილკრძალულ და საღმრთო საქმეთა მოსწრაფე ძმათაგანს ეშმაკის შურით ძილსა შინა დაცემა შეემთხვეოდა ხოლმე. მაგრამ მაშინვე წამოდგებოდა, შემუსვრილი გულითა და ცრემლითა ლმობიერითა შეუვრდებოდა ღმერთს და ეტყოდა: "ვცოდე, ღმერთო ჩემო, ცად მიმართ და წინაშე შენსა! შემიწყალე მე, ვითარცა უძღები იგი შვილი, რამეთუ მიწა ვარ და ნაცარი, მარადის ვცოდავ უდებებითა ჩემითა, ვითარცა კაცი უძლური, არამედ შემინდევ შენ, ვითარცა ღმერთმან სახიერმა და მოწყალემ". ეშმაკმა მისი სასოწარკვეთა მოისურვა, გამოეცხადა და უთხრა: "ტყუილად დაშვრები, კაცო, ვერ ცხონდები, რამეთუ ცოდვით ხარ შებღალული". ბერი არ შედრკა: "თუნდაც არ ვცხონდე, ჯოჯოხეთის ცეცხლში შენს თავს ზევით ვიქნები და გიხილავ ჩემს ფერხთით დასჯილად. მაგრამ მე არ დავცხრები ღვთის მიმართ ვედრებად, რამეთუ იგი სახიერია და კაცთმოყვარე". მაშინ ეშმაკი გაქრა, ეს ძმა კი ბრძოლისგან გათავისუფლებული ადიდებდა ღმერთს.

* ვინმე ბერი ზეთისხილის მთაზე მოღვაწეობდა. ერთხელ ქალაქში ჩავიდა, მთავარს თავისი ცოდვები მოუთხრო და რჯულისაებრ დასჯა სთხოვა. მთავარმა უთხრა, ვინაიდან შენ თვითონვე აღიარე, ვერ ვიკადრებ შენს დასჯას, რადგან ღმერთს შეუნდია. ძმა დაბრუნდა სენაკში და ქედსა და ფეხებზე ბორკილები დაიდო. როცა ჰკითხავდნენ: ვინ შეგასხა ეს ბორკილებიო, პასუხობდა, - ვისაც შევცოდე, მან შემკრაო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე უფალი გამოეცხადა და უთხრა: "შენი მოთმინებისთვის მომიტევებია ცოდვებიო". შეეხო თითით ბორკილებს, რომლებიც მაშინვე დასცვივდა. ეს ამბავი ბერმა მეორე დღეს თავის მსახურს მოუთხრო და შეისვენა უფლისა მიმართ.

* ერთმა კაცმა დაუტევა სოფელი და ნიტრიის მთაზე დაემკვიდრა. მეზობლად სხვა ძმაც ცხოვრობდა, მას მუდმივად ესმოდა ამ ბერის ტირილი თავისი ცოდვებისთვის: არ ტირი, უბადრუკო, და არა წუხხარ? ისე ვიზამ, რომ ტიროდე". აიღებდა შოლტს და სასტიკად იშოლტავდა თავს, ვიდრე ტკივილისგან ცრემლები არ წამოედინებოდა და იტყოდა: რად განარისხე ღმერთი, ბოროტო ჩემო თავოო. გაოცებულმა ძმამ უფალს შესთხოვა, რამდენად სათნო იყო მისთვის ბერის ამგვარი საქციელი. ერთ ღამეს მან ეს ძმა გვირგვინით შემკული, მოწამეთა კრებულში მდგარი იხილა. "ხედავთ იმ ძმას, რომელმაც ღვთის შიშითა და სიყვარულით ტანჯა თავი და ახლა გვირგვინოსანი შეიქნა?" - მოესმა ბერს.

* ერთმა კაცმა თავის სენაკში სამოცი წელი დაჰყო. ამბობდა, - ღმერთმა ამდენი დრო მომცა სინანულისთვის და მეც უნდა ვისწრაფოო.

* ღირსი ემილიანე რომში ცხოვრობდა და ცხოვრების ნაწილი ცოდვებში გაატარა. უეცრად ცოდვიანი ცხოვრების მიტოვების სურვილი იგრძნო და მონასტერში წავიდა, სადაც მარხვაში, ლოცვასა და საკუთარი სხეულის მოკვდინებაში იღვწოდა. თავის სამონაზვნო კანონთა შესრულების გარდა ყოველ ღამე მღვიმეში განმარტოვდებოდა და ტირილით შეინანებდა ახალგაზრდობის ცოდვებს. მონასტრის წინამძღოლი დაინტერესდა, სად მიდიოდა ბერი და ნახა ლოცვად მდგარი უჩვეულო ნათლით მოსილი. შემდეგ მოესმა ხმა ზეციდან: "ემილიან, მოგეტევა ცოდვანი შენნი". წინამძღვარი უკან დაბრუნდა და ნანახი ძმებს მოუთხრო, თანაც დასძინა: "უფალმა იმიტომ გამოაჩინა ამ ძმის ამბავი ჩვენ წინაშე, რომ გვცოდნოდა, ღმერთი შორს არ არის მონანულ ცოდვილთაგან, ელის ჩვენს მოქცევას, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი მისი".

* როცა დიდი ლავრა ჯერ კიდევ იდიორითმული მონასტერი იყო, იქ ერთი ბერი მამა მიქაელ კოჭლი ცხოვრობდა. ზარმაცი, მემთვრალე და ბილწმეტყველი იყო. როცა მოხუცდა და სიკვდილის მოახლოება იგრძნო, შეიცნო თავისი ცოდვები და გულწრფელი სინანული გამოაჩინა. ცდილობდა, ვითარცა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, სათნოყოფოდა უფალს. დაეყუდა კელიაში და ცრემლთა ღვრით მოუწოდებდა ღვთის მოწყალებას. ლოგინად ჩავარდნილი საავადმყოფოში გადასვლაზე არ დათანხმდა და ასე აღესრულა. უფალმა შეიწირა მისი სინანული. მისი დაკრძალვის დღეს "შემთხვევით" ლავრაში სამი ეპისკოპოსი სტუმრობდა, მათ წაუკითხეს ბერს განხსნის ლოცვა, ღვთის სახელით შეუნდეს ცოდვები და დაკრძალეს მონასტრის სასაფლაოზე.

* ერთი ცოდვილი გონს მოეგო, სინანულში ჩავარდა და დღედაღამ ცრემლთა ღვრით უფალს შეწყალებას შესთხოვდა. უფალმა მისი გულწრფელი სინანული რომ დაინახა, გადაწყვიტა, ენუგეშებინა და აჩვენა, რამდენად ძვირფასია მისთვის ცრემლნი სინანულისა. უფალი ბერს მღვდელმთავრის შესამოსლით მოსილი გამოეცხადა, ხელთ ბარძიმი ეპყრა, რომელიც ცრემლებით იყო ავსებული. ბერი კეთილმოკრძალებით ეამბორა მაცხოვრის ფერხთ და ჰკითხა, - რა არის ამ წმინდა ბარძიმშიო. უფალმა უთხრა: "აქ ასხია ცრემლნი იმ ცოდვილი დედაკაცისა, რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სვიმეონ კეთროვნის სახლში; მე იგი ხელუხლებლად შემოვინახე, რამეთუ ძალზე სათნოა ჩემთვის". ბერმა ხილვით დიდი ნუგეში მიიღო და მთელი დარჩენილი ცხოვრება ღვთისადმი დიდი ერთგულებით განვლო.

* ორი ხორციელი ძმა განეშორა სოფელს, ნიტრიის მთაზე მონაზვნად აღიკვეცა და ერთ სულიერ მამას დაემორჩილა. მიმადლა ღმერთმა ორივეს მადლი ლმობიერებისა და ცრემლისა.

ერთ დღეს სულიერმა მამამ ჩვენება იხილა: ორივე ძმა ლოცულობდა, ხელთ დაწერილი ქარტიები ეპყრათ და საკუთარი ცრემლებით რეცხავდნენ. ერთის ქარტიაზე ადვილად წაიშალა ნაწერი, მეორისაზე ნაწერი ოდნავ ემჩნეოდა. ბერი შეევედრა ღმერთს, მისთვის ხილვის შინაარსი განეცხადებინა. უფლის ანგელოზმა უთხრა: "ეს ქარტიები ძმათა ცოდვებია. პირველმა ბუნებითი ცოდვებით სცოდა და ამიტომ მალე წაიშალა, მეორემ სცოდა ცოდვანი გარეშე ბუნებისა და ამიტომაც შრომა-წვალების შემდეგ წაიშლება. მან მეტი სინანული და ფრიადი სიმდაბლე უნდა მოიგოსო". ბერმა მეორე ძმას უთხრა, იღვაწე, ძმაო, რამეთუ დიდი შრომით შევალთ სასუფეველშიო. ხოლო ძმა იგი გულმოდგინედ იქმნა სინანულისთვის და ორივეს მიეტევა ცოდვანი მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat