თუ ლოცვისას განგეხსნება სულიერი თვალნი, მისი სახის ხილვასაც კი შეძლება
თუ ლოცვისას განგეხსნება სულიერი თვალნი, მისი სახის ხილვასაც კი შეძლება
ვიდრე მამა ხარლამპეს ცხოვრების ბოლო წლებს განვიხილავთ, გავეცნოთ მის სწავლებებს გონებისმიერ ლოცვაზე, მორGილებასა და წმინდა ზიარებაზე.

გონებისმიერ ლოცვაზე საუბარი პირველი
- მამაო, ყურადღებით ვკითხულობდი წმინდა მამათა შრომებს გონებისმიერ ლოცვაზე და ვცდილობდი, მათი დარიგებები ამესრულებინა. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ შევიძინე, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ იმ შედეგებს, რომელიც, მამათა მიხედვით, ამ შრომის მერე უნდა მივიღოთ.

- რამდენი ხანია, რაც იესოს ლოცვას წარმოთქვამ?

- დაახლოებით ორი წელიწადია.

- ორი წელი დიდი დროა. გყავს მასწავლებელი, რომელიც გირჩევდა, როგორ ილოცო?

- წმინდაო მამაო, სწორედ ლოცვასთან დაკავშირებული საკითხის გამო იძულებული გავხდი, ორი სულიერი მამა შემეცვალა. მათ არათუ დახმარება ვერ შეძლეს, დამაბნიეს კიდეც. ვეუბნებოდი, გონებისმიერი ლოცვის შესწავლა მწყურია-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ: "ეს საჩვენო საქმე არ არის, შვილო, ასეთ ლოცვას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ, მათი მიბაძვის მსურველნი კი ხიბლში ჩავარდნენ. იცი "მრწამსი"? იცი "მამაო ჩვენო"? ეს საკმარისია. თუ მეტი გინდა, ძილის წინ "ჟამნი" ან სხვა რამ წაიკითხე..." ბოლოს, ერთმა მოძღვარმა მითხრა: "შვილო, მეც ბევრი რამ წავიკითხე გონებისმიერ ლოცვაზე, თვითონაც ვცადე ლოცვა, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი, მე სხვებისთვის ამის სწავლების ნიჭი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ლოცვას ვერ დაგიშლი, რადგან თვითონ ეს საქციელი იქნებოდა ყველაზე დიდი ხიბლი. მაგრამ თუ გსურს წარემატო მოუკლებელი ლოცვის კურთხეულ საქმიანობაში, რომლის მუშაკნი, სულ მცირე, ათონის მთაზე არიან, მათ შეგიძლია მიმართო და ხელმძღვანელობა სთხოვო". მთაწმინდის მონახულების ღირსი პირველად შევიქენი. ერთმა მონაზონმა მირჩია, თქვენთვის მომემართა. გთხოვთ დამეხმაროთ.

- შვილო, მეც გულგატეხილი ვარ ზოგიერთი მოძღვრის გამო. დაე, კეთილით მიაგოს ღმერთმა შენს ბოლო მოძღვარს. თუმცა თვითონ არ იცის, როგორ ისწავლოს ლოცვა, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ, ვინც ლოცვისკენ ისწრაფვის. სწორად გითხრა. ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესოს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს. უარესია, თუ ის იესოს ლოცვის წარმოთქმას სხვებსაც უშლის.

რა თქმა უნდა, არის ცალკეული მაგალითები... მე თვითონაც ვიცი შემთხვევა, როცა ხალხი იწყებდა იესოს ლოცვის წარმოთქმას და ხიბლში ვარდებოდა. ასე რატომ ხდებოდა? იმიტომ, რომ მათ ხელმძღვანელი არ ჰყავთ. ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია. ეს ეგოიზმია. ეგოიზმი და გონიერი ლოცვა ურთიერთსაწინააღმდეგოა. '

ასეთი მოხიბლულები მთაწმინდაზეც გვყვანან. ზოგიერთი მათგანი ჩემთან იმისთვის კი არ მოდის, აღსარება მითხრას ან რჩევა მკითხოს, არამედ იმისთვის, რათა დამიმტკიცოს, რომ "ღმერთშემოსილია". ამას წინათ ერთი ასეთი მეუბნებოდა: "მე, ძმაო, გონებისმიერი ლოცვა მოვიპოვეო". "შვილო, - ვუთხარი, - ეს სასიხარულოა. რომელი მოძღვარი გამოგკვებავთ სულიერად?" განრისხდა და კამათი დამიწყო: "მე მოძღვარი რად მინდა? თვითონ შემიძლია, თქვენვე დაგმოძღვროთ. მე თვითონ ქრისტესა და ღვთისმშობელთან მაქვს ურთიერთობა... ვჭვრეტ ნათელს, წმინდანებსო" და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი ვუთხარი, ეს დემონებისგანაა-მეთქი, იფეთქა და განრისხებული გამშორდა.

აი, შვილო, სწორედ ეს არის ხიბლი. მე სხვებიც ვიცი: თავიდან, ლოცვის სწავლების სურვილით, რჩევას მცოდნე მონაზვნებს ეკითხებოდნენ, მაგრამ თვითნებობის გამო ლოცვა არ მისდიოდათ. თვითნებობა და ლოცვა დღე და ღამესავით განსხვავდებიან. თვითნებობა ეგოიზმს აღნიშნავს. შედეგად კი, ლოცვაში წარმატების ნაცვლად, სრული ფიასკო დაატყდებათ თავს. მათ სასო წარიკვეთეს, იესოს ლოცვას თავი ანებეს. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მოწინააღმდეგენი შეიქნენ გონებისმიერი ლოცვისა. როგორც კი დაინახავენ, რომ რომელიმე მონაზონი სკვნილს მარცვლავს, შეპყრობილებს ემსგავსებიან, გამძვინვარებულნი ეცემიან, ხელიდან სკვნილს გამოსტაცებენ და უყვირიან, ხიბლში ხარო. ჩემთან მოდიოდნენ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი მონაზვნები და მიყვებოდნენ თავს გადახდენილს. ახლა თუ მიხვდი, რომ ეშმაკს შეუძლია ყველაფერი უკუღმა შემოგვიბრუნოს? მოხიბლულნი დაჰყვირიან იმათ, ვინც ლოცულობს და მოხიბლულს ეძახიან.

- დიახ, მამაო, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მართლაც ძნელია გონებისმიერი ლოცვის სწავლა!

- მონაზვნად აღკვეცის ლოცვაში წერია: "კეთილი საქმე შრომით მოიპოვება და სნეულებით გასწორდება". იცი, რას ნიშნავს გონებისმიერი ლოცვის მოპოვება? ეს ნიშნავს, რომ შიგნით თვით ქრისტე მოიპოვო. შენ ამას გრძნობ, მისით ცხოვრობ. განგეხსნება სულიერი თვალნი, რომლებითაც შენს შიგნით ქრისტეს ხედავ. გრძნობ მისი სასუფევლის (მეუფების) ნეტარებას. გესმის?

- დიახ, მამაო, მწამს, რომ ეს ასეა, მაგრამ მე ამის ღირსი არ შევქმნილვარ. დიდი ძალისხმევა გამოვიჩინე, გავტანჯე ჩემი გონება ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით, მაგრამ მაინც ვერ მოვიკრიბე. გონება ჩემი, ვინ იცის, სად დაქრის. ლამის სასო წარმეკვეთოს და მათსავით დავიწყე ფიქრი, ვინც ამბობს, რომ ეს საჩვენო ლოცვა არ არის.

- მაგრამ, დალოცვილო, განა არ მითქვამს, თუ მხოლოდ წიგნების მიხედვით ივარჯიშებ ლოცვაში, წარმატებას ნუ ელი. განა არ მითქვამს, რომ ხელმძღვანელი გჭირდება? შენ გინდა, ხელის ერთი დაკვრით მიაღწიო სრულყოფილებას, ისწავლო სუნთქვით ლოცვა. აქამდე რომ მიაღწიო, ამისთვის ბევრი შრომა გჭირდება. რით დავიწყოთ:

პირველი სავარჯიშო:
იესოს ლოცვა ბაგეებით ზეპირად უნდა წარმოთქვა, თანაც რაც შეიძლება გამოკვეთილად და სწრაფად. მაგრამ ფხიზლად იყავი. როცა ლოცვას წარმოვთქვამთ, სატანა მოდის და ჩვენს გონებას ათასნაირ გულისთქმებსა და ფიქრებს დაატეხს. როცა ახალდამწყები თავისთვის, გონებაში ლოცვას წარმოთქვამს, ბოროტის თავდასხმები გუდავენ. მაგრამ თუ სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ, სატანა ვერ მოასწრებს, სხვადასხვა გულისთქმით გონება განგიფანტოს.

ხშირად ჩვენი გონება ლოცვის შინაარსს ასცდება, მაგრამ ჩვენ სმენა გვაქვს. ყურებს, ნებსით და უნებლიეთ, ესმით, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ჩვენს გონებას აქვს ნიჭი, ერთდროულად დააკვირდეს თანადროულად მომხდარ რამდენიმე შემთხვევას. აი, მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან გვესმის მიმომავალი მანქანების ხმები, ხალხის, მეზობლების საუბარი... როგორც კი უნებურად იწყებ ლოცვის წარმოთქმას, ჩაგესმება ყვირილი, მანქანის ხმაური. მაგრამ, უპირველესად, გამოჩნდება ყველა ის სახე (ხატება) ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც შენს შიგნით სმენითა და ხედვით აღიბეჭდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს დროს, როცა სამყაროს განხრწნამ საზღვარს ისე მიაღწია, რომ ქალაქებში, სადაც კაცი ცხოვრობს, არა მხოლოდ სმენითა და ხედვით, არამედ ყველა ხუთი გრძნობის საშუალებით შეიბილწება.

გინდა გონებისმიერი ლოცვა მოიპოვო? იცი, რას ნიშნავს წმინდად ლოცვა, გულს მიკრული გონება? რას ნიშნავს განაქარვო შიგნით ყოველივე უკადრისი და მხოლოდ ლოცვის სიტყვების შინაარსზე მიმართო გონება?

გგონია, ასე ადვილია გათავისუფლდე ყველა ამ ჟინისგან? რას ფიქრობ, რისთვის წამოვედით სოფლიდან? ქრისტეს მადლით იქაც მტკიცედ ვიდექით ფეხზე, მაგრამ მლოცველის გონების განსაწმენდად საჭიროა მყუდროება. ისე არ ქნა, ერთი კოვზით ამოიღო და მეორით ჩაასხა. ღამით მოსაგრეობ, რათა ამოანთხიო მთელი ტალახი, დილით კი უკანვე დაიბრუნო. თუ მთელი დღე ცეკვავდი, მღეროდი, თეატრებში დადიოდი, თუ შეგიძლია, ღამით ყველაფერი ეს მოიკვეთე ისე, რომ ერთხელ მაინც შეძლო წმინდად წარმოთქვა ლოცვა, შეიძლება ლოცვის მცირე სურვილიც კი არ შეგრჩეს.

ამგვარად, შევუდგეთ პირველ გაკვეთილს. მე შენ სამასეულ სკვნილს მოგცემ და საღამოთი ჩვენთან ერთად ღამისთევის ლოცვას შეასრულებ. ცხრა სკვნილს მაცხოვრისადმი ჩამომარცვლავ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". სამს - ღვთისმშობლისადმი: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე". თორმეტ სკვნილს მორჩები, ახალს დაიწყებ. ლიტურგიამდე ერთი საათით ადრე ჩემთან შემოხვალ და მომიყვები... შენს წარმატებებზე.

- შემინდეთ, მამაო, თორმეტჯერ სამასეული სკვნილის ჩამოლოცვას როგორ შევძლებ?

- ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია? მოიქცევი ისე, როგორც გითხარი. სუნთქვით ლოცვის წარმოთქმა შენთვის ჯერ ადრეა. ახლა ბაგეებით სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ ლოცვას. თან საკუთარ გონებას აიძულებ, გაიგოს ის, რასაც ამბობ, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ყურადღების მოკრებაში ძალზე ეხმარება ღვთის შიშით წარმოთქმული ლოცვა და არა ფორმალური და მექანიკური. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს თვითონ ღმერთთან, გვწამს, რომ ის აქ იმყოფება და ესმის ჩვენი. ეს კი ადვილი არ არის. თუ ლოცვისას განგეხსნება სულიერი თვალნი, მისი სახის ხილვასაც კი შეძლებ.

ამას წინათ ერთი ბოშა მოვიდა, ხელთ პანტახუსი (მთაწმინდის კინოტის მიერ გაცემული უფლება მოწყალების შესაგროვებლად) ჰქონდა. ეს კაცი დაბადებიდან დახეტიალობს, ფულს აგროვებს, მაგრამ მე მისი გაგდება არ შემიძლია. ისეთი თავმდაბლობით ითხოვს, რომ საცაა, ფეხებში ჩაგივარდება. ხვდები, რომ მატყუარაა, მაგრამ არ შეგიძლია მოწყალება არ მისცე. თუ იგი ასეთი შემუსვრილი ითხოვს მატერიალურს, როგორ უნდა დავიმდაბლოთ თავი სულიერის მოთხოვნისას. თუ კაცს ეცოდინება და შეიწყალებს თავის მოყვასს, მაშინ როგორ თანაუგრძნობს და შეისმენს მისადმი მთხოვნელს ყოვლადსახიერი ღმერთი! სწორედ ამას გულისხმობდა ქრისტე, როცა ამბობს სახარებაში, ძენი სოფლისანი უბრძენესნი არიან ძეთა ღვთის სასუფევლისა (ლუკა 16,8).

შვილო, იმ ბოშას მსგავსად, რაც შეგიძლია, ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე. კიდევ დაიმახსოვრე: შენ სოფლიდან მოხვედი და თან ამ სოფელს ატარებ. სოფლის სახეებს კინოფირის მსგავსად ეშმაკი გონებაში გიტრიალებს. მაგრამ შენ ლოცვა შეასრულე. მოიცილე ყველანაირი სახე - კარგიც და ცუდიც. აიძულე თავი, მხოლოდ ლოცვის ამ ხუთი სიტყვის შინაარსს ჩასწვდე.

დღეს შენთვის ეს პირველი გაკვეთილია. ვნახოთ, როგორ დაეუფლები.

- მამაო, დღეს საღამოს ვეცდები, ისე მოვიქცე, როგორც მითხარით. ბაგეებით განუწყვეტლივ წარმოვთქვამ ლოცვას, მერე კი კვლავ შემოვალ თქვენთან.

- კეთილი, შვილო, ღმერთი შეგეწიოს, ისე მოიქეცი, როგორც ამბობ.

ამ ყმაწვილმა ნასადილევს ცოტა დაისვენა და დიდი ყურადღებით შეუდგა ღამისთევის ლოცვას სამასეული სკვნილით. მისი ეჭვების საპირისპიროდ, არ გასჭირვებია თორმეტი სკვნილის ჩამარცვლა. მისი ენა მოტორივით იმეორებდა ლოცვის სიტყვებს, ბაგეებსაც დაუძაბავად ამოძრავებდა. ძირითადი სირთულე იყო, გონება იმაზე შეეჩერებინა, რასაც ბაგეები წარმოთქვამდა. აქ კი ნამდვილი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. უფალმაც არ დააყოვნა, თავისი პირველი შეწევნა გამოაჩინა და აგრძნობინა მას თავისი სიახლოვე.

რამდენჯერმე ჩამომარცვლილი სკვნილის მერე ერთგვარი შაქარყინულისმაგვარი სიტკბოება გაუჩნდა ხახაში, ენასა და ბაგეებზე, იმ განსხვავებით, რომ შაქარყინულის სიტკბოება გაიწოვება, ეს კი იზრდებოდა და ყმწვილიც დიდი მადლიერების გრძნობით განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვის ღვთაებრივ სიტყვებს.

საათიც არ გასულა, რაც დაასრულა თავისი პირველი თორმეტი სამასეული. დაიწყო მეორედ, მესამედ... მეოთხის ბოლოს სული უეცრად აუთრთოლდა მადლიერებით. დადგა მოძღვართან წასვლის დროც. უსაზღვრო იყო მამა ხარლამპეს სიხარული, როცა თავისი მოწაფის წარმატების შესახებ შეიტყო.

- გაძლიერდი, შვილო, ჩვენ წინ წავალთ.

ახალგაზრდა კაცმა რამდენიმე დღე გაატარა ხარლამპეს საძმოში და მერე სოფელს დაუბრუნდა. მან მიმოწერით გააგრძელა ურთიერთობა მოძღვართან იმ დრომდე, ვიდრე ღვთაებრივმა განგებულებამ თვითონ მასაც არ მოუწოდა და იგი მონაზონთა ანგელოზებრივ დასს შეუერთდა.
ბეჭდვაელფოსტა
01.11. 2017
kaxaber mikanadze
https://www.youtube.com/watch?v=zrBKWB28erM ეს ლინკი ნახეთ გთხოვთ შემინდოთ
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat