ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
მკითხველს მცირეოდენი შემოკლებით ვთავაზობთ "ღვთისმოყვარეთა ამბებს", რომელთაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ძველასურული პატერიკი".

I. იაკობ ნიზიბიელი
1. რომისა და სპარსეთის სამეფოთა საზღვარზე მდებარე ქალაქი ნიზიბია ადრე ხარკს რომაელებს უხდიდა და მათი ხელმწიფების ქვეშ იყო. ამ ქალაქში დაიბადა დიდი იაკობი, რომელმაც მეუდაბნოე და განმარტოებული ცხოვრება შეიყვარა და ყველაზე მაღალი მთების მწვერვალებზე იმალებოდა. გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომისას ბუჩქნარში, ღია ცის ქვეშ ცხოვროდა, ზამთარში კი ვიწრო მღვიმეს აფარებდა თავს. იმით კი არ საზრდოობდა, რაც შრომით ითესება და მოიწევა, არამედ რაც თავისთავად იზრდება. იმ მცენარეთა ნაყოფს აგროვებდა, რომლებიც ბოსტნეულს ჰგავდა. იმდენს ჭამდა, რამდენიც საჭირო იყო არსებობისთვის და ცეცხლზე მომზადება არ სჭირდებოდა. სამოსად იყენებდა არა ნაზი მატყლის ქსოვილს, არამედ გარეულ თხათა უხეში ბალნისას.

2. წმინდა იაკობი ამგვარად თრგუნავდა სხეულს და მუდმივად ზრუნავდა, სულისთვის სულიერი საკვები მიეცა. განწმინდა თავისი სულის გონიერი თვალი და გონება ღვთის სულის ბრწყინვალე სარკედ აქცია, სიტყვისაებრ ღვთაებრივი მოციქულისა: "განცხადებულის პირითა (როგორც სარკეში) დიდებასა უფლისასა" განიცდიდა და "მასვე ხატსა" მიიცვალა "დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად" (2 კორ. 3,18). ამიტომაც ყოველდღიურად იზრდებოდა მასში ღვთისადმი კადნიერება და რასაც სთხოვდა ღმერთს (თხოვნით კი მხოლოდ იმას სთხოვდა, რაც საჭირო იყო), უმალ იღებდა. ამიტომაც წინასწარმეტყველურადაც კი ხედავდა მომავალს და სულიწმინდის მადლით სასწაულთმოქმედების ძალაც მოიპოვა. ზოგიერთ ამ სასწაულზე მოგითხრობთ და მამა იაკობის უცოდინართ მივფენ მისი მოციქულებრივი ნათლის სხივებს.

3. იმ დროს კაცთა შორის კერპთა უგუნური თაყვანისცემა იყო გავრცელებული. უსულო კერპებს საღმრთო პატივს მიაგებდნენ, ხოლო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას მრავალი უგულებელყოფდა. ისინი (ზოროასტრის მიმდევარნი) დევნიდნენ მათ, ვისაც არ სურდა მათ უგუნურ სიმთვრალეში (სულიერ) მონაწილეობა და ჭეშმარიტ საგნებსა და მცნებებში გამტკიცებულნი ფლობდნენ მათი სულიერი გარჩევის ნიჭებს, დასცინოდნენ უსულო კერპებს და თაყვანს სცემდნენ სამყაროს შემოქმედს. ამ დროს იაკობი სპარსეთში გადავიდა, რათა იქ ღვთისმოსაობის ნერგნი მოენახულებინა და მათთვის შესაფერისი სამსახური გაეწია. როცა ერთ ჩანჩქერზე გადადიოდა, იქვე იყვნენ ვინმე ქალწულნი, რომლებიც თეთრეულს რეცხავდნენ და ფეხებით წურავდნენ. ამ დროს ისინი, იმის მაგივრად, რომ მიეღოთ უფრო შესაფერისი მდგომარეობა, სრულიად უკრძალველად, კადნიერი სახით და ურცხვი თვალებით მიაჩერდნენ ღვთის კაცს, არც თავი დაიბურეს და არც აწეული მკლავები დაუშვეს. ღვთის კაცი გაწყრა ამაზე და მოისურვა გამოეჩინა ღვთის ძალა, სასწაულით განეგმირა სიბილწე და ჩანჩქერი დაწყევლა - წყალიც მაშინვე განხმა. დაწყევლა ქალწულნიც და მათი ურცხვი ახალგაზრდობა ნაადრევი ჭაღარით დასაჯა. მის სიტყვას საქმეც მოჰყვა - შემოდგომის ხეებს მიემსგავსნენ. დაინახეს, რომ ჩანჩქერი გაქრა და ერთმანეთის თმაზე უცხო ცვლილება შენიშნეს და მიხვდნენ, რომ დაისაჯნენ. ქალაქისკენ გაიქცნენ და ეს ამბავი ყველას უამბეს. ზოგიერთი მოქალაქე გამოვიდა იაკობთან შესახვედრად, შეევედრნენ მას შეემსუბუქებინა რისხვა და მოეხსნა სასჯელი. მას დიდხანს არ უყოყმანია - ილოცა და წყლის ნაკადს უბრძანა, კვლავ წამოსულიყო. უმალ აჩქაფუნდა წყალი. ამის მხილველი მოქალაქენი შეევედრნენ იაკობს, ძველებური თმის ფერი დაებრუნებინა მათი ქალიშვილებისთვის. ამბობენ, რომ ყურად იღო მათი სათხოვარი და ქალწულების მოსაყვანად კაციც კი გააგზავნა. ისინი არ მოვიდნენ, ამიტომ ძალაში დატოვა სასჯელი, რათა ამით სხვებსაც ესწავლათ თავმდაბლობა და აღძრა ისინი უმანკოებისა და ღვთის ძალის მუდმივად გახსენებისკენ.

4. ასეთი იყო სასწაული ახალი მოსესი, რომელიც, სხვათა შორის, კვერთხის დარტყმით კი არ მოიმოქმედა, არამედ ჯვრის ნიშის გამოსახვით. მე კი სასწაულმოქმედების გარდა გამაოცა იაკობის სიმდაბლემ, ვინაიდან მან ეს ურცხვი ქალიშვილები, მსგავსად დიდებული ელისესი, არ მისცა გამძვინვარებულ დათვებს, არამედ უბრალო სასჯელით დასაჯა და ასწავლა ღვთისმოშიშება, კეთილკრძალულება. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ განვიკითხო წინასწარმეტყველის სიმკაცრე (დამიფაროს ამისთანა უგუნურებისაგან ღმერთმა!), არამედ გიჩვენოთ, რომ იაკობი, რომელსაც ელისეს მსგავსი ძალა ჰქონდა, მოქმედებდა ქრისტესა და ახალაღთქმისეული სიმშვიდით.

5. ერთხელ მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯა საქმე. იაკობმა უბრძანა იქვე მდებარე ლოდს, დამსხვრეულიყო და გამქრალიყო, რათა ასე ემხილებინა მსაჯულის უსამართლობა. ამის მხილველნი შეძრწუნდნენ, ზარდაცემულმა მსაჯულმა კი თავისი გადაწყვეტილება სამართლიანით შეცვალა. იაკობმა აქაც მიჰბაძა თავის უფალს: იესომ განიზრახა, ეჩვენებინა, რომ თუკი მოისურვებდა, ადვილად შეეძლო მტრების გაცამტვერება, მან კი დასაჯა უსულო ლეღვი, განახმო იგი და ამით გამოაჩინა თავისი ძალა (მათე 21,18-22). იაკობმაც მიჰბაძა კაცთმოყვარე უფალს, არ დასაჯა უსამართლო მსაჯული, არამედ ქვის დამსხვრევით ასწავლა მას მართლმსაჯულება!

6. ამგვარი საქმეებით განდიდებული იაკობი, რომელიც ყველას უყვარდა, აირჩიეს თავის სამშობლოში ეპისკოპოსად. მთებში განმარტოება კი დაუტევა და თავის ნების საწინააღმდეგოდ ქალაქში დამკვიდრდა, მაგრამ ცხოვრების წესი ძველებური შერჩა და შრომა მოემატა - ყველანაირი ზრუნვა გაჭირვებულებზე, ქვრივ-ობლებზე, მხილება მაწყენართა და სამართლიანი დაცვა განაწყენებულთა... წმინდა იკობს განსაკუთრებით უყვარდა ამგვარი საქმენი, ვინაიდან უყვარდა და ეშინოდა ამ ცხოვრების პატრონისა (უფლისა).

7. რაც მეტად შეიძენდა სათნოებათა სიმდიდრეს, მით უფრო მიიღებდა სულიწმინდის მადლს. ერთხელ სოფელში თუ ქალაქად მიმავალთან გლახაკები მივიდნენ, ერთი გლახაკი აჩვენეს, რომელსაც თავი მოემკვდარუნებინა და წმინდანს მისი დასამარხი ფული სთხოვეს. იაკობმა მისცა და ღმერთს ცრუ მიცვალებულისთვის ცოდვათა მიტევება და მართალთა თანა შეერთება შესთხოვა. ლოცვისას ცრუ მიცვალებულის სული გაფრინდა სხეულიდან. როგორც კი წმინდა კაცი წავიდა, გლახაკებმა კაცის წამოყენება სცადეს. ნახეს - სიცრუე სიმართლედ ექცათ და ნიღაბი ჩამოეხსნათ. დაეწივნენ იაკობს, მოინანიეს - ჩვენი სიგლახაკის გამო მოგატყუეთო, მერე ცოდვათა მიტევება და გარდაცვლილისთვის სულის დაბრუნება სთხოვეს. იაკობმა მიჰბაძა კაცთმოყვარე უფალს, მოახდინა სასწაული - ლოცვით დაუბრუნა სიცოცხლე ლოცვით მოკვდინებულ კაცს.

8. მგონია, რომ ეს სასწაული მსგავსია პეტრეს სასწაულისა, როცა მან სიკვდილს მისცა ანანია და საფირა, რომელთაც ფული დამალეს და პეტრე მოატყუეს (მოციქულთა საქმე 5,1-11); ასევე იაკობმაც სიცოცხლე წაართვა კაცს, რომელმაც დამალა ჭეშმარიტება და იცრუა. ოღონდ მოციქულმა იცოდა დამალული ფულის შესახებ, რამეთუ განუმხილა მას სულიწმინდამ და ამიტომ დასაჯა ისინი. იაკობმა კი არ იცოდა სიცრუის ამბავი, ისე შეწყვიტა მატყუარის სიცოცხლის დინება. ამასთან, მოციქულმა გარდაცვლილები სასჯელისგან არ გაათავისუფლა, რამეთუ მაცხოვნებელი ქადაგების დაწყებისას შიშიც იყო საჭირო, მოციქულებრივი მადლით ავსებულმა იაკობმა თავიდან დასაჯა, მერე კი მოუხსნა სასჯელი. ეს შეცოდებულისთვის სულიერ სიკეთეს ნიშნავდა.

10. როცა არიოზი - მამა და შემთხზველი სიცრუისა უფლის მხოლოდშობილ ძესა და სულიწმინდაზე, თავისი მოძღვრებით წინ აღუდგა შემოქმედს, აღავსო ეგვიპტე შფოთით და მღელვარებით, ხოლო დიდებულმა კონსტანტინემ - ზორობაბელმა ჩვენი ფარისა (რამეთუ მან მის მსგავსად უცხო ქვეყნიდან გამოიყვანა ყველა ტყვე - მართლმადიდებელი) აღადგინა და აშენა დაქცეული ღვთის ტაძრები, შეკრიბა ნიკეაში ეკლესიის ყველა წარმომადგენელი. ჭეშმარიტ დოგმათა დასაცავად სხვებთან ერთად მივიდა იქ იაკობიც, ვითარცა მეწინავე მებრძოლი ქრისტეს მეომართა ფალანგისა, ნიზიბია ხომ მაშინ რომაელთა ხელმწიფების ქვეშ იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat