დაიცავით ღვთის მცნებები და ღმერთი მადლს არ მოგაკლებთ
დაიცავით ღვთის მცნებები და ღმერთი მადლს არ მოგაკლებთ
გვსურს, "კარიბჭის" მკითხველს ოპტელი მამები გავაცნოთ და ეს ამბავი დიდ სიხარულს გვანიჭებს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ათონელ მამებზე და თითქმის არაფერი გვითქვამს ოპტის მონასტერზე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მართლმადიდებელ ქრისტიანთა მსოფლმხედველობაზე. ოპტის უდაბნოს მამათა ცხოვრება და სწავლებანი მართლმადიდებელ ქრისტიანთა საერთო საგანძურია და ამაში მალევე დარწმუნდება ჩვენი მკითხველი.

ერთხელ, ღირსმა ნექტარიოს ოპტელმა მწერალ სერგეი ნილუსს ჰკითხა:

- თუ ცნობილია თქვენთვის, ქვეყნის შესაქმიდან მოყოლებული დღევანდლამდე რამდენი ჭეშმარიტი კინოვია (საერთო საცხოვრებელი) არსებობდა? ნუ იწვალებთ, გეტყვით: სამი.

- რომლები?

- პირველად - სამოთხე, მეორედ - მოციქულთა დროის ქრისტიანული თემები... ხოლო მესამე - ჩვენი დიდი მამების დრონდელი ოპტა.

- ნოეს კიდობანი რაღა იყო? - შეეწინააღმდეგა ნილუსი.

- აბა, ეს რა კინოვია იყო? ასი წელი ეძახდა ნოე ხალხს და მარტო ცხოველები მივიდნენ.

ღირს მაკარი ოპტელს ძალზე უყვარდა ყვავილები და თავისი კელიის გარშემო რგავდა. მას მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. თვითონ მამებიც, ვითარცა სამოთხის ყვავილნი, კეთილსურნელებდნენ თავიანთი სიწმინდით.

ოპტის მონასტრის ისტორია შუა საუკუნეებში გადადის, მისი აღორძინება 1795 წელს იწყება, როცა მიტროპოლიტმა ანტონმა იქ სამი მოხუცი მონაზონი ნახა და მონასტერზე ზრუნვა არქიმანდრიტ მაკარის დაავალა. მან ეს საქმე თავის მებაღეს, მამა აბრაამს და თავის თორმეტ მონაზონს მიანდო, რომელიც პეშნოშის სავანიდან გამოგზავნა.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა ოპტის მონასტერში გახლდათ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის სკიტის აგება. ეს საქმე კი კალუგის, შემდგომში კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა როსლავის ტყეებში მოღვაწე მამებს - ღირს მოსეს და ღირს ანტონს (პუტილოვები) დაავალა. ორივე მამა, ისევე როგორც მამა მაკარი, დიდი მამის, პაისი ველიჩკოვსკის მოწაფეები იყვნენ. ოპტის უდაბნოს სულიერი წარმატება არქიმანდრიტ მოსეს უკავშირდება, რომელიც 37 წელი მართავდა სავანეს.

სიკვდილის წინ წმინდა ამბროსი ოპტელს სულიერმა შვილებმა ჰკითხეს: უშენოდ რა ვქნათო. უპასუხა: "თქვენ ხედავდით, როგორ ვცხოვრობდი. თუ გინდათ ასეთ ცხოვრებას მიბაძოთ, დაიცავით ღვთის მცნებები და ღმერთი მადლს არ მოგაკლებთ. ჩვენც ასევე ვწუხდით, როცა უფალთან მიდიოდნენ ჩვენი მამები, მაგრამ ვიცავდით ღვთის მცნებებს და მამათა დარიგებებს და ისე ვცხოვრობდით, თითქოს ისინი ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ. თქვენც ასე იცხოვრეთ და გადარჩებით".

ამიტომაც, არა მხოლოდ სმენის დასატკბობად წავიკითხოთ "ოპტელ მამათა ცხოვრება", არამედ ცხოვრების წესადაც გავიხადოთ, რათა მათთანვე ვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას. ამინ.

ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი).
მამა პაისი 1722 წელს დაიბადა პოლტავაში, სადაც მამამისი იოანე მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. მამა პეტრე (ასე ეძახდნენ ერისკაცობაში) და დედამისი ღვთისმოშიშები იყვნენ. ოთხი წლის პეტრეს მამა გარდაეცვალა და მასზე ზრუნვა უფროსმა ძმამ, იოანემ იკისრა, რომელმაც ტაძარში მამის ადგილი დაიკავა. როცა წამოიზარდა, პეტრე სასწავლებლად მიაბარეს. მალე დაეუფლა წერა-კითხვას. ყმაწვილის საყვარელი საკითხავი წმინდანთა ცხოვრება და ღირს მამათა სწავლებანი იყო. ოთახში ჩაიკეტებოდა და კითხულობდა სასულიერო წიგნებს. 13 წლის პეტრეს ძმაც გარდაეცვალა და უკიდურესად შეჭირვებულმა დედამ კიევის მიტროპოლიტ რაფაელს სთხოვა დახმარება, რომელმაც არა მარტო შეუნახა მამისეული ადგილი პეტრეს, მცირე გამოცდის მერე ყმაწვილი კიევის საწავლებელში ჩარიცხა. პეტრე კარგად სწავლობდა, თავისუფალ დროს დაფარულ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვაში ატარებდა. სასულიერო სასწავლებელში მან რამდენიმე ყმაწვილი გაიცნო, რომელთაც, მის მსგავსად, მონაზვნობა სურდათ. ბიჭები მთელ ღამეებს საუბარში ატარებდნენ, თუ როგორ აესრულებინათ ოცნება. პეტრემ აღარ დაუცადა სწავლის დასრულებას, უჩუმრად დატოვა კიევი და მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად წავიდა.

შეძრწუნებული დედა დიდხანს ტიროდა. მერე კი გადაწყვიტა, შიმშილით მოეკლა თავი. გონება თითქმის დაუბნელდა. უეცრად მწუხარებისგან გათანგული ქალი გონს მოვიდა და ღვთისმშობლის "დაუჯდომელი" მოითხოვა, რომელსაც დიდხანს კითხულობდა. მერე კი მოძღვარს მოუხმო და უთხრა: "როცა მწუხარებისგან დასუსტებული სიკვდილის პირას მივედი, საშინელი სახის უამრავი დემონი დავინახე. ჩემი შეპყრობა სურდათ. "დაუჯდომლის" კითხვა დავიწყე. როცა მას დღედაღამ შეუჩერებლად ვკითხულობდი, ეშმაკები თრთოდნენ და ვეღარ მეკარებოდნენ. გულს მომეფონა. უეცრად ცა გაიხსნა და ელვასავით ჩამოეშვა უფლის ანგელოზი. წინ დამიდგა და მითხრა: "ჰოი, უგუნურო! ეს რა გააკეთე?! იმის მაგივრად, რომ მთელი სულით და გულით შეგეყვარებინა უფალი, შემოქმედი შენი, შემოქმედზე მეტად შეიყვარე ქმნილება - ვაჟი შენი. ამ განუსჯელი და ღვთისსაწინააღმდეგო სიყვარულის გამო გადაწყვიტე, თავი შიმშილით მოგეკლა და საუკუნოდ წარწყმედილიყავი. იცოდე მტკიცედ: შენი ვაჟი, ღვთის მადლით, აუცილებლად მონაზონი გახდება. შენც უნდა გაუყვე შვილის ნაკვალევს, უარი თქვა სოფელზე და მონაზონი გახდე. ეს ღვთის განსაკუთრებული ნებაა! თუ კიდევ შეეწინააღმდეგები ღვთის ნებას, მაშინ ნაბრძანები მაქვს ქრისტესგან, რომ გადაგცე ეშმაკებს, რომლებიც შენს შეპყრობას ლამობენ, რათა მასხრად აიგდონ შენი სულიც და ხორციც. დაე, სხვა მშობლებმაც ისწავლონ, რომ შვილები ღმერთზე ძლიერ არ უნდა უყვარდეთ". ვთქვი, - თუ ასეთია ღვთის ნება, ამიერიდან ჩემს შვილზე აღარ ვიდარდებ-მეთქი. და ეშმაკები გაქრნენ, უფლის ანგელოზი კი გახარებული ავიდა ზეცად".

ირინას მონათხრობმა მოძღვარი და ახლობლები დიდად ანუგეშა. მალე პეტრეს დედამ მონასტერს მიაკითხა, მონაზვნად აღიკვეცა იულიანას სახელით და ათი წლის მერე მშვიდად გარდაიცვალა.

პეტრეს ბევრი მწუხარება და იმედგაცრუება შეხვდა. მონაზვნობის დონე იმ დროს დაცემული იყო. პეტრეს უნდა გაევლო თავისი გზა, რათა სხვებისთვისაც მასწავლებელი ყოფილიყო. თავიდან დნეპრთან ახლოს ლუბეჩკის მონასტერში დასახლდა, რომლის იღუმენიც გახლდათ მამა ნიკიფორე. ის სიყვარულით, მოთმინებითა და სიმშვიდით ხელმძღვანელობდა საძმოს. სამწუხაროდ, მალე მის მაგივრად განსწავლული ბერი დაადგინეს, რომელიც მონასტერს ბატონივით მართავდა. შეშინებულმა ბერებმა მონასტერი დატოვეს, წავიდა პეტრეც. იღუმენმა ერთხელ პეტრეს უბრძანა, - მზარეულებს უთხარი, კომბოსტო მომიმზადონო, თუმცა არ უთქვამს, როგორ. როცა პეტრემ საჭმელი მოუტანა, აღმოჩნდა, რომ მზარეულებმა საჭმელი ისე არ გააკეთეს, ვიდრე მას სურდა. გაბრაზებულმა იღუმენმა პეტრეს სილა გააწნა, რომლითაც მერე ტრაბახობდა კიდეც.

იქ პეტრემ გამოცდილი მოძღვარი ვერ იპოვა, რომელიც უხელმძღვანელებდა. ცრემლმორეული შეევედრა ღმერთს. იმავე ღამეს გადალახა გაყინული დნეპრი და მედვედევის მონასტერში ითხოვა თავშესაფარი. იღუმენმა ნიკიფორემ სიამოვნებით მიიღო და ფერიცვალება დღეს 19 წლისა პლატონის სახელით აღკვეცა.

გულმოდგინედ იღვწოდა ახალბედა მორჩილი. დღისით სამორჩილო საქმეებს ასრულებდა, ღამით კი ლოცულობდა. თუმცა ამ სავანეშიც დიდხანს არ მოუწია ყოფნამ. უკრაინაში უნიატებმა მართლადიდებლობის დევნა დაიწყეს. ამ სავანის მთავარი ტაძარი დალუქეს. ძმობა მიმოიფანტა. პლატონი სხვებთან ერთად კიევში, მღვიმევის მონასტრის სტამბაში მოეწყო. მაგრამ რადგანაც რუსეთში ვერ იპოვა რასაც ეძებდა, სამშობლოდან გაემგზავრა - მოლდავო-ვლახეთში.

იქ, ტრეისტვენის წმიდა ნიკოლოზის სვანეში ნახა ის, რასაც ეძებდა: მკაცრი მოსაგრები, რომელთაგანაც ბევრი რამ ისწავლა. ამ მონასტრის სულიერი მამა გახლდათ მღვდელსქემმონაზონი მიქაელი, რომელიც თავისი მოშურნეობითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მსგავსი იყო ძველ მოსაგრეთა. საოცარი მოშურნეობით ზრუნავდა პლატონი თავისი სულისთვის. ერთხელ, კვირა დღეს, პლატონს ჩაეძინა და ცისკრის ზარების რეკვა ვერ გაიგონა. გვიან გაეღვიძა. ტაძარში რომ მივიდა, ცისკარი დაწყებული იყო, სახარება უკვე წაეკითხათ და კანონებს წართქვამდნენ. პლატონს შერცხვა თავისი საქციელისა, უკან გამობრუნდა, დაჯდა ხის ქვეშ და მწარედ ატირდა. დამთავრდა ლიტურგია. შეიკრიბნენ სატრაპეზოდ. პლატონი არ ჩანდა. მამა მიქაელს უყვარდა ახალბედა მორჩილი და თავისი მოწაფე ათანასე გაგზავნა მის მოსაყვანად. ათანასემ, როგორც იქნა, მიაგნო პლატონს და გამოყოლაზე ძლივს დაითანხმა. როცა პლატონი სკიტში მივიდა და მამები დაინახა, უფრო აღელდა, დაემხო მიწაზე და ტირილით შენდობას ითხოვდა. მამებმა წამოაყენეს, დაამშვიდეს და მწუხარების მიზეზი ჰკითხეს. პლატონს ცრემლები ახრჩობდა და ვერაფერს ამბობდა. როცა ათანასე მოჰყვა ახალბედას ცრემლების მიზეზს, ყველამ ერთხმად ამოიოხრა და დადუმდა. დაამშვიდეს და სატრაპეზოში შეიყვანეს. აღელვებულმა პლატონმა საჭმელს პირი ვერ დააკარა, ტრაპეზობის მერეღა შეჭამა ცოტა რამ. მამა მიქაელმა ამ ამბის მერე თავისი მოწაფეები დამოძღვრა და მოუწოდა, პლატონისნაირი მხურვალე საღვთო მწუხარება მოეპოვებინათ.

ერთხელ მამა მიქაელს მამა ონოფრე ეწვია. მოძღვრის თხოვნით, მან თავის სკიტზე მოუთხრო მოწაფეებს. პლატონი დააინტერესა სკიტის მდებარეობამ და მამა ონოფრეს გაჰყვა. კერკულის სკიტს მამა თეოდოსი ხელმძღვანელობდა, ძმებს მკაცრი ათონური ტიპიკონი ჰქონდათ. პლატონმა სკიტში სამი წელი დაჰყო, მოიარა გარშემო სკიტები, ნახა ყველა მეუდაბნოე მამა და მათგან მაცხოვნებელი გაკვეთილების მერე მეტი ღვაწლით გააგრძელა მოღვაწეობა. აქ მან ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, რომ მისთვის "ახალგაზრა ბერიკაცი" შეგეძლოთ გეწოდებინათ.

მალე პლატონმა შეიტყო, რომ მოძღვრები მას მღვდლად კურთხევას უპირებდნენ და ამიტომ ათონზე წასვლა გადაწყვიტა. ათონზე მაშინ დაცემის პერიოდი იდგა. აქ ის უფრო მეტი სიმკაცრით ცხოვრობდა, ვიდრე ვლახეთში გასაოცარი გახლდათ მისი უპოვარება, პერანგიც კი არ ეცვა, კაბა და ანაფორა უფარავდა სხეულს. ერთხელ ათონზე მამა ვასილი ჩამოვიდა, პლატონი მანტიით შემოსა და მას პაისი უწოდა. სამი წლის მერე ვლახეთიდან ათონზე მოლდაველი ბერი ბესარიონი ჩამოვიდა, მოიარა ათონი, მაგრამ მოძღვარი ვერ იპოვა. დიდი მუდარის მერე მამა პაისიმ ის მიიღო არა როგორც მოწაფე, არამედ ვითარცა სულიერი ძმა.

სამწყსო თანდათანობით გამრავლდა. პაისი იძულებული გახდა, წმინდა ილიას სკიტში გადასულიყო. აქ ბერებმა სამონასტრო ტაძარი და კელიები ააგეს. მამა პაისის საძმო უმკაცრესი ტიპიკონით ცხოვრობდა - საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, ლოცვა, მოსაგრეობა. უამრავი ადამიანი მიდიოდა მამა პაისისთან, უმეტესობას მათთან დასახლება სურდა. მამა პაისის ხან ფეხით და ხან ჯორით ესტუმრებოდა ხოლმე უწმინდესი პატრიარქი სერაფიმე, რომელიც პანტოკრატორის მონასტერში ცხოვრობდა. მიუხედავად უარისა, მამა პაისი იძულებული გახდა, მღვდლად ხელდასხმა მიეღო, რათა თავის სულიერ შვილებზე უკეთ ეზრუნა. ამბობენ, რომ ყოველთვის სულშემუსვრილი სწირავდა და მოჭარბებული გრძნობებისა და ცრემლთა დენის გამო მსმენელნი იძულებული ხდებოდნენ, ტაძრიდან გარეთ გამოსულიყვნენ დასამშვიდებლად. ტიროდა თითქმის ყველა, ატირებული პატრიარქიც ნამეტნავისაგან გულისა ამბობდა: "დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat