მონაზონი, რომელიც საკუთარ გულისთქმას უჯერებს, ხიბლში ვარდება
მონაზონი, რომელიც საკუთარ გულისთქმას უჯერებს, ხიბლში ვარდება
"ათონიადა". მამა ხარლამპეს ძმობა 1967-1979 წლებში ქილანდარის კუთვნილ წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელიაში, ბურეზარში ცხოვრობდა. მალე მამა ხარლამპეს სახელმა "ათონიადის" სასულიერო სასწავლებლამდე მიაღწია. მაშინ სკოლას ხელმძღვანელობდა მამა ქრიზოსთომოსი (შემდგომში როდისტოლის ეპისკოპოსი). ცალკე მისი და ცალკე მამა ხარლამპეს ზრუნვით სკოლამ არნახულ სულიერ სიმაღლეს მიაღწია. ყოველდღიურად უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე მიდიოდა მასთან აღსარების სათქმელად, რჩევის მისაღებად. მათ შორის გახლდათ ბოტანიკის (შემდგომში ბერი არსენი) მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის უმეტეს დროს გონებისმიერ ლოცვაზე საუბარში ატარებდა. მას, როგორც ახალ აარონს, მოსწავლეებამდე მიჰქონდა მოსეს (მამა ხარლამპე) სულიერი სწავლებანი. მამა ხარლამპეს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. "ათონიადის" მოსწავლეთა უმეტესობა შემდგომში მონაზვნები, მღვდელმონაზვნები ან პატიოსანი ცოლოსანი მღვდლები გახდნენ.

გასაოცარი ამბავი. როგორც უკვე ვთქვით, მამა ხარლამპე, ვიდრე ვინმეს ძმობაში მიიღებდა, მანამდე ლოცულობდა და ღვთისგან იღებდა პასუხს.

ერთხელ ახალგაზრდა მოძღვარი ეწვია და უთხრა, ჩემთან რამდენიმე ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელთაც მონაზვნობა უნდათო. მამა ხარლამპეს ძმობის ტიპიკონი მოეწონა. მოძღვარი რამდენიმე დღის მერე ხუთ-ექვს ყმაწვილთან ერთად ამოვიდა და მოძღვარს ძმობაში მიღება სთხოვა. მამა ხარლამპემ უპასუხა: - ვილოცებ და მერე გეტყვი პასუხსო. მამა ხარლამპეს სულიერ შვილებს გაუხარდათ. მეორე დღეს მამა ხარლამპემ მოიხმო მორჩილი, მამა იოსები და უთხრა: -ისინი ახლავე უნდა წავიდნენო.

- რატომ, მამაო?

- მე მხოლოდ ის ვიცი, რაც გადავიტანე წუხელ. ვლოცულობდი, როგორ მოვქცეულიყავი, მიმერულა და ვიხილე, ჩვენი კელია შხამიანი გველებით იყო სავსე, რომელთაც ჩვენი დაგესვლა უნდოდათ. იცოდეთ, თუ ისინი სასწრაფოდ არ წავიდნენ აქედან, დიდი განსაცდელი გველის.

სათნო მოძღვარმა ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვა ახალგაზრდებს და მათ მოძღვარს, დაეტოვებინათ კელია. ახალ ადგილას კი ისეთი სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რომ მათ გადაჭრას არა მხოლოდ წმინდა კინოტი, არამედ მთაწმინდის საპატრიარქო ეგზარქოსიც კი დასჭირდა. ამის მერე მასობრივმა საშუალებებმა მთაწმინდაზე საშინელი ცილისწამება საქვეყნოდ გამოაჭენა.

მხურვალე ლოცვის შედეგი. ერთი ძმა გააოცა მამა ხარლამპეს პასუხმა რთულ შეკითხვაზე და ჰკითხა, - მამაო, როგორ შეძელით ასე ზუსტად გეპასუხათო.

- ასე ყოველთვის არ ხდება. ძალზე ძნელია იმის გაგება, ღვთისგან არის პასუხი თუ არა. მაგრამ თუ მონაზვნის ლოცვა აგუზგუზებულ ცეცხლს ჰგავს, მაშინ მას, როგორც მოსეს, შეუძლია წარდგეს და ესაუბროს თავის შემოქმედს. ამიტომ, რამდენადაც ძალა გეყოფათ, უნდა გააღვივოთ თქვენში ეს ცეცხლი.

მეორე ძმამ ჰკითხა მამა ხარლამპეს:

- მამაო, როცა ვლოცულობ ღვთის მიმართ და ვევედრები, გამაგებინოს, როგორ მოვიქცე, ღვთისგან შინაგან პასუხს ვიღებ.

ეს ძმა ნამდვილი მოსაგრე იყო, მაგრამ მამა ხარლამპემ ჰკითხა: - კიდევ გაქვს ვნებებიო?

დიახ, მამაოო.

- ასე რომ, ვიდრე ვნებები გვმძლავრობენ, ჩვენში ჭეშმარიტების თესლს სარეველა შერევია. სადაც შენ ფიქრობ, რომ ხორბალი დათესე, უეცრად ეკალი ამოდის. ილოცე და შეევედრე უფალს, გულისხმაგყოს, ხოლო ღვთისგან უწყება ჯერჯერობით შენი საქმე არ არის.

მამა ხარლამპე მიხვდა, რომ ეს ძმა "მარჯვნიდან" ეცდუნებოდა. როგორც მერე თვითონვე ჰყვებოდა, ძმა უკმაყოფილო წამოვიდა მოძღვრისგან.

რამდენიმეჯერ მან ღმერთს ლოცვაში გულისხმისყოფა სთხოვა და როგორც თვითონვე თქვა, ზუსტი პასუხი მიიღო. ერთხელ ეს ძმა ვიღაც კაცს დაჰპირდა, შენ რომ გაწუხებს, იმ საქმეზე ღვთისგან პასუხს გამოვითხოვო. ილოცა და უთხრა, რაც შენ ჩაიფიქრე, თავნებობააო... კაცი მხიარული წავიდა... რამდენიმე დღის შემდეგ აღშფოთებული და შეწუხებული მოვიდა, - რაც შენ მითხარი, ყველაფერი პირიქით მოხდა და მძიმე შედეგი გამოიღოო.

ამ ამბის მერე ეს ძმა დამდაბლდა, მამა ხარლამპეს აღსარება ჩააბარა და დაჰპირდა, რომ ამიერიდან აღარ ითხოვდა ღვთისგან პასუხს.

კეთილსურნელება. თავის სულიერ შვილებში მოსაგრეობის ცეცხლი რომ გაეღვივებინა, მამა ხარლამპე მათ თავის ზოგიერთ სულიერ განცდაზე უყვებოდა ხოლმე. ხშირად იმ სიმდიდრის ნაწილსაც გადასცემდა, რომელსაც ის თავის განძთსაცავში მალავდა.

ერთი დამწყები მონაზონი ერთხელ ღამე სტასიდიაზე იჯდა და სკვნილზე ლოცულობდა. მას მოძღვრისადმი ეჭვი აწუხებდა. "უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი გული ღუმელივით აგუზგუზდა, - ჰყვებოდა იგი, - ენით გამოუთქმელი დიდი სიტკბოება ვიგრძენი. ორი-სამი წუთით გულში სამოთხე მქონდა. გონს რომ მოვედი, თავი მოვაბრუნე და რას ვხედავ, მეზობელ სტასიდიაზე დგას მამა ხარლამპე სკვნილით ხელში.

ამ შემთხვევის მერე, როცა მოძღვარმა მოისურვა ჩემთვის თავისი გამოცდილების ნაწილი გადმოეცა, მისადმი ეჭვისა და ურწმუნოების გულისთქმები აღარ გამჩენია. მქონდა ერთგვარი წარმოდგენა იმ სულიერ განცდებზე, რომელიც მან გამოსცადა და ზოგიერთზე მიყვებოდა. მანამდე კი მეგონა, რომ რომელიღაც უცხო ენაზე მესაუბრებოდა".

მღვდელმონაზონმა პ-მ საოცარი რამ მიამბო: "ბურეზარში მორჩილი გვყავდა, ნ-ი, რომელსაც წესად ჰქონდა, შუაღამისას, ლიტურგიის წინ, მამა ხარლამპესთან აღსარება ეთქვა.

როცა პირველად შევიდა მოძღვართან, ძლიერი კეთილსურნელება იგრძნო. იფიქრა, საცეცხლურისააო, ძმამ მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა. მეორე, მესამე ღამესაც რომ იგრძნო კეთილსურნელება, თავი ვეღარ შეიკავა და მოძღვარს ჰკითხა: - მამაო, საცეცხლური აქ სად გაქვსო?

- რას ამბობ, შვილო, ასეთ დროს საცეცხლური რად მჭირდება?

- მაშინ საიდან მოდის ეს კეთილსურნელება? სუნთქვა მეკვრის.

- მოიცადე, შეეცადე, თუნდაც ცოტათი მაინც წარემატო ლოცვაში და დაინახავ, შიგნიდან როგორ გამოგდის კეთილსურნელება სულიწმიდისა.

ამ სიტყვების მერე მორჩილი მიხვდა, საიდან მოდიოდა კეთილსურნელება. მაგრამ კიდევ რაღაც ვერ გაიგო. ზოგჯერ კეთილსურნელება ძალზე ძლიერი იყო, ზოგჯერ კი სუსტი. დაასკვნა, რომ კეთილსურნელება დამოკიდებული იყო მოძღვრის ლოცვის ძალასა და სითბოზე. დამწყები მონაზვნისთვის დამახასიათებელი უბრალოებით, კეთილსურნელების ძალის მიხედვით უთხრა მამა ხარლამპეს: - მამაო, ეტყობა, დღეს ძლიერი ლოცვა გქონდათო. მოძღვარმა ხუმრობით ჰკითხა, - საიდან მიხვდი, ცუღლუტოო.

სხვა დროს უთხრა, - მამაო, დღეს სუსტი ლოცვა გქონდათო.

- ეს საიდანღა იცი? - ჰკითხა მოძღვარმა.

ამ კეთილსურნელებას გრძნობდა ძალზე ბევრი სულიერი შვილი მამა ხარლამპესი. ასეთი გახლდათ ბრწყინვალება მისი წმინდა გულისა, რომელიც კეთილსურნელებით ივსებოდა ჩვენი მაცხოვრის უტკბესი სახელის ხსენებით.

თუმცა ძალზე ხშირად, როცა ვინმე ესაუბრებოდა მამა ხარლამპეს კეთილსურნელებაზე, იგი ურჩევდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ, ვინაიდან ძალზე ბევრი ეცდუნა გარეგნული კეთილსურნელებით.

მოხიბლული მოსაგრე. მამა ხარლამპეს ცხოვრების აღმწერელი ბერი იოსებ დიონისიატელი ჰყვება: "როცა ბურეზარში გადავედით, ჩვენთან სიარული დაიწყო ერთმა მეზობლად მცხოვრებმა მონაზონმა. მას ძალზე მოეწონა ჩვენი ცხოვრების განრიგი და მამა ხარლამპესთან აღსარებაზე დაიწყო სიარული. მალე ეს მონაზონი თავის კელიაში ჩვენი ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობდა. მაგრამ დიდი ხნის მერე ამ ძმასა და ჩვენს მოძღვარს უთანხმოება მოუვიდათ და ძმა ჩვენგან წავიდა. იმ დღეს, როცა ის მამა ხარლამპეს კელიიდან გამოვიდა, იქვე ვიყავი და გავიგონე მისი ნათქვამი, - ხედავ, არა სჯერა, ქრისტეს ეშმაკს ეძახისო.

ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები, ვერც მოძღვრისთვის კითხვა გავბედე - აღსარების საიდუმლოს ხომ არ დაარღვევდა.

ერთხელ დავინახე, ეს ძმა, ვირზე შემომჯდარი, კარიესში მიდიოდა. ერთმანეთს მივესალმეთ. ვკითხე, ჩვენთან რატომ არ მოდიხართ-მეთქი. მონაზონმა მე ყველაფერი ამიხსნა: - წმინდა ვასილის სკიტში ცხოვრებისას შევხვედრივარ თქვენს მოძღვარს, ღირსსახსოვარ მამა იოსებს. მე ბევრი ვიღვაწე მთებში, მღვიმეებში, მთაწმინდის უდაბნოებში - ქრისტემ დააფასა ჩემი ღვაწლი, ამიტომაც ცხადში ბევრჯერ შევიქმენი მისი სახის ხილვის ღირსი. ყველაფერი მოვუყევი შენს მოძღვარს. მან კი: ნუ დაუჯერებ მაგას, ეგ ხიბლიაო. არა, ეს ხიბლი არ არის-მეთქი. ის კი თავის აზრზე დგას. ბოლოს მივახალე: - არ გეთანხმები და ამიტომაც მივდივარ თქვენგან. მაგრამ, როცა ასრულდება ის სიტყვები, რომლებიც ქრისტემ მითხრა, მაშინ მიხვდები, ჩვენ შორის ვინაა მოხიბლული-მეთქი.

- მამაო, რა გითხრა ქრისტემ?

- ახლა, როცა ვიროსან მამა გ-ს უყურებ, ამბობ, - დიდი არავინააო, მაგრამ ხვალ საკუთარ თვალებსაც კი არ დაუჯერებ და იტყვი, - ნუთუ ის არისო.

- ვერ მიგიხვდი, მამაო.

- ამას მალე შეიტყობ, მე გრიგორიატის მონასტრის იღუმენად მიმიწვევენ. იღუმენი ხომ პენსიაში გავიდა. როცა სახელი გამივარდება, უფრო ბევრსაც ნახავ. ეს მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის სიკვდილის მერე მოხდება. როცა გაიგებ პროტატის ტაძრის ზარების საზეიმო რეკვას, იცოდე, რომ ჩემთან მოდიან, რათა კონსტანტინოპოლის პატრიარქად მაკურთხონ...

ეს მოხუცი მონაზონი ძალზე კეთილი და წესიერი იყო, ნამდვილი მოსაგრე და აღმასრულებელი მონაზვნური მოვალეობისა. ბოლოს ის გრიგორიატის მონასტრის საავადმყოფოში აღმოჩნდა და მაინც მოელოდა წინასწარმეტყველების ასრულებას... მონასტრის ექიმისგან შევიტყვე, რომ სიკვდილის წინ ამ მამამ ყველაფერზე უარი თქვა, რისიც სწამდა. უთქვამს, - დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც გეუბნებოდით. მე მალე წავალ სხვა ცხოვრებაშიო. ერთხელ ერთმა მამამ მასზე მითხრა: "ის მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში მორჩილებაში იყო. დამარხა თავისი მოძღვარი, შეეჭიდა უდიდეს სულიერ ღვაწლს - წავიდა უდაბნოში, მკაცრად იცავდა მონაზვნურ აღთქმას, ხშირად ეზიარებოდა. ამანაც გადაარჩინა - მასში მტკიცე საფუძველი იყო ჩადებული, და მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ხიბლში ჩააგდო, ეშმაკმა საბოლოო გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია".

მამა ხარლამპე ამბობდა, რომ მონაზონი, რომელიც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, ხიბლში ვარდება. ის ხშირად იხსენებდა ძმა იოანეს, რომელსაც ეშმაკი უფლის ანგელოზის სახით გამოეცადა, დააჯერა "ხილვაში" და ჩააგონა, რომ მოძღვრისთვის არაფერი ეთქვა. ეშმაკი უკვე გეგმავდა, როგორ ჩაეჩეხა ის უფსკრულში: "კიდევ კარგი, ჩემს მამა იოსებს გამოცხადება ჰქონდა. მოასწრო და ძმა პირდაპირ სიკვდილის ზღურბლზე შეაჩერა", - თქვა მამა ხარლამპემ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat