ბევრ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ მწუხარება თავს არ ანებებს, რადგან ქრისტე აკლია
ბევრ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ მწუხარება თავს არ ანებებს, რადგან ქრისტე აკლია
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
მამათაგამონათქვამები
მამა დანიელის (კატუნაკელი) დარიგება. "ჩვენ ვხედავთ, რომ უსაზღვრო ღვთაებრივი სიყვარული ნიჭად მიეცათ იმ მონაზვნებს , რომლებიც მწყემსები და მასწავლებლები არიან და მრავალი სახით კეთილს უყოფენ მოყვასს, ასევე მიეცათ მეუდაბნოეებსაც, რომლებიც ღრმა უდაბნოში მოღვაწეობენ. უფრო მეტიც, ასეთ მამებში უფრო დიდ სიყვარულსა და ღვთისადმი სათნოყოფას ვხედავთ, რამეთუ მისი (ღვთის) სახიერება საკვირველად აჯილდოებს სულებს, რომლებმაც მთლიანად შეიყვარეს იგი და სხვა არაფერი აინტერესებთ, მწირობის (სიგლახაკის) და ღვთისადმი სრული მინდობის გარდა".

მამა კალენიკე დაყუდებული (+1930). ბერმა თქვა: "მთის მდინარის, საშინელი უფსკრულის თავზე გაჭიმულ ბაგირზე მიდის აკრობატი. თუ ის ყურადღებით არ იქნება, საშინელი სიკვდილით დაიღუპება. ასევე დაიღუპება ის მონაზონიც, რომელიც არ ფხიზლობს და მუდმივად ყურადღებას არ აქცევს საკუთარ თავს". მან ასევე თქვა: "თავიდან ვნებათაგან განწმენდა მოგვეთხოვება, მერე უკვე შეგვიძლია მივეცეთ მეუდაბნოე ცხოვრებას. განუწმენდელ ჭურჭელში მირონი არ ჩაისხმება".

მან ასევე თქვა: "მონაზვნები, რომლებიც მხარს უჭერენ ერისკაცებთან ურთიერთობას, თუ ისინი სრულყოფლნი არიან, არ კარგავენ სრულყოფილებას, ხოლო თუ სრულყოფილნი არ არიან, მრავალნაირ დაცემას შეიცნობენ". ასევე თქვა: "როგორც გაზეთებს აიტერესებთ მხოლოდ დიდი პიროვნებები და ვინმე მენახშირე არ აგონდებათ, ასევე ცილისმწამებლები ილაშქრებენ სათნოებიან და მნიშვნელოვან პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ღირსნი არიან პატივისა და პატივისცემისა".

ერთ რუს მღვდელმონაზონს, რომელსაც ათონის მწვერვალზე მოსაგრეობა სურდა, ბერმა უთხრა: "გაექეცი უკიდურესობას - იგი ორლესული მახვილია, რადგან კაცთა მოდგმის მტერი ეშმაკი ძალზე სასტიკ ბრძოლას გაგიმართავს".

ღირსი მამა სილუან ათონელი (+1938) ამბობდა: "თუ ვინმეს არ უყვარს მტერი, ესე იგი მასზე ჯერ არ განუსვენებია ღვთის მადლს".

"იმისთვის, რომ უფალი შევიცნოთ, არ არის საჭირო ვიყოთ მდიდარი ან განსწავლული, უნდა ვიყოთ თავშეკავებულნი, გვქონდეს მდაბალი სული და გვიყვარდეს მოყვასი".

"თუ ხალხი იტანჯება, მაშინ ყველამ უნდა შეინანოს და ღმერთიც ყველაფერს უკეთესად მოაწყობს".

ყარაყალის იღუმენი კონდრატე (+1940) ამბობდა სიმდაბლეზე: "რამდენადაც თავს იმდაბლებ, იმდენად ამაღლდები, თუნდაც ხელნი დაგასხან, თუნდაც რაიმე თანამდებობა გეკავოს, ნუ იამაყებ. ჩვენი შესაძლებლობები ჩვენივე დამსახურება კი არა, ღვთის ნიჭია". მან ასევე თქვა: "იცი, როგორი უნდა იყოს მონაზონი? ვითარცა მკვდარი! თუნდაც აგინონ, თუნდაც აქონ, თუნდაც სცემონ, მან არაფერი არ უნდა თქვას". "მამებო, - ხშირად ამბობდა იგი, - მორჩილება უდიდესი თავმდაბლობაა. ვინც დამჯერია, სამოთხეში შედის, ვინც ურჩობს, სამოთხიდნ განვარდება". მღვიძარებაზე თქვა: "მამებო, მოიპოვეთ მღვიძარება. ჩვენ, მონაზვნები, ანგელოზებს ვბაძავთ. ანგელოზები კი ფხიზლობენ და ადიდებენ ღმერთს".

იგი სულიერ ბრძოლაზე არიგებდა ერთ მონაზონს: "აღასრულე შენი ყოველდღიური კანონი, ყოველდღიურად აღმაღლდი და არ დაეშვა".

მამა იოაკიმე ახალსკიტელი (+1943). არქიმანდრიტი იოაკიმე ეუბნებოდა თავის მორჩილს: "საუკუნო სასყიდელი რომ მივიღოთ, უნდა გამოვიაროთ ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლა, რამეთუ კეთილი საქმე აღესრულება ღვაწლითა და სნეულებით და ძალისხმევით მიიღწევა".

როცა ზოგიერთებმა უთხრეს, ვიღაც-ვიღაცები განგიკითხავენო, მან უპასუხა: "ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, ცილს ნუ დასწამებთ და ცუდ სიტყვებს ნუ იტყვით ჩემს კეთილისმყოფელებზე".

მამა იოაკიმე, წმინდა ანას სკიტელი. მან ბრძანა: "თავისი გულისთქმების ყოველდღიური აღსარების გარეშე მონაზონი ვერ ისწავლის ბრძოლის ხელოვნებას და ვერ გაიმარჯვებს".

მან ასევე თქვა: "მონაზონი დღეში იმდენჯერ უნდა მოკვდეს, რამდენჯერაც მოითხოვს მისგან მორჩილება".

მან ასევე თქვა: "თუ მონაზონს ლოცვას მოვაკლებთ, მაშინ მას მოაკლდება უფლებაც იგრძნოს საკუთარი თავი ღვთის ჭეშმარიტ შვილად".

მან ასევე თქვა: "მონაზონს, რომელიც გამოტოვებს თავის კანონს, ყველა ღვთისმსახურებას არ ესწრება და ჭამს ხორცს, არ ძალუძს სწორად იდგეს და წარემატოს".

მამა ათანასე, გრიგორიატის იღუმენი (+1953). ბერმა თქვა: "ავადმყოფობა - ეს ღვთის სტუმრობაა კაცთან".

ერთხელ ერთ ახალდამწყებ მონაზონს წერილით ასეთი რჩევა მისწერა: "ეცადე, შვილო, ცხოვრებაში მოიპოვო დარბაისლობა, სიკეთე, გულისხმისყოფა, მოუკლებელი ლოცვა, მხნეობა, წრფელი სიყვარული, უბრალოება. იყავი თანამგრძნობელი. მოიპოვე მდუმარება და მოთმინება. უქმად ნუ იმეტყველებ. ნუ იუხეშებ. მოიპოვე უშფოთველობა, განაგდე დიდებისმოყვარეობა და სიამაყე, რათა უფალმა განგადიდოს ანგელოზთა და კაცთა წინაშე". მან ასევე თქვა: "მონაზვნური ცხოვრება - ღვთის უდიდესი წყალობაა კაცთათვის".

მამა გერასიმე (+1957). ბერმა თქვა: "ნეტარ არს კაცი, რომელიც სნეულებისას არა მარტო დაითმენს, არამედ განადიდებს ღმერთს იმ უამრავი წყალობისთვის, რომელიც მას განუმზადა".

მან ასევე თქვა: "დაე, კურთხეულ იყოს და მარადის განდიდებულ ყოვლადწმინდა სახელი ღმრთისა, რომელიც ყველანაირ წამალს იყენებს ადამიანთა ცხონებისთვის!"

მამა ისოებ მღვიმელი (+1959). ნეტარმა ბრძენმა და გამოცდილმა მამა იოსებმა თქვა: "თუ დაინახე კაცი, რომ არავის ეკითხება რჩევას და არც რჩევებს ასრულებს, მაშინ ელოდე, რომ მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება".

ერთხელ მან ერთ კაცს მისწერა: "მართალი გინდა ათასგზის დაეცეს, არ კარგავს კადნიერებას, არამედ კვლავ მოიკრებს ძალებს და უფალი მათ გამარჯვებად ჩაუთვლის. მაგრამ გამარჯვებას მას არ უჩვენებს, თავი რომ არ აიმაღლოს, დაცემას კი თვალწინ წარმოუდგენს, რათა ხედავდეს მათ, შეწუხდეს და დამდაბლდეს". მან ასევე თქვა: "კაცს უფლება აქვს, ჰქონდეს იმდენი მადლი, რა ზომითაც ის განსაცდელებს მადლიერებით დაითმენს და რამდენად უდრტვინველადაც იტვირთავს მოყვასის ტვირთს". მან ასევე თქვა: "ყველა განსაცდელსა და მწუხარებაზე მოითხოვე მოთმინება: იგია კიდეც მათი მძლეველი". ერთ კაცს სწერდა: "შენ ძალზე იქანცები ხოლმე, ვიდრე გაიგებ, რომ ლოცვა ყურადღებისა და სიფხიზლის გარეშე დროის ფუჭი ფლანგვაა და ღვაწლია ჯილდოს გარეშე". ასევე სწერდა: "თუ ღვთის ყოველ გახსენებაზე თვალთაგან ცრემლი არ გდის, მაშინ იცოდე, რომ შენ დასნეულებული ხარ უმეცრებით, რომლისგან იშვება სიამაყე და სასტიკდება გული". იმავე პიროვნებას სწერდა: "მწუხარებებისას ნუგეში კაცთაგან არ ეძიო და ნუგეშინისცემული იქნები ღვთისგან".

სხვას კი სწერდა: "მონაზონი ის კი არ არის, რომელსაც შეხვდები და მისგან უნაყოფო სიტყვებს ისმენ. ჭეშმარიტი მონაზონი - ნაყოფია სულიწმინდისა". ასევე ამბობდა: "ვინც ლოცულობს და არ ინანიებს, ან ლოცვა შეუწყდება, ანდა ხიბლში ჩავარდება". თავის მორჩილებს უთხრა: "გამოცდილება - მადლზე აღმატებულია" (გულისხმობდა, რომ მადლი ტოვებს ადამიანს, როცა შესცოდავს, მაგრამ თუ ის ფლობს სულიერი ცხოვრების გამოცდილებას, ძნელად თუ ჩავარდება ცოდვაში).

მამა ფილარეტ კოსტამონიტელი (+1963). "მონაზვნების სამი განმასხვავებელი ნიშნის გარდა, როგორიცაა მორჩილება, ქალწულება და უპოვარება, მონაზვნის "თვალები" ყოველდღიური მსახურება და კანონია. თუ მას აქედან ერთ-ერთი არ აქვს, მაშინ ის ცალთვალაა. თუ ორივე არ აქვს, მაშინ ჩაფლულია სულიერ სიბრმავეში". მან ასევე თქვა: "ყურადღებით იყავი, რომ შენი სულის მინდორი დაუმუშავებელი არ დაგრჩეს. თუ გაყამირდა, შემდგომში ძნელი იქნება მისი სარეველებისგან გაწმენდა და მოხვნა".

მამა ტიხონ მეუდაბნოე (+1968). ბერმა თქვა: "ჯოჯოხეთი სავსეა ამაყი ქალწულებით. ღმერთს თავმდაბალი ადამიანი სჭირდება". მან ასევე თქვა: "ღმერთი მთელ სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, თავმდაბალ კაცს კი - ორივეთიო". ერთ კაცს მან ასეთი რჩევა მისცა: "როცა წიგნს (სასულიეროს, რა თქმა უნდა) კითხულობ, შენი გონება იწმინდება". სხვას კი უთხრა: "შენ მიერ თითოეული სამუშაოს დაწყებისას ღვთის ძალას მოუწოდე, დასასრულს კი თქვი: "დიდება ღმერთს!"

ერთ კაცს მან დაჟინებით ურჩია: "ცრემლები, შვილო ჩემო, ცრემლები - აი, რა უნდა ღმერთს!"

ლავრელი მამა ამბაკუმი (+1978). ბერმა თქვა: "როცა დოკუმენტები წესრიგში არ გვაქვს, სხვა ქვეყანაში წასვლა არ შეგვიძლია. ასევე, თუ ჩვენი საქმეები წესრიგში სინანულის მიერ არ არის მოყვანილი, მაშინ ვერ შევძლებთ "საუკუნო ქვეყანაში" - ღვთის სასუფეველში შესვლას". მან ასევე თქვა: "მონაზონი, რომელიც რადიოთი უსმენს მუსიკას, ვერ შეიქმნება ღირსი ზეციურ ანგელოზთა გალობის მოსმენისა".

მამა გაბრიელ დიონისიატელი (+1980). ბერი ეპიტიმიაზე ამბობდა: "როგორც ყველა ორგანიზმი ერთნაირად ვერ იღებს წამალს, ასევე სულიერი წამლის მიღება ყველა ადამიანს ერთნაირად არ შეუძლია. თუნდაც ის წამალი სწორედ ამ სნეულებისთვის იყოს განკუთვნილი".

მან მოძღვრებზე თქვა: "სხვა დამხმარე იარაღებზე მეტად მოძღვარს სიმდაბლე უნდა ჰქონდეს". მონაზვნობაზე თქვა: "მონაზვნობა - საფუძველია მართლმადიდებლობისა".

"მონაზვნობა მდუმარებაში დაიბადა, უდაბნოში გამოიკვება და ამ სოფლიდან იდუმალად აღიზარდა".

მამა იოსები, ყუთლუმუშის სკიტიდან (+1992). მოძღვარმა თქვა: "თუ ხედავ, რომ ორნი ერთად კარგად ცხოვრობენ, იცოდე, რომ ეს ერთი მათგანის დამსახურებაა, რამეთუ ის ერთი ითმენს და უთმობს მეორეს, რათა ძმობა არ დაირღვეს".

მან ასევე თქვა: "მირონმდინარე წმინდანებმა მირონის დენის ნიჭი თავიანთი სიწმინდის გამო მიიღეს. რამეთუ ეს ნიჭი ნებისმიერს არ მიეცემა, თუნდაც ის წმინდანი იყოს. ის მიეცემა მხოლოდ ქალწულებს, დამთმენებს და წმინდანებს და ხორცით შეურყვნელებს".

მამა პაისი მოსაგრე (+1994). ბერი ამბობდა: "კარგია მოკვდე მონაზვნად, ოღონდ სინანულში მყოფი".

"მონაზონი - ეს სინათლეა, კედელზე მდგარი შუქურაა და არა ოფლის ფარანი".

"რამდენადაც გაურბიხარ ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად მოგიახლოვდება ღვთაებრივი მადლი".

"საკუთარი ნების მიმყოლი განაგდებს ღვთის ნებას და ეწინააღმდეგება საღვთო მადლის მოქმედებას".

"ახალდამწყები სუფთა აუდიოფირივითაა. მასზე პასუხი მოძღვარს მოეკითხება".

"ნუ შეუდგები მონაზვნობას, თუ ეს გულით არ გინდა, თორემ არაფერი გამოგივა".

"ბევრ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ მწუხარება თავს არ ანებებს, რადგან ქრისტე აკლია".

"თუ ვინმე რაიმე საქმის გამო დაწყევლე, მაშინ წყევლა მასზე იქნება, მაგრამ შენც დაისჯები, რომ არ აპატიე მას".

"თუ გინდა რაიმე სასარგებლო გააკეთო ეკლესიისთვის, გამოასწორე საკუთარი თავი: ამგვარად სიკეთეს მოუტან ეკლესიის პატარა ნაწილს".

უცნობი რუსი ათონელი მოსაგრე (XXს.). "როცა ვინმე უჭვრეტს ღმერთს, მას აღარაფერი აქვს სათქმელი - ტირის გახარებული".

უცნობი მოსაგრე და მეუდაბნოე (XXს.). ერთი მოძღვარი მღვიმეში ცხოვრობდა და დღეში შვიდჯერ ტიროდა. მოწაფემ ჰკითხა: "რატომ ტირი, მამაო?" უპასუხა: "შვილო, როცა კაცი ღმერთს უჭვრეტს, სიყვარულისგან ცრემლები სდის და თავს ვერ იკავებს".

მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი (XXს.). ბერმა თქვა: "დაუძლეველი ძალა მიმიზიდავს ამ სოფლიდან უდაბნოში განმარტოებისთვის, რათა ვიფიქრო ღმერთზე, ვიგრძნო ღმერთი და ვიცხოვრო მასში... აბსოლუტის წყურვილი მომწვავს".

მამა თეოფილაქტე დიონისიატელი (XXს.). ბერი ეუბნებოდა მონაზვნებს: "ძმანო ჩემნო! ვისაც არ უნახავს, როგორ კვდება ღირსი მამა, მას არ შეიძლება ჰქონდეს ჭეშმარიტი ცოდნა სიკვდილზე, ცხოვრებასა და უკვდავებაზე. წმინდა კაცის სიკვდილი ასეთი გულისხმისსაყოფელია"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat