როცა რაღაც ძლიერ გვინდა და ვერ ვიღებთ, გარემოებებს არ უნდა შევებრძოლოთ, არამედ ვთქვათ: "კურთხეულ იყოს სახელი უფლისა!"
როცა რაღაც ძლიერ გვინდა და ვერ ვიღებთ, გარემოებებს არ უნდა შევებრძოლოთ, არამედ ვთქვათ: "კურთხეულ იყოს სახელი უფლისა!"
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი. "განკაცებულმა უფალმა დათრგუნა სატანის თავი და დაუშვა, რომ მხოლოდ კუდი ექნია, რათა თავისმა ერთგულებმა იმეცადინონ სათნოებებში და გვირგვინები მიიღონ".

"უდიდესი ნიჭი (წყალობა), რომელიც შეიძლება მისცეს უფალმა ამ სოფელს - ღვთაებრივი მადლია".

"როცა ვცოდავთ, სინანულის გარდა, სხვა არც ერთ სათნოებას არ შეუძლია მიგვაახლოოს უფალს".

"ვისაც უყვარს სინანული და თავის შეცოდებათა წყლულების კურნება, თუ შემდგომში მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებებს, არამედ შფოთავს და დრტვინავს და თავს იმართლებს, დაე, იცოდეს, რომ არ შეუნანია ისე, როგორც წესია, არ განუკურნავს საკუთარი ცოდვები".

"არის ორი საშუალება ღმერთთან ურთიერთობისა: საღვთო ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან და ლოცვისმიერი ურთიერთობა ღმერთთან".

მამა იეროთეოს მთაწმინდელი (+1814). ეს მამა თავის მორჩილებს შეაგონებდა: "ჩემო საყვარელო შვილებო და ძმებო, თუ არ გინდათ, ერისკაცებს დაბრკოლებად და საცთურად ექცეთ, მაშინ უნდა დაამუშაოთ მიწა, ცხოვრების ყოველივე საჭირო მოიპოვოთ და არ დაუტეოთ ჩვენი ღვაწლის ადგილი".

ერთხელ მას ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ჰკითხა, - შეიძლება შენთან აღსარება ვთქვაო? ბერმა უპასუხა: "როგორც ღმერთია შემოუზღუდავი, ასევე კეთილი საქმე ყველგან კეთილია".

ყუთლუმუშის სკიტელმა მამა კირილემ (XIXს.) უთხრა თავის მორჩილს: "ღმერთშემოსილი წმინდა მამები მონაზვნურ ცხოვრებას მოწამეობად თვლიდნენ, კარგი მონაზონი და განსაკუთრებით მორჩილებაში მცხოვრები იესო ქრისტესგან მოწამის გვირგვინს (ნიშნებს) მიიღებს".

მამა დიონისე კავსოკალიველი (1854). "როგორც ძაღლები ყეფენ მგლის მოახლოებისას და მას ცხვართან არ უშვებენ, ასევე მოძღვარმაც რჩევა უნდა მისცეს მორჩილს და გამოასწოროს იგი, როცა ხედავს, რომ მორჩილის სული საფრთხეშია".

დაფარულმცოდნე მამა ილარიონ ქართველმა (+1864) რუს მეუდაბნოეს, რომელმაც მარხვაზე რჩევა ჰკითხა, უთხრა: "ჭამე დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას კი ორჯერ და საჭმელს ზეთი დაუმატე".

ძილზე კი ურჩია: "იძინე, რამდენსაც ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ როცა გაიღვიძებ, მაშინვე წამოდექი და საწოლში ნუღარ ჩაწვები".

მღვდელმონაზონი ანთიმოზ ბულგარელი, ქრისტესთვის სულელი (+1867), ამბობდა: "სიმდაბლე იმას ნიშნავს, რომ კაცი არავის განიკითხავდეს და ყველაზე უარესად თვლიდეს თავს".

მან ასევე თქვა: "ღვთის ნიჭი სხვადასხვანაირია, თითოეულს მან რაღაც განსაკუთრებული მისცა".

მამა ათანასე მოლდაველი (+1873): "სიკვდილის ხსოვნა და ღვთის სამართლიანი სამსჯავრო მუდმივად უნდა გვქონდეს გონებაში და განსაკუთრებით ლოცვისას".

სტუმრად მყოფ მონაზონს, რომელმაც მასთან კვლავ მისვლის სურვილი გამოთქვა, უთხრა: "ჩვენ ვცდილობთ, გარეგნული კარები კი არ ჩავკეტოთ, არამედ ისინი, საიდანაც ვნებები შემოდიან".

მამა გრიგოლ ვიგლელმა (+1873) ბრძანა: "ზოგჯერ ჩვენი ცოდვების გამო გვეწვევა სნეულება, ხოლო ზოგჯერ ღვთის დაშვებით, რათა მისი საშუალებით საუკუნო ნეტარება მოვიწიოთ".

მან ასევე თქვა: "დაიცავით თავი სასოწარკვეთისაგან, ისწრაფეთ ღვთისკენ სინანულითა და იმავდროული აღიარებით და იმედი გქონდეთ მისი მოწყალებისა. ასეთი ადამიანისგან, თუნდაც დაეცეს, ღმერთი სინანულს მიიღებს. მაგრამ თუ ყველა სათნოება გაქვს, სიმდაბლე კი არა, მაშინ სხვა ყველაფერს დაკარგავ".

მამა ამბაკუმი (+1875). "მოდით, მოვემზადოთ ღვთის წინაშე ანგარიშის ჩასაბარებლად. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მაგრამ მარადიულობა არ იცვლება".

მამა გერმანე ბულგარელი (+1870). "როცა გული ვნებებისგან გაიწმინდება, ის ღვთის ტრაპეზად გადაიქცევა, სული არ უნდა დაეთანხმოს მტრის საცდურს, რამეთუ მადლი დატოვებს ასეთ ადამიანს, როგორც ფუტკრები ემალებიან კვამლს".

მან ასევე თქვა: "ვისაც არ შეუძლია, ცრემლნი ჰქონდეს, დაე, ჰქონდეს მას მწუხარებანი და გულის შემუსვრილება, რამეთუ მიემსგავსებიან მეზვერეს, რომელმაც განიმართლა თავი ღვთის წინაშე".

ლეონტი, რუსი მოძღვარი (+1876). ამ ბერმა თქვა: "სინანულის გზა იმას გულისხმობს, რომ მუდმივად ვტიროდეთ და სიკვდილზე ვფიქრობდეთ".

მამა ხარიტონი (+1878): "ეშმაკს უდაბნოში არ შეუძლია იმოქმედოს მათზე, ვისაც მოძღვარი ჰყავს".

"ადამიანებს შეემთხვევათ ის, რომ კარგავენ სულიერ ორიენტირს და ზოგჯერ მონაზვნობის მიზანსაც".

საღვთო სიყვარულზე ბერი ამბობდა: "სიმდიდრე, სოფელი და ამსოფლიური სიხარული არაფერია საღვთო სიყვარულთან შედარებით".

განსაცდელებზე კი იტყოდა: ვისაც გულწრფელად უნდა ცხონება და დაითმენს ღვთისგან დაშვებულ განსაცდელებს, უშედეგოდ არ რჩება. უფალი დაუშვებს განსაცდელს, თვით სიკვდილსაც კი, რადგან სარგებელი სურს ჩვენი სულებისთვის".

მამა დიონისე, ქრისტესთვის სულელი (+1880): "რადგანაც დღეს აღარ არის სათნოებები, მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან. ამიტომაც დამთმენნი იმ ძველ მამებთან ერთად იქნებიან, ვინც ბევრს მოსაგრეობდა. განსაცდელის დათმენა უკვე საკმარისია, უდრტვინველი დათმენა იგივე ლოცვაა".

მან ასევე თქვა: "უნდა გყავდეს გამოცდილი მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც პატივს მიაგებ და დააფასებ, რამეთუ კეთილმოკრძალებაში ძევს სიმდაბლისმოყვარეობა".

მამა ნეოფიტე (+1882): "კინოვიურ მონასტერში ცხოვრება უკეთესია და იქ ნაკლები ბრძოლაა, უდაბნოში კი უნდა ებრძოლო მძლავრ ბოროტ სულებს".

მან ერთ მონაზონს ურჩია: "მონასტერშიც შეგიძლია ღირსეული და მართალი ცხოვრებით იცხოვრო. ოღონდ გამოცდილი მოძღვარი უნდა გყავდეს და დანარჩენებს რაც შეიძლება ნაკლებად ესაუბრო".

მამა ჰაჯი-გიორგი (+1886): "ხშირი აღსარება და საღვთო ზიარება - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პირობაა ამქვეყნიური სულიერი სიხარულისა და ზეციური მხიარულებისა".

მანვე თქვა ღვაწლისკენ ახალბედების განუსჯელ სწრაფვაზე: "ახალგაზრდათა სათნოებები - იგივეა, რაც გაზი, ვირები რომ უშვებენ".

მამა ნეოფიტე: "როცა მყუდროებისათვის წახვალ უდაბნოში და შეიცნობ ჭეშმარიტ სიტკბოებას, მაშინ არავის ნახვა აღარ მოგინდება".

სიმდაბლეზე თქვა: "აუცილებლად უნდა დავიმდაბლოთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანებს ვუყუროთ, როგორც წმინდანებს - მადლი სულს მხოლოდ მაშინ ანუგეშებს. ღმერთი, ჩვენი სიმდაბლის გარდა, არაფერს ეძებს".

მან ასევე თქვა: "მონაზვნური ცხოვრება სავსეა განსაცდელებით, რომლებიც ნადირივით ეძგერებიან ადამიანს".

"კინოვიაში ადვილია ცხონება, ოღონდ უნდა მოიკვეთო საკუთარი ნება".

"ვისაც სულიერი ცხოვრება აქვს, დაე, ნუ შეეშინდება განსაცდელების".

მამა გედეონ კავსოკალიველი (+1896). ბერმა უთხრა რჩევის მოსურნე მონაზვნებს: "ბევრი წმინდა მამა ქრისტესთვის სალოსად ცხოვრობდა. თუ ასე ცხოვრება არ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა და დაითმინეთ ის, რაც სხვადასხვა ხასიათის ძმათა მიზეზით შეგემთხვევათ".

ასევე თქვა: "მონასტერში არის ხალხი, რომელიც მკაცრად იცავს ღვთის მცნებებს, მაგრამ არიან საპირისპირო მიდრეკილებისანიც".

ასევე თქვა: "არა მხოლოდ ერისკაცთა, ჩვენ, მონაზონთა შორისაც არიან ისეთნი, ვისაც სურს მტკიცედ იდგეს სათნოებათა ჭეშმარიტ გზაზე, იტანჯებიან კაცთა ვერაგობით, რომელსაც აღვივებს ეშმაკი, რათა ისინი გზას ააცდინოს ანდა სხვა გზას გაუყენოს".

მამა ბასილი ბულგარელი (XIXს.): "მშვიდობა წარმოდგება მტრის სიყვარულისგან და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როცა ეს საჭირო იქნება, ვითარცა მსხვერპლშეწირვა, ასეთი სიყვარული გამოვავლინოთ. ვინც თავის გულში მოყვასისადმი სრულყოფილ სიყვარულს გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მან განამწარა, დაინახავს, რა საოცრად შეიცვალა მისი მტერი".

წმინდა ანას სკიტელი მამა დამასკინი (XIX ს.)
ამბობდა: "დაე, აცხოვნოს ღმერთმა ყოველი კაცი და ნუ დაუშვებს, რომ ვინმე წავიდეს ჯოჯოხეთში. რამეთუ ქვეყნის შესაქმის მერე იგი განმზადებულია სატანისა და მის ანგელოზთათვის და არა კაცთათვის".

მამა დოსითეოს მოძღვარი, მოლდაველი (XIXს.): "სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა ვილოცოთ, რათა განსაცდელების ჟამმა განვლოს ისე, რომ სულს არ ავნოს. ცხონება განსაცდელების მერე მოდის, რამეთუ ის, ვინც არ იღებს განსაცდელს, განაგდებს ცხონებასაც".

მამა ზოსიმე (XIXს.): "ეშმაკს არაფრის ისე არ ეშინია, როგორც მღვიძარე და მლოცველი სულისა! მაშინ ის მას გაურბის, როგორც ცეცხლს და არ შეუძლია მიუახლოვდეს".

მამა თეოდოსი ბულგარელი (XIXს.): "ყველაზე სასარგებლოა კაცისთვის, შორიდან კი არ უცქიროს მადლს, არამედ მის შეძენას ეცადოს. და თუკი კაცი არ მიიღებს მას და დაკარგავს, მაშინ ღირსი ყოფილა განკითხვისა. ჩვენს ყველა საქმეს დასასრული აქვს, მხოლოდ სინანულს არ აქვს დასასრული, არამედ სიცოცხლის ბოლო წუთამდე გრძელდება და თუ ვინმე დაუტევებს სინანულს, დაიღუპება".

მან ასევე ბრძანა: "ხშირად უფალი თავის წმინდანებს მადლს აძლევს მრავალთა სულიერი სიკეთისთვის".

გულისთქმებზე ბერმა თქვა: "თუ შეგიძლია ქარის ბადით დაჭერა, მაშინ გულისთქმების დაჭერასაც შეძლებ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არ მივიღოთ ისინი, გავაძეოთ და მუდმივად განვიწმინდოთ სინანულით".

მამა პანარეტი (XIXს.).
მან ბრძანა: "თუ შენ მამა ხარ და მეუდაბნოე, მაშინ დღედაღამ იმოსაგრევე და მტკიცედ იბრძოლე, რათა სძლო საკუთარ თავს და ჩაიცხრო ვნებები".

მამა საბა მოძღვარი (+1908). ბერმა თქვა: "პროსკომიდიაზე ცოცხლების და გარდაცვლილების მოხსენიებას დიდი სიკეთე მოაქვს".

იგი სწერდა რუსეთის მეფის ოჯახს: "მშობლები, რომლებიც მიუძღვებიან თავიანთ შვილებს ზეციურის სამეფოსაკენ, დიდ საზღაურს მიიღებენ თვით მეუფე ქრისტესგან".

"ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ მარჯვენა მხრიდან განსაცდელებს (მოძღვრის კურთხევის გარეშე აღებულ უზომო ღვაწლს, რომელიც კაცს სიამაყესა და მედიდურობაში აგდებს), - ეუბნებოდა იგი მორჩილებს, - მე ბევრი დავითმინე "მარჯვენა მხარის" ეშმაკთაგან და მით მწარე გამოცდილება მივიღე".

მამა ეგნატე მოძღვარი (+1925): "ის, ვინც სიყრმიდანვე იღვწის, სიბერეში გამოიკვებება. ახლა, ვიდრე ახალგაზრდები ხართ, ილოცეთ, იმარხულეთ, იღვაწეთ, აკეთეთ მეტანიები, რომ რაიმე გქონდეთ საკვებად, როცა მობერდებით".

მან ასევე თქვა: "მონაზონმა გემრიელი საჭმელები არ უნდა ჭამოს".

მამა დანიელ კატუნაკელი (+1929). მან თქვა: "მონაზვნური ცხოვრება - დიდებული სასწავლებელია, სადაც ღვთის მართლცხოვრებას ასწავლიან, და სადაც სახარებისეული სიმკაცრე მოქმედებს".

მან ასევე თქვა: "მონაზვნური ცხოვრება აღსავსე უნდა იყოს სიყვარულით და არა პირქუშობითა და ზიზღით".

და კიდევ: "ისევე, როგორც სხეულს თან სდევს ჭუჭყი და რკინას - ჟანგი, ასევე მონასტრიდან მონაზვნის გამოსვლას შეუძლია შებილწოს კეთილშობილება მისი სულისა".

ცნობისმოყვარეობაზე ბერმა თქვა: "როცა, ბერო, გზად რომელიმე მონაზონს შეხვდები და დაგიწყებს გამოკითხვას, რა გქვია, რომელი სავანიდან ხარო და ასე შემდეგ, უპასუხე - განსჯით და მოკლედ. მაგრამ შენ ნუ შეეკითხები მსგავს რამეს. დაე, შენი გასაღები ნუ გააღებს სხვის კარს".

ეჭვიანობაზე თქვა: "ეჭვიანობა - ცრუ და გონებაარეული ფოტოგრაფია, რომელიც იღებს ფოტოს და გამოხმაურებას საპირისპირო სახით ბეჭდავს".

მან ასევე თქვა: "როცა ჩვენ რაღაც ძლიერ გვინდა და ვერ ვიღებთ, გარემოებებს არ უნდა შევებრძოლოთ, არამედ ვთქვათ: "კურთხეულ იყოს სახელი უფლისა". ასე მოიქეცი წარმატებისას და წარუმატებლობისას".

აღსარებაზე კი თქვა: "როცა მიდიხარ შენს სულიერ მამასთან აღსარებაზე, საზოგადოებრივი ბრალმდებელივით ნუ მოიქცევი და ნუ იტყვი: "მან ეს თქვა", "ამან კი ის თქვა", არამედ თქვი შენი სათქმელი და მოგეტევება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat