ქედმაღლობა დატოვებს ადამიანს, როცა ის დამდაბლდება და სოფლისთვის სულელი გახდება
ქედმაღლობა დატოვებს ადამიანს, როცა ის დამდაბლდება და სოფლისთვის სულელი გახდება
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
სიმონპეტრელი მამები. ახალგაზრდებს შორის იყვნენ ისეთი კეთილმოკრძალებულნი, რომლებიც კვირაში სამჯერ ეზიარებოდნენ ხოლმე.

მონასტერში წესად ჰქონდათ თვეში ორჯერ ზიარება. თუმცა ნეტარი მამა იერონიმე, ეკლესიის მსახურებთან - პავლე უბრალოსთან, იოსებ ნაქსოსელთან და ამ კეთილმოკრძალებულ ახალგაზრდებთან ერთად, ერთიანი იყო მუდმივი ზიარებით ღვთის წინაშე წარდგომით.

მეკითხები, რატომ მწერ ამაზეო. რათა შეიტყო, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება. უნდა იცოდე, თუ რაოდენ დიდ სიმაღლეს მიაღწია მონაზვნობამ კალენდრის გამო არევ-დარევამდე და რაოდენ ღვაწლს ეწეოდნენ ჩვენი დიდებული მოძღვრები.

დააკვირდი მონაზვნურ ცხოვრებას და მდუმარედ აღასრულე ის, რაც მოგეთხოვება. თუ დაინახავ, რომ ახალგაზრდა მონაზვნები განმშვენდებიან, მაშინ საკუთარ თავზე შეგიძლია იფიქრო, როგორც იმ საზოგადოების ნაყარზე (ნარჩევზე).

სიხარულით აღასრულე ყველა მსახურება, საითკენაც დაგიძახებენ, თუნდაც დაქანცულობისგან ცოცხალმკვდარი იყო. თუ სამუშაოდ გაგგზავნიან, შორს განაგდე შენგან მტერი, რომელიც შთაგაგონებს, რომ დაღლილი ხარ. მუშაობისას შეიტყობ, რომ თავდადებულ შრომას მონაზონი სრულყოფილებისკენ მიჰყავს.

დიდი წმინდანები თავიანთ სხეულს დასვენების ნებას არ აძლევდნენ. როცა მონასტრის სხვა მამები დასაძინებლად წვებოდნენ (შუაღამისას), ისინი შეუმჩნევლად დგებოდნენ, ქვემოდან წყაროს წყალი და ტყიდან შეშა მოჰქონდათ, ფეხისალაგებს წმენდდნენ.

ყოვლადსახიერი ღმერთი ხედავდა ამას და მათ შრომას აკურთხებდა. რათა ბოლო ჟამს ისინი ჩვენს სამაგალითოდ ქცეულიყვნენ, უფალმა ისე მოაწყო, რომ მონასტრის მამებმა შეამჩნიეს მათი შრომა.

ჩვენს დროში მონასტერში ცხოვრობდა მონაზონი ექვთიმე, რომელიც ყველა მონაზვნურ სამუშაოს ასრულებდა, თან ეკლესიაში მნათეობდა. ერთხელ მან თავისი სამუშაო დაამთავრა და კელიაში ექვსის ნახევარზე დაბრუნდა. მიჯდა საწოლზე და თვალები დახუჭა. ძილი ერეოდა, მაგრამ თავს აიძულებდა, ეფხიზლა. მანამდე ექვთიმემ ეშმაკის მოქმედებით ასანთი დაკარგა. ლოცვა დაიწყო და ხედავს, რომ ფარანი თავისით აინთო, მაგრამ ბჟუტავს. ექვთიმე მიხვდა, რომ ეს ეშმაკის ხიბლი იყო. წარმოთქვა ლოცვა: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე" და ფარანი ჩაქრა. ბერი გამოფხიზლდა, იპოვა ასანთი და დაფის დასარეკად წავიდა, რადგან კვირა დღეს, წესით, ნახევარი საათით ადრე უნდა დაერეკა.

ასეთ მამებზე წაიკითხე ჩემს ნაწერებში და მათ ნაბიჯებს გაჰყევი. როცა ნახავ, რომელიმე ახალგაზრდა მონაზონი კამათობს, ან იცინის, ნუ მიემსგავსები, მზერა მიწას მიაპყარი, საიდანაც აღებული ხარ. მაშინ ყოვლადსახიერი ღმერთისადმი ლოცვით ყველაფერი კარგად იქნება. ევედრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩემთვის, თუკი რამ სიკეთე მოგიტანე.

წმინდა სვიმეონ მირონმდინარე. მივიღე შენი წერილი და დიდი ყურადღებით წავიკითხე. მოვალე ვარ, გიპასუხო, რათა ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იყოს შენს მონასტრულ ცხოვრებაში. მეც პატარაობაში მაგ მონასტერში ვცხოვრობდი.

უამრავი მოვალეობა დამაკისრეს, ვწუხდი და ვიტანჯებოდი. მაწუხებდა წყეული ქედმაღლობა და სიამაყე და ვფიქრობდი: "რატომ ის და არა მე?"

ერთხელაც მოწყენილი შეშას ვეზიდებოდი ურიკით. გზაზე ძმამ ჩემი მწუხარება შეამჩნია, მოვიდა და მითხრა:

- თუ გინდა კარგი მონაზონი გახდე, ყველას წინაშე სულელი იყავი.

როგორ გავიგოთ ეს სიტყვები-მეთქი. ძმამ მოთმინებით დამიწყო ახსნა:

- აქაური გადმოცემით, ჩვენი მონასტრის ქტიტორი ფრიად ბრძენი მამა და იესოს ლოცვის მუშაკი იყო. იგი იმაზე ფიქრობდა, თუ სრულიად როგორ გაეთავისუფლებინა გული შემოჭრილი ვნებებისგან.

ღირსი მამის მღვიმის მოპირდაპირე მხარეს შეგიძლია დაინახო შენობის ნანგრევები. სწორედ იქ აღასრულებდა ღვაწლს მისი მოძღვარი, რომელთანაც მივიდა და აღუთქვა, რომ ყველაფერში მორჩილი იქნებოდა.

მის მოძღვარს საქმიანი გონება ჰქონდა და იცოდა, როგორ გაეთავისუფლებინა კაცი ვნებებისაგან. ის მას ყოველთვის უყვიროდა. ზოგჯერ სცემდა კიდეც. ღირსი მამა კი "ყველასთვის სულელი გახდა". არასოდეს მწუხარებდა და ყველაფრისგან სიკეთე გამოჰქონდა. მონაზონმა იცოდა, რომ ამ მოჩვენებით სისულელეში, როგორც ხატზე, აისახებოდა სრულყოფილი სიმდაბლე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამით საქმე არ მთავრდებოდა. მწუხრის განტევების მერე იგი მოძღვართან აღიარებდა თავის გულისთქმებს, მერე დაკოცნიდა მის ფერხთა ნაკვალევს და იტყოდა:

- ჰოი, ნეტარი ნაკვალევი! თუ თქვენს ნაკვალევს გამოჰყვება კვალი ჩემი, გულისხმაყოფს რა მონაზვნურ სალოსობას, მაშინ ადვილად მივაღწევ უბრალოების სრულყოფილ საზომს.

ღირსი ქტიტორი კინოვიური მონასტრისა, ზუსტად მისდევდა თავისი სულიერი მოძღვრის კვალს და მცირე ხანში მიაღწია უმაღლეს სულიერ მდგომარეობას და უმაღლეს სათნოებებს.

როცა მისმა სულიერმა მოძღვარმა დაინახა, თუ რა სიმაღლეს მიაღწია მან "იყავ ყველასთვის სულელის" წესის წყალობით, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ღირსი მამა მღვიმეში დასახლდა.

ის ქედმაღლობის ეშმაკებს პირისპირ ებრძოდა და არა მარტო დაამხო ისინი, მათზე გამარჯვებაც იზეიმა, როგორც ეს ჩანს ტრაპეზის კედელზე დახატულ წმინდა ხატში.

განახვნე თვალნი სულისა შენისა და იხილავ, თუ რას წარმოადგენს მონასტრული საძმო, სადაც იმყოფები. აქ ყველანი ჭკვიანები და გულისხმისმყოფელნი არიან, მაგრამ ყველა ჩვენს მოძღვარს ემორჩილება. ყველას ერთი განზრახვა და ნება აქვს, რასაც მოძღვარი ეტყვით, მაშინვე იმის შესასრულებლად გარბიან, როგორც მოწყურებული ირმები მორჩილების წყაროს წყალთა მიმართ. მორჩილება ხომ ყოველ კაცს ასწავლის, "ქრისტესთვის სულელი იყოს".

შეხედე სტეფანეს, როგორი მოშურნეა მოძღვრისადმი მორჩილების ასრულებაში. ყოველთვის, როცა მას ემსახურებოდა, თავი "ყველას წინაშე სულელად" წარმოედგინა და სახე არამიწიერი სიხარულით უბრწყინავდა.

თუ კაცი ქედმაღლობის გულისთქმებს მიიღებს და დაივიწყებს, "ყველას წინაშე სულელი" იყოს, მას უკვე აღარ შეუძლია მშვიდად ცხოვრება და აქეთ-იქით აწყდება. ამიტომაც მოძღვარი ვალდებულიც კია, ყოველთვის შეახსენოს ეს წესი. მაგრამ ყველაფერი ამაოა, თუ თავმაღლობის ეშმაკმა უკვე დაფლითა ადამიანი და ჩააგდო ხიბლში.

ვიდრე ძმა მიყვებოდა, მწუხარება სრულიად განმიქარდა და მომესმა ხმა:

- თუ არ დამდაბლდები, მონასტერში მოთმინებით არ იშრომებ და არ დაითმენ მამათა საყვედურებს, რისთვისღა უნდა ცხონდე? მამები იმიტომ გსაყვედურობენ, რომ გაათავისუფლონ შენი გული ვნებებისგან.

მონასტრის მამები ჩვენს დროში ყველანი უბრალო გლეხები იყვნენ, მაგრამ უდავო იყო მათი სულიერი გამოცდილება.

მოძღვარმა მითხრა: - წადი ზეთსახდელში და მერე მომიყვები, რასაც ნახავო. წავედი. მამა ამბროსი ზეთისხილს წნეხდა.

როცა უკან დავბრუნდი, მოძღვარს ათენური მიკიბულ-მოკიბულობით, ხანგრძლივი პაუზებით, გრძელი ფრაზებით ვუამბობდი, თუ როგორ იწურებოდა ზეთი. მოძღვარმა მიპასუხა:

- ზეთისხილი ჯერ აყვავდება, მერე კი დგება ყინვები, რომელსაც ის დაითმენს. მაშინაც დაითმენს, როცა შუადღის მზე მოსწვავს და მაშინაც, როცა თავსხმა წვიმა და სეტყვა დაატყდება, დიდი მოთმინების მერე ყვავილედი ზეთისხილად გადაიქცევა.

და აი, დადგა ზეთისხილის კრეფის დრო. ზეთისხილის ხე უხვად გვასაჩუქრებს ნაყოფით. ხალხი მოსავლის ასაღებად მიდის. მერე კი ზეთისხილს წნეხში ყრიან, უშვებენ მძიმე ფილას და ზედ დაწოლით ადენენ ზეთს.

თითოეულმა მონაზონმა უნდა იფიქროს, რომ ამ მონათხრობში მონასტრის ხატია მოცემული. ყვავილედი - ეს ახალდამწყები მონაზონია, რომელმაც მოიპოვა კეთილი გულისთქმა "ყველას წინაშე სულელად ყოფნისა". მისი სიმდაბლისმოყვარეობის წყალობით, ძირითადად კარგი ამინდია, მზე, ჰაერი და სიგრილე - ეს ყველა კეთილი გულისთქმებია. უამინდობად უნდა ჩავთვალოთ მედიდური გულისთქმები - ეგოიზმი და თავმაღლობა.

ზეთის სახდელის უფროსი - იღუმენია. ყველა ზეთისხილი წნეხში უნდა გატარდეს. წნეხი - ნიშანია სრულყოფილი მორჩილებისა, საკუთარი ნებისა და ფიქრების მოკვეთისა. მცოდნე იღუმენი შეძლებს ზეთის სრულ გამოწურვას და სქელი სითხის მიღებას. ამიტომაც, ქრისტო, ყოველთვის თვალწინ გქონდეს ეს სწავლება. თავი ანებე ოცნებებს. სულელი გახდი ყველასთვის, სრულიად დაიმდაბლე საკუთარი თავი, და ყოველთვის, ნებისმიერი მამისგან ლანძღვასა და ყვირილს მოელოდე. მათ სურთ, რომ ძილში აღარ გაწუხებდეს სიძვისა და არაწმინდების ბოროტი ეშმაკისგან მოგვრილი სამარცხვინო და არაწმინდა გულისთქმები.

ამიტომაც, რაც გვისწავლია, ის აღვასრულოთ. დაე, ნუ დაგამწუხრებს მათი დაცინვა, ვინც შენზე ადრე შეუდგა ამ წმინდა ადგილზე მოსაგრეობას. ჩვენი საქმეა - ზუსტად მივყვეთ მათ მოძღვრებას და უფრო მარტივნი გავხდეთ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქედმაღლობა დატოვებს ადამიანს, როცა ის დამდაბლდება და სოფლისთვის სულელი შეიქნება. თორემ თავმდაბლობით შეიძლება საშინელ ერესშიც ჩავვარდეთ, როგორც ეს დაემართა 1915 წელს ერთ განსწავლულ მონაზონს წმინდა პავლეს სავანიდან. როცა ამის შესახებ შეიტყვეს მონაზვნებმა, მისი დანახვაც კი არ უნდოდათ.

მივხედოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია და ევედრება ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, რათა მან გულისხმაგვყოს ყველანი საქმეთა აღსრულებაში. მაშინ გავხდებით ჭეშმარიტად ქრისტესთვის სულელნი.

მნე, მეჯორე რომ გახდა. მეკითხებით: რა არის სიმდაბლისმოყვარეობაო. აი, რა ვისწავლე მონასტერში სრულიად ახალგაზრდამ.

მნე ნებისმიერ მონასტერში მეურნეობას ხელმძღვანელობს. გადავწყვიტე, მენახა. დავინახე - ტომრებით დატვირთულ ჯორს მოდენის. ადრე, როცა მნე იყო, კარგი სამოსი ეცვა, ახლა ჯვალო ემოსა, ფეხშიშველი და მზისგან დალაქული იყო.

შევწუხდი. ყოველთვის ვფიქრობდი, კაცი თუ რაიმე საქმეს აკეთებს, მას უნდა მიჰყვეს, თორემ ვერასოდეს დახელოვნდება-მეთქი. მონასტერში თავდაპირველად მზარეულის თანაშემწე ვიყავი, მერე კი მესტუმრის თანაშემწედ დამადგინეს. ვკითხე ამ მამას, მონატერში რისთვის შეიძლება ჩამოართვან კაცს თავისი საქმე-მეთქი. ღიმილით მიპასუხა: - თუ ყოფილ მნეზე მეკითხები, ახლა რომ მეჯორეა, ყველაფერს თვითონ მოგიყვებაო.

მიბრძანეს, მეჯორისთვის მიმემართა, რათა მეტი შემეტყო მოსაგრე და მჭვრეტელ ცხოვრებაზე, რომელიც მონაზონს მოეთხოვება.

მივედი მეჯორესთან და ჩემი თანაგრძნობა გამოვთქვი თანამდებობიდან მის ასეთ დამდაბლებაზე, ახლა ხომ ჯორების მწყემსობა უხდება, ვკითხე ისიც, ასე რატომ მოხდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat